მოსკოვმა გადაწყვიტა ევროკავშირის წარმომადგენლების საპასუხო სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა ევროკავშირი, არ გამოიყენოს ცალმხრივი შემზღუდავი ზომები, რომლებიც არალეგიტიმურია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე მოსკოვი ღიად აცხადებს, რომ იტოვებს საპასუხო მოქმედების უფლებას. შესაბამისად, რუსული მხარე, რომელიც ხელმძღვანელობს პარიტეტის პრინციპით, წყვეტს, რომ გააფართოოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისა თუ ინსტიტუციების სია, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ “, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ცნობით, შავ სიაში შედიან ევროპის სხვადასხვა რეგიონში მოქმედი ევროპის კერძო სამხედრო კომპანიების ხელმძღვანელები, სამართალდამცავი უწყებების, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც „პირადად იყვნენ ჩართული ანტირუსულ პროპაგანდაში“.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა მოსკოვში ევროკავშირის წარმომადგენლობას დადგენილი წესით გადაეცა “, - აღნიშნა დიპლომატიურმა სამსახურმა.