სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის გამოცანად რჩება, რატომ გაუჩინარდა გახარია პოლიტიკური ველიდან" - რა არის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის გაუცხოების მიზეზები?
"ჩემთვის გამოცანად რჩება,  რატომ გაუჩინარდა გახარია პოლიტიკური ველიდან" - რა არის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის გაუცხოების მიზეზები?

NDI-ს უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ამომ­რჩე­ველ­თა დიდი ნა­წი­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ვერ­ცერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან ვერ ახერ­ხებს, ეს მა­შინ, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი­დან არ­ცთუ დიდი დროა გა­სუ­ლი.

AMBEBI. GE - ს ამ სა­კი­თხზე სო­ცი­ო­ლო­გი იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს ესა­უბ­რე­ბა:

- უპირ­ვე­ლე­სად, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ NDI-ს კვლე­ვე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი პარ­ტი­უ­ლი რე­ი­ტინ­გე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი არაა. ამას მა­შინ ვი­ტყო­დით, თუკი შე­კი­თხვა სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ასე: ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თოს, ვის და­უ­ჭერთ მხარს? კვლე­ვის ამ ნა­წი­ლით ვი­გებთ, თუ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია დგას ამომ­რჩევ­ლებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს. რა თქმა უნდა, ირი­ბად შეგ­ვიძ­ლია ამით რე­ი­ტინ­გე­ბიც გან­ვსა­ზღვროთ, თუმ­ცა მის გამ­ზო­მად მა­ინც ვერ გან­ვი­ხი­ლავთ. შე­საძ­ლოა, ამომ­რჩე­ვე­ლი მი­იჩ­ნევ­დეს, რომ მას­თან ახ­ლოს არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი არ დგას, თუმ­ცა პრაგ­მა­ტუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს და რო­მე­ლი­მე მათ­განს მხა­რი მა­ინც და­უ­ჭი­როს და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია.

რა შე­დე­გე­ბიც გვაქვს, ამით შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ, რომ ამომ­რჩევ­ლებს პარ­ტი­ებ­თან გა­უ­ცხო­ვე­ბა აქვთ - როცა 40%-ზე მეტ­თან ახ­ლოს არ­ცერ­თი პარ­ტია არ დგას, სწო­რედ მსგავ­სი დას­კვნის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. უმე­ტე­სად, ეს მი­ა­ნიშ­ნებს ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ ამომ­რჩე­ველ­ში არ­სე­ბულ უნ­დობ­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა მკვეთ­რი მხარ­და­ჭე­რა არც მმარ­თველ ძა­ლას აქვს (24%). იკ­ვე­თე­ბა, რომ ამომ­რჩევ­ლებ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბამ და­ი­სად­გუ­რა.

- მოქ­მე­დებს თუ არა კვლე­ვის სან­დო­ო­ბა­ზე, როცა პან­დე­მი­უ­რი გა­რე­მოს გამო, ის სა­ტე­ლე­ფო­ნოა?

- რა თქმა უნდა, როცა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილ­ში არის გან­ცდა, რომ სუს-ი ყვე­ლა­ფერს ის­მენს, ნდო­ბა ნაკ­ლე­ბა­დაა. თუმ­ცა პა­სუხს - "არ ვიცი“ ხში­რად პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს დრო­საც პა­სუ­ხო­ბენ.

- თქვენ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის ნი­ჰი­ლიზმს შე­ე­ხეთ, თქვე­ნი მო­საზ­რე­ბით, ამას ძი­რი­თა­დად, რა მი­ზე­ზე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს?

- ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, უპირ­ვე­ლე­სად კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დღის წეს­რიგს ვე­ღარ ქმნი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებს ვერ სთა­ვა­ზო­ბენ. ისი­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტო­რის როლს ვერ თა­მა­შო­ბენ. ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რის ირ­გვლივ სრუ­ლი კონ­ცენ­ტრი­რე­ბა­ცაა - სიმ­ძი­მის ცენ­ტრი მისი პა­ტიმ­რო­ბი­სა თუ ჯან­მრთე­ლო­ბის თე­მებ­ზე გა­და­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის მთა­ვარ მო­თხოვ­ნებ­თან აც­დე­ნა მი­ვი­ღეთ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ბოლო პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ი­აზ­რა, რომ ამ თე­მი­დან გარ­კვე­უ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა უნდა შეძ­ლოს, რი­თაც დრო და ენერ­გია სხვა სა­კი­თხებ­საც და­უთ­მოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თი­ა­ნი იყო, როცა, მა­გა­ლი­თად, საქ­მე პა­ტი­მა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, თუმ­ცა როცა სა­უ­ბა­რი მას­ზე, რო­გორც უდა­ნა­შა­უ­ლო­ზე იწყე­ბა, ეს ამომ­რჩე­ველ­თა დიდ ნა­წილ­ში ნე­გა­ტი­ურ როლს თა­მა­შობს და ოპო­ზი­ცი­ურ ერ­თი­ა­ნო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

- შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გი პე­რი­ო­დი და სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა? - ერთი თე­მის ირ­გვლივ მო­ბი­ლი­ზე­ბით გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი დღის წეს­რი­გი­დან გა­აქ­რო, თა­ნაც მათ ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან ოპო­ნი­რე­ბა არ უჭირთ...

- რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნია, ამ­ტკი­ცოს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა, ამას ის სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­თაც ასა­ბუ­თებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბი­სა თუ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ იც­ვლე­ბა. თუმ­ცა, ვხე­დავთ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის­თვის ეს საკ­მა­რი­სი აღარ არის. ამას ბოლო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბიც კარ­გად გვაჩ­ვე­ნებს.

ქვე­ყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლურ - ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა: სი­ღა­რი­ბე, უმუ­შევ­რო­ბა თუ მა­ღა­ლი ინფლა­ცია და ამას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ამ დროს გა­სულ წელს 2020-ის პან­დე­მი­ურ მო­ნა­ცე­მებ­თან ადა­რებს და პროგ­რეს­ზე ლა­პა­რა­კობს. ე.წ "ან­ტი­მი­შას“ ფაქ­ტო­რი ძვე­ლე­ბუ­რად აღარ მოქ­მე­დებს, ეს ფაქ­ტია.

- უკა­ნას­კნელ არ­ჩევ­ნებ­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ახ­ლად­შექ­მნილ­მა პარ­ტი­ამ საკ­მა­ოდ დიდი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა ყო­ფილ პრე­მი­ერს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღარ ვხე­დავთ. ამ ფაქ­ტორ­მა მათ რე­ი­ტინგზე რამ­დე­ნად იმოქ­მე­და?

- გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა უფრო მე­ტად ლი­დე­რი­სად­მი პერ­სო­ნა­ლურ გან­წყო­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი - პარ­ტი­ის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი ყო­ფი­ლი ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა, რა­ტომ გა­უ­ჩი­ნარ­და ის პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, ლი­დე­რის ასეთ­მა ქცე­ვამ მხარ­დამ­ჭე­რებ­ზე არ იმოქ­მე­დოს და ამას კვლე­ვის შე­დე­გე­ბიც ადას­ტუ­რებს.

- სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­ზე, იგი­ვე "ლე­ლო­ზე“ რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას?

- მათ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გი ბო­ი­კო­ტით ერ­თგვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დღის წეს­რი­გი­დან დის­ტან­ცი­რე­ბა უნდა მო­ა­ხერ­ხონ, თუმ­ცა ეს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით...

- ოპო­ზი­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას კო­ა­ლი­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნი­ხი­ლავს. ისი­ნი კარ­გად იაზ­რე­ბენ, რომ ამ კო­ო­პე­რა­ცი­ის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ამაგ­ვდრო­უ­ლად კი მათ ამ პარ­ტი­ას­თან გარ­კვე­უ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ. ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა უფრო თა­მა­მად უნდა იმოქ­მე­დონ და სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა გა­მოკ­ვე­თონ.

