საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ირმის ნახტომში უჩვეულო რამ აღმოაჩინეს - ყოველ თვრამეტ წუთში ერთხელ, ერთი წუთის განმავლობაში "ირთვება" და ქრება: რას ამბობენ მეცნიერები იდუმალ ობიექტზე?
მეცნიერებმა ირმის ნახტომში უჩვეულო რამ აღმოაჩინეს - ყოველ თვრამეტ წუთში ერთხელ, ერთი წუთის განმავლობაში "ირთვება" და ქრება: რას ამბობენ მეცნიერები იდუმალ ობიექტზე?

ავ­სტრა­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ირ­მის ნახ­ტომ­ში უც­ნო­ბი მბრუ­ნა­ვი და მა­ნა­თო­ბე­ლი ობი­ექ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც მათი მტკი­ცე­ბით, გან­სხვავ­დე­ბა ადრე ნა­ნა­ხი სხვა ობი­ექ­ტე­ბის­გან.. აღ­მო­ჩე­ნა Curtin-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტს, ტა­ი­რონ ო’დო­ჰერ­ტის ეკუთ­ვნის.

რო­გორც დო­ჰერ­ტიმ აღ­წე­რა, ობი­ექ­ტი გა­მო­ყოფს უზარ­მა­ზარ რა­დი­ო­ე­ნერ­გი­ას და ყო­ველ თვრა­მეტ წუთ­ში ერთხელ, ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში "ირ­თვე­ბა", ანა­თებს, ეს არის ერ­თგვა­რი პულ­სა­ცია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავ­სი პულ­სა­ცი­ის მქო­ნე ობი­ექ­ტე­ბიც არის აღ­წე­რი­ლი, მაგ­რამ მკველ­ვარ­თა გან­მარ­ტე­ბით აქამ­დე არ უნა­ხავთ შემ­თხვე­ვა, როცა ობი­ექ­ტი ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ირ­თვე­ბო­და და შემ­დეგ ქრე­ბო­და.

ტა­ი­რონ ო’დო­ჰერ­ტიმ ის ვარ­სკვლა­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას, და­სავ­ლეთ ავტრა­ლი­ის რე­გი­ონ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა - ტე­ლეს­კო­პი­სა და მის მი­ერ­ვე შექ­მნი­ლი ახა­ლი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით. ო’დო­ჰერ­ტი იყო გუნ­დის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც რა­დიო ას­ტრო­ნო­მი­ის კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი, დოქ­ტო­რი ნა­ტაშ ჰარ­ლი-უო­ქე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"ის ჩნდე­ბო­და და ისევ ქრე­ბო­და. ობი­ექტს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დით", - ამ­ბობს ნა­ტაშ ჰარ­ლი-უო­ქე­რი.

"ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ირ­თვე­ბა და შემ­დეგ ისევ ქრე­ბა, სამ­ყა­რო­ში უცხო არ არის, ას­ტრო­ნო­მებ­მა იცი­ან ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ და მათ "გარ­და­მა­ვალ“ ობი­ექ­ტებს უწო­დე­ბენ. მაგ­რამ ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია თით­ქმის მთე­ლი ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, არის ნამ­დვი­ლად უც­ნა­უ­რი“, - ამ­ბობს ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი ჯემა ან­დერ­სო­ნი.

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ის დე­და­მი­წი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 4000 სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დის მან­ძილ­ზეა, არის წარ­მო­უდ­გენ­ლად კაშ­კა­შა და აქვს უკი­დუ­რე­სად ძლი­ე­რი მაგ­ნი­ტუ­რი ველი.

ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა ეს იყოს ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე დარ­წმუ­ნე­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ. ბევ­რი რამ აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ იდუ­მა­ლე­ბი­თაა მო­ცუ­ლი, რაც შემ­დგო­მი ძი­ე­ბი­სა და კვლე­ვის ობი­ექ­ტია.

წყა­რო: BBC.com

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მეცნიერებმა ირმის ნახტომში უჩვეულო რამ აღმოაჩინეს - ყოველ თვრამეტ წუთში ერთხელ, ერთი წუთის განმავლობაში "ირთვება" და ქრება: რას ამბობენ მეცნიერები იდუმალ ობიექტზე?

მეცნიერებმა ირმის ნახტომში უჩვეულო რამ აღმოაჩინეს - ყოველ თვრამეტ წუთში ერთხელ, ერთი წუთის განმავლობაში "ირთვება" და ქრება: რას ამბობენ მეცნიერები იდუმალ ობიექტზე?

ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ირმის ნახტომში უცნობი მბრუნავი და მანათობელი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც მათი მტკიცებით, განსხვავდება ადრე ნანახი სხვა ობიექტებისგან.. აღმოჩენა Curtin-ის უნივერსიტეტის სტუდენტს, ტაირონ ო’დოჰერტის ეკუთვნის.

როგორც დოჰერტიმ აღწერა, ობიექტი გამოყოფს უზარმაზარ რადიოენერგიას და ყოველ თვრამეტ წუთში ერთხელ, ერთი წუთის განმავლობაში "ირთვება", ანათებს, ეს არის ერთგვარი პულსაცია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პულსაციის მქონე ობიექტებიც არის აღწერილი, მაგრამ მკველვართა განმარტებით აქამდე არ უნახავთ შემთხვევა, როცა ობიექტი ერთი წუთის განმავლობაში ირთვებოდა და შემდეგ ქრებოდა.

ტაირონ ო’დოჰერტიმ ის ვარსკვლავებზე დაკვირვებისას, დასავლეთ ავტრალიის რეგიონში აღმოაჩინა - ტელესკოპისა და მის მიერვე შექმნილი ახალი ტექნიკის გამოყენებით. ო’დოჰერტი იყო გუნდის ნაწილი, რომელსაც რადიო ასტრონომიის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ასტროფიზიკოსი, დოქტორი ნატაშ ჰარლი-უოქერი ხელმძღვანელობდა.

"ის ჩნდებოდა და ისევ ქრებოდა. ობიექტს რამდენიმე საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით", - ამბობს ნატაშ ჰარლი-უოქერი.

"ობიექტები, რომლებიც ირთვება და შემდეგ ისევ ქრება, სამყაროში უცხო არ არის, ასტრონომებმა იციან ამ მოვლენის შესახებ და მათ "გარდამავალ“ ობიექტებს უწოდებენ. მაგრამ ობიექტი, რომელიც ჩართულია თითქმის მთელი ერთი წუთის განმავლობაში, არის ნამდვილად უცნაური“, - ამბობს ასტროფიზიკოსი ჯემა ანდერსონი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის დედამიწიდან დაახლოებით, 4000 სინათლის წელიწადის მანძილზეა, არის წარმოუდგენლად კაშკაშა და აქვს უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი.

ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს იყოს ნეიტრონული ვარსკვლავი, თუმცა ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ საუბრობენ. ბევრი რამ აღმოჩენის შესახებ იდუმალებითაა მოცული, რაც შემდგომი ძიებისა და კვლევის ობიექტია.

წყარო: BBC.com