პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინას... სამწუხაროდ, იქ არ არის საქართველოს დროშა - სირცხვილია" - დეკანოიძე
"რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინას... სამწუხაროდ, იქ არ არის საქართველოს დროშა - სირცხვილია" - დეკანოიძე

მივ­მარ­თავ ჩემს უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს, მი­უ­ხე­და­ვად უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მარ­ცხვი­ნო ტექ­სტი­სა, ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გვერ­დით ვდგა­ვართ, მხარს ვუ­ჭერთ მათ ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და დიახ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია არის აგ­რე­სო­რი. Слава Україні! Героям слава!- ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან მისი პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­აც გა­აჟ­ღე­რა და გან­მარ­ტა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან დიდი მცდე­ლო­ბი­სა მი­ე­ღოთ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი რე­ზო­ლუ­ცია, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა- ძალა ერ­თო­ბა­შია“ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რო­მელ­შიც რუ­სე­თი, რო­გორც აგ­რე­სო­რი ნახ­სე­ნე­ბი არ არის, მხარს ვერ და­უ­ჭერს.

„ნამ­დვი­ლად ვფიქ­რობ, რომ დღეს, ამ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან სრუ­ლი ლუსტრა­ცია მოხ­და. ნამ­დვი­ლად არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ი­მე სა­ხის სიფრ­თხი­ლის­გან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და. ყვე­ლა­ფე­რი იყო ძა­ლი­ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და ამ მი­ზან­მი­მარ­თულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აქვს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი სა­ხე­ლი - რუ­სე­თის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ა­მებ­ლუ­რი და კეკ­ლუ­ცი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან. მე მო­ვი­ტა­ნე ორი დრო­შა და გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, ამა­ყი ვარ, რომ ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­მი­წია, რომ ორი­ვე დრო­შას ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი და ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ეს იყო უკ­რა­ი­ნა­ში და ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ მე დღეს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ნამ­დვი­ლად დამ­ცი­რე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პო­ზი­ცი­ით, უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ზი­ცი­ით.

უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ ერთი გა­მოთ­ქმა - „Ганьба“ და ამ სი­ტყვას უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უწო­დე­ბენ ხოლ­მე იმ მოქ­მე­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც არის ყვე­ლა­ზე მე­ტად უღირ­სი და ამ „Ганьба“-ს მე თქვენ გი­წო­დებთ ყვე­ლას უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან. ნამ­დვი­ლად სირ­ცხვი­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში ამ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის­თვის, ჩვენ არ ჩავ­წე­როთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და მით უმე­ტეს, რო­დე­საც მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო რუ­სე­თის შე­კა­ვე­ბა­ზე სა­უბ­რობს. მე სუ­რა­თი მაქვს უკ­რა­ი­ნის რა­და­ში გა­და­ღე­ბუ­ლი, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გა­მოს­ვლის შემ­დეგ მთე­ლი უკ­რა­ი­ნის დე­პუ­ტა­ცია გა­მო­ვი­და ტრი­ბუ­ნას­თან, გა­შა­ლეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დრო­შე­ბი, ვინც მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, მაგ­რამ, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ამ ტრი­ბუ­ნა­ზე არ არის სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა გაშ­ლი­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მჭიდ­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი უნდა იყოს უკ­რა­ი­ნის­თვის. „Ганьба“, მე­გობ­რე­ბო, რო­დე­საც თქვენ აქ ვერ ბე­დავთ იმას, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია რო­გორც აგ­რე­სო­რი ჩა­წე­რი­ლი იყოს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, მით უმე­ტეს, რო­დე­საც მთე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა იყო, რომ მო­დით, ერ­თობ­ლი­ვი რე­ზო­ლუ­ცია მი­ვი­ღოთ, მო­დით, ერ­თად წა­ვი­დეთ უკ­რა­ი­ნა­ში, მო­დით, ერ­თად დავ­სხდეთ და გან­ვი­ხი­ლოთ ის საფრ­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მარ­თლაც ტექ­სტი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან შე­იც­ვა­ლა, იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ და­რე­კა და ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, ეს ვი­ღაც ვინ არის. „Ганьба“, მე­გობ­რე­ბო, იმი­ტომ, რომ და­წყე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­დან, ყვე­ლა უნდა ვი­ყოთ და­რაზ­მუ­ლი, უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უკ­რა­ი­ნის მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფი, რომ ჩა­ვი­დეთ უკ­რა­ი­ნა­ში, გან­ვი­ხი­ლოთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი და ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც ჩვენ აქ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან ვერ ვა­ხერ­ხებთ ვუ­თხრათ რუ­სეთს აგ­რე­სო­რი,“- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუუ
0

