კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით" - ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს
"იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით" - ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

ატა­რეთ პირ­ბა­დე, აი­ცე­რით, აი­ცე­რით, აი­ცე­რით, რათა შე­საძ­ლოდ მოკ­ლე დრო­ში დავძლი­ოთ პან­დე­მია და და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ეს ერთდ უნდა გა­ვა­კე­თოთ, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო პან­დე­მი­ას.

ცერ­ცვა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს იყ­ვნენ მშვი­დად, შე­ი­ნაჩ­რუ­ნონ ოპ­ტი­მიზ­მი და ითა­ნამ­შრომ­ლეთ ექი­მებ­თან,

"ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნონ, რომ ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ძა­ლი­ან ცუ­დად მარ­თავს COVID პან­დე­მი­ას, ხში­რად იმე­ო­რე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე 15 ათა­სი ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა და ეს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა კო­ლაფსს გა­ნიც­დის და ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა ბე­დის ანა­ბა­რად ჰყავს მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ხში­რად იმე­ო­რე­ბენ იმა­საც, რომ COVID-ის გამო ქვე­ყა­ნამ მეტი ადა­მი­ა­ნის სო­ცო­ცხლე და­კარ­გა, ვიდ­რე აფხა­ზე­თის ომში და ამა­შიც, რა თქმა უნდა, ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ექი­მე­ბია დამ­ნა­შა­ვე. უფრო მე­ტიც - ზო­გი­ერ­თის ფან­ტა­ზია ისე შორს წა­ვი­და, რომ აცხა­დებს თით­ქოს ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მიზ­ნუ­ლად გა­წი­რა?! ადა­მი­ა­ნე­ბი COVID-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თვის?! ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სინ­დის­თან რომ მწყრა­ლად არი­ან, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ მათი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც აშ­კა­რად შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია.

არა­თუ 15 ათა­სი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გვა უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია მათი ოჯა­ხე­ბის­თვის, ჩვენ­თვის - ექი­მე­ბის­თვის და მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის, მაგ­რამ არა იმ ერთი მუჭა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ამ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტის თა­ვი­ან­თი ბინ­ძუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას.

მო­დით ვნა­ხოთ, რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში.

პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა 15 010 ავად­მყო­ფი.

მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რეს და უძ­ლი­ე­რე­სი ჯან­დაც­ვის მქო­ნე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში:

ა.წ. 20 იან­ვარს COVID-გან გარ­და­იც­ვა­ლა 3,172 ავად­მყო­ფი

ა.წ. 25 იან­ვარს - 3,051 ავად­მყო­ფი

ა.წ. 26 იან­ვარს - 3,408 ავად­მყო­ფი

ა.წ. 27 იან­ვარს - 3124 ავად­მყო­ფი

ა.წ. 28 იან­ვარს - 2,805 ავად­მყო­ფი

ანუ, აშშ-ში მხო­ლოდ ა.წ. იან­ვრის ბოლო 5 დღე­ში COVID-გან გარ­და­იც­ვა­ლა 15,560 ავად­მყო­ფი - უფრო მეტი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, 2 წლის მან­ძილ­ზე. დიახ, რამ­დე­ნა­დაც ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლი არ უნდა იყოს, ამე­რი­კა­ში მხო­ლოდ ა.წ. იან­ვრის ბოლო 5 დღის მან­ძილ­ზე (ვი­მე­ო­რებ მხო­ლოდ 5 დღე­ში) COVID-ით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 წლის მან­ძილ­ზე. გა­სა­გე­ბია, რომ ამე­რი­კა მო­სახ­ლე­ო­ბით ჩვენ­ზე 85-ჯერ მე­ტია, მაგ­რამ მა­ინც. შეგ­ვიძ­ლია სხვა­ნა­ი­რა­დაც დავ­თვა­ლოთ: ა.წ. იან­ვრის ზუს­ტად იგი­ვე დღე­ებ­ში (ა.წ. 20, 25, 26, 27 და 28 იან­ვარს) სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-ის­გან გარ­და­იც­ვა­ლა: შე­სა­ბა­მი­სად 27, 42, 39, 27 და 30 ავად­მყო­ფი, სულ - 165 ავად­მყო­ფი. თუ გა­და­ვი­ან­გა­რი­შებთ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე, ამე­რი­კა­ში აღ­ნიშ­ნულ 5 დღე­ში 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 47 ავად­მყო­ფი, ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში - 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 42 ავად­მყო­ფი. კო­მენ­ტა­რე­ბი ზედ­მე­ტია.

