მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გილოცავთ! როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ "მწვანე პასპორტი“ უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა" - იაგო ხვიჩია
"გილოცავთ! როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ "მწვანე პასპორტი“ უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა" - იაგო ხვიჩია

"გი­ლო­ცავთ, რო­გორც იქნა, მმარ­თვე­ლი პარ­ტია მიხ­ვდა, რომ „მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბი“ უაზ­რო­ბა იყო და უნდა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა. გი­ლო­ცავთ ამ შე­სა­ნიშ­ნავ მიგ­ნე­ბას, რა­ზეც რა­ტომ­ღაც, მი­ღე­ბი­დან 41 დღე და­გაგ­ვი­ან­დათ" - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

იაგო ხვი­ჩი­ას თქმით, შე­ზღუდ­ვებ­მა, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის დროს და­წეს­და, კო­რო­ნა­ვირუ­სის ნაც­ვლად, ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვა. იაგო ხვი­ჩი­ამ პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტებს მი­მარ­თა და ჰკი­თხა გრძნობ­დნენ თუ არა ისი­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, იმ ხალ­ხის წი­ნა­შე, ვინც და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გად და­ზა­რალ­და.

"ჩვენ გვახ­სოვს, რომ როცა 5 და 1 ადა­მი­ა­ნი იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აე­რო­პორ­ტი­დან ხალ­ხს ხსნი­დით და აბას­თუ­მან­ში მიგ­ყავ­დათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ხდე­ბო­და, ესეც არ მინ­და, რომ ვინ­მეს გა­მორ­ჩეს. ცოლ-ქმრის მან­ქა­ნა­ში წინ ჯდო­მას უკ­რძა­ლავ­დით, გზებს რე­ცხავ­დით, ბო­ლოს „მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბი“ შე­მო­ი­ღეთ. ათას­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო, 9 სა­ა­თი­დან სახ­ლი­დან არ­გას­ვლა და ა.შ. ასე­ვე ბიზ­ნე­სე­ბის გა­კოტ­რე­ბა, თუნ­დაც ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, რო­გორც თქვენ სას­ტუმ­რო­ებს ან რეს­ტორ­ნებს მო­ე­ქე­ცით. გრძნობთ თუ არა თავს დამ­ნა­შა­ვედ ჩვენს წი­ნა­შე, იმ ხალ­ხის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ზა­რალ­დე­ბო­და.

რა­საც თქვენ აკე­თებ­დით კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ფერ­მა იმუ­შა­ვა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა იმუ­შა­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს? ამას ვინც უჭერ­და მხარს, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ისე ოპო­ზი­ცი­ი­დან, იღებს თუ არა რა­ი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამა­ზე, თუნ­დაც პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას?

ამას იმი­ტომ გე­უბ­ნე­ბით, რომ მე მგო­ნი ყვე­ლას­თვის თვალ­ნა­თე­ლია, თუ რამ­ხე­ლა შეც­დო­მა იყო ეს, როცა დღეს 25 ათა­სამ­დე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს, რე­ა­ლუ­რად კი სამ­ჯერ მეტი. მა­ნამ­დე და­ვა­სუს­ტეთ ადა­მი­ა­ნე­ბი, გა­ვა­ღა­ტა­კეთ ეკო­ნო­მი­კა, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს? შეც­დო­მის არ აღი­ა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით დღე­საც იგი­ვეს ვაგ­რძე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლო
0

 რაც ნაღდი გირჩია წიწვოვანთათვის, ისა ხართ თქვენ, (რუსების წინ ჩახდილი ჯაფარიძის თამადობით) ადამიანებისთვის

ზეზვი
0

კი გვაქვს მოსალოცად საქმე და მოგვილოცა კაცმა, რახან ეს გახარებული ვნახე აწი კორონაც რომ დამეტაკოს მედგრად დავხვდები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"გილოცავთ! როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ "მწვანე პასპორტი“ უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა" - იაგო ხვიჩია

"გილოცავთ! როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ "მწვანე პასპორტი“ უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა" - იაგო ხვიჩია

"გილოცავთ, როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ „მწვანე პასპორტები“ უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას, რაზეც რატომღაც, მიღებიდან 41 დღე დაგაგვიანდათ" - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, შეზღუდვებმა, რომელიც პანდემიის დროს დაწესდა, კორონავირუსის ნაცვლად, ადამიანების წინააღმდეგ იმუშავა. იაგო ხვიჩიამ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და ჰკითხა გრძნობდნენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობას, იმ ხალხის წინაშე, ვინც დაწესებული რეგულაციების შედეგად დაზარალდა.

"ჩვენ გვახსოვს, რომ როცა 5 და 1 ადამიანი იყო ინფიცირებული აეროპორტიდან ხალხს ხსნიდით და აბასთუმანში მიგყავდათ, ეს ყველაფერი ოპოზიციის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა, ესეც არ მინდა, რომ ვინმეს გამორჩეს. ცოლ-ქმრის მანქანაში წინ ჯდომას უკრძალავდით, გზებს რეცხავდით, ბოლოს „მწვანე პასპორტები“ შემოიღეთ. ათასნაირი შეზღუდვები იყო, 9 საათიდან სახლიდან არგასვლა და ა.შ. ასევე ბიზნესების გაკოტრება, თუნდაც ამ ბოლო პერიოდში რეგულაციებით, როგორც თქვენ სასტუმროებს ან რესტორნებს მოექეცით. გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ ჩვენს წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომლებიც ამ ყველაფრის შემდეგ ზარალდებოდა.

რასაც თქვენ აკეთებდით კორონავირუსის წინააღმდეგ არაფერმა იმუშავა, მაგრამ ყველაფერმა იმუშავა ადამიანების წინააღმდეგ. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ამას ვინც უჭერდა მხარს, როგორც ხელისუფლებიდან ისე ოპოზიციიდან, იღებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას ამაზე, თუნდაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მე მგონი ყველასთვის თვალნათელია, თუ რამხელა შეცდომა იყო ეს, როცა დღეს 25 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რეალურად კი სამჯერ მეტი. მანამდე დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს? შეცდომის არ აღიარების თვალსაზრისით დღესაც იგივეს ვაგრძელებთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.