სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ - პროექტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის რეგიონის ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად
"აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ - პროექტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის  რეგიონის ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად

სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უკვე მრა­ვალ ათე­ულ წელს ით­ვლის. ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის პარტნი­ო­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო დას­ტუ­რი კი არა­ერ­თი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია, რო­მელ­თა რი­ცხვს ამი­ე­რი­დან კი­დევ ერთი შე­ე­მა­ტე­ბა.

„აზერ­ბა­ი­ჯან-სა­ქარ­თვე­ლოს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა“ - ასე ჰქვია პრო­ექტს, რო­მელ­შიც ორი­ვე ქვეყ­ნის ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ერ­თობ­ლი­ვი ტუ­რის­ტუ­ლი პა­კე­ტის შექ­მნის მი­ზა­ნი რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რიზ­მის აყ­ვა­ვე­ბაა. ოპ­ტი­მის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნის სა­ფუძ­ველს კი ნამ­დვი­ლად ქმნის სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­მოგ­ზა­უ­რო-სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი: უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა, შთამ­ბეჭ­და­ვი ბუ­ნე­ბა, ავ­თენ­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, სხვა­დას­ხვა ტი­პის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი. ორი ქვეყ­ნის ტუ­რის­ტულ მი­მოს­ვლას და ერ­თობ­ლივ შე­თა­ვა­ზე­ბას ამარ­ტი­ვებს ისიც, რომ ქვეყ­ნებს შო­რის მოქ­მე­დებს უვი­ზო რე­ჟი­მი.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტუ­რიზ­მის საბ­ჭოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, თბი­ლი­სის ცენ­ტრში მდე­ბა­რე “Azerbaijan Travel”-ის სა­დე­მონ­სტრა­ციო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას წინ უძღვო­და შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის ტუ­რიზ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ვე­ლი კა­ნან გუ­ლუ­ზა­დე ეს­წრე­ბოდ­ნენ. მათ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ასე­ვე კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვებ­სა და გავ­ლე­ნა­ზე ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში.

ერ­თობ­ლი­ვი სა­მოგ­ზა­უ­რო ტუ­რე­ბის ძი­რი­თად სა­მიზ­ნე ჯგუ­ფად ჩი­ნე­თის, ია­პო­ნი­ის, ინ­დო­ნე­ზი­ის, მა­ლა­ი­ზი­ის, აშშ-ს, კა­ნა­დი­სა და ევ­რო­პის ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, შორ მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი მო­ი­აზ­რე­ბი­ან.

ორ ქვე­ყა­ნას წინ დიდი გეგ­მე­ბი აქვს: სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი სტარტს პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე აი­ღებს.

მა­ნამ­დე კი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე თან­ხმდე­ბი­ან - იმა­ზე, რაც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს შე­დეგს სულ ახლო მო­მა­ვალ­ში და უდი­დეს წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტუ­რის­ტულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზუკა
0

აუ აზრზე ხართ ხალხო სად და რა შორს იყურებიან ეს ჩვენი მეზობლები??? აი ამ ქოცებს სულ 1 დღით ჭირდება დავით აღმაშენებელი და ოჯახიან და ჯიშჯილაგიანად თავებს დააყრევინებდა და სარზე ჩამოაცმევდა....

ქართველი
0

აუ რა მოღალატები ხართ და უტვინოები ბიჯო ბარემ მთლიანად გაყიდეთ ქვეყანა ტურიზმში აზერბაიჯანი რად გინდათ ბიჯო ააა ისინი ცდილოებენ განოიყენონ ჩევნი კულტურა მარტო ვერ გაქაჩეს ტურიზმში თქვე ლოხებო !!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ - პროექტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის რეგიონის ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად

"აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ - პროექტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის  რეგიონის ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად

საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა უკვე მრავალ ათეულ წელს ითვლის. ამ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საუკეთესო დასტური კი არაერთი ერთობლივი პროექტია, რომელთა რიცხვს ამიერიდან კიდევ ერთი შეემატება.

„აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ორივე ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ერთობლივი ტურისტული პაკეტის შექმნის მიზანი რეგიონული ტურიზმის აყვავებაა. ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს კი ნამდვილად ქმნის საქართველოს და აზერბაიჯანის სამოგზაურო-სანახაობრივი პოტენციალი: უნიკალური ისტორია და კულტურა, შთამბეჭდავი ბუნება, ავთენტური ტრადიციები, სხვადასხვა ტიპის ღირსშესანიშნაობები. ორი ქვეყნის ტურისტულ მიმოსვლას და ერთობლივ შეთავაზებას ამარტივებს ისიც, რომ ქვეყნებს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი.

პროექტის პრეზენტაცია აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს ინიციატივით, თბილისის ცენტრში მდებარე “Azerbaijan Travel”-ის სადემონსტრაციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას წინ უძღვოდა შეხვედრა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი კანან გულუზადე ესწრებოდნენ. მათ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, ყურადღება გაამახვილეს ასევე კოვიდ-პანდემიის გამოწვევებსა და გავლენაზე ტურიზმის სფეროში.

ერთობლივი სამოგზაურო ტურების ძირითად სამიზნე ჯგუფად ჩინეთის, იაპონიის, ინდონეზიის, მალაიზიის, აშშ-ს, კანადისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი, შორ მანძილზე მოგზაურობის მსურველები მოიაზრებიან.

ორ ქვეყანას წინ დიდი გეგმები აქვს: საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტები სტარტს პანდემიის დასრულებისთანავე აიღებს.

მანამდე კი პარტნიორი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე თანხმდებიან - იმაზე, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს სულ ახლო მომავალში და უდიდეს წვლილს შეიტანს საქართველოს და აზერბაიჯანის ტურისტულ განვითარებაში.