სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანი თავისი სამხედრო ავიაციის გაძლიერებას ქართული მოიერიშეებითაც აპირებს - რას წერს Forbes-ი?
აზერბაიჯანი თავისი სამხედრო ავიაციის გაძლიერებას ქართული მოიერიშეებითაც აპირებს -  რას წერს Forbes-ი?

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­ვი­სი სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა-გა­ფარ­თო­ე­ბის შე­სა­ხებ და მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მა­ტე­ბით ავი­ა­ტექ­ნი­კას შე­ი­ძენს“, - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კულ "ფორბსში" (Forbes) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თა­ვის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ას თურ­ქუ­ლი და ქარ­თუ­ლი მო­ი­ე­რი­შე­ე­ბით გა­აძ­ლი­ე­რებს“ (ავ­ტო­რი - პოლ იდო­ნი).

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, კერ­ძოდ, სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბოლო დროს, ყა­რა­ბა­ღის ომის ფონ­ზე, აზერ­ბა­ი­ჯან-თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­მტკიც­და, თურ­ქუ­ლი ტექ­ნი­კის ექ­სპორ­ტი აზერ­ბა­ი­ჯან­ში თით­ქმის ექ­ვსჯერ გა­ი­ზარ­და. მხედ­ვე­ლო­ბა­შია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის აღ­ჭურ­ვა "ბა­ი­რახ­ტრე­ბით“ - უპი­ლო­ტო აპა­რა­ტე­ბით (დრო­ნე­ბით).

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი არ არის და აღ­ჭურ­ვი­ლია ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ "მიგ-29“-ებით და ავი­ა­მო­ი­ე­რი­შე "სუ-25“-ებით. ბოლო წლებ­ში იყო მცდე­ლო­ბე­ბი ზო­გი­ერ­თი მო­დი­ფი­კა­ცი­ის თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­ძე­ნის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა საქ­მე ბო­ლომ­დე არ იქნა მიყ­ვა­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად "სუ-25“-ებს, აზერ­ბა­ი­ჯანს ამ ავი­ა­მო­ი­ე­რი­შე­ე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა­ში თურ­ქე­თი და­ეხ­მა­რა - შე­იც­ვა­ლა მათი შე­ი­ა­რა­ღე­ბა თურ­ქუ­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტით. ისი­ნი ასე­ვე აღი­ჭურ­ვა ბე­ლო­რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ელექტრობ­ლო­კე­ბით და ა.შ.

"გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში თურ­ქუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი აჭ­რელ­და მით­ქმა-მოთ­ქმით, რომ თით­ქოს­და თურ­ქეთ­მა ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის 50 "სუ-25“-ის ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტაო, რომ­ლე­ბიც აი­წყო ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში აგე­ბულ თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში. ეს ინ­ფორ­მა­ცია თურ­ქულ­მა ჟურ­ნალ­მა TRHabur-მა უარ­ყო, თუმ­ცა იქვე გა­მოქ­ვეყ­ნდა ავი­ა­ექ­სპერ­ტის ტოლ­გა ოზ­ბე­კის ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა თურ­ქეთ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში აწყო­ბი­ლი "სუ-25“-ების თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქუ­ლი ავი­ო­ნი­კით და ია­რა­ღით აღ­ჭურ­ვა­ში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი­სათ­ვის გა­და­სა­ცე­მად. სხვა­თა შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯან­მა თა­ვი­სი არ­მი­ი­სათ­ვის საკ­მა­ოდ ბევ­რი "სუ-25“ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­გან იყი­და 2002 წელს.

სა­ქარ­თვე­ლოს აქვს "სუ-25“-ების სა­ფუძ­ველ­ზე სრუ­ლი­ად ახა­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე თვითმფრი­ნა­ვის შექ­მნის ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი, რუ­სუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გა­რე­შე, სა­ხელ­წო­დე­ბით: Ge-31 Bora. თვითმფრი­ნა­ვი, თა­ვი­სი ფი­უ­ზე­ლა­ჟით და ფრთე­ბით მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში აი­წყო­ბა. გარ­და იმი­სა, რომ თბი­ლი­სი Ge-31 Bora-ს მეშ­ვე­ო­ბით თა­ვის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს გა­აძ­ლი­ე­რებს, არის იმის გან­ზრახ­ვაც, რომ რე­აქ­ტი­უ­ლი სამ­ხედ­რო-საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი სა­ექ­სპორ­ტო­დაც აი­წყო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი "სუ-25“-ების გა­მოც­და გა­სუ­ლი წლის მარტ-აპ­რილ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც საბ­რძო­ლო, ასე­ვე სას­წავ­ლო ფრე­ნე­ბი­სათ­ვის“.

