სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
23 წელი ერთად: ბინები თბილისში, გაგრასა და გუდაურში; წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოდელი და მისი მეუღლე?
23 წელი ერთად: ბინები თბილისში, გაგრასა და გუდაურში; წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოდელი და მისი მეუღლე?

ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, აფხა­ზე­თი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­ჯდო­მა­რე რუს­ლან აბა­ში­ძე გაგ­რა­ში 1971 წელს და­ი­ბა­და. აბა­ში­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ა­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. შემ­დეგ სწავ­ლობ­და გო­ე­თეს ინ­სტი­ტუ­ტში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში. 1996 წლი­დან რუს­ლან აბა­ში­ძე მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. რუს­ლან აბა­ში­ძე გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ეს­ტო­ნეთ­ში. 2019 წლის 11 დე­კემ­ბრი­დან კი აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­ჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებს. მისი მე­უღ­ლეა წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი თაკო ჩხე­ი­ძე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 21 წლის სერ­გი, 13 წლის ალექ­სან­დრე და 11 წლის და­ვი­თი.

რუს­ლან აბა­ში­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ავ­სო.

ცნო­ბი­ლი წყვი­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა:

დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ თაკო ჩხე­ი­ძემ 2019 წელს 25 ათას ლა­რად ბა­გებ­ში, ნუ­შებ­ში 600 კვ. მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა.

რუს­ლან აბა­ში­ძის სა­ხელ­ზეა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი გაგ­რა­ში, რო­მე­ლიც მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა. ას­ვეე 300 კვ. მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და 7500 კვ.მ. ნაკ­ვე­თი, გაგ­რა­ში პარ­კის ქუ­ჩა­ზე.

თაკო ჩხე­ი­ძის სა­ხელ­ზეა 2006 წელს შე­ძე­ნი­ლი ბინა თბი­ლის­ში გამ­სა­ხურ­დი­ას ქუ­ჩა­ზე. 250 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ქალ­მა 185 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

2005 წელს ჩხე­ი­ძემ გუ­და­ურ­ში შე­ი­ძი­ნა 60 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, რა­შიც 37 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

თაკო ჩხე­ი­ძეს კი­დევ ერთი ბინა აქვს თბი­ლის­ში, თაქთა­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. 182 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი მას 2018 წელს ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა, თუმ­ცა ვის­გან, ეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის.

2009 წელს თაკო ჩხე­ი­ძემ 15 ათას დო­ლა­რად 1000 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა კი­კეთ­ში.

მის სა­ხელ­ზეა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა hyundai santa fee 2012, რო­მე­ლიც 2012 წელს 31 500 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

  • დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, თაკო ჩხე­ი­ძეს "თი­ბი­სი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და 15 000 ლარი. რუს­ლან აბა­ში­ძეს კი ასე­ვე "თი­ბი­სი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 5900 ლარი.

თაკო ჩხე­ი­ძე შპს შპს Geomodels-ის 100%-იანი მფლო­ბე­ლია, რომ­ლი­და­ნაც 2020 წელს შე­მო­სავ­ლის სა­ხით 5895 ლარი მი­ი­ღო. შპს Takomodelstudio-დან კი, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც თა­ვად გახ­ლავთ, 2 ათა­სი ლარი. თაკო ჩხე­ი­ძე შპს "ბეს­პო­ეკ სა­ქარ­თვე­ლოს" 50%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია ხა­თუ­ნა ვა­შა­ძეს­თან ერ­თად. ამ ბიზ­ნე­სი­დან შე­მო­სუ­ლი სარ­გე­ბე­ლი კი - 1785 ლა­რია.

ის ასე­ვე შპს "ნარ­გის მა­გა­ზი­ნის" პარტნი­ო­რია და ის 60%-იან წილს ფლობს მა­რი­ამ ყუ­სი­ბი­ძეს­თან და ლი­ა­ნა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად. 2020 წელს კომ­პა­ნი­დან შე­მო­სავ­ლის სა­ხით 11 950 ლარი მი­ი­ღო. შპს ბლუმს სა­ქარ­თვე­ლოს დი­რექ­ტო­რო­ბი­დან კი 2295 ლარი.

