ავტორი:

"ხათუნა ძალიან იბრძოდა ჩვენი ოჯახის გადასარჩენად... მე ბექა დღემდე მიყვარს" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე

"ხათუნა ძალიან იბრძოდა ჩვენი ოჯახის გადასარჩენად... მე ბექა დღემდე მიყვარს" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გადაცემაში "სთორი" ყოფილი მეუღლის, ბექა ხოფერიას შესახებ ილაპარაკა. მომღერლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის გადასარჩენად მშობლები ორივე მხრიდან იბრძოდნენ, მათი ერთობლივი ცხოვრება მაინც არ შედგა. როგორც თიკა ამბობს, ყოფილ მეუღლეებს ერთმანეთთან იდეალური მეგობრული ურთიერთობა აქვთ შენარჩუნებული, რაც გარშემომყოფებში გაკვირვებას იწვევს.

"ფილმური ისტორიაა ჩემი და ბექას სიყვარულის ისტორია. პირველივე წამიდან ერთმანეთით მოვიხიბლეთ, რაღაცნაირად გავუგეთ ერთმანეთს. 14 წლიდან 18 წლამდე სანამ დავოჯახდებოდით, ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. ბექა, ფაქტობრივად, დედაჩემის გაზრდილია, მე - ხათუნასი. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მე და ბექა ერთად არ ვიქნებოდით. ცხოვრება არ წარმომედგინა მის გარეშე, ამიტომ იყო ჩემთვის განსაკუთრებულად რთული მისი დაკარგვა. გულის ტკენაც ეს იყო, რომ იმედი გამიცრუაძალიან თავისი საქციელით, დამინგრია ჩემი აშენებული კოშკები. იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით, როცა ჩვენი სიყვარული ნაყოფს ველოდებოდით, მაშინ გააკეთა ეს ყველაფერი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩემი სიძლიერე იმაშია, რომ შემიძლია ადამიანი გავუშვა ჩემი ცხოვრებიდან. ბექა ტიროდა, როდესაც ხელს ვაწერდით. მე არ ვტიროდი. ხალხს ეგონა, რომ მე ვაძალებდი მას ხელის გაწერას. ხშირად მიწევდა ბექას გამო ბრძოლა, შეყვარებულობის პერიოდშიც, მაგრამ ეს ვეღარ ვაპატიე. ხათუნა ძალიან იბრძოდა, უნდოდა შეენარჩუნებინა ჩვენი ოჯახი, მაგრამ ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ძალიან პატარები ვიყავით... სიყვარული ალბათ არასოდეს არ კვდება, და სიყვარული მარადიული არისო რომ ამბობენ, ასეა. იმ წარსულში და მოგონებაში ბექა მიყვარს მე დღემდე. იმ მოგონებაში ის სიყვარული კიდევ არსებობს. დღემდე ვართ ძალიან კარგი მეგობრები, ყველას უკვირს, როგორ შეიძლება შენი ყოფილი ქმარი, რომელმაც გული გატკინა, იყოს შენი მეგობარი. როდესაც მეგობარი მჭირდება, გვერდით ყოველთვის მყავს ბექა, თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობები გარჩევის დროს." - მოჰყვა თიკა ჯამბურია.