საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ მოსახლეობას... მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ექსპერტების განცხადებებს" - ცერცვაძე
"მივმართავ მოსახლეობას... მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ექსპერტების განცხადებებს" - ცერცვაძე

"ომიკ­რო­ნის“ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კის და ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის - აი­ცე­რით, რათა შე­საძ­ლოდ, მოკ­ლე დრო­ში დავძლი­ოთ პან­დე­მია და და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ამის გა­კე­თე­ბა რე­ა­ლუ­რია", - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზრი, რომ "ომიკ­რო­ნი" იწ­ვევს ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას და გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ სიკ­ვდი­ლო­ბას, რაც მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არის სწო­რი.

მისი თქმით, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და ე.წ. აქ­ტი­უ­რი კო­ვიდ ავად­მყო­ფე­ბის გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რი­ცხვის გამო, ჯამ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და სიკ­ვდი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში გა­ი­ზარ­და.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის შე­ფა­სე­ბით­ვე, არ­ცერ­თი კო­ვიდ ავად­მყო­ფი, ვი­საც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბო­და, არ დარ­ჩე­ნი­ლა კლი­ნი­კის გა­რეთ. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა ავად­მყოფს უტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა ეფექ­ტი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და მიდ­გო­მე­ბით.

"ბოლო დღე­ებ­ში ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის, პრე­სი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მიერ არის მცდე­ლო­ბა, რომ "ომიკ­რო­ნის“ შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი ობი­ექ­ტუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნონ, რო­გორც COVID აპო­კა­ლიფ­სი. კერ­ძოდ, კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის და კო­ლაფსს გა­ნიც­დის, მო­სახ­ლე­ო­ბა ბე­დის ანა­ბა­რაა მი­ტო­ვე­ბუ­ლი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია, დიდი ტყუ­ი­ლი. უბ­რა­ლოდ მათ ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ ასე იყოს და გულ­ზე სკდე­ბი­ან, რომ ასე არ არის.

"ომიკ­რო­ნის“ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კის და ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ არის. ასე მა­გა­ლი­თად, ა.წ. 26 იან­ვარს 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და 4408 შემ­თხვე­ვა, მა­შინ, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში და­ფიქ­სირ­და 6534 შემ­თხვე­ვა, ყვე­ლა­ზე სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ის­რა­ელ­შიც კი - 8166 შემ­თხვე­ვა და ა.შ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზრი, რომ "ომიკ­რო­ნი“ იწ­ვევს ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას და გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ სიკ­ვდი­ლო­ბას. ეს სწო­რია, მაგ­რამ მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ. ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და ე.წ. აქ­ტი­უ­რი COVID ავად­მყო­ფე­ბის გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი რი­ცხვის გამო ჯამ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და სიკ­ვდი­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში არა­თუ შემ­ცირ­და, არა­მედ გა­ი­ზარ­და. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია. ასე მა­გა­ლი­თად: აშშ-ში ა.წ. 26 იან­ვარს და­ფიქ­სირ­და 3244 გარ­დაც­ვა­ლე­ბა (ასე­თი მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა მათ ერთი წე­ლია არ ქო­ნი­ათ), ანუ 9,7 გარ­დაც­ვა­ლე­ბა 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე, მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმა­ვე დღეს გვქონ­და 27 გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ანუ 6,9 – 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა - ამ დღეს ჩვენ­ზე შე­უ­და­რებ­ლად უფრო ძლი­ერ და სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ამე­რი­კას, ისე­ვე რო­გორც ბევრ სხვა სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ქვე­ყა­ნას, 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ჰქონ­და უფრო მეტი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­რი­კის CDC-ს დი­რექ­ტო­რის Rochelle Walensky-ის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც მან თეთრ სახ­ლში გა­ა­კე­თა „შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი არ ნიშ­ნავს მსუ­ბუქს“ Milder does not mean mild (ლა­პა­რა­კია ომიკ­რონ­ზე). ჯან­მოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი Tedros Ghebreyesus ასე­ვე აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ "ომიკ­რო­ნი რჩე­ბა სა­შიშ ვირუ­სად“.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის და კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის მზად­ყოფ­ნას და პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დე­ბის მარ­თვას, აქაც სა­ქარ­თვე­ლო არაფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა ამე­რი­კის და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს. ასე მა­გა­ლი­თად, აშშ CDC-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით აშშ-ში გა­დავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კე­ბი და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. ბრი­ტა­ნეთ­ში ექი­მებს სამ­ხედ­რო­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან და ა.შ. მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 8000-ზე მეტი სა­წო­ლი­დან და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ 4894 სა­წო­ლი, ანუ მხო­ლოდ 60%. სა­ქარ­თვე­ლო­ში ა.წ. 1-ელ იან­ვრამ­დე მოქ­მედ 60 "ონ­ლა­ინ კლი­ნი­კას" და­ე­მა­ტა კი­დევ 40 "ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“, რომ­ლე­ბიც და­კომ­პლექტდა შე­სა­ბა­მი­სად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ოჯა­ხის ექი­მე­ბით.

