ავტორი:

"როცა ირინა ქუჩაში გამოდიოდა, სანდრა რულოვსმა თქვა, დაჯდეს სახლის კუთხეში და იქ იტიროსო" - რას იხსენებს გურამ გირგვლიანი შვილის მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ?

"როცა ირინა ქუჩაში გამოდიოდა, სანდრა რულოვსმა თქვა, დაჯდეს სახლის კუთხეში და იქ იტიროსო" - რას იხსენებს გურამ გირგვლიანი შვილის მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ?

დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა. 28 წლის სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალოვნებმა გაიტაცეს და მეორე დღეს, 28 იანვარს, სანდრო ოქროყანაში მოკლული იპოვეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. სანდროს მკვლელობა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა.

16 წელია, ამ დღეს სანდრო გირგვლიანის საფლავთან მისი მამა, გურამ გირგვლიანი, სანდროს მეგობრები და ნათესავები იკრიბებიან.

"კვირის პალიტრამ" რამდენიმე კითხვით მიმართა ბატონ გურამ გირგვლიანს:

- ბატონო გურამ, დღეს 16 წელი გავიდა სანდროს მკვლელობიდან, ამჟამად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს თქვენი შვილის მკვლელების შეწყალების გამო, თუმცა, ალბათ, მოისმინეთ კიდეც მისი პოზიცია ამ საქმეზე, რა შეფასებას მისცემთ მის განცხადებას?

- რა უნდა ვთქვა, როცა მან საერთოდ ის თქვა, არ ვიცი, ვინ არის სანდრო გირგვლიანი და ეს ამბავი პიარისთვისაა მოგონილიო. რა უნდა თქვა ასეთ ადამიანზე? გარდა იმისა, რომ ყველამ იცით, სტრასბურგში მოვიგეთ ეს პროცესი - საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველაფერი ცნობილია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი, სააკაშვილი, საერთოდ ჭკუიდანაა გადასული და არ იცის, რას ამბობს. რა უნდა თქვა მასზე? ან რომელ სინანულზეა საუბარი, ამხელა ტრაგედია მოხდა და სინანული მისი მხრიდან კი არა, "ნაცმოძრაობის" არც ერთი წევრის მხრიდან, არავის გამოუხატავს. ახლაც იმას ამბობენ, ყველაფერში მართლები ვართო. თურმე, დღეს ყოფილა ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოში და მათ დროს ყველაფერი კარგად იყო. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ბევრი რამის გახსენება შეიძლება.

ვერც გაიგებ, პირველი მეორე ცოლია, თუ რა ხდება მის პირადში, მაგრამ მაშინ, როცა ირინა ენუქიძე ქუჩაში გამოდიოდა და შვილის მკვლელობას აპროტესტებდა, სანდრა რულოვსმა თქვა, დაჯდეს სახლის კუთხეში და იტიროს, ქუჩაში კი არ უნდა გამოდიოდესო. ამ ხალხზე სხვა რა უნდა ვილაპარაკო, რა სინანულზეა ლაპარაკი? მიჭირს ამ თემაზე საუბარი.

- ბატონო გურამ, როგორ გაიარა ამ წლებმა თქვენთვის?

- ეს ჩემი პირადულია და ამ დეტალებზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ მიყვარს აფიშირება. სანდრო ყოველთვის არის და იქნება. დღესაც ვიკრიბებით სანდროს საფლავთან. 13 თებერვალს სანდროს დაბადების დღეა და ამ დღეს ყოველთვის სვანეთში, მესტიაში ვარ, იქ ჩამოდიან ბიჭები, სანდროს მეგობრები, მაქსიმუმ ერთი კვირით და ყოველ წელს იქ ერთად აღვნიშნავთ მის დაბადების დღეს. სულ მოდიან ჩემთან. ეს არ არის ის ურთიერთობა, ადამიანები, რომ მიდიან და მერე აღარც ახსოვთ, ან ეპიზოდურად ახსოვთ გარდაცვალების და დაბადების დღეზე. ჩვენთან ასე არ არის, ფაქტობრივად, მის მეგობრებს სანდრო ყოველდღე ახსოვთ და მე მათთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. დიდია სანდროს ბიჭების როლი, მას მართლა კარგი მეგობრები ჰყავს. ძალიან გაუმართლა მეგობრებში....წაიკითხეთ სრულად