სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი LEXUS LX საქართველოშია - ყველაფერი იაპონური ბრენდის მდიდრულ ფლაგმანზე
ახალი LEXUS LX საქართველოშია - ყველაფერი იაპონური ბრენდის მდიდრულ ფლაგმანზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ყი­დუ­ლი ყო­ვე­ლი მე­ო­რე ახა­ლი ლექ­სუ­სი LX-ია, 2022 წლი­დან მისი სრუ­ლი­ად ახა­ლი მო­დე­ლი გა­მო­ვი­და, "ლექ­სუს­მა" თა­ვი­სი ფლაგ­მა­ნი LX სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა.

პრე­მი­უმ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა ია­პო­ნურ­მა კომ­პა­ნია "ლექ­სუს­მა" ახ­ლა­ხან თა­ვი­სი მთა­ვა­რი მო­დე­ლის, ბრენ­დის ფლაგ­მა­ნის, Lexus LX-ის სრუ­ლი­ად ახა­ლი თა­ო­ბა წარ­მო­ად­გი­ნა. ფუნ­და­მენ­ტუ­რად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი LX-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­ზენ­ტა­ცია და ტესტ-დრა­ი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­მარ­თა. ბრენ­დის ბესტსე­ლე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი კომ­ფორ­ტის, მდიდ­რუ­ლო­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "ლექ­სუ­სის" პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცენ­ტრი Lexus Tbilisi 2018 წელს გა­იხ­სნა და ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ყი­დუ­ლი ახა­ლი "ლექ­სუ­სე­ბი­დან" LX-ის წილი სა­შუ­ა­ლოდ 50 პრო­ცენ­ტი იყო. ანუ: სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ყი­დუ­ლი ყო­ვე­ლი მე­ო­რე ახა­ლი "ლექ­სუ­სი" LX-ია. ახლა კი ახა­ლი თა­ო­ბა გა­მო­ვი­და და არის მო­ლო­დი­ნი, რომ მო­დე­ლის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ მას­ზე მო­თხოვ­ნა არ­ნა­ხუ­ლად მო­ი­მა­ტებს, გა­ყიდ­ვე­ბის წილი კი 60 პრო­ცენტს გა­და­ა­ჭარ­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არ­სე­ბულ 50-ზე მეტ ბა­ზარ­ზე 500 000-ზე მეტი LX-ია გა­ყი­დუ­ლი.

2021 წელს ახა­ლი ლენდ კრუ­ი­ზერ 300 გა­მო­ვი­და და რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, მას მომ­ხმა­რე­ბელ­თა უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი, ვი­საც მეტი კომ­ფორ­ტი და მეტი მდიდ­რუ­ლო­ბა სურ­და, სწო­რედ ახალ Lexus LX-ს ელო­დე­ბოდ­ნენ.

ახალ მო­დელს წინა მხრი­დან კვლავ რა­დი­ა­ტო­რის მა­სი­უ­რი ცხა­უ­რა გა­მო­არ­ჩევს, რო­მე­ლიც წლე­ბია, ამ ბრენ­დის სა­ფირ­მო ნიშ­ნად მი­იჩ­ნე­ვა. ცხა­უ­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ვერ­ცხლის­ფე­რი, ან მუქი - თუკი F Sport-ის კომ­პლექ­ტა­ცი­აა.

რაკი შუქ­დი­ო­დუ­რი Matrix გა­ნა­თე­ბა ლენდ კრუ­ი­ზერ 300-ში გა­მოჩ­ნდა, "ლექ­სუსს" წინ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­ედ­გა და რა თქმა უნდა, ასეც მო­იქ­ცა: LX-ში გა­მოჩ­ნდა მიკ­რო-სარ­კე­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ფა­რე­ბი, რაც "ლექ­სუ­სის" სხვა მო­დე­ლებს უკვე ჰქონ­დათ, ახლა კი ბრენ­დის ფლაგ­მან­საც აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბუ­რა­ვებ­სა და დის­კებს: თუკი ადრე LX-ებს მაქ­სი­მუმ 21-დუ­ი­მი­ა­ნი დის­კე­ბი ჰქონ­დათ, ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა 22 დუ­ი­მია.