მეს­მის, რომ ისი­ნი ფიქ­რო­ბენ კო­ა­ლი­ცი­ა­ზე, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ სხვა­ზე დიდი "ნა­ჭე­რი“ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ფაქ­ტია, მაგ­რამ ამომ­რჩე­ვე­ლი ამ იდე­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ მო­ერ­გო.

ავ­ტო­რი: ღვთი­სა­ვარ ან­თა­ძე

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკი
0

ძალიან გულსატკენია გახარიას არაკაცური ტრუკები. ხან დაიმალება, ხან გამოჩნდება ეს რა კუკუდამალობანას თამაშობს? რა ხერხი აირჩია პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად? ასეთი ხალხი დიდად ვერ იკრებს საზოგადოებას გვერდით. არასწორი სვლები აქვს და ვფიქრობ არ ექნება ხალხის მხარდაჭერა. ძალიან ინკოგნიტოს თამაშობს და პატივისცემასაც თანდათან კარგავს. ძალიან ცუდია ასეთი გაზის არჩევა. 

მე
0

ხოლო ჩემთვის გამოცანად რჩება, რატომ გაუჩინარდა მამუკა ბახტაძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩემთვის გამოცანად რჩება, რატომ გაუჩინარდა გახარია პოლიტიკური ველიდან" - რა არის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის გაუცხოების მიზეზები?

"ჩემთვის გამოცანად რჩება,  რატომ გაუჩინარდა გახარია პოლიტიკური ველიდან" - რა არის პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას შორის გაუცხოების მიზეზები?

NDI-ს უკანასკნელი კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი იდენტიფიცირებას ვერცერთ პოლიტიკურ ძალასთან ვერ ახერხებს, ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან არცთუ დიდი დროა გასული.

AMBEBI. GE - ს ამ საკითხზე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრება:

- უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ NDI-ს კვლევების პოლიტიკური ნაწილი პარტიული რეიტინგების განმსაზღვრელი არაა. ამას მაშინ ვიტყოდით, თუკი შეკითხვა სხვანაირად იქნებოდა ფორმულირებული, მაგალითად, ასე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, ვის დაუჭერთ მხარს? კვლევის ამ ნაწილით ვიგებთ, თუ რომელი პოლიტიკური პარტია დგას ამომრჩევლებთან ყველაზე ახლოს. რა თქმა უნდა, ირიბად შეგვიძლია ამით რეიტინგებიც განვსაზღვროთ, თუმცა მის გამზომად მაინც ვერ განვიხილავთ. შესაძლოა, ამომრჩეველი მიიჩნევდეს, რომ მასთან ახლოს არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ დგას, თუმცა პრაგმატული არჩევანი გააკეთოს და რომელიმე მათგანს მხარი მაინც დაუჭიროს და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

რა შედეგებიც გვაქვს, ამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ამომრჩევლებს პარტიებთან გაუცხოვება აქვთ - როცა 40%-ზე მეტთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას, სწორედ მსგავსი დასკვნის საშუალებას გვაძლევს. უმეტესად, ეს მიანიშნებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში არსებულ უნდობლობაზე, თუმცა მკვეთრი მხარდაჭერა არც მმართველ ძალას აქვს (24%). იკვეთება, რომ ამომრჩევლებში იმედგაცრუებამ დაისადგურა.

- მოქმედებს თუ არა კვლევის სანდოობაზე, როცა პანდემიური გარემოს გამო, ის სატელეფონოა?

- რა თქმა უნდა, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილში არის განცდა, რომ სუს-ი ყველაფერს ისმენს, ნდობა ნაკლებადაა. თუმცა პასუხს - "არ ვიცი“ ხშირად პირისპირ ინტერვიუს დროსაც პასუხობენ.

- თქვენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ნიჰილიზმს შეეხეთ, თქვენი მოსაზრებით, ამას ძირითადად, რა მიზეზები განაპირობებს?

