მსახიობი ბრიჯიტ ფონდა საზოგადოების წინაშე 12 წელია არ გამოჩენილა. 12-წლიანი პაუზის შემდეგ კი პაპარაცებმა მისი კადრებზე აღბეჭდვა რამდენიმე დღის წინ, მსახიობის 58-ე დაბადების დღეზე მოახერხეს.
ბრიჯიტს სათვალე ეკეთა, სპორტულად ეცვა. მას თან ახლდა 17 წლის ვაჟი, ოლივერი.
2003 წელს ის ავარიაში მოჰყვა და სერიოზული დაზიანება მიიღო. სწორედ ამან უბიძგა მას სამსახიობო კარიერისთვის წერტილი დაესვა. ამასთან, სურდა ვაჟის აღზრდაში აქტიურად მიეღო მონაწილეობა.
"ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი კმაყოფილების გრძნობა მექნებოდა, ჩემით რომ დამემკვიდრებინა სახელი. ხშირად ვფიქრობ, უფრო მშვიდად ვიქნებოდი, რომ მცოდნოდა, რომ ჩემი ნიჭის გამო მივიღე როლები და არა ჩემი გვარის გამო", - ამბობდა ფონდა ერთ-ერთ ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ მისი ოჯახის ყველა წევრი, წინაპრები მსახიობები იყვნენ.
ფონდას წარმატებულ ფილმებს შორისაა Single white female, Singles, Point of no return, It could happen to you, Jackie Brown. ბოლოს ის 2002 წელს გადაიღეს სატელევიზიო შოუში Snow Queen.
მოამზადა ანა სიბოშვილმა