სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში გაზქურის ღუმელი ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ" - "თბილისი ენერჯი"
"საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში გაზქურის ღუმელი ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ" - "თბილისი ენერჯი"

გლ­დან­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, „თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მათ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას გა­ზ­ქუ­რის ღუ­მე­ლი ღია და ან­თე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ.

"დღეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. გლ­და­ნის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი და 2 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას მათ გა­ზ­ქუ­რის ღუ­მე­ლი ღია და ან­თე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ.

უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბით გა­ზ­ქუ­რის და მისი ღუ­მე­ლის გათ­ბო­ბის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე­თი შემ­თხვე­ვის დროს ბი­ნა­ში CO-ს დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბა, რაც სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თოა.

ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი გახ­და. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უკვე და­ზუს­ტე­ბით გვექ­ნე­ბა პა­სუ­ხი მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე.

გთხოვთ, არ გა­რის­კოთ თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლით, ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ აკ­რძა­ლულ და­ნად­გა­რებს და გა­ზ­ქუ­რას გა­სათ­ბო­ბად. და­ი­ცა­ვით უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი“, - ნათ­ქვა­მია „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

ბინის მეპატრონეა დასაჭერი

ემი
2

500 ლარს რომ იღებ ქირაში დალოცვილო, მინიმუმ გამათბობელი მაინც ხომ უნდა გქონდეს სახლში, ამხელა ფულს რაში იღებ 😡😡😡

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში გაზქურის ღუმელი ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ" - "თბილისი ენერჯი"

"საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში გაზქურის ღუმელი ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ" - "თბილისი ენერჯი"

გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

"დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხი მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე.

გთხოვთ, არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად. დაიცავით უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.