მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერი ქურდების" ახალი დაპირისპირება აფხაზეთში - ვინ არის "დუკა", რომელიც რაულ ბარცბას წინააღმდეგ "კრიმინალურ თამაშებში" შემოდის
"კანონიერი ქურდების" ახალი დაპირისპირება აფხაზეთში - ვინ არის "დუკა", რომელიც რაულ ბარცბას წინააღმდეგ "კრიმინალურ თამაშებში" შემოდის

ომიკ­რო­ნის აფეთ­ქე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მას შემ­დეგ, რაც რაულ ბარცბას კლა­ნის გავ­ლე­ნით, ე.წ. ად­გი­ლობ­რივ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ჩირო შო­ნი­ას ჭი­რი­სუ­ფალს მისი გალ­ში გა­დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა, ბარცბას დრო­ე­ბით თა­ვის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში შე­კეტ­ვას ურ­ჩე­ვენ.

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ჩირო შო­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ენ­გუ­რის სა­ზღვარ­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბჟა­ნი­ას გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელოდ­ნენ, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი გალ­ში არ შე­უშ­ვეს და შო­ნია ზუგ­დიდ­ში დაკ­რძა­ლეს.

ბარცბას გავ­ლე­ნე­ბი მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი­თა და ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში გავ­ლე­ნე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა - მას პო­ლი­ტი­კა­შიც გავ­ლე­ნე­ბი აქვს. ამის მა­გა­ლი­თი იყო, გა­ლის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ ნა­და­რა­ია, რო­მე­ლიც რა­ი­ონ­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ბარცბას ყვე­ლა მი­თი­თე­ბას ას­რუ­ლებ­და.

რაულ ბარცბა იგი­ვე "პიზა"

სწო­რედ გუ­და­უ­თე­ლი კრი­მი­ნა­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო ნა­და­რა­ი­ას ან­ტი­ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის აკ­რძალ­ვა, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ზე­წო­ლა და დევ­ნა. ბარცბამ ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში მი­უ­ღე­ბე­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღო - გა­და­წყვი­ტა, აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის გავ­ლე­ნე­ბი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა და ამის გამო არა­ერ­თხელ მო­უ­წია ქარ­თულ კლან­თან შე­ტა­კე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, ჯერ­ჯე­რო­ბით პოსტს ინარ­ჩუ­ნებს, ვი­ნა­ი­დან, ყვე­ლა სფე­რო­სა და უწყე­ბა­ში აქვს გავ­ლე­ნე­ბი.

ამ­ჯე­რად ბარცბას ის აფხა­ზი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბიც უტე­ვენ, ვინც პრო­ქარ­თულ კლან­ში არი­ან და რე­გი­ონ­შიც გუ­და­უ­თე­ლი კრი­მი­ნა­ლებ­თან და­უნ­დო­ბე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თობ­ლივ ბიზ­ნეს­სა თუ სხვა სა­ხის გავ­ლე­ნებ­საც ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

ბოლო დღე­ე­ბია რე­გი­ონ­ში იქ და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი დაურ გუბ­ლი­ას იგი­ვე "დუ­კას" გვარ-სა­ხე­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რად წერ­და რუ­სუ­ლი მე­დი­აც.

politika-v-rashke.ru-ს ცნო­ბით, მისი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გარ­და იმი­სა, რომ 1972 წელს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და და ასე­ვე სო­ხუ­მე­ლი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის, იგი­ვე "მე­რაბ სუ­ხუმსკის" წრი­დან არის. მან აფხა­ზე­თი 2000-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

დაურ გუბ­ლი­ას იგი­ვე "დუკა"

2006 წელს, მას აფხაზ ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ­თან, ბე­სიკ ჯო­ნუ­ას­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. ჯო­ნუ­ას თქმით, ის ადრე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობ­და და კრი­მი­ნა­ლის სტა­ტუსს არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ამის შემ­დეგ გუბ­ლია, ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში გავ­ლე­ნე­ბით ცნო­ბი­ლი შაქ­რო კა­ლა­შო­ვი­სა და ედიკ ასა­ტი­ა­ნის თა­ოს­ნო­ბით, კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან გა­რი­ყეს.