თაკო ჩხე­ი­ძემ 2020 წელს შპს ჯე­ო­მო­დელსში დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ხელ­ფა­სის სა­ხით 4070 ლარი მი­ი­ღო. კომ­პა­ნია "თა­კო­მო­დელსტუ­დი­ა­დან“, რო­მელ­შიც ასე­ვე დი­რექ­ტო­რია, ანა­ზღა­უ­რე­ბად 2000 ლარი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. "ნარ­გიზ­მა­გა­ზინ­ში“ ასე­ვე დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 12 ათა­სი ლარი მი­უ­ღია. რუს­ლან აბა­სი­ში­ძემ კი აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის თავ­ჯდო­მა­რის პოსტზე, ხელ­ფა­სის სა­ხით, 49 128 ლარი მი­ი­ღო.

შვი­ლე­ბის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 2020 წელს თაკო ჩხე­ი­ძემ 12 200 ევრო გა­და­ი­ხა­და, რუს­ლან აბა­ში­ძემ კი 15 ათა­სი ლარი. წყვილს ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯის გა­სა­ვალ­ში კი 6500 ევრო აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

თაკო ჩხე­ი­ძი­სა და რუს­ლან აბა­ში­ძის წყვი­ლი, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მყარ ოჯა­ხად მი­იჩ­ნე­ვა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქორ­წი­ნე­ბი­დან 23 წელი აღ­ნიშ­ნეს. 17 წლის იყო თაკო ჩხე­ი­ძე, რო­დე­საც 9 წლით უფ­როს დიპ­ლო­მატ­ზე იქორ­წი­ნა. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, მაგ­რამ, ბევ­რი სხვა მო­დე­ლის მსგავ­სად, ქალს კა­რი­ე­რა­ზე უარი არ უთ­ქვამს. თაკო ჩხე­ი­ძე რო­გორ მო­დე­ლი წლე­ბი ინარ­ჩუ­ნებ­და პო­პუ­ლა­რო­ბას და ყო­ველ­თვის მის გვერ­დით იყო დიპ­ლო­მა­ტი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც არა­სო­დეს აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს მე­დი­ას, რო­გორც თაკო ჩხე­ი­ძის ქმა­რი.

თაკო ჩხე­ი­ძე წლე­ბის წინ მე­დი­ას­თან თა­ვის ორ­მაგ ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, ამ­ბობ­და, რომ დიპ­ლო­მა­ტის მე­უღ­ლე­ო­ბა არ იყო ად­ვი­ლი.

თაკო ჩხე­ი­ძე:

"უკვე დიდი ხა­ნია, ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ. თა­ვად შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, სხვა სფე­რო­ში ვტრი­ა­ლებ, ჩემი მე­უღ­ლე კი - სხვა სფე­რო­ში. ამი­ტო­მაც ვცხოვ­რობ ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბით. ხში­რად მი­წევს მი­ღე­ბებ­ზე, ოფი­ცი­ა­ლურ ვახ­შამ­ზე მის­ვლა, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნოა. თა­ნაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა, ახალ ატ­მოს­ფე­რო­ში ყოფ­ნა. დიპ­ლო­მა­ტის მე­უღ­ლე­ო­ბა, რა თქმა უნდა, არ არის იოლი. ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით შვე­ი­ცა­რი­ა­ში, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით. ახლა ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი მზად იმის­თვის, რომ ასე მალე სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვით და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მაგ­რამ ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, მე­უღ­ლის სამ­სა­ხუ­რია ასე­თი. ჩემი რთუ­ლი პრო­ფე­სი­ის გა­მოც ძა­ლი­ან ბევ­რჯერ დამ­დგო­მია მე­უღ­ლე გვერ­დში და არც მე მქონ­და იმის უფ­ლე­ბა, ეგო­ის­ტუ­რი გრძნო­ბა გა­მო­მევ­ლი­ნა. ანუ, რთუ­ლი კი არის დიპ­ლო­მა­ტის ცო­ლო­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარს სი­ახ­ლე­ე­ბი, არას­დროს მე­ში­ნია მათი. შვე­ი­ცა­რი­ა­შიც ისე წა­ვე­დი, არ ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს ოთხი წელი ჩემს კა­რი­ე­რა­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო..."