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიები, უპირველესად კი "ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგს ვეღარ ქმნიან, საზოგადოებას ახალ ინიციატივებს ვერ სთავაზობენ. ისინი სოციალური აქტორის როლს ვერ თამაშობენ. ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი სააკაშვილის ფაქტორის ირგვლივ სრული კონცენტრირებაცაა - სიმძიმის ცენტრი მისი პატიმრობისა თუ ჯანმრთელობის თემებზე გადავიდა, შესაბამისად, მოსახლეობის მთავარ მოთხოვნებთან აცდენა მივიღეთ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო პერიოდში გარკვეულწილად გაიაზრა, რომ ამ თემიდან გარკვეული დისტანცირება უნდა შეძლოს, რითაც დრო და ენერგია სხვა საკითხებსაც დაუთმოს. საზოგადოება მეტ-ნაკლებად ერთიანი იყო, როცა, მაგალითად, საქმე პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლებას შეეხებოდა, თუმცა როცა საუბარი მასზე, როგორც უდანაშაულოზე იწყება, ეს ამომრჩეველთა დიდ ნაწილში ნეგატიურ როლს თამაშობს და ოპოზიციურ ერთიანობას საფრთხე ემუქრება.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების შემდეგი პერიოდი და სააკაშვილის ფაქტორი "ქართულმა ოცნებამ“ კარგად გამოიყენა? - ერთი თემის ირგვლივ მობილიზებით გარკვეული საკითხები დღის წესრიგიდან გააქრო, თანაც მათ ყოფილ პრეზიდენტთან ოპონირება არ უჭირთ...

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის მომგებიანია, ამტკიცოს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ამას ის სასამართლო გადაწყვეტილებებითაც ასაბუთებს. საზოგადოებაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა თუ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტების მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება. თუმცა, ვხედავთ რომ ხელისუფლების მაღალი რეიტინგისთვის ეს საკმარისი აღარ არის. ამას ბოლო არჩევნების შედეგებიც კარგად გვაჩვენებს.

ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ - ეკონომიკური ვითარებაა: სიღარიბე, უმუშევრობა თუ მაღალი ინფლაცია და ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება. ხელისუფლება კი ამ დროს გასულ წელს 2020-ის პანდემიურ მონაცემებთან ადარებს და პროგრესზე ლაპარაკობს. ე.წ "ანტიმიშას“ ფაქტორი ძველებურად აღარ მოქმედებს, ეს ფაქტია.

- უკანასკნელ არჩევნებში გიორგი გახარიას ახლადშექმნილმა პარტიამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა ყოფილ პრემიერს, ფაქტობრივად, ვეღარ ვხედავთ. ამ ფაქტორმა მათ რეიტინგზე რამდენად იმოქმედა?

- გახარიას პარტიის მიმართ მხარდაჭერა უფრო მეტად ლიდერისადმი პერსონალურ განწყობაზე იყო დამოკიდებული - პარტიის დანარჩენი წევრები ყოფილი ჩინოსნები არიან, რომელთაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს, შესაბამისად, ჩემთვის გამოცანად რჩება, რატომ გაუჩინარდა ის პოლიტიკური ველიდან.

შეუძლებელია, ლიდერის ასეთმა ქცევამ მხარდამჭერებზე არ იმოქმედოს და ამას კვლევის შედეგებიც ადასტურებს.

- სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, იგივე "ლელოზე“ რა შეიძლება ითქვას?

- მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგი ბოიკოტით ერთგვარი გამოცდილება მიიღეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგიდან დისტანცირება უნდა მოახერხონ, თუმცა ეს ნაკლებად გამოსდით...

- ოპოზიციის გარკვეული ნაწილი "ნაციონალებთან“ ურთიერთობის დამყარებას კოალიციურ რეჟიმში განიხილავს. ისინი კარგად იაზრებენ, რომ ამ კოოპერაციის გარეშე წარმატების მიღწევა რთული იქნება, ამაგვდროულად კი მათ ამ პარტიასთან გარკვეული დისტანცირება აუცილებლად სჭირდებათ. ოპოზიციურმა პარტიებმა უფრო თამამად უნდა იმოქმედონ და საკუთარი ინდივიდუალურობა გამოკვეთონ.

მესმის, რომ ისინი ფიქრობენ კოალიციაზე, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას“ სხვაზე დიდი "ნაჭერი“ შეიძლება ჰქონდეს. ფაქტია, მაგრამ ამომრჩეველი ამ იდეას სათანადოდ ვერ მოერგო.

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე