პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანაიას საქმე: განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ხურცილავა, ჭიჭიაშვილი, თამაზაშვილი და ბაკურაძეც - ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორ ამირან გულუაშვილთან
სანაიას საქმე: განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ხურცილავა, ჭიჭიაშვილი, თამაზაშვილი და ბაკურაძეც - ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორ ამირან გულუაშვილთან

კოტე ცი­ხის­თა­ვის მიერ ჯერ კი­დევ 2018 წელს "რუს­თა­ვი-2“-ის ეთერ­ში გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ახ­ლად­გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იმა­ვე წლის 2 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და ამა­სო­ბა­ში და აქვს თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რას იმ მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რაც მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას შე­უ­წყობს ხელს.

გთა­ვა­ზობთ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­თან:

- უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 28 იან­ვარს, ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თა­ვის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ში­ნა­არ­სი ნამ­დვი­ლად არ არის ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის. ამ­გვა­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი მას გა­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და ჯერ კი­დევ 2018 წლის 18 თე­ბერ­ვალს, ერთ-ერთი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში. იმ­ხა­ნად ის ჯერ კი­დევ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ გან­ცხა­დებ­ზე მოხ­და მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა და შე­საძ­ლო ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2018 წლის 2 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნახ­ლდა გა­მო­ძი­ე­ბა ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე მოხ­და იმ სს საქ­მის გა­მო­თხო­ვა და დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა, რო­მე­ლიც 2001 წელს სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლად ეტაპ­ზე მოხ­და სა­ნა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მისი ძმის - ვახ­ტანგ სა­ნა­ი­ას და გი­ორ­გის მე­უღ­ლის - ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძის გა­მო­კი­თხვა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად მათი ჩარ­თუ­ლო­ბით წა­რი­მარ­თა. მათ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სრუ­ლად გაც­ნო­ბოდ­ნენ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს, სს საქ­მის მა­სა­ლებს და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მათი მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

- გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნო გა­მოდ­გა კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თა­ვის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა და­დას­ტურ­და და რა - არა?

- ცი­ხის­თა­ვის ჩვე­ნე­ბა და ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მან 2018 წელს და შემ­დგომ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სა­ჯა­როდ გა­ავ­რცე­ლა, პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ 2 ნა­წი­ლად:

პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას. ლა­პა­რა­კია ვი­დე­ო­კა­სე­ტა­ზე, რო­მელ­ზეც თით­ქოს­და აღ­ბეჭ­დი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კავ­ში­რი ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან. ცი­ხის­თა­ვის გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ამ ვი­დე­ო­კა­სე­ტის ფლო­ბის გამო მოკ­ლეს გი­ორ­გი სა­ნა­ია. მე­ო­რე ნა­წი­ლი, სა­დაც და­სა­ხე­ლე­ბულ­ნი არი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, ცი­ხის­თა­ვის გან­მარ­ტე­ბით, მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში პირ­და­პირ, თუ არა­პირ­და­პირ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, გა­მო­ი­კი­თხა გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვა, რომელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა და ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ი­მე­ო­რა მისი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა, რომ მისი მხრი­დან ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო რა­ი­მე ვი­დე­ო­კა­სე­ტის გა­და­ცე­მის გა­რე­მო­ე­ბებ­თან. ასე­ვე კა­სე­ტის თა­ო­ბა­ზე, გა­მო­ი­კი­თხა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ელე­ნე თევ­დო­რა­ძის ყოფ­ნის დროს, მას­თან ერ­თად მყო­ფი ორი ჟურ­ნა­ლის­ტი და ორი­ვე მათ­გან­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ სო­ფელ დუ­ის­ში, ისე­ვე, რო­გორც პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, ელე­ნე თევ­დო­რა­ძის ყოფ­ნის დროს ისი­ნი მუდ­მი­ვად თან ახ­ლდნენ და ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მათ კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხეს რო­მე­ლი­მე სხვა პი­რის მხრი­დან რა­ი­მე ვი­დეო კა­სე­ტის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი.

- მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნუ­მარ­ტოთ, ბო­ლოს და ბო­ლოს, არ­სე­ბობს თუ არა ხსე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­სე­ტა? კოტე ცი­ხის­თა­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კა­სე­ტა სა­სა­მარ­თლოს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა...

- ამ კა­სე­ტის არ­სე­ბო­ბის თა­ო­ბა­ზე გარ­კვე­უ­ლი ვერ­სი­ე­ბი, მათ შო­რის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, ჯერ კი­დევ 2001 წელს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ვრცელ­დე­ბო­და, თუმ­ცა რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცია, რაც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხელ­ჩა­სა­ჭი­დი გახ­დე­ბო­და, ეს ვერ­სია სარ­წმუ­ნოდ რომ მი­ეჩ­ნია, მო­პო­ვე­ბუ­ლი არ არის. უფრო მე­ტიც, მისი შე­საძ­ლო გად­მო­ცე­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბიც კი არ დას­ტურ­დე­ბა.

- მე­ო­რე ნა­წილს რაც შე­ე­ხე­ბა, მას­ში ცი­ხის­თა­ვი კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე, მკვლე­ლო­ბის დამ­გეგ­მავ-შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე სა­უბ­რობს, ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­მო­კი­თხუ­ლია?

- გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­მო­ი­კი­თხა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პირი, ვინც მის მიერ იყო და არის ნახ­სე­ნე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დის­ტან­ცი­უ­რად გა­მო­ი­კი­თხა მევ­ლუდ (შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი), რო­მელ­მაც ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა და უარ­ყო რა­ი­მე სა­ხის შემ­ხებ­ლო­ბა გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბას­თან, ან მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ რა­ი­მე შეხ­ვედ­რა­ზე.

- არც სხვა რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს მის წი­ნა­აღ­მდეგ? თა­ვად ჭი­ჭი­აშ­ვილს თუ ჰქონ­და რა­ი­მე ვერ­სია ამ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით? მისი ვერ­სი­ით თუ და­ინ­ტე­რეს­და პრო­კუ­რა­ტუ­რა?

- ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი გა­მო­ი­კი­თხა უშუ­ა­ლოდ მის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ დო­ზით, რა დო­ზი­თაც ცი­ხის­თა­ვი აცხა­დებ­და, რომ მას ჰქონ­და შემ­ხებ­ლო­ბა. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, ეს არ დას­ტურ­დე­ბა, ის ჩვე­ნე­ბა­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის, თუ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტაპ­ზე რა­ი­მე სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას. ამ ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ზე საქ­მე­ში არც სხვა რა­ი­მე მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი არ­სე­ბობს, გარ­და კოტე ცი­ხის­თა­ვის ჩვე­ნე­ბი­სა. ასე­ვე, გა­მო­ი­კი­თხა შსს-ს კა­ხე­თის სამ­ხა­რე­ოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი. რო­გორც ცი­ხის­თავ­მა სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ში ისა­უბ­რა, მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა. თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო რა­ი­მე სა­ხის ამ­გვა­რი შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის ფაქ­ტი, მით უფრო, რა­ი­მე ფორ­მით მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. და­ი­კი­თხა შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე კახა ბა­კუ­რა­ძე, რო­მელ­მაც ასე­ვე არ და­ა­დას­ტუ­რა ცი­ხის­თა­ვის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და უარ­ყო ყო­ველ­გვა­რი შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში. ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხა ცი­ხის­თა­ვის ნა­თე­სა­ვი, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ზუ­რაბ ზარ­დი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თქვა, რომ სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას­თან არას­დროს უსა­უბ­რია და ცი­ხის­თავს მის­თვის არას­დროს მი­უ­წო­დე­ბია რა­ი­მე ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია ამ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე გა­მო­ი­კი­თხა იმ პე­რი­ოდ­ში შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იო­სებ ალა­ვი­ძე, მის მიერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბას გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებს. მან გა­მო­კი­თხვა­ში გან­მარ­ტა, რომ ეს არის მისი პო­ზი­ცია, მო­საზ­რე­ბა იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, რაც იმ პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბო­და და მას არ აქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­სი ვერ­სი­ის სამ­ტკი­ცებ­ლად.

