მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი ბრიყვი კი არ არის" - NDI-ს მორიგი კვლევა და პოლიტიკური სპექტრისთვის სავალალო შედეგები
"ხალხი ბრიყვი კი არ არის" - NDI-ს მორიგი კვლევა და პოლიტიკური სპექტრისთვის სავალალო შედეგები

27 იან­ვარს, NDI-მ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მო­რი­გი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რის თა­ნახ­მა­დაც, გა­მო­კი­თხულ­თა 24%-ის აზ­რით, მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დგას, 9% "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ასა­ხე­ლებს, 41% კი არ­ცერთ პარ­ტი­ას.

"8%-ზე და­სუ­ლი ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რა არის სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ოპო­ზი­ცია მხარ­და­ჭე­რის მხრივ ფსკერ­ზეა და ამის მერე, ან ტო­ტა­ლუ­რი გა­მო­ფხიზ­ლე­ბა უნდა და­ი­წყოს, ან პარ­ტი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან გაქ­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტო­ლოგ­მა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, ის, რომ გა­მო­კი­თხულ­თა 53% ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტსა და საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში საქ­მი­ა­ნო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი მი­ზე­ზია. მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის დიდი ნა­წი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა "ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რა­ნით“ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­ჩე­ნა­სა და დაც­ვას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ, ერთი მხრივ, უნდა მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე წარ­მო­ჩე­ნა და მე­ო­რე მხრივ, ამ ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა და რო­მელ ერთს აკე­თებს დღე­ვან­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი? ყვე­ლას ერთ ქვაბ­ში არ ვხარ­შავ, მაგ­რამ ეს არის ოპო­ზი­ცი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბა და დი­აგ­ნო­ზი. სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­დაც­ვის პრობ­ლე­მე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ინ­ტე­რე­სის მიღ­მა რჩე­ბა და დაც­ვა­ზე ხომ სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. იმის თქმა, რომ ოპო­ზი­ცი­აა და ვე­რა­ფერს შეც­ვლის, ასე არ არის. ლო­კა­ლუ­რად, სურ­ვი­ლი­სა და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ტარ-პა­ტა­რა გა­მარ­ჯვე­ბე­ბის მიღ­წე­ვა და სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ოპო­ზი­ცი­ა­საც შე­უძ­ლია.

ხალ­ხი ბრიყ­ვი კი არ არის, გა­და­სა­რე­ვად ხე­დავს, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა უმე­ტეს წი­ლად, ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რა­ნით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რა­ნის იქით მათი საქ­მი­ა­ნო­ბა არ ჩანს და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ აი­სა­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, წინა კვლე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­კი­თხულ­თა 24%-ის მხარ­და­ჭე­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა არ არის და კვლე­ვა­ში ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კი არა, ოპო­ზი­ცი­ის პრობ­ლე­მას ხე­დავს. ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის თქმით, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­რა­ლუ­რად გაცვდა, ანუ მათ "ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა გა­უ­ვი­დათ“, თუმ­ცა მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თულI ოც­ნე­ბა“ სტა­ბი­ლუ­რი ამომ­რჩევ­ლის იმ რა­ო­დე­ნო­ბას ინარ­ჩუ­ნებს, რაც მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გა­რან­ტი­ის­თვის სჭირ­დე­ბა.

"ამ კვლე­ვის შე­დე­გებ­ში მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მას კი ვერ ვხე­დავ, ოპო­ზი­ცი­ის პრობ­ლე­მას ვხე­დავ. სრუ­ლი­ად ახა­ლი აქ­ტი­ვო­ბის ფორ­მე­ბია და­სა­წყე­ბი. ჯერ ერთი, მო­რა­ლუ­რად გაცვდა ოპო­ზი­ცია, მე ამ შემ­თხვე­ვა­ში ვინ­მეს მო­რალ­ზე კი არ ვსა­უბ­რობ, მა­გა­ლი­თად, ქარ­ხნებ­ზეც კი ამ­ბო­ბენ მო­რა­ლუ­რად დაძ­ველ­დაო, როცა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა გა­უ­ვა და ამ ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრშიც ნა­წილს გა­უ­ვი­და ეს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა.

ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“, რა თქმა უნდა, გა­უ­ვი­და, მაგ­რამ ის ინარ­ჩუ­ნებს იმ სტა­ბი­ლურ ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გა­რან­ტი­აა. აი, ეს 24% რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ, არის ის სტა­ბი­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც არის "ქარ­თულ ოც­ნე­ბის“ სიმ­შვი­დის გა­რან­ტია".

