პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური ორხევის დასახლებაში - მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო
ხმაური ორხევის დასახლებაში - მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო

ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ სახ­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო, ხმა­უ­რია. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მე­რი­ას ფარ­თის და­კა­ნო­ნე­ბის მიზ­ნით ადრე მი­მარ­თეს, თუმ­ცა პრო­ცე­დუ­რა დრო­ში გა­ი­წე­ლა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფარ­თი არ და­უ­კა­ნონ­დათ.

რო­გორც ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გან­მარ­ტავს, ახლა არ იცის, სად უნდა გა­ა­თე­ნოს ღამე, მა­შინ რო­დე­საც ერ­თა­დერ­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი დე­მონ­ტაჟს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა.

"შე­შა­ზე ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი და რო­დე­საც მო­ვე­დი, ასე­თი ვი­თა­რე­ბა დამ­ხვდა. ისეთს არა­ფერს ვი­თხოვ, მე და მა­მას და­სარ­ჩე­ნი ფი­ზი­კუ­რად არ­სად გვაქვს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სად, მაგ­რამ ან ქი­რით ან სად­მე რომ მოვ­თავ­სდეთ. იმი­საც არ ვი­თხოვ, რომ გინ­და თუ არა აქ უნდა ვი­ცხოვ­რო, სა­დაც გინ­და იქ იყოს, ოღონდ ერთი ოთა­ხი რომ არ­სე­ბობ­დეს იმის­თვის, რომ მე და მა­მამ და­ვი­ძი­ნოთ“, - აცხა­დებს "მთა­ვარ არხთან“ სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მათ იმ სახ­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი მო­ახ­დი­ნეს, რო­მელ­შიც არა­ვინ ცხოვ­რობ­და. მი­სი­ვე თქმით, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლაც გა­აჩ­ნი­ათ.

"დღეს ჩვენ რო­მე­ლი სახ­ლის დე­მონ­ტა­ჟე­ბიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, იქ შე­სახ­ლე­ბუ­ლი არა­ვინ იყო. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის რომ ისი­ნი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არი­ან ან სად არი­ან ჩა­წე­რი­ლე­ბი. თუმ­ცა, იმის­თვის, რომ ქუ­ჩა­ში არა­ვინ დარ­ჩეს, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მე­რია, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და გამ­გე­ო­ბა. თუ ვინ­მე ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ბა, მას სა­ცხოვ­რისს გა­მო­ვუ­ყოფთ“, - აცხა­დებს ინ­სპექ­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზა
2

ზამთარს და ყინვების ელოდება კალაძე? როცა იწყებენ მაშინ დაუშალონ. ან სამგორში რომ რვა სართულიანი სახლი ააშენა უკანონოდ მაღალი თანამდებობის პირმა და ჯარიმაზე გადაყარეს ამათაც გადაეხადათ ჯარიმა და ნუ დაუნგრევდნენ.

კოხტა გორა
5

უმადურო ხალხო, ალბათ ქალბატონ ნუნუკას უნდა აჩუქოს პრემიერმა. ციგების და თხილამურების შეკეთების საამქროსთვის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ხმაური ორხევის დასახლებაში - მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო

ხმაური ორხევის დასახლებაში - მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო

ორხევის დასახლებაში, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო, ხმაურია. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მერიას ფართის დაკანონების მიზნით ადრე მიმართეს, თუმცა პროცედურა დროში გაიწელა და საბოლოო ჯამში, ფართი არ დაუკანონდათ.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული განმარტავს, ახლა არ იცის, სად უნდა გაათენოს ღამე, მაშინ როდესაც ერთადერთი საცხოვრებელი ფართი დემონტაჟს დაექვემდებარა.

"შეშაზე ვიყავი წასული და როდესაც მოვედი, ასეთი ვითარება დამხვდა. ისეთს არაფერს ვითხოვ, მე და მამას დასარჩენი ფიზიკურად არსად გვაქვს. მნიშვნელობა არ აქვს სად, მაგრამ ან ქირით ან სადმე რომ მოვთავსდეთ. იმისაც არ ვითხოვ, რომ გინდა თუ არა აქ უნდა ვიცხოვრო, სადაც გინდა იქ იყოს, ოღონდ ერთი ოთახი რომ არსებობდეს იმისთვის, რომ მე და მამამ დავიძინოთ“, - აცხადებს "მთავარ არხთან“ საუბრისას ერთ-ერთი დაზარალებული.

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის განმარტებით, მათ იმ სახლების დემონტაჟი მოახდინეს, რომელშიც არავინ ცხოვრობდა. მისივე თქმით, ამის მტკიცებულებად ფოტო და ვიდეომასალაც გააჩნიათ.

"დღეს ჩვენ რომელი სახლის დემონტაჟებიც განვახორციელეთ, იქ შესახლებული არავინ იყო. ჩვენთვის ცნობილი არ არის რომ ისინი ადგილობრივები არიან ან სად არიან ჩაწერილები. თუმცა, იმისთვის, რომ ქუჩაში არავინ დარჩეს, მობილიზებულია მერია, მუნიციპალური სამსახური და გამგეობა. თუ ვინმე ქუჩაში დარჩება, მას საცხოვრისს გამოვუყოფთ“, - აცხადებს ინსპექციის წარმომადგენელი.