თუმ­ცა, "დუკა" მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის დახ­მა­რე­ბით 2013 წელს ისევ და­უბ­რუნ­და ძველ სტა­ტუსს. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ამ­ჯე­რად ბარცბას ჭკუ­ა­ზე მო­საყ­ვა­ნად აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნის კრი­მი­ნა­ლურ თა­მა­შებ­ში "დუკა" შე­მო­დის.

"ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ის არის, რომ მა­ი­ნინგ ბიზ­ნეს­ში სულ უფრო და უფრო ფარ­თოდ შე­მო­დის კრი­მი­ნა­ლუ­რი კლა­ნი. ბარცბამ იაფი ფუ­ლის გემო გა­ი­გო, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც კი ერ­თმა­ნეთს გა­დაჰ­კი­და, ვი­საც ამ ბიზ­ნე­სი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს უშუ­ქოდ ზის, პო­ლი­ტი­კა­ში რომ გავ­ლე­ნე­ბი აქვს, ახა­ლი არ არის, რუ­სე­თის პენ­სი­ი­სა და ასე­ვე რუ­სე­თის ბი­უ­ჯე­ტი­დან გად­მო­რი­ცხუ­ლი ხელ­ფა­სის გარ­და, ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებს სწო­რედ ამ ბიზ­ნე­სი­დან აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი ანუ წილი. ხელი ხელს ბანს - მა­თაც აწყობთ ბარცბას გავ­ლე­ნე­ბი და ისიც უხ­დის. ეს არის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ნა­ტა­ლია სმი­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, კრი­მი­ნა­ლე­ბის ხელ­შია ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მა­ი­ნინგ ბიზ­ნეს­ზე. ბარცბას, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და გავ­ლე­ნე­ბის გამო უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს... მას ან­გა­რიშს უწე­ვენ ის რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ვი­საც აფხა­ზეთ­ში უკვე აქვს ბიზ­ნე­სი ან და­წყე­ბა სურს. მისი მხარ­დამ­ჭერ­თა წრე ფარ­თოვ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორც მისი ბიზ­ნე­სი. ასე თან­და­თან უფრო და უფრო ვემ­სგავ­სე­ბით მა­ფი­ო­ზე­ბის ქვე­ყა­ნას. ასე რომ, თუ "დუ­კას" უნდა, თა­ვი­სი სი­ტყვა თქვას, ამის­თვის "პი­ზას" რამ­დე­ნი­მე წევ­რი უნდა ჩა­მო­ა­ცი­ლოს, რომ თა­ვი­სი ძალა აგ­რძნო­ბი­ნოს" - მი­აჩ­ნია გე­ნა­დი გუ­ლი­ას.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით67
0

პროქართული კლანი მაგარი იყო 😃

ესვარმე
1

კანონიერი ქურდი იყო არსენა მარაბდელი, მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კანონიერი ქურდების" ახალი დაპირისპირება აფხაზეთში - ვინ არის "დუკა", რომელიც რაულ ბარცბას წინააღმდეგ "კრიმინალურ თამაშებში" შემოდის

"კანონიერი ქურდების" ახალი დაპირისპირება აფხაზეთში - ვინ არის "დუკა", რომელიც რაულ ბარცბას წინააღმდეგ "კრიმინალურ თამაშებში" შემოდის

ომიკრონის აფეთქების კვალდაკვალ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრების დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც რაულ ბარცბას კლანის გავლენით, ე.წ. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ჩირო შონიას ჭირისუფალს მისი გალში გადასვენების უფლება არ მისცა, ბარცბას დროებით თავის ციხესიმაგრეში შეკეტვას ურჩევენ.

ე.წ. კანონიერი ქურდის, ჩირო შონიას ოჯახის წევრები ენგურის საზღვართან რამდენიმე საათის განმავლობაში ბჟანიას გუნდის გადაწყვეტილებას ელოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ისინი გალში არ შეუშვეს და შონია ზუგდიდში დაკრძალეს.

ბარცბას გავლენები მხოლოდ ბიზნესითა და ე.წ. კრიმინალურ სამყაროში გავლენებით არ შემოიფარგლება - მას პოლიტიკაშიც გავლენები აქვს. ამის მაგალითი იყო, გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია, რომელიც რაიონში მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ, ბარცბას ყველა მითითებას ასრულებდა.

რაულ ბარცბა იგივე "პიზა"

სწორედ გუდაუთელი კრიმინალის დამოკიდებულების გამოძახილი იყო ნადარაიას ანტიქართული პოლიტიკა, სკოლებში ქართული ენის აკრძალვა, ქართულის მასწავლებლებზე ზეწოლა და დევნა. ბარცბამ ე.წ. კრიმინალურ სამყაროში მიუღებელი წესები შემოიღო - გადაწყვიტა, აფხაზეთში ქართველების გავლენები შეემცირებინა და ამის გამო არაერთხელ მოუწია ქართულ კლანთან შეტაკება, მაგრამ როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, ჯერჯერობით პოსტს ინარჩუნებს, ვინაიდან, ყველა სფეროსა და უწყებაში აქვს გავლენები.

ამჯერად ბარცბას ის აფხაზი კანონიერი ქურდებიც უტევენ, ვინც პროქართულ კლანში არიან და რეგიონშიც გუდაუთელი კრიმინალებთან დაუნდობელი დაპირისპირების მიუხედავად, ერთობლივ ბიზნესსა თუ სხვა სახის გავლენებსაც ინარჩუნებენ.

ბოლო დღეებია რეგიონში იქ დაბადებულ-გაზრდილი დაურ გუბლიას იგივე "დუკას" გვარ-სახელი აქტუალური გახდა. მის შესახებ აქტიურად წერდა რუსული მედიაც.

politika-v-rashke.ru-ს ცნობით, მისი წარსულის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ 1972 წელს სოხუმში დაიბადა და ასევე სოხუმელი მერაბ ჯანგველაძის, იგივე "მერაბ სუხუმსკის" წრიდან არის. მან აფხაზეთი 2000-იანი წლების ბოლოს დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

დაურ გუბლიას იგივე "დუკა"

2006 წელს, მას აფხაზ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან, ბესიკ ჯონუასთან კონფლიქტი ჰქონდა. ჯონუას თქმით, ის ადრე სამხედრო სამსახურში მსახურობდა და კრიმინალის სტატუსს არ იმსახურებდა. ამის შემდეგ გუბლია, ქურდულ სამყაროში გავლენებით ცნობილი შაქრო კალაშოვისა და ედიკ ასატიანის თაოსნობით, კრიმინალური სამყაროდან გარიყეს.

თუმცა, "დუკა" მერაბ ჯანგველაძის დახმარებით 2013 წელს ისევ დაუბრუნდა ძველ სტატუსს. შესაბამისად, ადგილობრივების ცნობით, ამჯერად ბარცბას ჭკუაზე მოსაყვანად აფხაზეთის რეგიონის კრიმინალურ თამაშებში "დუკა" შემოდის.

"ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მაინინგ ბიზნესში სულ უფრო და უფრო ფართოდ შემოდის კრიმინალური კლანი. ბარცბამ იაფი ფულის გემო გაიგო, ადგილობრივებიც კი ერთმანეთს გადაჰკიდა, ვისაც ამ ბიზნესიდან შემოსავალი არ აქვს უშუქოდ ზის, პოლიტიკაში რომ გავლენები აქვს, ახალი არ არის, რუსეთის პენსიისა და ასევე რუსეთის ბიუჯეტიდან გადმორიცხული ხელფასის გარდა, ჩვენს პოლიტიკოსებს სწორედ ამ ბიზნესიდან აქვთ შემოსავალი ანუ წილი. ხელი ხელს ბანს - მათაც აწყობთ ბარცბას გავლენები და ისიც უხდის. ეს არის ჩვენი რეალობა..." - წერს ადგილობრივი ნატალია სმირი სოციალურ ქსელში.

"ფაქტობრივად, კრიმინალების ხელშია ტურისტული ბიზნესი, რომ არაფერი ვთქვათ, მაინინგ ბიზნესზე. ბარცბას, მატერიალურად უზრუნველი ცხოვრებისა და გავლენების გამო უამრავი მიმდევარი ჰყავს... მას ანგარიშს უწევენ ის რუსი ბიზნესმენები, ვისაც აფხაზეთში უკვე აქვს ბიზნესი ან დაწყება სურს. მისი მხარდამჭერთა წრე ფართოვდება, ისევე, როგორც მისი ბიზნესი. ასე თანდათან უფრო და უფრო ვემსგავსებით მაფიოზების ქვეყანას. ასე რომ, თუ "დუკას" უნდა, თავისი სიტყვა თქვას, ამისთვის "პიზას" რამდენიმე წევრი უნდა ჩამოაცილოს, რომ თავისი ძალა აგრძნობინოს" - მიაჩნია გენადი გულიას.