ავტორი:

"კერძო ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა... ყველა ობიექტზე სტუმარი უნდა დაიშვას ახალი ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით" - კულუმბეგოვი

"კერძო ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა... ყველა ობიექტზე სტუმარი უნდა დაიშვას ახალი ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით" - კულუმბეგოვი

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "მწვანე პასპორტების" გაუქმებას ეხმაურება და წერს, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა კერძო ბიზნესმა უნდა გამოიჩინოს.

აღნიშნულის შესახებ კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

"კერძო ბიზნესმა და არა მარტო უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით).

ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს. მე პირადათ მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას!" - წერს კულუმბეგოვი.

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.

"ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც "მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.