პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ Netflix-ს უთხრა, რომ დაჯდეს საჭადრაკო დაფასთან და ეს პარტია ნონა გაფრინდაშვილთან ითამაშოს" - ადვოკატი მაია მწარიაშვილი
"ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ  Netflix-ს უთხრა, რომ დაჯდეს საჭადრაკო დაფასთან და ეს პარტია ნონა გაფრინდაშვილთან ითამაშოს" - ადვოკატი მაია მწარიაშვილი

"ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­სა­მარ­თლომ Netflix-ი ფაქ­ტობ­რი­ვად დას­ვა სა­ჭად­რა­კო და­ფას­თან, Netflix-ს არ უნ­დო­და ამ და­ვა­ში შეს­ვლა და მო­სა­მარ­თლემ მას უთხრა, რომ უნდა დაჯ­დეს სა­ჭად­რა­კო და­ფას­თან და ითა­მა­შოს ეს პარ­ტია ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­თან" - ამის შე­სა­ხებ მო­ჭად­რა­კე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც Netflix-ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, გა­ე­უქ­მე­ბი­ნა ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მიერ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი, არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ვირ­ჯი­ნია ფი­ლიპს­მა პრე­ცე­დენ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და გა­ი­ზი­ა­რა მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტა­ცია საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"თა­ვი­სი არ­სით ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მო­სა­მარ­თლემ თქვა, რომ ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი არ არ­სე­ბობს ამე­რი­კის სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა­ში, რომ რად­გან ნა­წარ­მო­ე­ბი მხატ­ვრუ­ლია, ეს იყოს იმის მი­ზე­ზი, რომ ამ მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ქუ­დით და­ა­ზი­ა­ნო რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვი, ღირ­სე­ბა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია. სა­სა­მარ­თლო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პა­სუ­ხობს Netflix-ის ყვე­ლა ძი­რი­თად არ­გუ­მენტს და აქარ­წყლებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ა­ნად მიჰ­ყვე­ბა ჩვე­ნი შე­სა­გებ­ლის ხაზს, სრუ­ლად იზი­ა­რებს ყვე­ლა ჩვენს არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას. Netflix-ის ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი სა­სა­მარ­თლომ გა­ა­ბა­თი­ლა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მსჯე­ლო­ბე­ბია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში და სა­სა­მარ­თლომ დაც­ვის მხა­რის არც ერთი არ­გუ­მენ­ტი არ გა­ი­ზი­ა­რა და თქვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რომ Netflix-ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ჰქონ­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი, პი­რი­ქით, დაც­ვის მხა­რის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს და აჩ­ვე­ნებს იმას, რომ Netflix -მა გან­გებ აუ­ა­რა გვერ­დი ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებს. სა­სა­მარ­თლომ პრე­ცე­დენ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო“, - გა­ნა­ცხა­და მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა Netflix-ის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, გა­ე­უქ­მე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მიერ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი.

Netflix-ი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტას ითხოვ­და, რად­გან ამ­ტკი­ცებ­და, რომ სე­რი­ა­ლი არის მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და მის შემ­ქმნე­ლებს კა­ნო­ნი ფარ­თო მხატ­ვრულ ლი­ცენ­ზი­ას ანი­ჭებს.

თუმ­ცა, აშშ-ის კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ვირ­ჯი­ნია ფი­ლიპ­სი ამ მო­თხოვ­ნას არ და­ე­თან­ხმა.

“ის ფაქ­ტი, რომ სე­რი­ა­ლი გა­მო­გო­ნი­ლია, არ იცავს Netflix-ს ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან,” - ნათ­ქვა­მია მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
1

წარმატებები ქალბატონო ნონა.

გაიმარჯვებთ, რადგან მართალი ხართ!

Status quo
25

რა სასაცილოა რაიონული სასამართლო.რომელი რაიონის-სამგორის თუ ისნის?

ავტორი:

"ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ Netflix-ს უთხრა, რომ დაჯდეს საჭადრაკო დაფასთან და ეს პარტია ნონა გაფრინდაშვილთან ითამაშოს" - ადვოკატი მაია მწარიაშვილი

"ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ  Netflix-ს უთხრა, რომ დაჯდეს საჭადრაკო დაფასთან და ეს პარტია ნონა გაფრინდაშვილთან ითამაშოს" - ადვოკატი მაია მწარიაშვილი

"ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ Netflix-ი ფაქტობრივად დასვა საჭადრაკო დაფასთან, Netflix-ს არ უნდოდა ამ დავაში შესვლა და მოსამართლემ მას უთხრა, რომ უნდა დაჯდეს საჭადრაკო დაფასთან და ითამაშოს ეს პარტია ნონა გაფრინდაშვილთან" - ამის შესახებ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომელმაც Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის შეფასებით, კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ ვირჯინია ფილიპსმა პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და გაიზიარა მოსარჩელე მხარის ყველა არგუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით.

"თავისი არსით ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ თქვა, რომ ასეთი პრეცედენტი არ არსებობს ამერიკის სასამართლო პრაქტიკაში, რომ რადგან ნაწარმოები მხატვრულია, ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ამ მხატვრული ნაწარმოების ქუდით დააზიანო რეალური ადამიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სასამართლო ამ გადაწყვეტილებით პასუხობს Netflix-ის ყველა ძირითად არგუმენტს და აქარწყლებს. ფაქტობრივად, მთლიანად მიჰყვება ჩვენი შესაგებლის ხაზს, სრულად იზიარებს ყველა ჩვენს არგუმენტაციას. Netflix-ის ყველა არგუმენტი სასამართლომ გააბათილა. ძალიან საინტერესო მსჯელობებია ამ გადაწყვეტილებაში და სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა და თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ Netflix-ის მტკიცებულებები, რომლებიც მას ჰქონდა წარმოდგენილი, პირიქით, დაცვის მხარის წინააღმდეგ მუშაობს და აჩვენებს იმას, რომ Netflix -მა განგებ აუარა გვერდი ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით არსებულ გარემოებებს. სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი.

Netflix-ი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.

თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა.

“ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან,” - ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.