ახა­ლი Lexus LX-ის უკა­ნა მხა­რე კი­დევ უფრო მე­ტად შე­იც­ვა­ლა, ვიდ­რე წინა. პირ­ველ რიგ­ში იც­ნობთ სა­ხა­სი­ა­თო, L-ის ფორ­მის მა­შუ­ქე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­ნა­თე­ბის ხაზი, რო­მე­ლიც ორი­ვე ფარს აერ­თი­ა­ნებს. ეს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დაა, რო­მელ­საც უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი მარ­კა იყე­ნებს. ლო­გოს ნაც­ვლად, უკან ახლა უკვე წარ­წე­რა Lexus-ს შეხ­ვდე­ბით - ესეც ერ­თგვა­რი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ტრენ­დია. სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბა არ შეც­ვლი­ლა და, რა თქმა უნდა, იწარ­მო­ე­ბა 7-ად­გი­ლი­ა­ნი ვერ­სი­აც.

ზუს­ტად ისე, რო­გორც თა­ნაპ­ლატ­ფორ­მელ ლენდ კრუ­ი­ზერ­ში, Lexus LX-შიც ვე­ღარ შეხ­ვდე­ბით 8-ცი­ლინ­დრი­ან ძრა­ვებს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს იმას, რომ რამე და­გაკ­ლდე­ბათ - პი­რი­ქით! მარ­თა­ლია, ორი ცი­ლინ­დრი მო­აკ­ლდა და ახლა მხო­ლოდ V6 ძრა­ვე­ბით იწარ­მო­ე­ბა, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, გა­ცი­ლე­ბით მეტი სიმ­ძლავ­რე აქვს და ამავდრო­უ­ლად, გა­ცი­ლე­ბით ეკო­ნო­მი­უ­რია.

დი­ზე­ლის ძრა­ვის შემ­თხვე­ვა­ში ინ­დექ­სი არის 500. აქამ­დე, რო­გორც იცით, 450d იყო. ინ­დექ­სი იმის გამო მო­ე­მა­ტა, რომ ხაზი გა­ეს­ვას სიმ­ძლავ­რის მა­ტე­ბას - ადრე 272 ცხე­ნის ძალა ჰქონ­და, ახლა კი 299 ცხე­ნის ძალა აქვს. მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტი 700 ნი­უ­ტონ­მეტ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბას: დი­ზე­ლის შემ­თხვე­ვა­ში იყო 4,5 ლიტ­რი, გახ­და 3,3. სა­მა­გი­ე­როდ, ორ­ტურ­ბი­ნი­ა­ნია და ახლა გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად ჩქარ­დე­ბა - 100 კმ/სთ-ს 7 წამ­ში ავი­თა­რებს, რაც ამ ზო­მი­სა და წო­ნის მან­ქა­ნის­თვის ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

7 წამი სჭირ­დე­ბა 100-მდე აჩ­ქა­რე­ბის­თვის ბენ­ზი­ნის ვერ­სი­ა­საც, რო­მელ­საც LX 600 ეწო­დე­ბა. ინ­დექ­სი ამ შემ­თხვე­ვა­შიც სიმ­ძლავ­რის მა­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს - ბენ­ზი­ნის ვერ­სი­ას ადრე 367 ცხე­ნის ძალა ჰქონ­და, ახლა კი 415 ცხე­ნის ძალა აქვს. მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტი კი ამ შემ­თხვე­ვა­ში 650 ნი­უ­ტონ­მეტ­რია. ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბა 3,5 ლიტ­რია და ბენ­ზი­ნის 6-ცი­ლინ­დრი­ა­ნი აგ­რე­გა­ტიც 2-ტურ­ბი­ნი­ა­ნია.

