პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ ეყარა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერას ითვალისწინებს? - ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება
რატომ არ ეყარა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერას ითვალისწინებს? - ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება

პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ ეყა­რა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე კენ­ჭი ოპო­ზი­ცი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ წი­ნა­და­დე­ბას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჩა­წე­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც სამ­ხა­რა­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, იმის­თვის, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ წი­ნა­და­დე­ბას კენ­ჭი ეყა­როს, ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მამ­დე უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს. სამ­ხა­რა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ასე არ ყო­ფი­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, სხდო­მა­ზე კენ­ჭისყ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ იდგა.

"ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბას თა­ვი­სი ფორ­მა, წესი და პრო­ცე­დუ­რა აქვს, რო­მე­ლიც რეგ­ლა­მენ­ტი­თაა გა­წე­რი­ლი. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბა კო­მი­ტე­ტის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე უნდა იყოს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და უნდა ჰქონ­დეს კო­მი­ტე­ტის ყვე­ლა წევ­რს. ეს ასე არ მომ­ხდა­რა, შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბის კენ­ჭისყ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე არ იდგა. ამი­ტომ ვთხოვ ჩვენს ოპო­ნენ­ტებს, რომ ან რეგ­ლა­მენტს გა­ეც­ნონ კარ­გად, რაც მათ ძლი­ე­რი მხა­რე არაა, რამ­დენ­ჯერ­მე ამა­ში დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზე, ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეც­დო­მა­ში ნუ შე­იყ­ვა­ნენ“,- გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცია გა­ნი­ხი­ლეს, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს სთხო­ვეს, კენ­ჭისყრა­ზე და­ე­ყე­ნე­ბი­ნა მათი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ჩა­ი­წე­რე­ბო­და. კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ეს არ გა­ი­ზი­ა­რა, რა­საც კო­მი­ტე­ტის სხდო­მის ბო­ლოს მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც მოჰ­ყვა.

ავტორი:

რატომ არ ეყარა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერას ითვალისწინებს? - ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება

რატომ არ ეყარა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერას ითვალისწინებს? - ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ არ ეყარა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ჩაწერას ითვალისწინებს.

როგორც სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იმისთვის, რომ ალტერნატიულ წინადადებას კენჭი ეყაროს, ის კომიტეტის სხდომამდე უნდა დარეგისტრირდეს. სამხარაძის თქმით, ოპოზიციის წინადადების შემთხვევაში ასე არ ყოფილა და შესაბამისად, სხდომაზე კენჭისყრის ვალდებულება არ იდგა.

"ალტერნატიული წინადადების დარეგისტრირებას თავისი ფორმა, წესი და პროცედურა აქვს, რომელიც რეგლამენტითაა გაწერილი. ალტერნატიული წინადადება კომიტეტის სხდომის დაწყებამდე უნდა იყოს დარეგისტრირებული და უნდა ჰქონდეს კომიტეტის ყველა წევრს. ეს ასე არ მომხდარა, შესაბამისად, ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის ვალდებულება კომიტეტის სხდომაზე არ იდგა. ამიტომ ვთხოვ ჩვენს ოპონენტებს, რომ ან რეგლამენტს გაეცნონ კარგად, რაც მათ ძლიერი მხარე არაა, რამდენჯერმე ამაში დახმარება შევთავაზე, ან საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვეს, კენჭისყრაზე დაეყენებინა მათი ალტერნატიული წინადადება, რომლის მიხედვითაც რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეს არ გაიზიარა, რასაც კომიტეტის სხდომის ბოლოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.