მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანდემია დასრულდება, მაგრამ დასრულდება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის" - რას ამბობენ ექსპერტები საქართველოში ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესახებ
"პანდემია დასრულდება, მაგრამ დასრულდება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის" - რას ამბობენ ექსპერტები  საქართველოში ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესახებ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ზე მეტს აქვს იმუ­ნუ­რი ფენა.

"ბოლო წერ­ტი­ლამ­დე არ მივ­სულ­ვართ, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბი­თი მო­დე­ლი­რე­ბა, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე მა­ღა­ლია, მაგ­რამ ბოლო ციფ­რი არ მინ­და შე­მე­შა­ლოს. გი­დას­ტუ­რებთ, რომ 80%-ზე მა­ღა­ლია იმუ­ნუ­რი ფენა“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი და ჯან­დაც­ვის სა­კი­თხის ექ­სპერ­ტე­ბი პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან­ვე ამ­ბობ­დნენ, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის ერთ-ერთი მე­ქა­ნიზ­მი ე.წ. კო­ლექ­ტი­უ­რი, ანუ პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა იყო. კო­ლექ­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის შე­საქ­მნე­ლად კი, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჭი­როა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 60-70 %-იანი იმუ­ნუ­რი ფენა გაჩ­ნდეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნიშ­ნავს თუ არა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე შე­იქ­მნა პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი და პან­დე­მია და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და? - ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას.

მისი შე­ფა­სე­ბით, არ იქ­ნე­ბა სწო­რი იმის თქმა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ ეტაპ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ს აქვს იმუ­ნუ­რი ფენა. ამ ნიშ­ნუ­ლის მიღ­წე­ვა, გო­გი­ნა­ვას თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ თვე­ში და ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ომიკ­რო­ნით" ინ­ფი­ცი­რე­ბის არ­სე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

"ეს შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ვა­ჯა­მებთ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებს, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­სა და "ომიკ­რო­ნით“ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს. აი, ასე შე­იძ­ლე­ბა ამ ციფ­რის გა­მოყ­ვა­ნა, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი ე.წ. ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის­თვის. რო­გორც იცით, "ომიკ­რო­ნით" რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­ში­რე­ბუ­ლია. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც გა­და­ტა­ნი­ლი აქვთ "დელ­ტა" შტა­მი ან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოთ "ომიკ­რო­ნით“ გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვი­დი, ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ასე პირ­და­პირ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ჯა­მით იმუ­ნუ­რი ფე­ნის 80%-იანი მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­მოყ­ვა­ნა, სწო­რი არ არის. ასე­თი იმუ­ნუ­რი ფენა შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნას მა­შინ, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­და­ი­ტანს "ომიკ­რონს", აიც­რე­ბა ბუს­ტე­რით და ეს ჯა­მუ­რი რი­ცხვი მი­აღ­წევს 60-70 %-ს, ამას­თა­ნა­ვე, არ გაჩ­ნდე­ბა კი­დევ ახა­ლი შტა­მი. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვი­ლა­პა­რა­კოთ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა­ზე.

თუ იმ ტემ­პით შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა "ომიკ­რო­ნით" ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­გო­რიც ახ­ლაა, მა­შინ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE -ს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა.

ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, აკა­კი ზო­ი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პან­დე­მი­ის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დას­რუ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რია. თუმ­ცა, მისი თქმით, პან­დე­მია მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თათ­ვის დას­რულ­დე­ბა, ხოლო არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი ავა­დო­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძო­ბენ.

"ეს ტენ­დენ­ცია მარ­თლაც მი­უ­თი­თებს პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლის და­სა­წყის­ზე. ვირუ­სის ევო­ლუ­ცია იძ­ლე­ვა ამის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას. "ომიკ­რო­ნის“ რეპ­რო­დუქ­ცია "წი­თე­ლას“ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. თუ აქამ­დე ერ­თი­დან ორ ადა­მი­ანს გა­და­ე­ცე­მო­და, ახლა მი­ნი­მუმ ხუთ ადა­მი­ანს გა­და­ე­ცე­მა "ომიკ­რო­ნი“. ამი­ტომ ძა­ლი­ან სწრა­ფად ხდე­ბა პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ბევრ ადა­მი­ანს "ომიკ­რო­ნის“ გა­და­ტა­ნის შე­დე­გად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს იმუ­ნი­ტე­ტი, მა­ღა­ლია. თუმ­ცა აქვე უნდა ით­ქვას, რომ არ­სე­ბობს ერთი მთა­ვა­რი "მაგ­რამ" - სა­ინ­ტე­რე­სოა რამ­დე­ნად დაგ­ვი­ცავს ეს იმუ­ნი­ტე­ტი, მა­გა­ლი­თად, 6 თვის შე­დეგ, ამ ან ცო­ტა­თი სა­ხეც­ვლი­ლი შტა­მის­გან? ამა­ზე ლა­პა­რა­კი ცოტა ნა­ად­რე­ვია ახლა, ამი­ტომ სა­ჭი­როა ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მი. ნუ მი­ვე­ცე­მით სა­ყო­ველ­თაო ზე­იმს, რომ პან­დე­მია სრულ­დე­ბა. პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ დას­რულ­დე­ბა მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თათ­ვის, არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი კვლავ ია­ვა­დე­ბენ. ვაქ­ცი­ნა­ცია რჩე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მე­ქა­ნიზ­მად პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბა­ში", - ამ­ბობს აკა­კი ზო­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაბა
6

ჩემო მშობელო ხალხო, მორჩა ,,პანდემია", მორჩა. ორიოდე თვის წინ თქვა ბილ გეითსმა, რომ ეს (პანდემიობანა), აღარ მომწონს და 2022-ში უნდა დავამთავროო. აგერ, ჩვენთანაც დააანონსა ,,პატა კუბოვიჩმა" გუშინ, რომ ამ წლიდან სეზონურ გრიპად გადაიქცევაო კოვიდი... მოკლედ, ეგრეა, როგორც მექოთნისა და ქოთანზე ყურის გამობმის ამბავი. ,,პანდემიის" ამბავში ერთადერთი სიმართლე რაც იყო ესა ის, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. ასე, რომ დროს ჰკარგავთ კამათში. პანდემია არა ფასკუნჯი..