ორ­მხრი­ვი, ორ­მა­გი ტურ­ბო­კომ­პრე­სო­რე­ბი ცვლა­დი საქ­შე­ნე­ბით სრუ­ლი­ად ახა­ლია და ტურ­ბო-სის­ტე­მა ძა­ლი­ან სწრა­ფად რე­ა­გი­რებს. ორი­ვე ვერ­სი­ას ასე­ვე ახა­ლი, 10-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი აქვს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლექ­სუ­სი ჰიბ­რი­დუ­ლი LX-ის გა­მოშ­ვე­ბას არ გეგ­მავს. ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი, თით­ქოს ლექ­სუ­სის სა­მო­დე­ლო რიგ­ში ჰიბ­რი­დუ­ლი LX უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ ეს სი­მარ­თლე არ არის - ახლო მო­მა­ვალ­ში ჰიბ­რი­დი არ იგეგ­მე­ბა.

ყვე­ლა LX-ის სა­ბა­ზო კომ­პლექ­ტა­ცი­ა­შია ჰიდ­რო-პნევ­მა­ტი­კუ­რი და­კი­დე­ბის სის­ტე­მა. აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ტყვა ჰიდ­რო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აქ­ტი­უ­რი სი­მაღ­ლის კონ­ტრო­ლის (AHC) სა­კი­და­რი, რო­მე­ლიც, მგზავ­რო­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იძ­ლე­ვა სი­მაღ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას - ახლა უკვე პო­ზი­ცი­ე­ბის უფრო ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნით. გარ­და ამი­სა, ახლა სის­ტე­მა ახ­დენს ავ­ტო­მო­ბი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას მო­სახ­ვევ­ში, აჩ­ქა­რე­ბი­სა და შე­ნე­ლე­ბის დროს, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, ზამ­ბა­რის სი­ხის­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის ოპ­ტი­მი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სტან­დარ­ტულ რე­ჟიმ­ში კლი­რენ­სი 202 მი­ლი­მეტ­რია. შე­საძ­ლე­ბე­ლია ძა­რის 27 მი­ლი­მეტ­რით დაბ­ლა და­წე­ვა და 225 მი­ლი­მეტ­რამ­დე აწე­ვა, ან სუ­ლაც 275 მი­ლი­მეტ­რამ­დე აწე­ვა. არის მე­სა­მე ვა­რი­ან­ტიც: ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ავ­ტო­მო­ბი­ლი თვი­თონ წყვეტს, რამ­დე­ნი უნდა იყოს კლი­რენ­სი მო­ცე­მულ მო­მენ­ტში სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით. ასეთ დროს მაქ­სი­მა­ლუ­რი კლი­რენ­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს 305 მი­ლი­მეტ­რი.

ახა­ლი Lexus LX-ის ტოპ-ვერ­სი­ას ახა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა აქვს: VIP. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პლექ­ტა­ცია გა­მო­ირ­ჩე­ვა 4 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ვარ­ძლით, უმაღ­ლე­სი დო­ნის კომ­ფო­რით და უაღ­რე­სად მდიდ­რუ­ლი გა­რე­მო­თი.

VIP-კომ­პლექ­ტა­ცი­ის უკა­ნა სა­ვარ­ძლე­ბის დახ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია 48 გრა­დუ­სამ­დე. უკან მო­თავ­სე­ბუ­ლი მგზავ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ მო­ნი­ტორს, რო­მე­ლიც წინა მგზავ­რის სა­ზურ­გე­ზე მდე­ბა­რე­ობს, აქვს ჩა­კეც­ვის ფუნ­ქცია, რათა მგზავ­რის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს იდე­ა­ლუ­რი ხილ­ვა­დო­ბა წინ და გაჩ­ნდეს კი­დევ უფრო მეტი სივ­რცის შეგ­რძნე­ბა. ამას­თან, წინა სა­ვარ­ძლის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­წე­ვის შემ­დეგ იქ­მნე­ბა ბიზ­ნეს-კლა­სის ტი­პის სივ­რცე უკა­ნა მგზავ­რის­თვის, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ფე­ხე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­შა­ლოს და იდე­ა­ლუ­რად მო­ის­ვე­ნოს მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გარ­და ამი­სა, VIP-კლა­სის უკა­ნა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეხ­ვდე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის ისეთ დე­ტა­ლებს, რო­გო­რე­ბი­ცაა მზის­გან დამ­ცა­ვე­ბი გვერ­დი­თა და მცი­რე ზო­მის ფან­ჯრებ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­თუ­რე­ბი კი­თხვის­თვის, კლი­მატ­კონ­ტრო­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი სა­ჰა­ე­რო ჭერ­ზე, რო­მე­ლიც ჰა­ერს ზე­მო­დან შხა­პის­მაგ­ვა­რი ფუნ­ქცი­ით აფ­რქვევს და ა.შ.