გაძ­ლი­ერ­და ე.წ. "ცენ­ტრა­ლუ­რი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს 100 „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა­ზე“ მო­ნი­ტო­რინგს და მათ გა­და­ზღვე­ვას. შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დღე­ი­სოდ გვყავს 124 ათას­ზე მეტი აქ­ტი­უ­რი COVID ავად­მყო­ფი და მათ­გან არ­ცერ­თი ავად­მყო­ფი (იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და) არ დარ­ჩე­ნი­ლა ექი­მის გა­რე­შე, ყვე­ლა მათ­განს მი­ე­წო­დე­ბა დრო­უ­ლი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი, ვი­საც სჭირ­დე­ბო­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არ დარ­ჩე­ნი­ლა კლი­ნი­კის გა­რეთ. ყვე­ლა ავად­მყოფს უტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა უახ­ლე­სი და ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და მიდ­გო­მე­ბით. არ­ცერ­თი ავად­მყო­ფი არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა ჟანგბა­დის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ან სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო და ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ ჩა­საფ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ყოფ­ნით სი­თავ­ხე­დე, რომ ილა­პა­რა­კონ ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კო­ლაფსზე და ავად­მყო­ფე­ბის ბე­დის ანა­ბა­რად მი­ტო­ვე­ბა­ზე.

მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა სა­ი­მე­დო ხელ­შია, ნუ აღიქ­ვა­მენ სე­რი­ო­ზუ­ლად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის და ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­მიზ­ნუ­ლად კეთ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის დას­ტრეს­ვი­სა და პა­ნი­კის გა­მო­საწ­ვე­ვად. იყა­ვით მშვი­დად. ითა­ნამ­შრომ­ლეთ ექი­მებ­თან. ატა­რეთ პირ­ბა­დე. აი­ცე­რით! აი­ცე­რით! აი­ცე­რით! რათა შე­საძ­ლოდ მოკ­ლე დრო­ში დავძლი­ოთ პან­დე­მია და და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ამის გა­კე­თე­ბა რე­ა­ლუ­რია“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alamaria
0

ras martaven? ertxel mainc damirekes mee? ranairad unda memkurnala? gavida ukve 7-8 dge, mandloba naxvamdis

მერაბი
2

მსგავსი ანგაჟირებული, როგორიც თვითონ არის, ალბათ მსოფლიოში არ არსებობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მივმართავ მოსახლეობას... მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ექსპერტების განცხადებებს" - ცერცვაძე

"მივმართავ მოსახლეობას... მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ექსპერტების განცხადებებს" - ცერცვაძე

"ომიკრონის“ ფართოდ გავრცელების შემდეგ, ამერიკის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის - აიცერით, რათა შესაძლოდ, მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამის გაკეთება რეალურია", - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, გავრცელებულია აზრი, რომ "ომიკრონი" იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას და გაცილებით ნაკლებ სიკვდილობას, რაც მხოლოდ ნაწილობრივ არის სწორი.

მისი თქმით, ახალი შემთხვევების და ე.წ. აქტიური კოვიდ ავადმყოფების გაცილებით მაღალი რიცხვის გამო, ჯამში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის შეფასებითვე, არცერთი კოვიდ ავადმყოფი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა, არ დარჩენილა კლინიკის გარეთ. მისივე თქმით, ყველა ავადმყოფს უტარდება მკურნალობა ეფექტიანი მედიკამენტებით და მიდგომებით.

"ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ "ომიკრონის“ შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ, როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის.

"ომიკრონის“ ფართოდ გავრცელების შემდეგ, ამერიკის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ასე მაგალითად, ა.წ. 26 იანვარს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში დაფიქსირდა 4408 შემთხვევა, მაშინ, როდესაც საფრანგეთში დაფიქსირდა 6534 შემთხვევა, ყველაზე სრულად ვაქცინირებულ ისრაელშიც კი - 8166 შემთხვევა და ა.შ.

გავრცელებულია აზრი, რომ "ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას და გაცილებით ნაკლებ სიკვდილობას. ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ახალი შემთხვევების და ე.წ. აქტიური COVID ავადმყოფების გაცილებით მაღალი რიცხვის გამო ჯამში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასე მაგალითად: აშშ-ში ა.წ. 26 იანვარს დაფიქსირდა 3244 გარდაცვალება (ასეთი მაღალი სიკვდილობა მათ ერთი წელია არ ქონიათ), ანუ 9,7 გარდაცვალება 1 მილიონ მოსახლეზე, მაშინ როდესაც საქართველოში იმავე დღეს გვქონდა 27 გარდაცვალება, ანუ 6,9 – 1 მილიონ მოსახლეზე. მიაქციეთ ყურადღება - ამ დღეს ჩვენზე შეუდარებლად უფრო ძლიერ და სრულად ვაქცინირებულ ამერიკას, ისევე როგორც ბევრ სხვა სრულად ვაქცინირებულ ქვეყანას, 1 მილიონ მოსახლეზე ჰქონდა უფრო მეტი გარდაცვალება, ვიდრე საქართველოს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის CDC-ს დირექტორის Rochelle Walensky-ის განცხადებით, რომელიც მან თეთრ სახლში გააკეთა „შედარებით მსუბუქი არ ნიშნავს მსუბუქს“ Milder does not mean mild (ლაპარაკია ომიკრონზე). ჯანმოს გენერალური დირექტორი Tedros Ghebreyesus ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ "ომიკრონი რჩება საშიშ ვირუსად“.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის და კლინიკური სექტორის მზადყოფნას და პაციენტთა ნაკადების მართვას, აქაც საქართველო არაფრით ჩამორჩება ამერიკის და ევროპის ქვეყნებს. ასე მაგალითად, აშშ CDC-ის ოფიციალური მონაცემებით აშშ-ში გადავსებულია კლინიკები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ბრიტანეთში ექიმებს სამხედროები ეხმარებიან და ა.შ. მაშინ, როდესაც საქართველოში მობილიზებული 8000-ზე მეტი საწოლიდან დაკავებულია მხოლოდ 4894 საწოლი, ანუ მხოლოდ 60%. საქართველოში ა.წ. 1-ელ იანვრამდე მოქმედ 60 "ონლაინ კლინიკას" დაემატა კიდევ 40 "ონლაინ კლინიკა“, რომლებიც დაკომპლექტდა შესაბამისად გადამზადებული ოჯახის ექიმებით.

გაძლიერდა ე.წ. "ცენტრალური ონლაინ კლინიკა“, რომელიც ახორციელებს 100 „ონლაინ კლინიკაზე“ მონიტორინგს და მათ გადაზღვევას. შედეგად საქართველოში სადღეისოდ გვყავს 124 ათასზე მეტი აქტიური COVID ავადმყოფი და მათგან არცერთი ავადმყოფი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ დარჩენილა ექიმის გარეშე, ყველა მათგანს მიეწოდება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. არცერთი COVID ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია არ დარჩენილა კლინიკის გარეთ. ყველა ავადმყოფს უტარდება მკურნალობა უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტებით და მიდგომებით. არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის, მედიკამენტების ან სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო და ყველაფერი ამის შემდეგ ჩასაფრებულ ადამიანებს ყოფნით სითავხედე, რომ ილაპარაკონ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე და ავადმყოფების ბედის ანაბარად მიტოვებაზე.

მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების და ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვისა და პანიკის გამოსაწვევად. იყავით მშვიდად. ითანამშრომლეთ ექიმებთან. ატარეთ პირბადე. აიცერით! აიცერით! აიცერით! რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამის გაკეთება რეალურია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.