გიგო
5

საერთოდ ამ თემაზე კომენტარები არ უნდა იწერებოდეს, აიცერი-ღმერთმა შეგარგოს, არ აიცერი- ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს, ყველას საკუთარი თავი აბია საითაც უნდა იქეთ გაიხედავს, ასე რომ უსაქმურს ნუ ასაქმებთ და ბევრს ნუ ატრაკებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პანდემია დასრულდება, მაგრამ დასრულდება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის" - რას ამბობენ ექსპერტები საქართველოში ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესახებ

"პანდემია დასრულდება, მაგრამ დასრულდება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის" - რას ამბობენ ექსპერტები  საქართველოში ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესახებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნური ფენა.

"ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა შემეშალოს. გიდასტურებთ, რომ 80%-ზე მაღალია იმუნური ფენა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ინფექციონისტები და ჯანდაცვის საკითხის ექსპერტები პანდემიის დასაწყისიდანვე ამბობდნენ, რომ პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მექანიზმი ე.წ. კოლექტიური, ანუ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება იყო. კოლექტიური იმუნიტეტის შესაქმნელად კი, მათივე ინფორმაციით, საჭიროა, მოსახლეობაში 60-70 %-იანი იმუნური ფენა გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა ამირან გამყრელიძის ზემოთ აღნიშნული განცხადება იმას, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა პოპულაციური იმუნიტეტი და პანდემია დასასრულს მიუახლოვდა? - ამ კითხვით მივმართეთ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას.

მისი შეფასებით, არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ საქართველოში, ამ ეტაპზე, მოსახლეობის 80%-ს აქვს იმუნური ფენა. ამ ნიშნულის მიღწევა, გოგინავას თქმით, შესაძლებელია, დაახლოებით, ერთ თვეში და ეს იმ შემთხვევაში, თუ "ომიკრონით" ინფიცირების არსებული დინამიკა შენარჩუნდება.

"ეს შეიძლება ვთქვათ იმ შემთხვევაში, თუ დავაჯამებთ კოვიდგადატანილებს, ვაქცინირებულებსა და "ომიკრონით“ ინფიცირებულებს. აი, ასე შეიძლება ამ ციფრის გამოყვანა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისთვის. როგორც იცით, "ომიკრონით" რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია. იმ ადამიანებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ "დელტა" შტამი ან ვაქცინირებულები არიან, შეიძლება დაემართოთ "ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდი, ამიტომ, ჩემი აზრით, ასე პირდაპირ მათემატიკური ჯამით იმუნური ფენის 80%-იანი მაჩვენებლის გამოყვანა, სწორი არ არის. ასეთი იმუნური ფენა შეიძლება საქართველოში შეიქმნას მაშინ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაიტანს "ომიკრონს", აიცრება ბუსტერით და ეს ჯამური რიცხვი მიაღწევს 60-70 %-ს, ამასთანავე, არ გაჩნდება კიდევ ახალი შტამი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ პანდემიის დასრულებაზე.

თუ იმ ტემპით შენარჩუნდება "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები, როგორიც ახლაა, მაშინ პანდემიის დასრულებაზე დაახლოებით ერთ თვეში შეგვიძლია ვილაპარაკოთ" - განუცხადა AMBEBI.GE -ს ინფექციონისტმა.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის უახლოეს მომავალში დასრულების მოლოდინი საკმაოდ რეალურია. თუმცა, მისი თქმით, პანდემია მხოლოდ ვაქცინირებულთათვის დასრულდება, ხოლო არავაქცინირებულები ავადობას მომავალშიც განაგრძობენ.

"ეს ტენდენცია მართლაც მიუთითებს პანდემიის დასასრულის დასაწყისზე. ვირუსის ევოლუცია იძლევა ამის თქმის საშუალებას. "ომიკრონის“ რეპროდუქცია "წითელას“ მაჩვენებელს მიუახლოვდა. თუ აქამდე ერთიდან ორ ადამიანს გადაეცემოდა, ახლა მინიმუმ ხუთ ადამიანს გადაეცემა "ომიკრონი“. ამიტომ ძალიან სწრაფად ხდება პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება. ალბათობა იმისა, რომ მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში, შესაძლებელია ბევრ ადამიანს "ომიკრონის“ გადატანის შედეგად ჩამოუყალიბდეს იმუნიტეტი, მაღალია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს ერთი მთავარი "მაგრამ" - საინტერესოა რამდენად დაგვიცავს ეს იმუნიტეტი, მაგალითად, 6 თვის შედეგ, ამ ან ცოტათი სახეცვლილი შტამისგან? ამაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია ახლა, ამიტომ საჭიროა ფრთხილი ოპტიმიზმი. ნუ მივეცემით საყოველთაო ზეიმს, რომ პანდემია სრულდება. პანდემია დასრულდება, მაგრამ დასრულდება მხოლოდ ვაქცინირებულთათვის, არავაქცინირებულები კვლავ იავადებენ. ვაქცინაცია რჩება უმნიშვნელოვანეს მექანიზმად პანდემიის დასრულებაში", - ამბობს აკაკი ზოიძე.