უკა­ნა მარ­თვის პა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლებს უკა­ნა სა­ვარ­ძლის და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ებ­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია დიდი ყუ­რა­დღე­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, უმ­ცი­რეს დე­ტა­ლე­ბამ­დე, გან­ლა­გე­ბის და ფორ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ბევ­რი ცვლი­ლე­ბაა და ხა­რის­ხი­სა და კომ­ფორ­ტის სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი ახა­ლი Lexus LX-ის ინ­ტე­რი­ე­რის წინა გან­ყო­ფი­ლე­ბაც. პირ­ველ რიგ­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის, რომ ლენდ კრუ­ი­ზერ 300-ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­საც სა­ჭის ელექტრო­ჰიდ­რო­გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი აქვს, ახა­ლი LX-ის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს სუფ­თა ელექტრო­გა­მაძ­ლი­ე­რე­ბელ­თან. ეს უპი­რა­ტე­სო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის პრო­ცეს­ში, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იგ­რძნო­ბა.

ინ­სტრუ­მენ­ტთა პა­ნელ­ზე ვერ­ტი­კა­ლუ­რად გან­თავ­სე­ბუ­ლი ორ­მა­გი მო­ნი­ტო­რი Lexus-ის ექ­სკლუ­ზი­ვია. ზედა ნა­წი­ლი არის 12,3 დუ­ი­მი­ა­ნი სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს ნა­ვი­გა­ცი­ას და აუ­დიო სის­ტე­მის კონ­ტროლს და რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც მულ­ტი-რე­ლი­ე­ფუ­რი მო­ნი­ტო­რი ოფ­რო­უდ (off- road) რე­ჟიმ­ში მარ­თვის დროს. ქვე­და, 7 დუ­ი­მი­ა­ნი სენ­სო­რუ­ლი მო­ნი­ტო­რი გვიჩ­ვე­ნებს კლი­მატ-კონ­ტრო­ლის ეკ­რანს და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკ­რა­ნი, მულ­ტი-რე­ლი­ე­ფუ­რი ფუნ­ქცი­ის არ­ჩე­ვა­ნით, მარ­თვის რე­ჟი­მის ასარ­ჩე­ვად და ა.შ. წინა მო­დელ­თან შე­და­რე­ბით, ინ­ტერ­ფე­ი­სი და გრა­ფი­კა გა­ცი­ლე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

ახა­ლი მულ­ტი-რე­ლი­ე­ფუ­რი მო­ნი­ტო­რი იყე­ნებს ოთხ კა­მე­რას, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა მძღოლს გა­ა­კონ­ტრო­ლოს ავ­ტო­მო­ბი­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ასე­ვე, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ახა­ლი მან­ქა­ნის ძი­რის ხედ­ვის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, მძღოლს შე­უძ­ლია რო­გორც მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის, ასე­ვე, წინა და უკა­ნა ბორ­ბლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის შე­მოწ­მე­ბა.