მას შემ­დეგ, რაც რუს­ლან აბა­ში­ძემ კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­აგ­რძე­ლა, თაკო ჩხე­ი­ძე მუდ­მი­ვად ჩნდე­ბა მე­უღ­ლის გვერ­დით სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ის ჩარ­თუ­ლი იყო სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მელ­საც თა­ვად 6 000 ლარი, ხოლო მის­მა მე­უღ­ლემ 59 958 ლარი შეს­წი­რა.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ულამაზესი თაკო, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და წარმატებული ქართველი მოდელი. და თან 3 ბიჭს უზრდის საქართველოს, თავისნაირ ჯიშიანებს და კარგებს. ღმერთმა სიკეთე მისცეს მათ ოჯახს. 

ნანა
5

დაბოტოქსებული და დაფილერებული „მოდელი". გააუქმეთ აფხაზეთისა და ე.წ. „ სამხრეთ ოსეთის" ადმინისტრაცია. მათი ბიუჯეტიდან კი დევნილებს, ვისაც არაფრი მიუღია სახელმწიფოსგან, აუშენეთ სახლები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

23 წელი ერთად: ბინები თბილისში, გაგრასა და გუდაურში; წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოდელი და მისი მეუღლე?

23 წელი ერთად: ბინები თბილისში, გაგრასა და გუდაურში; წილები არაერთ კომპანიაში - რა ქონებას ფლობენ ცნობილი მოდელი და მისი მეუღლე?

ქართველი დიპლომატი, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძე გაგრაში 1971 წელს დაიბადა. აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში და მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1996 წლიდან რუსლან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსლან აბაშიძე გახლდათ საქართველოს ელჩი ესტონეთში. 2019 წლის 11 დეკემბრიდან კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის პოსტს იკავებს. მისი მეუღლეა წარსულში ცნობილი მოდელი და ბიზნესვუმენი თაკო ჩხეიძე. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს: 21 წლის სერგი, 13 წლის ალექსანდრე და 11 წლის დავითი.

რუსლან აბაშიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის თებერვალში შეავსო.

ცნობილი წყვილის უძრავი ქონება:

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თაკო ჩხეიძემ 2019 წელს 25 ათას ლარად ბაგებში, ნუშებში 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა.

რუსლან აბაშიძის სახელზეა კომერციული ფართი გაგრაში, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა. ასვეე 300 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი და 7500 კვ.მ. ნაკვეთი, გაგრაში პარკის ქუჩაზე.

თაკო ჩხეიძის სახელზეა 2006 წელს შეძენილი ბინა თბილისში გამსახურდიას ქუჩაზე. 250 კვ.მ. საცხოვრებელ სახლში ქალმა 185 ათასი დოლარი გადაიხადა.

2005 წელს ჩხეიძემ გუდაურში შეიძინა 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რაშიც 37 ათასი დოლარი გადაიხადა.

თაკო ჩხეიძეს კიდევ ერთი ბინა აქვს თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე. 182 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მას 2018 წელს ჩუქებით გადაეცა, თუმცა ვისგან, ეს დეკლარაციაში მითითებული არ არის.

2009 წელს თაკო ჩხეიძემ 15 ათას დოლარად 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა კიკეთში.

მის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა hyundai santa fee 2012, რომელიც 2012 წელს 31 500 დოლარად შეიძინა.

  • დეკლარაციის შევსების დროს, თაკო ჩხეიძეს "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 15 000 ლარი. რუსლან აბაშიძეს კი ასევე "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 5900 ლარი.

თაკო ჩხეიძე შპს შპს Geomodels-ის 100%-იანი მფლობელია, რომლიდანაც 2020 წელს შემოსავლის სახით 5895 ლარი მიიღო. შპს Takomodelstudio-დან კი, რომლის მფლობელიც თავად გახლავთ, 2 ათასი ლარი. თაკო ჩხეიძე შპს "ბესპოეკ საქართველოს" 50%-იანი წილის მფლობელია ხათუნა ვაშაძესთან ერთად. ამ ბიზნესიდან შემოსული სარგებელი კი - 1785 ლარია.