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაბო
0

პირდაპირ ვთქვათ: როცა არჩევანი კეთდება ცუდსა და უარესს შორის, ვირჩევთ ცუდს. მორჩა და გათავდა.

Aba xalxi
0

Dges xalxi is aris vints utsvlel partias da mtavrobas uchers mxars 

Sxva yvela es damnashavea an potentsiuri damnashave 

Aba tqven xalxi vin gegonat ???? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ხალხი ბრიყვი კი არ არის" - NDI-ს მორიგი კვლევა და პოლიტიკური სპექტრისთვის სავალალო შედეგები

"ხალხი ბრიყვი კი არ არის" - NDI-ს მორიგი კვლევა და პოლიტიკური სპექტრისთვის სავალალო შედეგები

27 იანვარს, NDI-მ საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რის თანახმადაც, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება“ დგას, 9% "ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 41% კი არცერთ პარტიას.

"8%-ზე დასული ყველა დანარჩენი პარტიის მხარდაჭერა არის სრული კატასტროფა. ფაქტობრივად, ოპოზიცია მხარდაჭერის მხრივ ფსკერზეა და ამის მერე, ან ტოტალური გამოფხიზლება უნდა დაიწყოს, ან პარტიების დიდი ნაწილის პოლიტიკური ველიდან გაქრობა", - განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ის, რომ გამოკითხულთა 53% ოპოზიციის პარლამენტსა და საკრებულოებში საქმიანობით უკმაყოფილოა, აღნიშნული კვლევის შედეგების განმაპირობებელი მიზეზია. მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის საქმიანობა "ტელევიზიის ეკრანით“ შემოიფარგლება და საკუთარი ამომრჩევლების ინტერესების წარმოჩენასა და დაცვას არ ემსახურება.

"პოლიტიკურმა პარტიამ, ერთი მხრივ, უნდა მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების პოლიტიკურ ველზე წარმოჩენა და მეორე მხრივ, ამ ინტერესების დაცვა და რომელ ერთს აკეთებს დღევანდელი ოპოზიციის უმეტესი ნაწილი? ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, მაგრამ ეს არის ოპოზიციის უმეტესი ნაწილის შეფასება და დიაგნოზი. სოციალური, ეკონომიკური, განათლების, ჯანდაცვის პრობლემები, უმეტეს შემთხვევაში, ამ პოლიტიკოსების ინტერესის მიღმა რჩება და დაცვაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია. იმის თქმა, რომ ოპოზიციაა და ვერაფერს შეცვლის, ასე არ არის. ლოკალურად, სურვილისა და მობილიზაციის შემთხვევაში, პატარ-პატარა გამარჯვებების მიღწევა და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების დაცვა ოპოზიციასაც შეუძლია.

ხალხი ბრიყვი კი არ არის, გადასარევად ხედავს, რომ მათი საქმიანობა უმეტეს წილად, ტელევიზიის ეკრანით შემოიფარგლება. ტელევიზიის ეკრანის იქით მათი საქმიანობა არ ჩანს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აისახება საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, წინა კვლევებიდან გამომდინარე, გამოკითხულთა 24%-ის მხარდაჭერა "ქართული ოცნების“ მიმართ დაბალი შეფასება არ არის და კვლევაში ის ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის პრობლემას ხედავს. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი და "ქართული ოცნება“ მორალურად გაცვდა, ანუ მათ "ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ“, თუმცა მისივე შეფასებით, "ქართულI ოცნება“ სტაბილური ამომრჩევლის იმ რაოდენობას ინარჩუნებს, რაც მას ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიისთვის სჭირდება.

"ამ კვლევის შედეგებში მე ხელისუფლების პრობლემას კი ვერ ვხედავ, ოპოზიციის პრობლემას ვხედავ. სრულიად ახალი აქტივობის ფორმებია დასაწყები. ჯერ ერთი, მორალურად გაცვდა ოპოზიცია, მე ამ შემთხვევაში ვინმეს მორალზე კი არ ვსაუბრობ, მაგალითად, ქარხნებზეც კი ამბობენ მორალურად დაძველდაო, როცა ექსპლუატაციის ვადა გაუვა და ამ ოპოზიციურ სპექტრშიც ნაწილს გაუვიდა ეს ექსპლუატაციის ვადა.

ექსპლუატაციის ვადა "ქართულ ოცნებასაც“, რა თქმა უნდა, გაუვიდა, მაგრამ ის ინარჩუნებს იმ სტაბილურ ამომრჩეველს, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიაა. აი, ეს 24% რომელზეც ვსაუბრობთ, არის ის სტაბილური ამომრჩეველი ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც არის "ქართულ ოცნების“ სიმშვიდის გარანტია".