ახა­ლი LX-ის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის უნი­კა­ლურ მოქ­ნი­ლო­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის გზა­ზე მარ­ტი­ვად შე­ამ­ჩნევთ. გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­ბი­ლეს­თან ერ­თად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია უმაღ­ლე­სი დო­ნის მდგრა­დო­ბა მო­სახ­ვე­ვებ­ში - თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 3-ტო­ნი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი ასე­თი დი­ნა­მი­კუ­რო­ბა უიშ­ვი­ა­თე­სი მოვ­ლე­ნაა. ისე­ვე, რო­გორც ლენდ კრუ­ი­ზერ 300-ის შემ­თხვე­ვა­ში, Lexus LX-ის ჩარ­ჩოს და სა­ხუ­რა­ვის წონა 200 კი­ლოგ­რა­მით შემ­ცირ­და, თუმ­ცა სა­ერ­თო ჯამ­ში მან­ქა­ნა უფრო მსუ­ბუ­ქი არ გამ­ხდა­რა, რად­გან კონ­სტრუქ­ტო­რებ­მა ალუ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ზო­გი­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი ახა­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და სის­ტე­მის წო­ნას მო­ახ­მა­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა უგ­ზო­ო­ბა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას და LX-ის გა­მავ­ლო­ბას - დი­ფე­რენ­ცი­ა­ლე­ბის 3 ბლო­კი­რე­ბა ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხია, ისე­ვე, რო­გორც მისი კლი­რენ­სი და წინა და უკა­ნა გა­ნა­კი­დის კუ­თხე­ე­ბი, ასე­ვე რამ­პა­ზე გა­დას­ვლის კუ­თხე.

ახა­ლი Lexus LX შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რებს შეს­თა­ვა­ზოს დრო­ის კომ­ფორ­ტუ­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბა - სა­დაც არ უნდა მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ ისი­ნი - და უფრო მე­ტად გა­ამ­დიდ­როს მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. შე­ი­ნარ­ჩუ­ნა რა ჩარ­ჩო­ი­ა­ნი ძა­რის ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცია, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სა­ი­მე­დო­ო­ბა, გამ­ძლე­ო­ბა და მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბა, LX-მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი ახა­ლი, GA-F პლატ­ფორ­მის და­ნერგვის გზით და შექ­მნა ციფ­რუ­ლი მე­თო­დით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სიმ­ტკი­ცის კორ­პუ­სი.

R

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
0

ამას რო იყიდი ერთი მაგდენი თანხით გაჭივრებულებს უნდა იყო დანახმარები და მაშინ გქვია ადამიან და მაშინ კი არ ქვია როდესაც ამ მანქანით ჩაივლის და ნაცნობებს და მეგობრებს არ მიესალმება

ნნნ
2

აბა ძლიერნო ამა ქვეყნისანო, აბა თქვენ იცით არ გამაზოთ.... სავარაუდოდ, როცა იმ ქვეყნად მოგიწევთ გადასვლა, ალბათ ამით გადახვალთ სრიალ-სრიალით... ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ... ქვეყანაში, სადაც ასეთი გაჭირებაა ჩემი აზრით დანაშაულიც კია ასეთი მანქანის ყოლა.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ახალი LEXUS LX საქართველოშია - ყველაფერი იაპონური ბრენდის მდიდრულ ფლაგმანზე

ახალი LEXUS LX საქართველოშია - ყველაფერი იაპონური ბრენდის მდიდრულ ფლაგმანზე

საქართველოში გაყიდული ყოველი მეორე ახალი ლექსუსი LX-ია, 2022 წლიდან მისი სრულიად ახალი მოდელი გამოვიდა, "ლექსუსმა" თავისი ფლაგმანი LX სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.

პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია "ლექსუსმა" ახლახან თავისი მთავარი მოდელის, ბრენდის ფლაგმანის, Lexus LX-ის სრულიად ახალი თაობა წარმოადგინა. ფუნდამენტურად განახლებული LX-ის საერთაშორისო პრეზენტაცია და ტესტ-დრაივი საქართველოში გაიმართა. ბრენდის ბესტსელერი ავტომობილი კომფორტის, მდიდრულობის და ტექნოლოგიების თვალსაზრისით სრულიად ახალ საფეხურზეა აყვანილი.

