მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძეხვი, რომლის შექმნასაც სიყვარულის ლეგენდა უკავშირდება - გერმანელების საყვარელი ძეხვის, „ბრაუნშვაიგურის“ ისტორია
ძეხვი, რომლის შექმნასაც სიყვარულის ლეგენდა უკავშირდება - გერმანელების საყვარელი ძეხვის, „ბრაუნშვაიგურის“ ისტორია

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვი „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ - მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის დე­ლი­კა­ტე­სებ­ში ელი­ტურ პრო­დუქ­ტად ით­ვლე­ბა. მას თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ბრა­უნშვა­იგ­ში (დიდი ქა­ლა­ქი ქვე­მო საქ­სო­ნი­ის მხა­რის სამ­ხრეთ–აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში) აწარ­მო­ებ­დნენ და სა­ხე­ლი Braunschweiger - სწო­რედ ამ ქა­ლა­ქის პა­ტივ­სა­ცე­მად უწო­დეს.

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვის სამ­რეწ­ვე­ლო წარ­მო­ე­ბა მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო, ხოლო მე-19 სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დი­დან ამ დე­ლი­კა­ტე­სის ექ­სპორ­ტი გერ­მა­ნი­ის ფარ­გლებს გა­რე­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პო­პუ­ლა­რუ­ლი ძეხ­ვის რე­ცეპ­ტუ­რა მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და, ამი­ტომ ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვის ორი­გი­ნა­ლუ­რი რე­ცეპ­ტი არ ყო­ფი­ლა და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხე­ლი „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ სა­ბო­ლო­ოდ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ძეხ­ვის სა­ერ­თო და­სა­ხე­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, პუნ­ქტი 2.212.2-ის თა­ნახ­მად, ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც «Braunschweett Mettwurst» ან «Braunschweiger».

ბრა­უნშვა­ი­გის რე­გი­ონ­ში, პრო­დუქ­ტი წარ­მო­ად­გენს შე­ბო­ლილ ღო­რის ძეხვს, ნივ­რის გა­რე­შე. მე­ზო­ბელ ავ­სტრი­ა­ში ის მო­ნა­დი­რულ ძეხვს უფრო ჰგავს, აშშ-ში კი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში არის ღო­რის ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, შე­ბო­ლი­ლი, რბი­ლი კონ­სის­ტენ­ცი­ის მქო­ნე ძეხ­ვი, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ სენდვი­ჩებ­ში, მდოგ­ვთან, პო­მი­დორ­თან და ყველ­თან ერ­თად. ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტი მის ნედ­ლად შე­ბოლ­ვას გუ­ლის­ხმობს.

„ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ ძეხ­ვის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი შავი წი­წა­კით

ამ ძეხ­ვის რე­ცეპ­ტის გა­ჩე­ნას ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა. ერთ ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც ძეხ­ვის მწარ­მო­ებ­ლის შე­გირ­დი გახ­ლდათ, თა­ვი­სი დამ­საქ­მებ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი შე­უყ­ვარ­და. არც გო­გო­ნა იყო ვა­ჟის მი­მართ გულ­გრი­ლი, მაგ­რამ, რო­დე­საც შე­გირდმა ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მას მისი ხელი სთხო­ვა, ძეხ­ვის მწარ­მო­ე­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ მის­გან თან­ხმო­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებ­და, თუ იმ ძეხ­ვზე გემ­რი­ელ ძეხვს და­ამ­ზა­დებ­და, რო­მე­ლიც მას იტა­ლი­ელ­მა ვა­ჭარ­მა ჩა­მო­უ­ტა­ნა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მის ქა­ლიშ­ვილს იტა­ლი­ელს მი­ა­თხო­ვებ­და.

შე­გირ­დი მთე­ლი ღამე შე­უს­ვე­ნებ­ლად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ დი­ლით ძეხ­ვის მწარ­მო­ე­ბელ­მა მის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძეხ­ვის ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი და­ი­წუ­ნა. სა­სო­წარ­კვე­თილ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა შე­აგ­რო­ვა შე­გირ­დის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძეხ­ვის ყვე­ლა ნა­ჭე­რი, გა­ა­კე­თა მათ­გან ფარ­ში, და­უ­მა­ტა სა­ნე­ლებ­ლე­ბი და ხე­ლახ­ლა შე­ავ­სო გარ­სი შიგ­თავ­სით. მა­მას გა­ა­სინ­ჯა და უთხრა, რომ ის შე­გირდმა და­ამ­ზა­და. შე­დეგ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა და კმა­ყო­ფილ­მა ძეხ­ვის მწარ­მო­ე­ბელ­მა ქორ­წი­ნე­ბა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და. სა­ი­დუმ­ლო რე­ცეპ­ტი გო­გო­ნამ საქმროს ქორ­წი­ლის დღეს გა­უმ­ხი­ლა.

„ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ ძეხ­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი პაპ­რი­კით

მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მსგავ­სად, ძეხ­ვი „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ სა­ქარ­თვე­ლო­შიც იწარ­მო­ე­ბა.

პრე­მი­უმ კლა­სის პრო­დუქტს „კა­ი­ზე­რის ბრენ­დის ქვეშ ნი­კო­რა ამ­ზა­დებს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბით. ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა კომ­პა­ნი­ამ 2008 წელს და­ი­წყო

პრე­მი­ა­ლუ­რი ხა­ზის ძეხ­ვე­უ­ლის დამ­ზა­დე­ბა სპე­ცი­ფი­კურ ტექ­ნო­ლო­გი­ას სა­ჭი­რო­ებს, რად­გან ნედ­ლად შე­ბოლ­ვის ტექ­ნო­ლო­გია მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვა კა­ტე­გო­რი­ის ძეხ­ვე­უ­ლის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის­გან.

ნედ­ლად შე­ბო­ლილ პრო­დუქ­ცი­ას თვე­ზე მეტი დრო სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლურ საშ­რობ კა­მე­რებ­ში, რათა ბუ­ნებ­რი­ვად გა­მოშ­რეს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის კონ­ტრო­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კა­მე­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ნედ­ლე­უ­ლი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის იყოს.

ნედ­ლად შე­ბო­ლილ ძეხვს დახ­ვე­წი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი გემო აქვს. ის ძა­ლი­ან თხელ ნაჭ­რე­ბად უნდა და­იჭ­რას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­იგ­რძნოთ არო­მა­ტე­ბი. და­საჭ­რე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ხის საჭ­რე­ლი დაფა და ბას­რი, გრძელ­პი­რი­ა­ნი დანა. სა­სურ­ვე­ლია ძეხ­ვის ნა­ჭე­რი არ აღე­მა­ტე­ბო­დეს 2.5 მი­ლი­მეტრს.

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი

„კა­ი­ზე­რის“ ბრენ­დის ქვეშ, გერ­მა­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით „ბრა­უნშვა­ი­გუ­რი“ ძეხ­ვის სამ­ნა­ი­რი ვა­რი­ან­ტი მზად­დე­ბა:

  • კლა­სი­კუ­რი;
  • პაპ­რი­კით;
  • შავი წი­წა­კით.

ბრა­უნშვა­ი­გურს სხვა ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლის­გან გა­ნას­ხვა­ვებს მისი გარ­საც­მი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სუ­ნე­ლით მზად­დე­ბა. შრო­ბი­სას აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ნე­ლი ხორ­ცზე გა­და­დის და პრო­დუქტს გან­სა­კუთ­რე­ბულ არო­მატს ანი­ჭებს.

ბრა­უნშვა­ი­გუ­რი ძეხ­ვის შე­ძე­ნა „ნი­კო­რას“ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სა­სურ­ვე­ლი წო­ნით და სა­სუფ­რედ დაჭ­რი­ლი ნაჭ­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლი­ათ.

თეა ინა­სა­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ძეხვი, რომლის შექმნასაც სიყვარულის ლეგენდა უკავშირდება - გერმანელების საყვარელი ძეხვის, „ბრაუნშვაიგურის“ ისტორია

ძეხვი, რომლის შექმნასაც სიყვარულის ლეგენდა უკავშირდება - გერმანელების საყვარელი ძეხვის, „ბრაუნშვაიგურის“ ისტორია

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნედლად შებოლილი ძეხვი „ბრაუნშვაიგური“ - მზა ხორცპროდუქტების დელიკატესებში ელიტურ პროდუქტად ითვლება. მას თავდაპირველად გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში (დიდი ქალაქი ქვემო საქსონიის მხარის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში) აწარმოებდნენ და სახელი Braunschweiger - სწორედ ამ ქალაქის პატივსაცემად უწოდეს.

ბრაუნშვაიგური ძეხვის სამრეწველო წარმოება მე-18 საუკუნეში დაიწყო, ხოლო მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან ამ დელიკატესის ექსპორტი გერმანიის ფარგლებს გარეთაც განხორციელდა.

სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის გემოვნების შესაბამისად, პოპულარული ძეხვის რეცეპტურა მუდმივად იცვლებოდა, ამიტომ ბრაუნშვაიგური ძეხვის ორიგინალური რეცეპტი არ ყოფილა დაპატენტებული. შესაბამისად, სახელი „ბრაუნშვაიგური“ საბოლოოდ რამდენიმე სახეობის ძეხვის საერთო დასახელებად ჩამოყალიბდა.

ხორცისა და ხორცპროდუქტების თანამედროვე გერმანული პროდუქტების სახელმძღვანელოში, პუნქტი 2.212.2-ის თანახმად, ბრაუნშვაიგური ძეხვი მოხსენიებულია როგორც «Braunschweett Mettwurst» ან «Braunschweiger».

ბრაუნშვაიგის რეგიონში, პროდუქტი წარმოადგენს შებოლილ ღორის ძეხვს, ნივრის გარეშე. მეზობელ ავსტრიაში ის მონადირულ ძეხვს უფრო ჰგავს, აშშ-ში კი უმეტეს შემთხვევაში არის ღორის ხორცისგან დამზადებული, შებოლილი, რბილი კონსისტენციის მქონე ძეხვი, რომელსაც იყენებენ სენდვიჩებში, მდოგვთან, პომიდორთან და ყველთან ერთად. ბრაუნშვაიგური ძეხვის ყველაზე გავრცელებული რეცეპტი მის ნედლად შებოლვას გულისხმობს.

„ბრაუნშვაიგური“ ძეხვის წარმოშობის ისტორია

ბრაუნშვაიგური შავი წიწაკით

ამ ძეხვის რეცეპტის გაჩენას ერთი ძალიან საინტერესო ლეგენდა უკავშირდება. ერთ ახალგაზრდას, რომელიც ძეხვის მწარმოებლის შეგირდი გახლდათ, თავისი დამსაქმებლის ქალიშვილი შეუყვარდა. არც გოგონა იყო ვაჟის მიმართ გულგრილი, მაგრამ, როდესაც შეგირდმა ქალიშვილის მამას მისი ხელი სთხოვა, ძეხვის მწარმოებელმა განუცხადა, რომ მისგან თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ იმ ძეხვზე გემრიელ ძეხვს დაამზადებდა, რომელიც მას იტალიელმა ვაჭარმა ჩამოუტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ქალიშვილს იტალიელს მიათხოვებდა.

შეგირდი მთელი ღამე შეუსვენებლად მუშაობდა, მაგრამ დილით ძეხვის მწარმოებელმა მის მიერ დამზადებული ძეხვის ყველა ვარიანტი დაიწუნა. სასოწარკვეთილმა ქალიშვილმა შეაგროვა შეგირდის მიერ დამზადებული ძეხვის ყველა ნაჭერი, გააკეთა მათგან ფარში, დაუმატა სანელებლები და ხელახლა შეავსო გარსი შიგთავსით. მამას გაასინჯა და უთხრა, რომ ის შეგირდმა დაამზადა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კმაყოფილმა ძეხვის მწარმოებელმა ქორწინებაზე თანხმობა განაცხადა. საიდუმლო რეცეპტი გოგონამ საქმროს ქორწილის დღეს გაუმხილა.

„ბრაუნშვაიგური“ ძეხვი საქართველოში

ბრაუნშვაიგური პაპრიკით

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, ძეხვი „ბრაუნშვაიგური“ საქართველოშიც იწარმოება.

პრემიუმ კლასის პროდუქტს „კაიზერის ბრენდის ქვეშ ნიკორა ამზადებს, რომელიც ცნობილია ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტების წარმოებით. ნედლად შებოლილი ძეხვეულის წარმოება კომპანიამ 2008 წელს დაიწყო

პრემიალური ხაზის ძეხვეულის დამზადება სპეციფიკურ ტექნოლოგიას საჭიროებს, რადგან ნედლად შებოლვის ტექნოლოგია მკვეთრად განსხვავებულია სხვა კატეგორიის ძეხვეულის დამზადების ტექნოლოგიისგან.

ნედლად შებოლილ პროდუქციას თვეზე მეტი დრო სჭირდება სპეციალურ საშრობ კამერებში, რათა ბუნებრივად გამოშრეს. ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი თანამედროვე კამერებში მიმდინარეობს. ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ ნედლეული უმაღლესი ხარისხის იყოს.

ნედლად შებოლილ ძეხვს დახვეწილი და გამორჩეული გემო აქვს. ის ძალიან თხელ ნაჭრებად უნდა დაიჭრას, რომ მაქსიმალურად შეიგრძნოთ არომატები. დასაჭრელად გამოიყენეთ ხის საჭრელი დაფა და ბასრი, გრძელპირიანი დანა. სასურველია ძეხვის ნაჭერი არ აღემატებოდეს 2.5 მილიმეტრს.

ბრაუნშვაიგური

„კაიზერის“ ბრენდის ქვეშ, გერმანული ტექნოლოგიის მიხედვით „ბრაუნშვაიგური“ ძეხვის სამნაირი ვარიანტი მზადდება:

  • კლასიკური;
  • პაპრიკით;
  • შავი წიწაკით.

ბრაუნშვაიგურს სხვა ნედლად შებოლილი ძეხვეულისგან განასხვავებს მისი გარსაცმი, რომელიც სხვადასხვა სუნელით მზადდება. შრობისას აღნიშნული სუნელი ხორცზე გადადის და პროდუქტს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.

ბრაუნშვაიგური ძეხვის შეძენა „ნიკორას“ სუპერმარკეტებში, სასურველი წონით და სასუფრედ დაჭრილი ნაჭრების მიხედვით შეგიძლიათ.

თეა ინასარიძე