რაც შე­ე­ხე­ბა ომში და­ნა­კარგს, სა­ქარ­თვე­ლომ აფხა­ზე­თის ომში და­კარ­გა და­ახ­ლო­ე­ბით 9000 ადა­მი­ა­ნი, ხოლო COVID პან­დე­მი­ის­გან 15,010 (1.7-ჯერ მეტი). მა­შინ რო­დე­საც აშშ-მ მთე­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­კარ­გა 405,000 ადა­მი­ა­ნი ხოლო მთე­ლი COVID პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე - 907,190 ავად­მყო­ფი (2,2-ჯერ მეტი). ასე, რომ ომში და­ნა­კარ­გით სპე­კუ­ლი­რე­ბაც უად­გი­ლოა. მძი­მე პან­დე­მი­ე­ბის დროს და­ნა­კარ­გი ხში­რად უფრო მე­ტია, ვიდ­რე ომში. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ 1918-1920 წლე­ბის ე.წ. ეს­პა­ნუ­რი გრი­პის პან­დე­მი­ის დროს მთელ მსოფ­ლი­ო­ში გრი­პით გა­ცი­ლე­ბით მეტი ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა, ვიდ­რე მთლი­ა­ნად პირ­ველ მსოფ­ლიო ომში.

აშშ-სთან შე­და­რე­ბა ავი­ღეთ არა იმი­ტომ, რომ გვინ­და და­ვაკ­ნი­ნოთ ამე­რი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ან მისი ჯან­დაც­ვა, არა­მედ პი­რი­ქით - იმი­ტომ ავი­ღეთ, რომ ამე­რი­კა არის მსოფ­ლი­ო­ში უძ­ლი­ე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო უძ­ლი­ე­რე­სი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მით და თან სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, რაც 10-ჯერ მა­ინც ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას და მა­ნაც კი ვერ აი­ცი­ლა თა­ვი­დან COVID-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი და რა­ტომ თვლით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეძ­ლო აე­ცი­ლე­ბი­ნა და რა­ტომ ითხოვთ შე­უძ­ლე­ბელს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან და მისი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­გან, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად აკე­თებს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუმს და უფრო მეტ­საც იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი, არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი არ დარ­ჩეს ექი­მის და სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე, რათა 21-ე სა­უ­კუ­ნის უმ­ძი­მე­სი გა­მოწ­ვე­ვი­დან - COVID-ის პან­დე­მი­ი­დან ქვე­ყა­ნა გა­მო­ვი­დეს მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კებ­ში ჰოსპტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში სა­შუ­ა­ლო სიკ­ვდი­ლო­ბა უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს არა­ერთ წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში.

მივ­მარ­თავ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა სა­ი­მე­დო ხელ­შია, ნუ აღიქ­ვა­მენ სე­რი­ო­ზუ­ლად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის, ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბის და ერთი მუჭა „ჰე­ი­თე­რე­ბის“ სი­ძულ­ვი­ლის ენით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლად კეთ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დას­ტრეს­ვის და პა­ნი­კის გამ­სო­ავ­წვე­ად. იყა­ვით მშვი­დად, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ოპ­ტი­მიზ­მი, ითა­ნამ­შრომ­ლეთ ექი­მებ­თან, ატა­რეთ პირ­ბა­დე, აი­ცე­რით, აი­ცე­რით, აი­ცე­რით, რათა შე­საძ­ლოდ მოკ­ლე დრო­ში დავძლი­ოთ პან­დე­მია და და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ეს ერთდ უნდა გა­ვა­კე­თოთ“, - წერს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ.ს.
0

სრულად ვეთანხმები ბატონ თენგიზს. ვფიქრობ, ზოგიერში ბოროტმოქმედის გამო, არც თანამდებობა და არც ხალხის სამსახურში ყოფნა არ უნდა მიატოვოს.

ნატალიააა.
0

არ მშურს. მაინტერესებს უბრალოდ სომხეთში და აზერბაიჯანში რატოა ასე ცოტა სიკვდილიანობა კოოვიდიტ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით" - ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

"იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით" - ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

ატარეთ პირბადე, აიცერით, აიცერით, აიცერით, რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ერთდ უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ უმკლავდება საქართველო პანდემიას.

ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს იყვნენ მშვიდად, შეინაჩრუნონ ოპტიმიზმი და ითანამშრომლეთ ექიმებთან,

"ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და ჩასაფრებული პირები, რომელთაც ძალიან უნდათ, რომ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან ცუდად მართავს COVID პანდემიას, ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 15 ათასი ავადმყოფი გარდაიცვალა და ეს უტყუარი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს განიცდის და ქვეყნის ხელმძღვანელობას მოსახლეობა ბედის ანაბარად ჰყავს მიტოვებული. ხშირად იმეორებენ იმასაც, რომ COVID-ის გამო ქვეყანამ მეტი ადამიანის სოცოცხლე დაკარგა, ვიდრე აფხაზეთის ომში და ამაშიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელმძღვანელობა და ექიმებია დამნაშავე. უფრო მეტიც - ზოგიერთის ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ აცხადებს თითქოს ქვეყნის ხელმძღვანელობამ გამიზნულად გაწირა?! ადამიანები COVID-ით გარდაცვალებისთვის?! ეს ადამიანები სინდისთან რომ მწყრალად არიან, გასაგებია, მაგრამ მათი ფსიქიკური მდგომარეობაც აშკარად შესამოწმებელია.