საქართველოში "ლექსუსის" პირველი ოფიციალური ცენტრი Lexus Tbilisi 2018 წელს გაიხსნა და ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში გაყიდული ახალი "ლექსუსებიდან" LX-ის წილი საშუალოდ 50 პროცენტი იყო. ანუ: საქართველოში გაყიდული ყოველი მეორე ახალი "ლექსუსი" LX-ია. ახლა კი ახალი თაობა გამოვიდა და არის მოლოდინი, რომ მოდელის ფუნდამენტური განახლების შემდეგ მასზე მოთხოვნა არნახულად მოიმატებს, გაყიდვების წილი კი 60 პროცენტს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ 50-ზე მეტ ბაზარზე 500 000-ზე მეტი LX-ია გაყიდული.

2021 წელს ახალი ლენდ კრუიზერ 300 გამოვიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მას მომხმარებელთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ის ადამიანები კი, ვისაც მეტი კომფორტი და მეტი მდიდრულობა სურდა, სწორედ ახალ Lexus LX-ს ელოდებოდნენ.

ახალ მოდელს წინა მხრიდან კვლავ რადიატორის მასიური ცხაურა გამოარჩევს, რომელიც წლებია, ამ ბრენდის საფირმო ნიშნად მიიჩნევა. ცხაურა შეიძლება იყოს ვერცხლისფერი, ან მუქი - თუკი F Sport-ის კომპლექტაციაა.

რაკი შუქდიოდური Matrix განათება ლენდ კრუიზერ 300-ში გამოჩნდა, "ლექსუსს" წინ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაედგა და რა თქმა უნდა, ასეც მოიქცა: LX-ში გამოჩნდა მიკრო-სარკეებით აღჭურვილი ფარები, რაც "ლექსუსის" სხვა მოდელებს უკვე ჰქონდათ, ახლა კი ბრენდის ფლაგმანსაც აქვს. რაც შეეხება საბურავებსა და დისკებს: თუკი ადრე LX-ებს მაქსიმუმ 21-დუიმიანი დისკები ჰქონდათ, ახლა მაქსიმალური ზომა 22 დუიმია.

ახალი Lexus LX-ის უკანა მხარე კიდევ უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე წინა. პირველ რიგში იცნობთ სახასიათო, L-ის ფორმის მაშუქებით. აღსანიშნავია განათების ხაზი, რომელიც ორივე ფარს აერთიანებს. ეს თანამედროვე მოდაა, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი მარკა იყენებს. ლოგოს ნაცვლად, უკან ახლა უკვე წარწერა Lexus-ს შეხვდებით - ესეც ერთგვარი ბოლოდროინდელი ტრენდია. საბარგულის მოცულობა არ შეცვლილა და, რა თქმა უნდა, იწარმოება 7-ადგილიანი ვერსიაც.

ზუსტად ისე, როგორც თანაპლატფორმელ ლენდ კრუიზერში, Lexus LX-შიც ვეღარ შეხვდებით 8-ცილინდრიან ძრავებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ რამე დაგაკლდებათ - პირიქით! მართალია, ორი ცილინდრი მოაკლდა და ახლა მხოლოდ V6 ძრავებით იწარმოება, მაგრამ რაც მთავარია, გაცილებით მეტი სიმძლავრე აქვს და ამავდროულად, გაცილებით ეკონომიურია.

დიზელის ძრავის შემთხვევაში ინდექსი არის 500. აქამდე, როგორც იცით, 450d იყო. ინდექსი იმის გამო მოემატა, რომ ხაზი გაესვას სიმძლავრის მატებას - ადრე 272 ცხენის ძალა ჰქონდა, ახლა კი 299 ცხენის ძალა აქვს. მაბრუნი მომენტი 700 ნიუტონმეტრია. რაც შეეხება ძრავის მოცულობას: დიზელის შემთხვევაში იყო 4,5 ლიტრი, გახდა 3,3. სამაგიეროდ, ორტურბინიანია და ახლა გაცილებით სწრაფად ჩქარდება - 100 კმ/სთ-ს 7 წამში ავითარებს, რაც ამ ზომისა და წონის მანქანისთვის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

7 წამი სჭირდება 100-მდე აჩქარებისთვის ბენზინის ვერსიასაც, რომელსაც LX 600 ეწოდება. ინდექსი ამ შემთხვევაშიც სიმძლავრის მატებას გულისხმობს - ბენზინის ვერსიას ადრე 367 ცხენის ძალა ჰქონდა, ახლა კი 415 ცხენის ძალა აქვს. მაბრუნი მომენტი კი ამ შემთხვევაში 650 ნიუტონმეტრია. ძრავის მოცულობა 3,5 ლიტრია და ბენზინის 6-ცილინდრიანი აგრეგატიც 2-ტურბინიანია.

