საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო - ლევან ვეფხვაძე
ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო - ლევან ვეფხვაძე

სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­რი­ცხვის ახალ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა გარ­და­უ­ვა­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან სექ­ტო­რი ბირ­ჟა­ზე გა­და­დის და „თელ­მი­კოს“ ბირ­ჟა­ზე მო­უ­წევს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ყიდ­ვა.

„თუ აღ­რი­ცხვის ვა­დე­ბი არ მო­წეს­რიგ­დე­ბო­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში მომ­მა­რა­გე­ბე­ლი კომ­პა­ნია სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და“, - აცხა­დებს ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, შე­იძ­ლე­ბა ერთჯე­რა­დად ზო­გი­ერთ აბო­ნენტს მე­ტის გა­დახ­და მო­უ­წია, იმ დღე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი და ახა­ლი აღ­რი­ცხვის შუ­ა­ლედ­ში მოხ­ვდა. თუმ­ცა მათ მა­ინც მოხ­მა­რე­ბულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ში გა­და­ი­ხა­დეს ეს თან­ხა.

„ეს იყო ერთჯე­რა­დი, პერ­სპექ­ტი­ვა­ში არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ზო­გა­დად, ენერ­გე­ტი­კულ ბა­ზარ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის და­სა­ლა­გებ­ლად, მე ვფიქ­რობ, ეს გარ­და­უ­ვა­ლი ნა­ბი­ჯი იყო“, - მი­იჩ­ნევს ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

თბი­ლის­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო აღ­რი­ცხვის ახალ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლით მიმ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ა­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ახალ, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­და და რო­გორც დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს პრო­ცე­სი - აღ­რი­ცხვა/გა­დახ­და - გა­ცი­ლე­ბით სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა და სექ­ტო­რის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის წინა პი­რო­ბებ­საც ქმნის.

NS

ნინა
0

ელექტროენერგიის ორ ქვითარს , წყლის გადასახადიც ორჯერ რომ მოყვა არაუშავს?! დეკემბრის თვის წყლის გადასახადი ორჯერ უნდა გადაგვეხადა?!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო - ლევან ვეფხვაძე

ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო - ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელი იყო, ვინაიდან სექტორი ბირჟაზე გადადის და „თელმიკოს“ ბირჟაზე მოუწევს ელექტროენერგიის ყიდვა.

„თუ აღრიცხვის ვადები არ მოწესრიგდებოდა, ამ შემთხვევაში მომმარაგებელი კომპანია სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე თქმით, შეიძლება ერთჯერადად ზოგიერთ აბონენტს მეტის გადახდა მოუწია, იმ დღეების გათვალისწინებით, რომლებიც ძველი და ახალი აღრიცხვის შუალედში მოხვდა. თუმცა მათ მაინც მოხმარებულ ელექტროენერგიაში გადაიხადეს ეს თანხა.

„ეს იყო ერთჯერადი, პერსპექტივაში არაფერი იცვლება. ზოგადად, ენერგეტიკულ ბაზარზე სიტუაციის დასალაგებლად, მე ვფიქრობ, ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო“, - მიიჩნევს ლევან ვეფხვაძე.

თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლით მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობები ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე გადავიდა და როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ეს პროცესი - აღრიცხვა/გადახდა - გაცილებით სამართლიანი იქნება და სექტორის მომავალი განვითარების წინა პირობებსაც ქმნის.

NS