NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 83%-ისთვის მისაღებია, 8%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 3%-მა.
ამავე კვლევის თანახმად მოქალაქეები თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას.
კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი? - გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია, ხოლო 11%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 12%-მა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც, მოსახლეობა ფიქრობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა
იქნებ დასვათ კითხვა ვინაა მომხრე რომ საქართველოს მოქალაქეებს ქონდეთ მუშაობის უფლება ევროპა ამერიკაში კვოტების გარეშე და მერე იფიქრეთ ნატოზე და ევროკავშირზე ისეაგერ თურქეთის ნატოს წევრი მაგრამ რააა ვერ ემუქრება საბერძნეთს თუ არ აქვს დაკავებული ნახევარი კვიპროსი
ევროკავშირიც და ნატოც ჩვენ უსაფრთხოების გარანტად გვინდა, ე.ი. ის საშუალებაა და არა მიზანი