საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.
"ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც "მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო გამოხმაურება მოჰყვა. ვნახოთ, როგორი რეაქცია გამოიწვია ადამიანთა ნაწილში "მწვანე პასპორტების" გაუქმებას.
სცენარისტი ქეთი დევდარიანი გადაწყვეტილებას შემდეგი მიმით ეხმიანება:
დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი: "ნეტაი აცრილებს არ დაგვიჭერდნენ".
ირაკლი გაფრინდაშვილი: "პანდემია მართეს ანტივაქსერებმა".
პეტრე კოლხი: "ბოლოს გამოაცხადებენ, ვიხუმრეთ, თორემ არც არაფერი ყოფილა, რატომ აიცერითო!.."
დავით გაბუნია: "ის გოგო დაამშვიდეთ, კაფეში ვერ შევალო, რომ იტირა. "დღეიდან შეხვალ, დედუ დარიჩინი და შოკოლადი მოვაყარო გულის ფორმაზე თუ არა?"
ნინჩო ჯიბლაძე: "მალე ვაქცინირებულებს ქუჩაში აღარ გაგვიშვებენ და ვიაროთ მერე ერთმანეთთან ჯოკერის სათამაშოდ".
ისე ამის მერე ამათი ნდობა შეიძლება???? ჯერ გვითხერეს აიცერით და ავიცერით,მერე გვითხრეს პირბადე ატარეთ და ვატარეთ,,,,ამასობაში კი ვინც არ ატარებდა იმათ მოუხსნეს ჯარიმები და ვინც არ აიცრა,იმათაც შეეხო (მწვანე) პასპორტიზაციის გაუქმება---საქაა საოცნებო ლოგიკა?
აქ უაზროდ შემოსეულ გაუთვითცნობიერებელ ხალხს მინდა ვუთხრა რა არის ან იყო მისი დანიშნულება. მწვანე პასპორტი თქვენ ენაზე არის აცრის წიგნაკის ერთ-ერთი ფორმა! რომელიც ქართველების უმეტესობას არ გაგვაჩნია. ეგაც დროებითი კონტროლისთვის შემოღებული. ხოდა ჩემო კარგები, აცრის წიგნაკი ევროპელებს დაბადებიდან აქვთ , სადაც გეგმაზომიერად ავსებენ ველებს. თქვენ ხო ყველაფერი უნდა გაამძაფროთ და ტრაგიზმით აღწეროთ ყველანაირი სიტუაცია. მოკლედ მეცინება ამდენ გარჩევებზე, ბოღმის ბუკეტებზე და კიდევ ფსიქო-ფილოსოფიურ-რელიგიურ გარჩევებზე. საით მიდიხართ?:/)