ამ ქალს ხალხი ჰგონია ყრუ და სულელი, არა ბატონო, ყველას გვესმის და ყველა ხვდება უტიფარი მატყუარა ქალის ოინებს

ალექს
0

მიშას და მიშას ძმის ამ ნაცოლარის ნაძმო კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია არაა, ის ფაშიოა მუსოლინური ტიპის , შესაბამისი ზონდერებით, დროშებითა და შტანდარტებით , ნიშნებით, შეძახილებით და ხელკეტებით , დემაგოგიური კალკირებული რიტორიკით , თითიდან გამოწოვილი საბაბით , რევოლუციური მიზნებით, თეატრალიზებული პერფორმანსებით და რეალობისგან მოწყვეტილი, ფუტურო , ძალდატანებით, ფუქსავატური , ზერელე , თავხედური , ამასთან ძალიან უსაფუძვლო , როგორც მათი დაგროვილი სიმდიდრეა, აღმაშენებლობის პრეტენზიით !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინას... სამწუხაროდ, იქ არ არის საქართველოს დროშა - სირცხვილია" - დეკანოიძე

"რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინას... სამწუხაროდ, იქ არ არის საქართველოს დროშა - სირცხვილია" - დეკანოიძე

მივმართავ ჩემს უკრაინელ მეგობრებს, მიუხედავად უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი სამარცხვინო ტექსტისა, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკრაინელი მოქალაქეების გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დიახ, რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი. Слава Україні! Героям слава!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობისას განაცხადა.

მან მისი პარტიის პოზიციაც გააჟღერა და განმარტა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა მიეღოთ მრავალპარტიული რეზოლუცია, „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც აგრესორი ნახსენები არ არის, მხარს ვერ დაუჭერს.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ დღეს, ამ პარლამენტის დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სრული ლუსტრაცია მოხდა. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი რაიმე სახის სიფრთხილისგან გამომდინარეობდა. ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული და ამ მიზანმიმართულ მიმდინარეობას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი - რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან. მე მოვიტანე ორი დროშა და გულწრფელად გითხრათ, ამაყი ვარ, რომ ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მომიწია, რომ ორივე დროშას ვემსახურებოდი და ვემსახურები, ეს იყო უკრაინაში და ეს არის საქართველოში. ამიტომ მე დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ნამდვილად დამცირებული ვარ საქართველოს პარლამენტის პოზიციით, უმრავლესობის პოზიციით.

უკრაინელებს აქვთ ერთი გამოთქმა - „Ганьба“ და ამ სიტყვას უკრაინელები ხშირ შემთხვევაში უწოდებენ ხოლმე იმ მოქმედებებს, რომლებიც არის ყველაზე მეტად უღირსი და ამ „Ганьба“-ს მე თქვენ გიწოდებთ ყველას უმრავლესობიდან. ნამდვილად სირცხვილია რეზოლუციის ტექსტში ამ უმძიმეს მდგომარეობაში უკრაინისთვის, ჩვენ არ ჩავწეროთ რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის შეკავებაზე საუბრობს. მე სურათი მაქვს უკრაინის რადაში გადაღებული, პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ მთელი უკრაინის დეპუტაცია გამოვიდა ტრიბუნასთან, გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა გაშლილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა იყოს უკრაინისთვის. „Ганьба“, მეგობრებო, როდესაც თქვენ აქ ვერ ბედავთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია როგორც აგრესორი ჩაწერილი იყოს რეზოლუციაში, მით უმეტეს, როდესაც მთელი ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მოდით, ერთობლივი რეზოლუცია მივიღოთ, მოდით, ერთად წავიდეთ უკრაინაში, მოდით, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ ის საფრთხეები, რომლებიც იყო აუცილებელი და მართლაც ტექსტი, რომელიც წარმოდგენილი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეიცვალა, იმიტომ, რომ ვიღაცამ დარეკა და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ეს ვიღაც ვინ არის. „Ганьба“, მეგობრებო, იმიტომ, რომ დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრიდან, ყველა უნდა ვიყოთ დარაზმული, უმრავლესობის წარმომადგენლები, უკრაინის მეგობართა ჯგუფი, რომ ჩავიდეთ უკრაინაში, განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ აქ საქართველოს პარლამენტიდან ვერ ვახერხებთ ვუთხრათ რუსეთს აგრესორი,“- განაცხადა დეკანოიძემ.