ჯეკ სუინი 19 წლის ბიჭია ფლორიდის შტატიდან და ილონ მასკის კერძო ვერტმფრენის განრიგის შესახებ ყველა დეტალი იცის. სუინი მასკის ფრენების შესახებ Twitter-ზე პოსტავდა, რამაც მილიარდერი საგონებელში ჩააგდო და ანგარიშის გასაუქმებლად, ბიჭს, 5 000 დოლარიც კი შესთავაზა. სუინის ანგარიშს - Elonjet-ს 150 000 გამომწერი ჰყავს და ბოტის საშუალებით, რომელიც ჯეკ სუინიმ შეიმუშავა, მასკის ფრენების მონიტორინგი ხდება. აქ იწერება როდის და სად აფრინდა ვერტმფრენი, სად დაეშვა და რა დროს მოიცავდა თითოეული ფრენის ხანგრძლივობა.
ბიჭმა სხვა ათასობით ბოტი შექმნა, რომელთა საშუალებითაც ტექნიკის ტიტანებს, მათ შორის ბილ გეითსსა და ჯეფ ბეზოსსაც კი უკონტროლებს ფრენებს.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Took off from Hawthorne, Elon got PIA blocking program but already found the aircraft. <a href="https://t.co/nOxNUxy5y5">pic.twitter.com/nOxNUxy5y5</a></p>— Elon Musk's Jet (@ElonJet) <a href="https://twitter.com/ElonJet/status/1486438551294074882?ref_src=twsrc%5Etfw">January 26, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ილონ მასკმა ჯეკს თხოვნით პირველად 30 ნოემბერს მიმართა:
"შეგიძლია გააუქმო ეს ექაუნთი? ჩემს უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს". მალე 5 000 დოლარიც შესთავაზა, რომ, როგორც თვითონ ამბობს, "გიჟებისთვის" მისი ფრენის განრიგი დაფარული ყოფილიყო. სუინიმ შეთავაზებაზე უარი თქვა და სანაცვლოდ 50 000 დოლარი მოსთხოვა მასკს იმ მიზეზით, რომ ამ თანხას ან კოლეჯის გადასახადისთვის ან "ტესლას" Model 3-ის საყიდლად გამოიყენებდა. მათ შორის საუბარი ბოლოს 19 იანვარს შედგა, ბიჭმა ილონს უთხრა: "თანხით მოსყიდვას, სჯობს თქვენთან სტაჟირება შემომთავაზოთ". ამ წინადადებაზე მასკს პასუხი ჯერ არ გაუცია.
"5 000 დოლარი არაა საკმარისი იმ სიამოვნების სანაცვლოდ, რასაც ჩემი მიღწევებით ვიღებ", - ამბობს 19 წლის ბიჭი. სუინიმ მასკს ისიც კი ურჩია, ბოტების დასაბლოკი პროგრამა გამოეყენებინა:
"როგორც ჩანს, ჩემი რჩევა გაითვალისწინა, რადგან ახლა უკვე იყენებს ასეთ პროგრამას".
ჯეკს ჰკითხეს, ისევ შეეძლო თუ არა მასკის ფრენებისთვის თვალყურის მიდევნება დასაბლოკი პროგრამის მიუხედავად, რაზეც მან თქვა: "ისევ შემიძლია, უბრალოდ, ახლა ცოტა უფრო გართულებულია".
წყარო: CNN
მოამზადა ანა სიბოშვილმა