მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები
მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები

"ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კვლა­ვაც მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა - მო­ქა­ლა­ქე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ მათ ინ­ტე­რე­სებ­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს" - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და CRRC-სა­ქარ­თვე­ლოს მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პროგ­რესს ვერ ხე­და­ვენ, ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ღა­რი­ბეს­თან, კრი­მი­ნალ­თან, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­და.

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბის მი­ხედ­ვით არ იც­ვლე­ბა, რაც პარ­ტი­ე­ბის­თვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სტი­მუ­ლი უნდა გახ­დეს. მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ არც მმარ­თვე­ლი პარ­ტია და არც ოპო­ზი­ცია მათი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მოქ­მე­დე­ბენ. ისი­ნი არც პარ­ლა­მენ­ტი­სად­მი არი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბილ­ნი და ამ­ბო­ბენ, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე არ მუ­შა­ობს (53 პრო­ცენ­ტი); 52 პრო­ცენტს ასე­ვე არ სჯე­რა, რომ თუ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს მათ და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ეტყვის, ის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ მე­სა­მე­დი მი­იჩ­ნევს, რომ პარ­ლა­მენტს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კვლა­ვაც მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა და სწო­რედ აქეთ­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა. მო­სახ­ლე­ო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მთავ­რო­ბის, პარ­ლა­მენ­ტი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უნდა მო­ექ­ცეს“, - აცხა­დებს NDI სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის დი­რექ­ტო­რი ალან გი­ლა­მი და დას­ძენს, რომ "მო­სახ­ლე­ო­ბა უკვე წლე­ბია ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს“.

"პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სად­მი გა­ჩე­ნი­ლი ნი­ჰი­ლიზ­მის ფონ­ზე, პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა დრო­უ­ლად უნდა იმოქ­მე­დონ, რათა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნდო­ბის ამაღ­ლე­ბა შეძ­ლონ“, - აღ­ნიშ­ნავს გი­ლა­მი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბუ­ლი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ფონ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ტი­ა­თა­შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უჭერს მხარს.

"80 პრო­ცენ­ტი ფიქ­რობს, რომ მათ­მა რჩე­ულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ პარ­ლა­მენ­ტში მყოფ ყვე­ლა სხვა პარ­ტი­ას­თან უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს, თუნ­დაც ზო­გი­ერ­თი პარ­ტი­ის ქმე­დე­ბე­ბი ან მო­საზ­რე­ბე­ბი მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს. პარ­ტი­ა­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. მო­ქა­ლა­ქე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ოპო­ზი­ცი­ა­სა და მმარ­თველ პარ­ტი­ას შო­რის შემ­რი­გებ­ლის როლ­ში ად­გი­ლობ­რივ აქ­ტო­რებს მო­ი­აზ­რებს. უმე­ტე­სო­ბა (34 პრო­ცენ­ტი) ამ­ბობს, რომ ეს როლი თა­ვად პარ­ტი­ებ­მა უნდა ითა­ვონ, 11 პრო­ცენ­ტი კი ფიქ­რობს, რომ პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­უმკლავ­დე­ბო­და შუ­ა­მავ­ლის როლს. დარ­ჩე­ნი­ლი 18 პრო­ცენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ფუნ­ქცია და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა უნდა შე­ას­რუ­ლონ“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია (92 პრო­ცენ­ტი), მხო­ლოდ 39 პრო­ცენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო დღეს დე­მოკ­რა­ტი­აა.

"ამას­თან, უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის აღარ არის დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა. 25 პრო­ცენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არც არას­დროს ყო­ფი­ლა სა­მა­გა­ლი­თო დე­მოკ­რა­ტია, 23 პრო­ცენ­ტის აზ­რით კი, ქვე­ყა­ნა მე­ზობ­ლე­ბის­თვის დე­მოკ­რა­ტი­ის კარ­გი მა­გა­ლი­თია. და ბო­ლოს, კო­რო­ნა­ვირუ­სის ორი წლის თავ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი მთავ­რო­ბის მიერ პან­დე­მი­ის მარ­თვას და­დე­ბი­თად აფა­სებს. თუმ­ცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლავ მა­ღა­ლი რჩე­ბა: მო­სახ­ლე­ო­ბის 42 პრო­ცენ­ტი არ აპი­რებს აც­რას. მხო­ლოდ 25 პრო­ცენ­ტი ამ­ბობს, რომ აიც­რე­ბო­და, 29 პრო­ცენ­ტი კი აცხა­დებს, რომ უკვე გა­ი­კე­თა ვაქ­ცი­ნა. ვაქ­ცი­ნი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მთა­ვარ მი­ზე­ზე­ბად ვაქ­ცი­ნის ხა­რის­ხის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა­სა (38 პრო­ცენ­ტი) და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს ასა­ხე­ლე­ბენ (20 პრო­ცენ­ტი). ამას­თან, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 34 პრო­ცენ­ტი ბუს­ტერ დო­ზის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებს ან ჯერ არ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

"ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ NDI-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა. გა­მო­კი­თხულ­თა 27%-ის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა, 21%-ის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თოდ არ იც­ვლე­ბა, ხოლო 43 % კი ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა.