ორმხრივი, ორმაგი ტურბოკომპრესორები ცვლადი საქშენებით სრულიად ახალია და ტურბო-სისტემა ძალიან სწრაფად რეაგირებს. ორივე ვერსიას ასევე ახალი, 10-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ლექსუსი ჰიბრიდული LX-ის გამოშვებას არ გეგმავს. ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ლექსუსის სამოდელო რიგში ჰიბრიდული LX უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ეს სიმართლე არ არის - ახლო მომავალში ჰიბრიდი არ იგეგმება.

ყველა LX-ის საბაზო კომპლექტაციაშია ჰიდრო-პნევმატიკური დაკიდების სისტემა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა ჰიდრო. აღსანიშნავია აქტიური სიმაღლის კონტროლის (AHC) საკიდარი, რომელიც, მგზავრობის პირობების შესაბამისად იძლევა სიმაღლის რეგულირების საშუალებას - ახლა უკვე პოზიციების უფრო ფართო არჩევანით. გარდა ამისა, ახლა სისტემა ახდენს ავტომობილის მდგომარეობის სტაბილიზაციას მოსახვევში, აჩქარებისა და შენელების დროს, საჭიროებისამებრ, ზამბარის სიხისტის კოეფიციენტის ოპტიმირების საშუალებით. სტანდარტულ რეჟიმში კლირენსი 202 მილიმეტრია. შესაძლებელია ძარის 27 მილიმეტრით დაბლა დაწევა და 225 მილიმეტრამდე აწევა, ან სულაც 275 მილიმეტრამდე აწევა. არის მესამე ვარიანტიც: ეს ის შემთხვევაა, როცა ავტომობილი თვითონ წყვეტს, რამდენი უნდა იყოს კლირენსი მოცემულ მომენტში საჭიროების მიხედვით. ასეთ დროს მაქსიმალური კლირენსი შეიძლება იყოს 305 მილიმეტრი.

ახალი Lexus LX-ის ტოპ-ვერსიას ახალი სახელწოდება აქვს: VIP. აღნიშნული კომპლექტაცია გამოირჩევა 4 დამოუკიდებელი სავარძლით, უმაღლესი დონის კომფორით და უაღრესად მდიდრული გარემოთი.

VIP-კომპლექტაციის უკანა სავარძლების დახრა შესაძლებელია 48 გრადუსამდე. უკან მოთავსებული მგზავრისთვის განკუთვნილ მონიტორს, რომელიც წინა მგზავრის საზურგეზე მდებარეობს, აქვს ჩაკეცვის ფუნქცია, რათა მგზავრისთვის უზრუნველყოფილი იყოს იდეალური ხილვადობა წინ და გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი სივრცის შეგრძნება. ამასთან, წინა სავარძლის მაქსიმალურად გადაწევის შემდეგ იქმნება ბიზნეს-კლასის ტიპის სივრცე უკანა მგზავრისთვის, რომელსაც შეუძლია, ფეხები მაქსიმალურად გაშალოს და იდეალურად მოისვენოს მწოლიარე მდგომარეობაში. გარდა ამისა, VIP-კლასის უკანა განყოფილებაში შეხვდებით მაქსიმალური კომფორტის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა მზისგან დამცავები გვერდითა და მცირე ზომის ფანჯრებზე, სპეციალური ნათურები კითხვისთვის, კლიმატკონტროლის ექსკლუზიური საჰაერო ჭერზე, რომელიც ჰაერს ზემოდან შხაპისმაგვარი ფუნქციით აფრქვევს და ა.შ.

უკანა მართვის პანელი, რომელიც ცენტრალურად აკონტროლებს უკანა სავარძლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების სხვადასხვა ფუნქციებსა და აღჭურვილობას, შემუშავებულია დიდი ყურადღებით, საჭიროებების პრიორიტეტულობის მიხედვით, უმცირეს დეტალებამდე, განლაგების და ფორმის გათვალისწინებით.