- ალა­ვი­ძის მსგავ­სად, დღემ­დე ბევ­რი ფიქ­რობს, რომ გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო. მისი ძმის, ვახო სა­ნა­ი­ას თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პრო­კუ­რა­ტუ­რა ოჯახს 1-2-ჯერ და­უ­კავ­შირ­და და მას შემ­დეგ არა­ფე­რი იცი­ან, არც ის, რა შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა ამ გა­ნახ­ლე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ.

- გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ჯერ კი­დევ სა­წყის ეტაპ­ზე, რო­დე­საც ოჯახ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და, ჩვენ მათ მი­ვე­ცით სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გას­ცნო­ბოდ­ნენ სს საქ­მის მა­სა­ლებს და­თა­ვად გა­მო­ეთ­ქვათ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ჩა­სა­ტა­რე­ბელ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ყვე­ლა ეტაპ­ზე მზად ვი­ყა­ვით და მზად ვართ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ძა­ლი­ან ახლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და ამ კუ­თხით პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა ხარ­ვე­ზი, ან შე­ფერ­ხე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქნა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ მო­მა­ვალ­შიც გა­მოვ­თქვამთ ამ­გვა­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მზად­ყოფ­ნას. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ალ­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და მისი გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ მოხ­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა, კვლავ იგეგ­მე­ბა გარ­კვე­უ­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დგომ, ბუ­ნებ­რი­ვია, გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლის პი­რო­ბებ­ში,მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ ეტა­პის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

- ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვას არ მო­უკ­ლავს გი­ორ­გი სა­ნა­ია და მან თავ­ზე აიღო და­ნა­შა­უ­ლი... ამა­სო­ბა­ში, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ რამე ისე­თი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, რაც ოჯა­ხის ლე­გი­ტი­მურ კი­თხვებს გას­ცემს პა­სუხს...

- რე­ა­ლუ­რად, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია ყვე­ლა იმ შე­კი­თხვას, რაც ამ გა­მო­ძი­ე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით 2001 წლი­დან არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა იმ ვერ­სი­ას, რაც სა­ჯა­როდ გავ­რცელ­და, მათ შო­რის - ოჯა­ხის წევ­რე­ბის პო­ზი­ცი­ას, მათ მო­საზ­რე­ბებს და მათ ეჭ­ვებს გა­ე­ცეს ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი. სწო­რედ იმ მიზ­ნით და­ი­წყო ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი­ყო, ხომ არ არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის მიღ­მა დარ­ჩა 2001 წელს და მას არ მი­ე­ცა სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა. ჩვენ მზად ვართ, ნე­ბის­მი­ე­რი ვერ­სია - მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუ ოჯა­ხის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი, გა­და­ვა­მოწ­მოთ, ჩა­ვა­ტა­როთ აქ­ტი­უ­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და ყვე­ლა ის შე­საძ­ლო სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რაც ჩვენს ხელთ არ­სე­ბობს, ჩა­ვა­ტა­როთ ყვე­ლა ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რისი ჩა­ტა­რე­ბაც დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვგუ­ლის­ხმობ გა­სულ საკ­მა­ოდ დიდ დროს ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დგომ.

- არა მარ­ტო ოჯა­ხის, ალ­ბათ უკვე ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღირ­სე­ბის საქ­მედ იქცა ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა...

- მას შემ­დეგ, რაც ჯერ კი­დევ 2018 წელს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ახალ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც შე­მოწ­მე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და, მყი­სი­ე­რად მოხ­და რე­ა­გი­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ნახ­ლდა გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბის შემ­დგომ, ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ვა­ტა­რეთ ის შე­საძ­ლო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რისი ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც არ­სე­ბობ­და და ამ­ჟა­მად არ­სე­ბობს. ჩვენ იმ სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და ბერ­კე­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გვაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი და შე­ვეც­დე­ბით, ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მათ შო­რის ოჯა­ხის მხრი­დან და­სა­ხელ­და, გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გავ­ცეთ კი­თხვის ნიშ­ნებს.

- გა­სა­გე­ბია, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი ნება არ­სე­ბობს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი ნება ხომ არ იქ­ნე­ბა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში? და სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დენ ხან­ში დას­რულ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა?

- გა­მო­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მია იმის გან­სა­ზღვრა, თუ რამ­დე­ნად ამომ­წუ­რა­ვად ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, იმა­ვე პირ­თა გა­მო­კი­თხვის ოქ­მებ­ში რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლად ხდე­ბა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა შე­საძ­ლო შე­კი­თხვის დას­მა, რამ­დე­ნად ხდე­ბა ყვე­ლა იმ გა­რე­მო­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა, რაც საქ­მე­ში არ­სე­ბობს და რაც გა­და­მოწ­მე­ბას უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს. ყვე­ლა პირი, ვინც კონ­სტან­ტი­ნე ცი­ხის­თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში იქნა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­ბა­რე­ბულ იქნა და მოხ­და მათი ამომ­წუ­რა­ვი გა­მო­კი­თხვა. ეს მა­სა­ლე­ბი სრუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო და არის ოჯა­ხის­თვის და მათ სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ გა­ეც­ნონ ამ სს საქ­მის მა­სა­ლებს. თუ ისი­ნი ჩათ­ვლი­ან, რომ და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რა მზად იქ­ნე­ბა მო­ის­მი­ნოს მათი ეს მო­საზ­რე­ბე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ყვე­ლა ის მოქ­მე­დე­ბა, რისი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც არ­სე­ბობს სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ვა­დებს, ეს რო­გორც იცით, ყო­ველ­თვის რთუ­ლი სა­კი­თხია და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სს საქ­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გვაქვს და­გეგ­მი­ლი გარ­კვე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ამო­წურ­ვის შემ­დგომ, უკვე ალ­ბათ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის რა­ღაც შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
0

მოკვდავ ხალხს გვაინტერესებს არა პროკურატურის თანამშრომლების მიერ სიტყვების რახარუხი, არამედ პასუხი კითხვებზე, თუ ვინ მოკლა გიორგი სანაია და ვინ იყო ამ მკვლელობის დამკვეთი.

თუ მკვლელობის ნამდვილ მოტივსაც დაადგენენ მით უკეთესი.

ერთი ეჭვი მღრნის. როგორც სააკაშვილი ამბობს გიორგი სანაია მისი მეგობარი იყო. თანაც მკვლელობის ჩადენის პერიოდში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა. დავუშვათ მაშინ ვიღაცეებმა ხელი შეუშალეს სიმართლის დადგენის საქმეში. მერე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და რით ვერ შეძლო ჭეშმარიტების დადგენა?

ნოუ ვეი
3

გასაგები მკზეზების გამო ახლა არაფერი არ იქნება. რამდენიმე წელში კი მაგარი ამბები დატრიალდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

სანაიას საქმე: განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ხურცილავა, ჭიჭიაშვილი, თამაზაშვილი და ბაკურაძეც - ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორ ამირან გულუაშვილთან

სანაიას საქმე: განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ხურცილავა, ჭიჭიაშვილი, თამაზაშვილი და ბაკურაძეც - ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორ ამირან გულუაშვილთან

კოტე ციხისთავის მიერ ჯერ კიდევ 2018 წელს "რუსთავი-2“-ის ეთერში გახმოვანებული განცხადებებისა და ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, იმავე წლის 2 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება დაიწყო. ambebi.ge დაინტერესდა, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამასობაში და აქვს თუ არა პროკურატურას იმ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას შეუწყობს ხელს.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს ამირან გულუაშვილთან:

- უნდა აღინიშნოს, რომ 28 იანვარს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი ნამდვილად არ არის ახალი საქართველოს პროკურატურისთვის. ამგვარი შინაარსის განცხადებები მას გაკეთებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2018 წლის 18 თებერვალს, ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიის ეთერში. იმხანად ის ჯერ კიდევ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამ განცხადებზე მოხდა მყისიერი რეაგირება და შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, 2018 წლის 2 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განახლდა გამოძიება ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიების განახლების პირველ ეტაპზე მოხდა იმ სს საქმის გამოთხოვა და დეტალური შესწავლა, რომელიც 2001 წელს სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ განახლებული გამოძიების პირველად ეტაპზე მოხდა სანაიას ოჯახის წევრების, მისი ძმის - ვახტანგ სანაიას და გიორგის მეუღლის - ხათუნა ჩხაიძის გამოკითხვა. განახლებული გამოძიება, ფაქტობრივად, სრულად მათი ჩართულობით წარიმართა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ გამოძიების შედეგებს, სს საქმის მასალებს და, რაც ყველაზე მთავარია, მათი მოსაზრებების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება.

- განახლებული გამოძიების მსვლელობისას, რამდენად სარწმუნო გამოდგა კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაკეთებული განცხადებები, რა დადასტურდა და რა - არა?

- ციხისთავის ჩვენება და ის ინფორმაცია, რომელიც მან 2018 წელს და შემდგომ მედიასაშუალებებით საჯაროდ გაავრცელა, პირობითად შეიძლება დავყოთ 2 ნაწილად:

პირველი, რომელიც უკავშირდება გიორგი სანაიას მკვლელობის ვერსიას. ლაპარაკია ვიდეოკასეტაზე, რომელზეც თითქოსდა აღბეჭდილი უნდა ყოფილიყო მაღალჩინოსნების კავშირი ნარკოდანაშაულთან. ციხისთავის განმარტებით, სწორედ ამ ვიდეოკასეტის ფლობის გამო მოკლეს გიორგი სანაია. მეორე ნაწილი, სადაც დასახელებულნი არიან კონკრეტული პირები, რომლებიც, ციხისთავის განმარტებით, მკვლელობის მომზადებაში და მის განხორციელებაში პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მონაწილეობდნენ. განახლებული გამოძიების ფარგლებში, პირველ რიგში, გამოიკითხა გიორგი სანაიას მკვლელობისთვის მსჯავრდადებული გრიგოლ ხურცილავა, რომელმაც დაადასტურა და ფაქტობრივად გაიმეორა მისი აღიარებითი ჩვენება გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. მან კატეგორიულად გამორიცხა, რომ მისი მხრიდან ამ დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული შეიძლება ყოფილიყო რაიმე ვიდეოკასეტის გადაცემის გარემოებებთან. ასევე კასეტის თაობაზე, გამოიკითხა პანკისის ხეობაში ელენე თევდორაძის ყოფნის დროს, მასთან ერთად მყოფი ორი ჟურნალისტი და ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ სოფელ დუისში, ისევე, როგორც პანკისის ხეობაში, ელენე თევდორაძის ყოფნის დროს ისინი მუდმივად თან ახლდნენ და ერთად გადაადგილდებოდა. მათ კატეგორიულად გამორიცხეს რომელიმე სხვა პირის მხრიდან რაიმე ვიდეო კასეტის გადაცემის ფაქტი.

- მინდა საზოგადოებას განუმარტოთ, ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა ხსენებული ვიდეოკასეტა? კოტე ციხისთავი ირწმუნება, რომ კასეტა სასამართლოს არქივში ინახება...

- ამ კასეტის არსებობის თაობაზე გარკვეული ვერსიები, მათ შორის მედიასაშუალებებში, ჯერ კიდევ 2001 წელს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ვრცელდებოდა, თუმცა რაიმე მტკიცებულებითი მნიშვნელობის ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი გახდებოდა, ეს ვერსია სარწმუნოდ რომ მიეჩნია, მოპოვებული არ არის. უფრო მეტიც, მისი შესაძლო გადმოცემის გარემოებებიც კი არ დასტურდება.

