პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაუქმდა ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება - თამარ გაბუნიას განმარტება
რატომ გაუქმდა ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტის მო­თხოვ­ნის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზებს ხსნის.

"მწვა­ნე პას­პორ­ტის“ მო­თხოვ­ნის მოხ­სნა არ ნიშ­ნავს რომ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც და­წე­სე­ბუ­ლია ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნია უნდა შე­სუს­ტდეს. "ე.წ. მწვა­ნე პას­პორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ის, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ა­თი ქვეყ­ნის შიგ­ნით "მწვა­ნე პას­პორ­ტს“ ამ ეტაპ­ზე არ ჰქონ­დეს. "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ ტექ­ნი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი "ომიკ­რონ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­სუს­ტდა. რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის სტა­ტუს­ზე, რე­იფ­ნი­ცი­რე­ბა "ომიკ­რო­ნის“ პი­რო­ბებ­ში მა­ღა­ლია. ამ­დე­ნად, ეს არ იცავს, არ არის გა­რან­ტია იმის­თვის, რომ პირი იქ­ნე­ბა უსაფრ­თხო, თუ ის შევა რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს გა­რე­მო­ში, რაც "მწვა­ნე პას­პორტთან“ და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ასე­ვე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ნა­წილ­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ვაქ­ცი­ნა­ცი­აც ვი­ცით, რომ არის დაც­ვა, მაგ­რამ ეს არ არის სრუ­ლი დაც­ვა ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან, დაც­ვა არის უფრო მე­ტად ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის­თვის. "ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში ესეც არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ამ­დე­ნად ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ფაქ­ტო­რი არის ყო­ველ­დღი­უ­რად პსრ ტეს­ტი­რე­ბა, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ­დე­ნად ჩვენ რე­ა­ლუ­რად რომ ვთქვათ, პირი არის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად უსაფრ­თხო, ეს არის ახალ­ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი, პსრ და ან­ტი­გენ ტეს­ტი. ამ­რი­გად ამ ტექ­ნი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩა­ით­ვა­ლა რომ "მწვა­ნე პასპრო­ტის“ სა­ვა­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნა მო­იხ­სნას, მაგ­რამ არ ნიშ­ნავს, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რაც და­წე­სე­ბუ­ლია ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნია რა­მე­ნა­ი­რად უნდა შე­სუს­ტეს, რად­გან ვაქ­ცი­ნა რჩე­ბა ერთ-ერთი მთა­ვა­რი დაც­ვა. ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ შეც­ვა­ლა "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ მო­თხოვ­ნე­ბი, და­ა­მა­ტა "ბუს­ტერ“ დო­ზის მო­თხოვ­ნა, პსრ ტეს­ტი­რე­ბა­ზე მეტი აქ­ცენ­ტი. იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც გვაქვს "მწვა­ნე პას­პორ­ტი“, ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კის პი­რო­ბებ­ში არ ქმნის სრულ გა­რან­ტი­ას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტექ­ნი­კუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი იმის­თვის, რომ "მწვა­ნე პას­პორ­ტმა“ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი შეც­ვა­ლოს, არაა. მე­ო­რე მი­ზა­ნი იყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბა. ეს ეფექ­ტი დღეს ნაკ­ლე­ბად აღი­ნიშ­ნე­ბა. დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ იხ­სნე­ბა, თუმ­ცა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ხალხო, ძლივს სასიკეთო გადაწყველება მიიღეს და რას ერჩით? პიტრიქით, უნდა შევაქოთ და მოვთხოვოთ, რომ სკოლებში ბავშვებს პირბადეებში ნუ ახრჩობენ. ესეც უნდა იყოს ნებაყოფილობითი, ანუ მშობლის გადასაწყვეტი. ასე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

ლევანი
1

ბარემ მოხსენით ყველა შეზღუდვა, მაიმუნობაა უკვე ეს თქვენირეგულაციები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ გაუქმდა ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება - თამარ გაბუნიას განმარტება

რატომ გაუქმდა ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის გაუქმების მიზეზებს ხსნის.

"მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის მოხსნა არ ნიშნავს რომ რეგულაციები, რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტდეს. "ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება არის ის, რომ სავალდებულო ხასიათი ქვეყნის შიგნით "მწვანე პასპორტს“ ამ ეტაპზე არ ჰქონდეს. "მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი "ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეიფნიცირება "ომიკრონის“ პირობებში მაღალია. ამდენად, ეს არ იცავს, არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო, თუ ის შევა რომელიმე ბიზნეს გარემოში, რაც "მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით გამოვიყენეთ. ასევე, ვაქცინაციის ნაწილში, ვაქცინაციის შემთხვევაში, ვაქცინაციაც ვიცით, რომ არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, დაცვა არის უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისთვის. "ომიკრონის“ შემთხვევაში ესეც არის მნიშვნელოვანი, ამდენად ყველაზე ძლიერი ფაქტორი არის ყოველდღიურად პსრ ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად ჩვენ რეალურად რომ ვთქვათ, პირი არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, ეს არის ახალჩატარებული ტესტი, პსრ და ანტიგენ ტესტი. ამრიგად ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაითვალა რომ "მწვანე პასპროტის“ სავადებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ არ ნიშნავს, რეგულაციები რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია რამენაირად უნდა შესუსტეს, რადგან ვაქცინა რჩება ერთ-ერთი მთავარი დაცვა. ბევრმა ქვეყანამ შეცვალა "მწვანე პასპორტის“ მოთხოვნები, დაამატა "ბუსტერ“ დოზის მოთხოვნა, პსრ ტესტირებაზე მეტი აქცენტი. იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს "მწვანე პასპორტი“, ინფიცირების მაღალი რისკის პირობებში არ ქმნის სრულ გარანტიას. აქედან გამომდინარე, ტექნიკური საფუძვლები იმისთვის, რომ "მწვანე პასპორტმა“ ეპიდემიოლოგიური სურათი შეცვალოს, არაა. მეორე მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება. ეს ეფექტი დღეს ნაკლებად აღინიშნება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სავალდებულო "მწვანე პასპორტი“ იხსნება, თუმცა, ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გაგრძელდება,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.