თუმ­ცა, რო­გორც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, პრო­ექ­ტი Ge-31 Bora-ს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ სა­ქარ­თვე­ლო შეძ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მი­ზიდ­ვას და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სა­გან“. ბოლო დრომ­დე ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო ინ­ვეს­ტორ-კან­დი­და­ტე­ბად ის­რა­ე­ლი და უკ­რა­ი­ნა სა­ხელ­დე­ბო­და, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახლა შე­სა­ფე­რის კან­დი­და­ტის სა­ხით მათ აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც და­ე­მა­ტოს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ქოს აქვს პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და შე­საძ­ლოა კონ­ტრაქ­ტიც კი და­უ­დოს Tbilisi Aircraft Industries-ს თვითმფრი­ნავ Ge-31-ის ისე­თი სპე­ცი­ფი­კუ­რი ვა­რი­ან­ტის შე­საქ­მნე­ლად, რო­მე­ლიც იო­ლად აღი­ჭურ­ვე­ბო­და თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის ია­რა­ღით და სხვა სის­ტე­მე­ბით. ასე­თი შე­თან­ხმე­ბა სა­მი­ვე მო­ნა­წი­ლი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა: ბაქო მი­ი­ღებს ახალ მო­ი­ე­რი­შე­ებს, თბი­ლი­სის - ფულს Ge-31-ის წარ­მო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სათ­ვის, ხოლო ან­კა­რა - მომ­გე­ბი­ან კონ­ტრაქტს თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­ზე თა­ვი­სი კავ­კა­სი­ე­ლი ახლო მო­კავ­ში­რი­სათ­ვის“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ის და­სას­რულს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
0

ალყაში ვართ

ქვეყნის გულშემატკივარი
1

რატომ განჯის კარის წასაღებად სჭირდებათ თუ დავით გარეჯის დასაცავად. რაც ჩვენი უძველესი ხატები, ყველაზე ძველი ხელნაწერები რუსეთის იმპერიამ აქედან გაიტანა და კიდევ არც ვიცით, ჭორის დონეზე ქრისტეს კვართზეც ამბობენ, რაც ქართული ძველი ხელნაწერებია ათონის მთაზე და სხვადასხვა ქვეყნებში, მოვითხოვოთ აბა ვინ დაგვიბრუნებს.ის კი არა და ჯვრის მონასტერში არ გვიშვებენ ბერძნები, არც კახის ქურმუხის წმ.გიორგის ტაძარში შეგიშვებენ და ეხლა მოუნდათ აზერებს 900 წლის წინანდელი კარის წაღება, თან არც სამართლით და არც გენეტიკით არ არიან მაშინდელი განჯის სახანოს მემკვიდრენი.აზერბაიჯანი კომუნისტების მოგონილი რესპუბლიკაა. ამათი გაბლატავება ნახეთ რა, რაც ცოტა ფული გაუჩნდათ და სომხები დაამარცხეს.დააბრუნონ უსამართლოდ მიტაცებული გარეჯის კელიები და ეკლესიები, რაც მათი არ არის და არ ეკუთვნით, ფულით რომ იყიდეს მიშასაგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

აზერბაიჯანი თავისი სამხედრო ავიაციის გაძლიერებას ქართული მოიერიშეებითაც აპირებს - რას წერს Forbes-ი?

აზერბაიჯანი თავისი სამხედრო ავიაციის გაძლიერებას ქართული მოიერიშეებითაც აპირებს -  რას წერს Forbes-ი?

"აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერება-გაფართოების შესახებ და მეზობელ თურქეთში და საქართველოში დამატებით ავიატექნიკას შეიძენს“, - ნათქვამია ამერიკულ "ფორბსში" (Forbes) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "აზერბაიჯანი თავის სამხედრო ავიაციას თურქული და ქართული მოიერიშეებით გააძლიერებს“ (ავტორი - პოლ იდონი).

პუბლიკაციაში განხილულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, სამხედრო ავიაციის თანამედროვე მდგომარეობა. აღნიშნულია, რომ ბოლო დროს, ყარაბაღის ომის ფონზე, აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო-ტექნიკური კავშირები მნიშვნელოვნად განმტკიცდა, თურქული ტექნიკის ექსპორტი აზერბაიჯანში თითქმის ექვსჯერ გაიზარდა. მხედველობაშია აზერბაიჯანის არმიის აღჭურვა "ბაირახტრებით“ - უპილოტო აპარატებით (დრონებით).

როგორც სტატიაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალები მაინცდამაინც დიდი არ არის და აღჭურვილია ავიაგამანადგურებელ "მიგ-29“-ებით და ავიამოიერიშე "სუ-25“-ებით. ბოლო წლებში იყო მცდელობები ზოგიერთი მოდიფიკაციის თვითმფრინავების შეძენის თაობაზე, თუმცა საქმე ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. რაც შეეხება კონკრეტულად "სუ-25“-ებს, აზერბაიჯანს ამ ავიამოიერიშეების მოდერნიზებაში თურქეთი დაეხმარა - შეიცვალა მათი შეიარაღება თურქული ფრთოსანი რაკეტით. ისინი ასევე აღიჭურვა ბელორუსული წარმოების ელექტრობლოკებით და ა.შ.

"გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქული სოციალური ქსელები აჭრელდა მითქმა-მოთქმით, რომ თითქოსდა თურქეთმა ქართული წარმოების 50 "სუ-25“-ის ყიდვა გადაწყვიტაო, რომლებიც აიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აგებულ თბილისის საავიაციო ქარხანაში. ეს ინფორმაცია თურქულმა ჟურნალმა TRHabur-მა უარყო, თუმცა იქვე გამოქვეყნდა ავიაექსპერტის ტოლგა ოზბეკის ვარაუდი, რომ შესაძლოა თურქეთმა მონაწილეობა მიიღოს თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი "სუ-25“-ების თანამედროვე თურქული ავიონიკით და იარაღით აღჭურვაში, აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის გადასაცემად. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა თავისი არმიისათვის საკმაოდ ბევრი "სუ-25“ სწორედ საქართველოსგან იყიდა 2002 წელს.

საქართველოს აქვს "სუ-25“-ების საფუძველზე სრულიად ახალი მოდიფიკაციის მქონე თვითმფრინავის შექმნის ამბიციური გეგმები, რუსული კომპონენტების გარეშე, სახელწოდებით: Ge-31 Bora. თვითმფრინავი, თავისი ფიუზელაჟით და ფრთებით მთლიანად საქართველოში აიწყობა. გარდა იმისა, რომ თბილისი Ge-31 Bora-ს მეშვეობით თავის სამხედრო-საჰაერო ძალებს გააძლიერებს, არის იმის განზრახვაც, რომ რეაქტიული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავი საექსპორტოდაც აიწყობა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ მოდერნიზებული "სუ-25“-ების გამოცდა გასული წლის მარტ-აპრილში განახორციელა, ისინი განკუთვნილია როგორც საბრძოლო, ასევე სასწავლო ფრენებისათვის“.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პროექტი Ge-31 Bora-ს განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო შეძლებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიზიდვას დაინტერესებული უცხოელი პარტნიორებისაგან“. ბოლო დრომდე ყველაზე სავარაუდო ინვესტორ-კანდიდატებად ისრაელი და უკრაინა სახელდებოდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახლა შესაფერის კანდიდატის სახით მათ აზერბაიჯანიც დაემატოს.

სავარაუდოდ, ბაქოს აქვს პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა და შესაძლოა კონტრაქტიც კი დაუდოს Tbilisi Aircraft Industries-ს თვითმფრინავ Ge-31-ის ისეთი სპეციფიკური ვარიანტის შესაქმნელად, რომელიც იოლად აღიჭურვებოდა თურქული წარმოების იარაღით და სხვა სისტემებით. ასეთი შეთანხმება სამივე მონაწილისათვის ხელსაყრელი იქნება: ბაქო მიიღებს ახალ მოიერიშეებს, თბილისის - ფულს Ge-31-ის წარმოების გაფართოებისათვის, ხოლო ანკარა - მომგებიან კონტრაქტს თურქული წარმოების იარაღის მიწოდებაზე თავისი კავკასიელი ახლო მოკავშირისათვის“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