- მეორე ნაწილს რაც შეეხება, მასში ციხისთავი კონკრეტულ პირებზე, მკვლელობის დამგეგმავ-შემსრულებლებზე საუბრობს, ყველა მათგანი გამოკითხულია?

- განახლებული გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა აბსოლუტურად ყველა პირი, ვინც მის მიერ იყო და არის ნახსენები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციურად გამოიკითხა მევლუდ (შოთა ჭიჭიაშვილი), რომელმაც ასევე კატეგორიულად გამორიცხა და უარყო რაიმე სახის შემხებლობა გიორგი სანაიას მკვლელობასთან, ან მისი მონაწილეობა მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით გამართულ რაიმე შეხვედრაზე.

- არც სხვა რაიმე მტკიცებულება არსებობს მის წინააღმდეგ? თავად ჭიჭიაშვილს თუ ჰქონდა რაიმე ვერსია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით? მისი ვერსიით თუ დაინტერესდა პროკურატურა?

- ჭიჭიაშვილი გამოიკითხა უშუალოდ მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ დოზით, რა დოზითაც ციხისთავი აცხადებდა, რომ მას ჰქონდა შემხებლობა. ჭიჭიაშვილის ჩვენებით, ეს არ დასტურდება, ის ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს მკვლელობის მომზადების, თუ განხორციელების ეტაპზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას. ამ ადამიანის მონაწილეობის თაობაზე და დანაშაულებრივ ქმედებაზე საქმეში არც სხვა რაიმე მიმანიშნებელი არსებობს, გარდა კოტე ციხისთავის ჩვენებისა. ასევე, გამოიკითხა შსს-ს კახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი. როგორც ციხისთავმა საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში ისაუბრა, მკვლელობის მომზადების მიზნით გაიმართა შეხვედრა. თამაზ თამაზაშვილმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის ამგვარი შეხვედრის გამართვის ფაქტი, მით უფრო, რაიმე ფორმით მისი მონაწილეობა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში. დაიკითხა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა ბაკურაძე, რომელმაც ასევე არ დაადასტურა ციხისთავის მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია და უარყო ყოველგვარი შესაძლო მონაწილეობა ამ დანაშაულებრივ ქმედებაში. ასევე გამოიკითხა ციხისთავის ნათესავი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ზურაბ ზარდიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ სანაიას მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებით მასთან არასდროს უსაუბრია და ციხისთავს მისთვის არასდროს მიუწოდებია რაიმე ტიპის ინფორმაცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ასევე გამოიკითხა იმ პერიოდში შსს-ს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იოსებ ალავიძე, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც სანაიას მკვლელობას გარკვეულ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. მან გამოკითხვაში განმარტა, რომ ეს არის მისი პოზიცია, მოსაზრება იმ მოვლენებზე, რაც იმ პერიოდში ვითარდებოდა და მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია თავისი ვერსიის სამტკიცებლად.

- ალავიძის მსგავსად, დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ გიორგის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მისი ძმის, ვახო სანაიას თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას პროკურატურა ოჯახს 1-2-ჯერ დაუკავშირდა და მას შემდეგ არაფერი იციან, არც ის, რა შედეგი მოიტანა ამ განახლებულმა გამოძიებამ.

- განახლებული გამოძიება გრძელდება. ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, როდესაც ოჯახთან კომუნიკაცია გვქონდა, ჩვენ მათ მივეცით სრული შესაძლებლობა, გასცნობოდნენ სს საქმის მასალებს დათავად გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ეტაპზე მზად ვიყავით და მზად ვართ ოჯახის წევრებთან ძალიან ახლო თანამშრომლობისთვის და ამ კუთხით პროკურატურის მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა ხარვეზი, ან შეფერხება. საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გამოვთქვამთ ამგვარი თანამშრომლობის მზადყოფნას. საქმეში ჩართულობის თვალსაზრისით, ალბათ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის და მისი გარკვეული შედეგების შესახებ არაერთხელ მოხდა სახალხო დამცველის ინფორმირება, კვლავ იგეგმება გარკვეული რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და ამ საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდგომ, ბუნებრივია, გიორგი სანაიას ოჯახის წევრების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გავლის პირობებში,მიღებულ იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ამ ეტაპისთვის გამოძიება გრძელდება.

- ოჯახი დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ხურცილავას არ მოუკლავს გიორგი სანაია და მან თავზე აიღო დანაშაული... ამასობაში, განახლებული გამოძიების ფარგლებში თუ აღმოაჩინეთ რამე ისეთი ხელჩასაჭიდი, რაც ოჯახის ლეგიტიმურ კითხვებს გასცემს პასუხს...

- რეალურად, განახლებული გამოძიების მიზანია ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ გამოძიებასთან მიმართებით 2001 წლიდან არსებობდა, ყველა იმ ვერსიას, რაც საჯაროდ გავრცელდა, მათ შორის - ოჯახის წევრების პოზიციას, მათ მოსაზრებებს და მათ ეჭვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი. სწორედ იმ მიზნით დაიწყო ხელახალი გამოძიება, რომ გადამოწმებულიყო, ხომ არ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც გამოძიების მიღმა დარჩა 2001 წელს და მას არ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ვერსია - მედიასაშუალებით გავრცელებული, თუ ოჯახის მიერ მოწოდებული, გადავამოწმოთ, ჩავატაროთ აქტიური და ინტენსიური გამოძიება და ყველა ის შესაძლო სამართლებრივი ბერკეტი გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ჩავატაროთ ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რისი ჩატარებაც დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებელია, ვგულისხმობ გასულ საკმაოდ დიდ დროს ამ დანაშაულის ჩადენის შემდგომ.

- არა მარტო ოჯახის, ალბათ უკვე ყველა ხელისუფლების ღირსების საქმედ იქცა ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა...

- მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც შემოწმებას საჭიროებდა, მყისიერად მოხდა რეაგირება და რამდენიმე დღეში განახლდა გამოძიება. გამოძიების განახლების შემდგომ, ჩვენ მაქსიმალურად ჩავატარეთ ის შესაძლო საგამოძიებო მოქმედებები, რისი ჩატარების აუცილებლობაც არსებობდა და ამჟამად არსებობს. ჩვენ იმ სამართლებრივი მექანიზმების და ბერკეტების პირობებში გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რაც კანონმდებლობით გვაქვს მონიჭებული და შევეცდებით, ყველა გარემოება, რომელიც მათ შორის ოჯახის მხრიდან დასახელდა, გამოვიკვლიოთ და მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავცეთ კითხვის ნიშნებს.

- გასაგებია, რომ სამართლებრივი ნება არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ნება ხომ არ იქნება უგულებელყოფილი გამოძიების პროცესში? და სავარაუდოდ, რამდენ ხანში დასრულდება გამოძიება?

- გამოძიების ობიექტურობის დადგენის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ამომწურავად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, იმავე პირთა გამოკითხვის ოქმებში რამდენად სრულყოფილად ხდება საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაძლო შეკითხვის დასმა, რამდენად ხდება ყველა იმ გარემოების გადამოწმება, რაც საქმეში არსებობს და რაც გადამოწმებას უნდა დაექვემდებაროს. ყველა პირი, ვინც კონსტანტინე ციხისთავის ჩვენებაში იქნა დასახელებული, გამოძიების მიერ დაბარებულ იქნა და მოხდა მათი ამომწურავი გამოკითხვა. ეს მასალები სრულად ხელმისაწვდომი იყო და არის ოჯახისთვის და მათ სრული შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ამ სს საქმის მასალებს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იქნება ჩასატარებელი, პროკურატურა მზად იქნება მოისმინოს მათი ეს მოსაზრებები და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რისი აუცილებლობაც არსებობს სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც შეეხება გამოძიების ვადებს, ეს როგორც იცით, ყოველთვის რთული საკითხია და ინდივიდუალურ სს საქმეზეა დამოკიდებული. გვაქვს დაგეგმილი გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ამოწურვის შემდგომ, უკვე ალბათ შესაძლებელი იქნება გამოძიების რაღაც შედეგებზე საუბარი.