კი­თხვა­ზე: თქვე­ნი აზ­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ამ­ჟა­მად დე­მოკ­რა­ტია? - NDI-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 39% ამ­ბობს, რომ არის, 50% ამ­ბობს, რომ არ არის, ხოლო კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ იცის 11%-მა.

ამა­ვე კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 49% მი­იჩ­ნევს, რომ დე­მოკ­რა­ტია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, 43%-სთვის - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, 4%-სთვის - უმ­ნიშ­ვნე­ლოა, 1%-სთვის სრუ­ლი­ად უმ­ნიშ­ვნე­ლო.

პა­სუ­ხი არ იცის 3%-მა. ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­აა, თუმ­ცა, და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის 70% ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­აა, 22%-სთვის - არა. ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის 74% ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია არ არის, ხოლო 21%-ის მო­საზ­რე­ბით - არის. გა­მო­კი­თხუ­ლი პი­რე­ბის 55%, რომ­ლებ­მაც პარ­ტია არ და­ა­სა­ხე­ლეს ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია არაა, ხოლო 31%-ის მო­საზ­რე­ბით - არის. ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მე­ზობ­ლე­ბის­თვის დე­მოკ­რა­ტი­ის კარ­გი მა­გა­ლი­თი არ არის.

გა­მო­კი­თხულ­თა 23% მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მე­ზობ­ლე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თია, 34%-ის აზ­რით, ადრე იყო მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი, თუმ­ცა, ბოლო წლებ­ში არ არის, 25%-ის აზ­რით - სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს ყო­ფი­ლა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი, პა­სუ­ხი არ იცის 18%-მა.

ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 36% მი­იჩ­ნევს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ხალ­ხის და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებს, 51%-ის მო­საზ­რე­ბით - არ მოქ­მე­დებს, ხოლო 11%-მა პა­სუ­ხი არ იცის. ასე­ვე, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 53% მი­იჩ­ნევს, რომ პარ­ლა­მენ­ტში და ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ხალ­ხის და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არ მოქ­მე­დე­ბენ, 31%-ის აზ­რით - მოქ­მე­დე­ბენ, პა­სუ­ხი არ იცის 15%-მა. NDI-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მოქ­მე­დებს.

ასე­ვე, გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არ მოქ­მე­დე­ბენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც.

ცნო­ბის­თვის, აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა 2021 წლის 7-13 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 2,099 სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ქვეყ­ნის სრულ­წლო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ჩა­ტარ­და (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). გა­მო­კი­თხვის სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი არის +/- 1.4 პრო­ცენ­ტი. რეს­პონ­დენ­ტე­ბი შემ­თხვე­ვით ნო­მერ­ზე და­რეკ­ვის მე­თო­დით შე­ირჩნენ. კვლე­ვა CRRC-სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ა­ტა­რა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კერა
2

მა დენდროლოგიური პარკი რიღათვინ აგვიშენა ბრძენმა კაცმა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები

მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები

"ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა - მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს" - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ, ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.

"მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს“, - აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი და დასძენს, რომ "მოსახლეობა უკვე წლებია ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს“.

"პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ“, - აღნიშნავს გილამი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს.

"80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. უმეტესობა (34 პროცენტი) ამბობს, რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა.

"ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია. და ბოლოს, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 43 % კი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე: თქვენი აზრით საქართველოში არის ამჟამად დემოკრატია? - NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% ამბობს, რომ არის, 50% ამბობს, რომ არ არის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია, 43%-სთვის - მნიშვნელოვანი, 4%-სთვის - უმნიშვნელოა, 1%-სთვის სრულიად უმნიშვნელო.

პასუხი არ იცის 3%-მა. ამავე კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა, დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 70% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 22%-სთვის - არა. ოპოზიციის მხარდამჭერების 74% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, ხოლო 21%-ის მოსაზრებით - არის. გამოკითხული პირების 55%, რომლებმაც პარტია არ დაასახელეს ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაა, ხოლო 31%-ის მოსაზრებით - არის. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი არ არის.

გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველო მეზობლებისთვის მისაბაძი მაგალითია, 34%-ის აზრით, ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, თუმცა, ბოლო წლებში არ არის, 25%-ის აზრით - საქართველო არასდროს ყოფილა მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი, პასუხი არ იცის 18%-მა.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 36% მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ხალხის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, 51%-ის მოსაზრებით - არ მოქმედებს, ხოლო 11%-მა პასუხი არ იცის. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებენ, 31%-ის აზრით - მოქმედებენ, პასუხი არ იცის 15%-მა. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხალხის ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.