საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მიუვიდა მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ორი ქვითარი? - "თბილსერვის ჯგუფის" განმარტება
რატომ მიუვიდა მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ორი ქვითარი? - "თბილსერვის ჯგუფის" განმარტება

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ვით ფა­ჩუ­ლია აცხა­დებს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რე­ბე­ლი არ გაზ­რდია და მათ­თან ორი ქვით­რის მის­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, 2021 წლის დე­კემ­ბრი­დან, კომ­პა­ნია "თე­ლა­სის“ აბო­ნენ­ტე­ბის­თვის და­რი­ცხვა ყო­ვე­ლი თვის ბოლო ოთხი კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა.

ფა­ჩუ­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, იმის გამო, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა დრო­უ­ლად ვერ გა­და­იხ­დის იან­ვრის თვის და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რე­ბელს, მათ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა არ შე­ე­ზღუ­დე­ბათ.

"თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას არ­ცერ­თი თეთ­რით და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რე­ბე­ლი არ გაზ­რდია. იყო 2,50 ლარი და რჩე­ბა იგი­ვე. სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2021 წლის დე­კემ­ბრი­დან, კომ­პა­ნია "თე­ლა­სის“ აბო­ნენ­ტე­ბის­თვის და­რი­ცხვა ყო­ვე­ლი თვის ბოლო ოთხი კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში, კერ­ძოდ კი თვის ბო­ლოს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი, მი­ი­ღე­ბენ და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რებ­ლის ორ ქვი­თარს, რო­მე­ლიც დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში მი­ღე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სურს ასა­ხავს. გა­და­სა­ხა­დი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბამ დე­კემ­ბერ­ში გა­და­ი­ხა­და ნო­ემ­ბრის თვის იყო. და­რი­ცხვის სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა და თვის ჭრილ­ში მი­უ­ვათ გა­და­სა­ხა­დი. თუ რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქე თვლის, რომ მოხ­და ორ­მა­გად და­რი­ცხვა, ჩვე­ნი ცხე­ლი ხაზი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, ასე­ვე "ფე­ის­ბუ­კის“ "მე­სენ­ჯე­რი“ სა­შუ­ა­ლე­ბით არ­ცერ­თი კი­თხვა უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა. ჩვენ ვთხო­ვეთ "თე­ლასს“ და "თელ­მი­კოს“, რომ თუ მო­ქა­ლა­ქე ვერ გა­და­იხ­დის იან­ვრის თვის მო­საკ­რე­ბელს, მას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა არ შე­ე­ზღუ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ჩუ­ლი­ამ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რებ­ლის გა­ნაკ­ვე­თი ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე თვე­ში 2,5 ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იუ­რი­დი­ულ პი­რებს, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს N4-12 დად­გე­ნი­ლე­ბის (27.12.2021 წელი) თა­ნახ­მად, დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის გა­ნი­სა­ზღვრა და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რებ­ლის ახა­ლი გა­ნაკ­ვე­თე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი დე­კემ­ბრის მო­საკ­რე­ბელს კვლავ ძვე­ლი ტა­რი­ფით გა­და­იხ­დი­ან, ხოლო იან­ვრის ქვი­თარ­ში ახა­ლი ტა­რი­ფი აი­სა­ხე­ბა.

მე­რი­ა­ში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მო­საკ­რე­ბე­ლი ახა­ლი ტა­რი­ფით შე­ე­ხე­ბათ მხო­ლოდ და მხო­ლოდ კო­მერ­ცი­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის აბო­ნენ­ტებს და არა ფი­ზი­კურ პი­რებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რებ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი თვის და­რი­ცხვა აქამ­დე, სტან­დარ­ტუ­ლად, წინა თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. მომ­ხმა­რებ­ლებს იან­ვარ­ში ერი­ცხე­ბო­დათ დე­კემ­ბერ­ში გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი, კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღე­ბი კი ქვი­თარ­ში აი­სა­ხე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

სად გაქრა სუბსიდია იქნებ რამე იცით ზამთარში რომ იყო

ელგუჯა
0

ალბათ, წინა თვეში ორი ცოცხით დაიხვეტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რატომ მიუვიდა მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ორი ქვითარი? - "თბილსერვის ჯგუფის" განმარტება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის ორი ქვითარი? - "თბილსერვის ჯგუფის" განმარტება

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია აცხადებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია და მათთან ორი ქვითრის მისვლა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია "თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება.

ფაჩულიას განცხადებით, იმის გამო, თუ მოსახლეობა დროულად ვერ გადაიხდის იანვრის თვის დასუფთავების მოსაკრებელს, მათ ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდებათ.

"თბილისის მოსახლეობას არცერთი თეთრით დასუფთავების მოსაკრებელი არ გაზრდია. იყო 2,50 ლარი და რჩება იგივე. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბრიდან, კომპანია "თელასის“ აბონენტებისთვის დარიცხვა ყოველი თვის ბოლო ოთხი კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარში, კერძოდ კი თვის ბოლოს, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები, მიიღებენ დასუფთავების მოსაკრებლის ორ ქვითარს, რომელიც დეკემბერ-იანვარში მიღებული მომსახურების საფასურს ასახავს. გადასახადი, რომელიც მოსახლეობამ დეკემბერში გადაიხადა ნოემბრის თვის იყო. დარიცხვის სისტემა შეიცვალა და თვის ჭრილში მიუვათ გადასახადი. თუ რომელიმე მოქალაქე თვლის, რომ მოხდა ორმაგად დარიცხვა, ჩვენი ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაშია ჩართული, ასევე "ფეისბუკის“ "მესენჯერი“ საშუალებით არცერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ ვთხოვეთ "თელასს“ და "თელმიკოს“, რომ თუ მოქალაქე ვერ გადაიხდის იანვრის თვის მოსაკრებელს, მას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეეზღუდება“, - განაცხადა ფაჩულიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფიზიკური პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით არის განსაზღვრული. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, თბილისის საკრებულოს N4-12 დადგენილების (27.12.2021 წელი) თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული პირები დეკემბრის მოსაკრებელს კვლავ ძველი ტარიფით გადაიხდიან, ხოლო იანვრის ქვითარში ახალი ტარიფი აისახება.

მერიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოსაკრებელი ახალი ტარიფით შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული კატეგორიის აბონენტებს და არა ფიზიკურ პირებს.

როგორც ცნობილია, დასუფთავების მოსაკრებლის ნებისმიერი თვის დარიცხვა აქამდე, სტანდარტულად, წინა თვის მომსახურებისთვის ხორციელდებოდა. მომხმარებლებს იანვარში ერიცხებოდათ დეკემბერში გაწეული მომსახურების საფასური, კონკრეტული თარიღები კი ქვითარში აისახებოდა.