პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში 80 წლამდე მამაკაცმა შვილი დაჭრა
გორში 80 წლამდე მამაკაცმა შვილი დაჭრა

გორ­ში, კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოჯახ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა. პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კა "გორ­მე­დის“ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

"გორ­მე­დის“ ექი­მის, სოსო გე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კრი­ტი­კუ­ლი, მას გულ-მკერ­დის არე­ში ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კრი­ტი­კუ­ლი. მა­მა­კაცს აღე­ნიშ­ნე­ბო­და გულ-მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი შე­მა­ვა­ლი ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ფილ­ტვის, ღვიძ­ლის, კუ­ჭის, პანკრე­ა­სის და­ზი­ა­ნე­ბით, ასე­ვე წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, თა­ვის, ორი­ვე ხე­ლის მტევ­ნის, მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის და მარ­ჯვე­ნა მხრის ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბე­ბი. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­უ­ტარ­და არა­ერ­თი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია, პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა“, - გა­ნა­ცხა­და სოსო გე­ლაშ­ვილ­მა.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტი მამა-შვილს შო­რის გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და, რა დრო­საც 80 წელს მიღ­წე­ულ­მა მა­მა­კაც­მა 45 წლამ­დე ასა­კის შვილს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ნით მი­ა­ყე­ნა.

უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, მომ­ხდარ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
buba
0

მოიხდის და გამოვა ან 95-ის ან 97-ის

დგ
2

სასმელის ბრალი უნდა იყოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

გორში 80 წლამდე მამაკაცმა შვილი დაჭრა

გორში 80 წლამდე მამაკაცმა შვილი დაჭრა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი მოთავსებულია კლინიკა "გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში.

"გორმედის“ ექიმის, სოსო გელაშვილის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, მას გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

"კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მამაკაცს აღენიშნებოდა გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი შემავალი ნაკვეთი ჭრილობები ფილტვის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის დაზიანებით, ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადა სოსო გელაშვილმა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოჯახში კონფლიქტი მამა-შვილს შორის გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც 80 წელს მიღწეულმა მამაკაცმა 45 წლამდე ასაკის შვილს სხეულზე დაზიანებები დანით მიაყენა.

უთანხმოების მიზეზი უცნობია, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.