პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოაყენეს ბულდოზერები და სახლი დამინგრიეს" - რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ნაგებობის დემონტაჟის გამო დილიდან ხმაური იყო (ფოტოები)
"მოაყენეს ბულდოზერები და სახლი დამინგრიეს" - რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ნაგებობის დემონტაჟის გამო დილიდან ხმაური იყო (ფოტოები)

დღეს, დი­ლი­დან ე.წ. ვარ­კე­თი­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და­სახ­ლე­ბა­ში, პო­ლი­ცია და თბი­ლი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და იქ არ­სე­ბულ ნა­გე­ბო­ბებს ან­გრევ­დნენ, რომ­ლე­ბიც, მათი თქმით, უკა­ნო­ნოდ იყო აშე­ნე­ბუ­ლი. ამ ნა­გე­ბო­ბე­ბის პატ­რო­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, მათ ღა­მის გა­სა­თე­ვი სხვა­გან არ აქვთ, ამი­ტო­მაც ცდი­ლობ­დნენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას.

ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე კახა ილუ­რი­ძე, რომ­ლის სახ­ლიც და­ინ­გრა, ამ­ბობს, რომ, და­ახ­ლო­ე­ბით, 14 ნა­გე­ბო­ბის დე­მონ­ტა­ჟი მოხ­და, მათი ნა­წი­ლი მშე­ნე­ბა­რე იყო.

კა­ხა­ბერ ილუ­რი­ძე:

"ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შემ­დეგ ვცხოვ­რობ ამ და­სახ­ლე­ბა­ში, 2013 წლის შემ­დეგ. ვა­კე­ში, ბან­კი "ქარ­თუს“ უკან მქონ­და სახ­ლი, ხევ­ში, რო­მე­ლიც წყალ­მა წა­ი­ღო. მეტ­რო­დან რომ ამოჰ­ყვეთ, ასე­თი 700 ოჯა­ხია და­სახ­ლე­ბუ­ლი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სახ­ლი არ მქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი. კომ­პენ­სა­ცია მომ­ცეს და არ ვკი­დებ­დი ხელს, 135 ათა­სი მომ­ცეს. ვა­კე­ში 135 000 ღირს 1000 კვად­რა­ტი? არ ვა­წერ­დი ხელს და სი­ტყვი­ე­რად მი­თხრეს, სა­დაც გინ­და, იქ აიღე ნაკ­ვე­თი, სახ­ლი აა­შე­ნე, ხელს არ შე­გიშ­ლი­თო. ამ დი­ლას მო­ა­ყე­ნეს ბულ­დო­ზე­რე­ბი და სახ­ლი და­მინ­გრი­ეს. მარ­ტო სა­ხუ­რა­ვი 5000 ლარი და­მიჯ­და. აქ მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი. არ ვამ­ბობ, რომ ბინა არ მაქვს, 2 ბინა მაქვს მაქვს ვა­კე­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ბან­კში მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი. იმი­ტომ, რომ თვი­თონ მთავ­რო­ბამ მი­თხრა, - ნაკ­ვე­თი მო­ნა­ხე, ბინა ბან­კში ჩადე და ამ ფუ­ლით აა­შე­ნე სახ­ლიო. მერე გა­და­მი­კე­ტეს მი­სას­ვლე­ლი გზა, ტე­ლე­ფო­ნიც გა­მი­თი­შეს, აღა­რა­ვინ მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და.

თა­ვი­დან მი­თხრეს, რად­გან ორი შვი­ლი გყავს, ტე­რი­ტო­რი­ას მოგ­ცემთ და აა­შე­ნე ბი­ნაო. აღარ მომ­ცეს ნაკ­ვე­თი, მოგ­ვა­ტყუ­ეს. მერე მი­თხრეს, შენ მო­ძებ­ნე ნაკ­ვე­თი, სა­დაც გინ­და და იქ აი­შე­ნე, ჩვენ მო­გეხ­მა­რე­ბით, პრობ­ლე­მა არ შე­გექ­მნე­ბაო. ახლა თქვენც ხე­დავთ, რაც ხდე­ბა. მა­გათ შე­მიყ­ვა­ნეს შეც­დო­მა­ში, თო­რემ რა ვი­ცო­დი, რა იყო და სად იყო ვარ­კე­თი­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა?!

მო­ვი­თხოვ, კა­ლა­ძეს შე­მახ­ვედ­რონ და მე თუ ვარ მტყუ­ა­ნი, ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ით ბო­დიშს მო­ვუხ­დი ამ მთავ­რო­ბას.... ჯერ კა­ციშ­ვი­ლი არ მო­სუ­ლა. აქვე ზე­მოთ ხის ქო­ხე­ბიც კი და­უნ­გრი­ეს ხალ­ხს, 14-მდე სახ­ლი და­ან­გრი­ეს.