ის ასევე შპს "ნარგის მაგაზინის" პარტნიორია და ის 60%-იან წილს ფლობს მარიამ ყუსიბიძესთან და ლიანა კვარაცხელიასთან ერთად. 2020 წელს კომპანიდან შემოსავლის სახით 11 950 ლარი მიიღო. შპს ბლუმს საქართველოს დირექტორობიდან კი 2295 ლარი.

თაკო ჩხეიძემ 2020 წელს შპს ჯეომოდელსში დირექტორის პოზიციაზე ხელფასის სახით 4070 ლარი მიიღო. კომპანია "თაკომოდელსტუდიადან“, რომელშიც ასევე დირექტორია, ანაზღაურებად 2000 ლარი აქვს მიღებული. "ნარგიზმაგაზინში“ ასევე დირექტორის პოზიციაზე 12 ათასი ლარი მიუღია. რუსლან აბასიშიძემ კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავჯდომარის პოსტზე, ხელფასის სახით, 49 128 ლარი მიიღო.

შვილების სწავლის გადასახადში 2020 წელს თაკო ჩხეიძემ 12 200 ევრო გადაიხადა, რუსლან აბაშიძემ კი 15 ათასი ლარი. წყვილს ცხოვრების ხარჯის გასავალში კი 6500 ევრო აქვს მითითებული.

თაკო ჩხეიძისა და რუსლან აბაშიძის წყვილი, ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახად მიიჩნევა. რამდენიმე თვის წინ ქორწინებიდან 23 წელი აღნიშნეს. 17 წლის იყო თაკო ჩხეიძე, როდესაც 9 წლით უფროს დიპლომატზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, მაგრამ, ბევრი სხვა მოდელის მსგავსად, ქალს კარიერაზე უარი არ უთქვამს. თაკო ჩხეიძე როგორ მოდელი წლები ინარჩუნებდა პოპულარობას და ყოველთვის მის გვერდით იყო დიპლომატი მეუღლე, რომელიც არასოდეს აძლევდა ინტერვიუს მედიას, როგორც თაკო ჩხეიძის ქმარი.

თაკო ჩხეიძე წლების წინ მედიასთან თავის ორმაგ ცხოვრებაზე ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ დიპლომატის მეუღლეობა არ იყო ადვილი.

თაკო ჩხეიძე:

"უკვე დიდი ხანია, ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ. თავად შოუბიზნესის წარმომადგენელი ვარ, სხვა სფეროში ვტრიალებ, ჩემი მეუღლე კი - სხვა სფეროში. ამიტომაც ვცხოვრობ ორმაგი ცხოვრებით. ხშირად მიწევს მიღებებზე, ოფიციალურ ვახშამზე მისვლა, რაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა. თანაც ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, ახალ ატმოსფეროში ყოფნა. დიპლომატის მეუღლეობა, რა თქმა უნდა, არ არის იოლი. ოთხი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით შვეიცარიაში, შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდით. ახლა ნამდვილად არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ასე მალე სადმე წავსულიყავით და, შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი იყო. მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მეუღლის სამსახურია ასეთი. ჩემი რთული პროფესიის გამოც ძალიან ბევრჯერ დამდგომია მეუღლე გვერდში და არც მე მქონდა იმის უფლება, ეგოისტური გრძნობა გამომევლინა. ანუ, რთული კი არის დიპლომატის ცოლობა, მაგრამ ძალიან მიყვარს სიახლეები, არასდროს მეშინია მათი. შვეიცარიაშიც ისე წავედი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ეს ოთხი წელი ჩემს კარიერაში ძალიან წარმატებული იყო..."

მას შემდეგ, რაც რუსლან აბაშიძემ კარიერა საქართველოში გააგრძელა, თაკო ჩხეიძე მუდმივად ჩნდება მეუღლის გვერდით სხვადასხვა ღონისძიებებზე. ის ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში, რომელსაც თავად 6 000 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ 59 958 ლარი შესწირა.