ბევრი ცვლილებაა და ხარისხისა და კომფორტის სრულიად ახალ საფეხურზეა აყვანილი ახალი Lexus LX-ის ინტერიერის წინა განყოფილებაც. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ლენდ კრუიზერ 300-ისგან განსხვავებით, რომელსაც საჭის ელექტროჰიდროგამაძლიერებელი აქვს, ახალი LX-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს სუფთა ელექტროგამაძლიერებელთან. ეს უპირატესობა ავტომობილის მართვის პროცესში, ნებისმიერ სიტუაციაში იგრძნობა.

ინსტრუმენტთა პანელზე ვერტიკალურად განთავსებული ორმაგი მონიტორი Lexus-ის ექსკლუზივია. ზედა ნაწილი არის 12,3 დუიმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც აჩვენებს ნავიგაციას და აუდიო სისტემის კონტროლს და რომელიც გამოიყენება, როგორც მულტი-რელიეფური მონიტორი ოფროუდ (off- road) რეჟიმში მართვის დროს. ქვედა, 7 დუიმიანი სენსორული მონიტორი გვიჩვენებს კლიმატ-კონტროლის ეკრანს და გამოიყენება, როგორც ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული ეკრანი, მულტი-რელიეფური ფუნქციის არჩევანით, მართვის რეჟიმის ასარჩევად და ა.შ. წინა მოდელთან შედარებით, ინტერფეისი და გრაფიკა გაცილებით გაუმჯობესებულია.

ახალი მულტი-რელიეფური მონიტორი იყენებს ოთხ კამერას, რომელიც ეხმარება მძღოლს გააკონტროლოს ავტომობილის გარშემო არსებული მდგომარეობა. ასევე, წარმოდგენილია ახალი მანქანის ძირის ხედვის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც, მძღოლს შეუძლია როგორც მანქანის მდგომარეობის, ასევე, წინა და უკანა ბორბლების მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება.

ახალი LX-ის სავალი ნაწილის უნიკალურ მოქნილობას ნებისმიერი ტიპის გზაზე მარტივად შეამჩნევთ. განსაკუთრებულ სირბილესთან ერთად აღსანიშნავია უმაღლესი დონის მდგრადობა მოსახვევებში - თამამად შეიძლება ითქვას, რომ 3-ტონიანი ავტომობილი ასეთი დინამიკურობა უიშვიათესი მოვლენაა. ისევე, როგორც ლენდ კრუიზერ 300-ის შემთხვევაში, Lexus LX-ის ჩარჩოს და სახურავის წონა 200 კილოგრამით შემცირდა, თუმცა საერთო ჯამში მანქანა უფრო მსუბუქი არ გამხდარა, რადგან კონსტრუქტორებმა ალუმინის გამოყენებით დაზოგილი კილოგრამები ახალი ფუნქციებისა და სისტემის წონას მოახმარეს.

რაც შეეხება უგზოობაზე გადაადგილებას და LX-ის გამავლობას - დიფერენციალების 3 ბლოკირება ამომწურავი პასუხია, ისევე, როგორც მისი კლირენსი და წინა და უკანა განაკიდის კუთხეები, ასევე რამპაზე გადასვლის კუთხე.

ახალი Lexus LX შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის მგზავრებს შესთავაზოს დროის კომფორტულად და საინტერესოდ გატარება - სადაც არ უნდა მიემგზავრებოდნენ ისინი - და უფრო მეტად გაამდიდროს მათი ცხოვრებისეული გამოცდილება. შეინარჩუნა რა ჩარჩოიანი ძარის ტრადიციული კონსტრუქცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს საიმედოობა, გამძლეობა და მაღალი გამავლობა, LX-მა გააუმჯობესა მახასიათებლები ახალი, GA-F პლატფორმის დანერგვის გზით და შექმნა ციფრული მეთოდით შემუშავებული მაღალი სიმტკიცის კორპუსი.

R