არათუ 15 ათასი ადამიანის გარდაცვალება, არამედ თითოეული ადამიანის დაკარგვა უდიდესი ტკივილია მათი ოჯახებისთვის, ჩვენთვის - ექიმებისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, მაგრამ არა იმ ერთი მუჭა ჩასაფრებული ადამიანებისათვის, რომლებიც ცდილობენ ამ სამწუხარო ფაქტის თავიანთი ბინძური მიზნებისთვის გამოყენებას.

მოდით ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სამწუხაროდ გარდაიცვალა 15 010 ავადმყოფი.

მსოფლიოს უძლიერეს და უძლიერესი ჯანდაცვის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებში:

ა.წ. 20 იანვარს COVID-გან გარდაიცვალა 3,172 ავადმყოფი

ა.წ. 25 იანვარს - 3,051 ავადმყოფი

ა.წ. 26 იანვარს - 3,408 ავადმყოფი

ა.წ. 27 იანვარს - 3124 ავადმყოფი

ა.წ. 28 იანვარს - 2,805 ავადმყოფი

ანუ, აშშ-ში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო 5 დღეში COVID-გან გარდაიცვალა 15,560 ავადმყოფი - უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 2 წლის მანძილზე. დიახ, რამდენადაც ძნელად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ამერიკაში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო 5 დღის მანძილზე (ვიმეორებ მხოლოდ 5 დღეში) COVID-ით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე საქართველოში 2 წლის მანძილზე. გასაგებია, რომ ამერიკა მოსახლეობით ჩვენზე 85-ჯერ მეტია, მაგრამ მაინც. შეგვიძლია სხვანაირადაც დავთვალოთ: ა.წ. იანვრის ზუსტად იგივე დღეებში (ა.წ. 20, 25, 26, 27 და 28 იანვარს) საქართველოში COVID-ისგან გარდაიცვალა: შესაბამისად 27, 42, 39, 27 და 30 ავადმყოფი, სულ - 165 ავადმყოფი. თუ გადავიანგარიშებთ 1 მილიონ მოსახლეზე, ამერიკაში აღნიშნულ 5 დღეში 1 მილიონ მოსახლეზე გარდაიცვალა 47 ავადმყოფი, ხოლოდ საქართველოში - 1 მილიონ მოსახლეზე გარდაიცვალა 42 ავადმყოფი. კომენტარები ზედმეტია.

რაც შეეხება ომში დანაკარგს, საქართველომ აფხაზეთის ომში დაკარგა დაახლოებით 9000 ადამიანი, ხოლო COVID პანდემიისგან 15,010 (1.7-ჯერ მეტი). მაშინ როდესაც აშშ-მ მთელი მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა 405,000 ადამიანი ხოლო მთელი COVID პანდემიის მანძილზე - 907,190 ავადმყოფი (2,2-ჯერ მეტი). ასე, რომ ომში დანაკარგით სპეკულირებაც უადგილოა. მძიმე პანდემიების დროს დანაკარგი ხშირად უფრო მეტია, ვიდრე ომში. გავიხსენოთ, რომ 1918-1920 წლების ე.წ. ესპანური გრიპის პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში გრიპით გაცილებით მეტი ავადმყოფი გარდაიცვალა, ვიდრე მთლიანად პირველ მსოფლიო ომში.

აშშ-სთან შედარება ავიღეთ არა იმიტომ, რომ გვინდა დავაკნინოთ ამერიკის შესაძლებლობები ან მისი ჯანდაცვა, არამედ პირიქით - იმიტომ ავიღეთ, რომ ამერიკა არის მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო უძლიერესი ჯანდაცვის სისტემით და თან საქართველოსგან განსხვავებით სრულად ვაქცინირებული, რაც 10-ჯერ მაინც ამცირებს სიკვდილობას და მანაც კი ვერ აიცილა თავიდან COVID-ით გამოწვეული ძალიან სერიოზული დანაკარგები და რატომ თვლით, რომ საქართველოს შეეძლო აეცილებინა და რატომ ითხოვთ შეუძლებელს საქართველოს ხელმძღვანელობისგან და მისი ჯანდაცვის სისტემისგან, რომელიც ცალსახად აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს და უფრო მეტსაც იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული, არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩეს ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე, რათა 21-ე საუკუნის უმძიმესი გამოწვევიდან - COVID-ის პანდემიიდან ქვეყანა გამოვიდეს მინიმალური დანაკარგებით. საქართველოს კლინიკებში ჰოსპტალიზებულ პაციენტებში საშუალო სიკვდილობა უფრო დაბალია, ვიდრე ევროპისა და მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში.

მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების, ე.წ. ექსპერტების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვის და პანიკის გამსოავწვეად. იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით, აიცერით, აიცერით, რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ერთდ უნდა გავაკეთოთ“, - წერს ცერცვაძე.