მე 60 კვად­რა­ტუ­ლი მქონ­და. მარ­ტო ჩონ­ჩხი რომ ყო­ფი­ლი­ყო, გული არ დამ­წყდე­ბო­და. მარ­თა­ლია, ევ­რო­რე­მონ­ტი არ მქო­ნია, მაგ­რამ მა­ინც გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და.

ახლა გა­რეთ ვარ, ქუ­ჩა­ში, გა­რეთ ვჭამ და ვსვამ. კა­ციშ­ვი­ლი არ მო­სუ­ლა, რომ დამ­ლა­პა­რა­კე­ბო­და".

  • რა ხდე­ბა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც დი­ლი­დან ხმა­უ­რი იყო:

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
7

ხალხო ამ აფერისტს 135000 ათსი კი არა 356000 ათასი ქონია აღებული .

ნია
6

მტაცებელს გავს!

ავტორი:

"მოაყენეს ბულდოზერები და სახლი დამინგრიეს" - რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ნაგებობის დემონტაჟის გამო დილიდან ხმაური იყო (ფოტოები)

"მოაყენეს ბულდოზერები და სახლი დამინგრიეს" - რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ნაგებობის დემონტაჟის გამო დილიდან ხმაური იყო (ფოტოები)

დღეს, დილიდან ე.წ. ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, პოლიცია და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და იქ არსებულ ნაგებობებს ანგრევდნენ, რომლებიც, მათი თქმით, უკანონოდ იყო აშენებული. ამ ნაგებობების პატრონების განცხადებით კი, მათ ღამის გასათევი სხვაგან არ აქვთ, ამიტომაც ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას.

ერთ-ერთი მოქალაქე კახა ილურიძე, რომლის სახლიც დაინგრა, ამბობს, რომ, დაახლოებით, 14 ნაგებობის დემონტაჟი მოხდა, მათი ნაწილი მშენებარე იყო.

კახაბერ ილურიძე:

"ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ ვცხოვრობ ამ დასახლებაში, 2013 წლის შემდეგ. ვაკეში, ბანკი "ქართუს“ უკან მქონდა სახლი, ხევში, რომელიც წყალმა წაიღო. მეტროდან რომ ამოჰყვეთ, ასეთი 700 ოჯახია დასახლებული ამ ტერიტორიაზე. სახლი არ მქონდა გაფორმებული. კომპენსაცია მომცეს და არ ვკიდებდი ხელს, 135 ათასი მომცეს. ვაკეში 135 000 ღირს 1000 კვადრატი? არ ვაწერდი ხელს და სიტყვიერად მითხრეს, სადაც გინდა, იქ აიღე ნაკვეთი, სახლი ააშენე, ხელს არ შეგიშლითო. ამ დილას მოაყენეს ბულდოზერები და სახლი დამინგრიეს. მარტო სახურავი 5000 ლარი დამიჯდა. აქ მარტო ვცხოვრობდი. არ ვამბობ, რომ ბინა არ მაქვს, 2 ბინა მაქვს მაქვს ვაკეში, მაგრამ ყველაფერი ბანკში მაქვს ჩადებული. იმიტომ, რომ თვითონ მთავრობამ მითხრა, - ნაკვეთი მონახე, ბინა ბანკში ჩადე და ამ ფულით ააშენე სახლიო. მერე გადამიკეტეს მისასვლელი გზა, ტელეფონიც გამითიშეს, აღარავინ მეკონტაქტებოდა.

თავიდან მითხრეს, რადგან ორი შვილი გყავს, ტერიტორიას მოგცემთ და ააშენე ბინაო. აღარ მომცეს ნაკვეთი, მოგვატყუეს. მერე მითხრეს, შენ მოძებნე ნაკვეთი, სადაც გინდა და იქ აიშენე, ჩვენ მოგეხმარებით, პრობლემა არ შეგექმნებაო. ახლა თქვენც ხედავთ, რაც ხდება. მაგათ შემიყვანეს შეცდომაში, თორემ რა ვიცოდი, რა იყო და სად იყო ვარკეთილის მეურნეობა?!

მოვითხოვ, კალაძეს შემახვედრონ და მე თუ ვარ მტყუანი, ყველა ტელევიზიით ბოდიშს მოვუხდი ამ მთავრობას.... ჯერ კაციშვილი არ მოსულა. აქვე ზემოთ ხის ქოხებიც კი დაუნგრიეს ხალხს, 14-მდე სახლი დაანგრიეს.

მე 60 კვადრატული მქონდა. მარტო ჩონჩხი რომ ყოფილიყო, გული არ დამწყდებოდა. მართალია, ევრორემონტი არ მქონია, მაგრამ მაინც გაკეთებული მქონდა.

ახლა გარეთ ვარ, ქუჩაში, გარეთ ვჭამ და ვსვამ. კაციშვილი არ მოსულა, რომ დამლაპარაკებოდა".

  • რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც დილიდან ხმაური იყო: