პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინები, საბანკო ანგარიშები, შვილების სწავლაში გადახდილი 17 ათასი ლარი - რა ქონებას ფლობენ ეკა ხოფერია და მისი მეუღლე?
ბინები, საბანკო ანგარიშები, შვილების სწავლაში გადახდილი 17 ათასი ლარი - რა ქონებას ფლობენ ეკა ხოფერია და მისი მეუღლე?

2020 წლის 29 დე­კემ­ბერს ეკა ხო­ფე­რია აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ხო­ფე­რი­ამ სა­ჯა­რო უწყე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ის დღემ­დე მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებს.

ეკა ხო­ფე­რი­ამ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ავ­სო. მი­ნისტრს ჰყავს ექი­მი მე­უღ­ლე მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძე და სამი შვი­ლი. ანა­ნო ლე­ვი­ძე პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და ნი­კო­ლოზ და ირაკ­ლი ხუ­ჯა­ძე­ე­ბი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან.

უძ­რავ ქო­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეკა ხო­ფე­რი­ას, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ერთი ბინა აქვს, რო­მე­ლიც 2011 წელს 174 ათას დო­ლა­რად თბი­ლის­ში, არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შე­ი­ძი­ნა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ანა­ნო ლე­ვი­ძემ 2013 წელს ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო 50 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე. იმა­ვე წელს ანა­ნოს აჩუ­ქეს 55 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა თბი­ლის­ში, გა­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, თუ ვინ - ეს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ჩანს.

ხო­ფე­რი­ას მე­უღ­ლემ მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძემ 2021 წელს, კა­ხეთ­ში, სო­ფელ იყალ­თო­ში 22 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 3 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი.

მას ასე­ვე 2001 წელს შე­უ­ძე­ნია 1800 კვ. მ.მი­წის ნაკ­ვე­თი მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, 2003 წელს კი 400 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი უყი­დია შინ­დის­ში. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე 2017 წელს 70 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ეკა ხო­ფე­რი­ას "თი­ბი­სი ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 2044,62 ლარი ჰქონ­და, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 53 დო­ლა­რი.

მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 1320 დო­ლა­რი. ანა ლე­ვი­ძეს 4300 ლარი, ეკა ხო­ფე­რი­ას კი სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რიშ­ზე 1987,82 ლარი აღ­მო­აჩ­ნდა.

იმ­ჟა­მად ეკა ხო­ფე­რია "თი­ბი­სი ბან­კის" საკ­რე­ტი­დო ან­გა­რიშ­ზე 15 ათა­სი დო­ლა­რი ერი­ცხე­ბო­და. მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძეს "პროკ­რე­დიტ ბან­კში" ანა­ბარ­ზე 30 ათა­სი ლარი ჰქონ­და. ანა­ნო ლე­ვი­ძეს კი Banco Santander-ის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1200 ევრო ერი­ცხე­ბო­და.

შვი­ლებს ნი­კო­ლოზ და ირაკ­ლი ხუ­ჯა­ძე­ებს ანა­ბარ­ზე "თი­ბი­სი ბან­კში" ორი­ვეს ცალ-ცალ­კე 4735,74 ლარი ერი­ცხე­ბო­დათ.

მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძე შპს "ფრან­გულ-გერ­მა­ნუ­ლი ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის კლი­ნი­კის" პარტნი­ო­რი და 33.3%-ის მფლო­ბე­ლია, ივა­ნე ქე­ვა­ნიშ­ვილ­თან და გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად. მან სა­წარ­მო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში 2020 წელს 100 ათა­სი ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

ეკა ხო­ფე­რია დას­თან, თეა ხო­ფე­რი­ას­თან ერ­თად, შპს "აუ­დი­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს" პარტნი­ო­რია, სა­ი­და­ნაც შე­მო­სავ­ლის სა­ხით 1000 ლარი მი­ი­ღო.

მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძე „"ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ხუ­ჯა­ძე-გოგ­ნი­აშ­ვი­ლის კლი­ნი­კის“ დი­რექ­ტო­რია, სა­დაც ხელ­ფა­სის სა­ხით 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 227 100,88 ლარი მი­ი­ღო.

ეკა ხო­ფე­რი­ას კი „შპს აუ­დი­ტო­რია“ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 6505 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და. ანა ლე­ვი­ძემ Mango Publishing-ის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 3900 ევრო მი­ი­ღო.

მი­ხე­ილ ხუ­ჯა­ძემ ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 2020 წელს მი­ი­ღო 6875 ლარი, შვი­ლე­ბის სწავ­ლის სა­ფა­სურ­ში კი 17 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და. წყა­რო

ეკა ხო­ფე­რია აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში და ის მი­ნის­ტრის სტა­ტუ­სით ხში­რად ეს­წრე­ბა დევ­ნი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე ღო­ნის­ძი­ე­ბებს. უკვე წლე­ბია რაც ჟურ­ნა­ლი "სი­თის“ რე­დაქ­ტო­რია, თუმ­ცა შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ნახ­სე­ნე­ბი არ აქვს.

ეკა ხო­ფე­რი­ამ და მიშა ხუ­ჯა­ძემ 2007 წელს იქორ­წი­ნეს და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი ბა­თუმ­ში გა­და­ი­ხა­დეს. პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ცნო­ბი­ლი ექი­მის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია იმ­ჟა­მინ­დელ ჟურ­ნა­ლებ­ში ხში­რად იბეჭ­დე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტი მე­დი­ას­თან მო­მა­ვა­ლი ქმრის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას ასე იხ­სე­ნებს:

ეკა ხო­ფე­რია:

"გა­თხო­ვე­ბა­ზე არც მი­ფიქ­რია, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­სა და, ანა­ნოს გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­მო­მავ­ლოდ, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც. მიშ­კა ნინო შუბ­ლა­ძის ქორ­წილ­ში გა­ვი­ცა­ნი. ნი­ნოს მე­გობ­რე­ბი ერთ სუფ­რას­თან ის­ხდნენ და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - მე­ო­რე სუფ­რას­თან. ცხა­დია, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე ვერ და­ვუშ­ვებ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ჩვენ შო­რის რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ხდა­რი­ყო. ჩვენ უფრო მას შემ­დეგ და­ვახ­ლოვ­დით, რაც „რუს­თა­ვი 2-დან“ წა­მო­ვე­დი. ალ­ბათ, მეტი დრო გა­მო­მიჩ­ნდა და იმი­ტომ. მძი­მე მო­მენ­ტებ­ში მხარ­ში ამო­მიდ­გა. ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რომ ზედ­მეტ კი­თხვებს არ სვამ­და. ვი­ცო­დი, მას ჩემ­გან არა­ფე­რი სჭირ­დე­ბო­და და იმი­ტომ არ მე­გობ­რობ­და ჩემ­თან, რომ ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. მივ­ხვდი, რომ უბ­რა­ლოდ, შე­უყ­ვარ­და ქალი, რო­მელ­საც ეკა ხო­ფე­რია ჰქვია..."

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭრრრრრრრრ.
0

სამხრეთ ოსეთის მინისტრმა რა დააშავა!?....................

ნია
15

ყველამ თავის თავს მიხედოს სხვის ჯიბეებში ნუ იქექებით,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ბინები, საბანკო ანგარიშები, შვილების სწავლაში გადახდილი 17 ათასი ლარი - რა ქონებას ფლობენ ეკა ხოფერია და მისი მეუღლე?

ბინები, საბანკო ანგარიშები, შვილების სწავლაში გადახდილი 17 ათასი ლარი - რა ქონებას ფლობენ ეკა ხოფერია და მისი მეუღლე?

2020 წლის 29 დეკემბერს ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობის შემდეგ, ხოფერიამ საჯარო უწყებაში გადაინაცვლა. ის დღემდე მინისტრის პოსტს იკავებს.

ეკა ხოფერიამ ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის თებერვალში შეავსო. მინისტრს ჰყავს ექიმი მეუღლე მიხეილ ხუჯაძე და სამი შვილი. ანანო ლევიძე პირველი ქორწინებიდან და ნიკოლოზ და ირაკლი ხუჯაძეები მეორე ქორწინებიდან.

უძრავ ქონებას რაც შეეხება, ეკა ხოფერიას, დეკლარაციის მიხედვით, ერთი ბინა აქვს, რომელიც 2011 წელს 174 ათას დოლარად თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე შეიძინა.

როგორც ირკვევა, მისმა ქალიშვილმა ანანო ლევიძემ 2013 წელს ჩუქებით მიიღო 50 ათას დოლარად ღირებული კომერციული ფართი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე. იმავე წელს ანანოს აჩუქეს 55 ათას დოლარად ღირებული ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, თუ ვინ - ეს დეკლარაციაში არ ჩანს.

ხოფერიას მეუღლემ მიხეილ ხუჯაძემ 2021 წელს, კახეთში, სოფელ იყალთოში 22 ათას დოლარად შეიძინა 3 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი.

მას ასევე 2001 წელს შეუძენია 1800 კვ. მ.მიწის ნაკვეთი მთაწმინდის რაიონში, 2003 წელს კი 400 დოლარად ღირებული მიწის ნაკვეთი უყიდია შინდისში. მის საკუთრებაშია ასევე 2017 წელს 70 ათას დოლარად ღირებული ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე.

დეკლარაციის შევსების დროს ეკა ხოფერიას "თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2044,62 ლარი ჰქონდა, მიმდინარე ანგარიშზე კი 53 დოლარი.

მიხეილ ხუჯაძეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 1320 დოლარი. ანა ლევიძეს 4300 ლარი, ეკა ხოფერიას კი საქართველოს ბანკის ანგარიშზე 1987,82 ლარი აღმოაჩნდა.

იმჟამად ეკა ხოფერია "თიბისი ბანკის" საკრეტიდო ანგარიშზე 15 ათასი დოლარი ერიცხებოდა. მიხეილ ხუჯაძეს "პროკრედიტ ბანკში" ანაბარზე 30 ათასი ლარი ჰქონდა. ანანო ლევიძეს კი Banco Santander-ის სახელფასო ანგარიშზე 1200 ევრო ერიცხებოდა.

შვილებს ნიკოლოზ და ირაკლი ხუჯაძეებს ანაბარზე "თიბისი ბანკში" ორივეს ცალ-ცალკე 4735,74 ლარი ერიცხებოდათ.

მიხეილ ხუჯაძე შპს "ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის" პარტნიორი და 33.3%-ის მფლობელია, ივანე ქევანიშვილთან და გიორგი გოგნიაშვილთან ერთად. მან საწარმო საქმიანობაში 2020 წელს 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.

ეკა ხოფერია დასთან, თეა ხოფერიასთან ერთად, შპს "აუდიტორია საქართველოს" პარტნიორია, საიდანაც შემოსავლის სახით 1000 ლარი მიიღო.

მიხეილ ხუჯაძე „"ქართულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის“ დირექტორია, სადაც ხელფასის სახით 2020 წლის განმავლობაში, 227 100,88 ლარი მიიღო.

ეკა ხოფერიას კი „შპს აუდიტორია“ დირექტორის თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში 6505 ლარის შემოსავალი ჰქონდა. ანა ლევიძემ Mango Publishing-ის პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე ყოფნისას, ორი თვის განმავლობაში 3900 ევრო მიიღო.

მიხეილ ხუჯაძემ ჰონორარის სახით 2020 წელს მიიღო 6875 ლარი, შვილების სწავლის საფასურში კი 17 ათასი ლარი გადაიხადა. წყარო

ეკა ხოფერია აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ის მინისტრის სტატუსით ხშირად ესწრება დევნილებთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებს. უკვე წლებია რაც ჟურნალი "სითის“ რედაქტორია, თუმცა შევსებულ დეკლარაციაში ნახსენები არ აქვს.

ეკა ხოფერიამ და მიშა ხუჯაძემ 2007 წელს იქორწინეს და გრანდიოზული ქორწილი ბათუმში გადაიხადეს. პოპულარული ჟურნალისტისა და ცნობილი ექიმის სიყვარულის ისტორია იმჟამინდელ ჟურნალებში ხშირად იბეჭდებოდა. ჟურნალისტი მედიასთან მომავალი ქმრის გაცნობის ისტორიას ასე იხსენებს:

ეკა ხოფერია:

"გათხოვებაზე არც მიფიქრია, ჩემი საქმიანობის გაგრძელებასა და, ანანოს განათლებაზე ვფიქრობდი და ბუნებრივია, სამომავლოდ, ჩემს პირად ცხოვრებაზეც. მიშკა ნინო შუბლაძის ქორწილში გავიცანი. ნინოს მეგობრები ერთ სუფრასთან ისხდნენ და თანამშრომლები - მეორე სუფრასთან. ცხადია, პირველი შეხვედრისთანავე ვერ დავუშვებდი, რომ შეიძლებოდა, ჩვენ შორის რაღაც სერიოზული მომხდარიყო. ჩვენ უფრო მას შემდეგ დავახლოვდით, რაც „რუსთავი 2-დან“ წამოვედი. ალბათ, მეტი დრო გამომიჩნდა და იმიტომ. მძიმე მომენტებში მხარში ამომიდგა. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ ზედმეტ კითხვებს არ სვამდა. ვიცოდი, მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა და იმიტომ არ მეგობრობდა ჩემთან, რომ ცნობილი ჟურნალისტი ვარ. მივხვდი, რომ უბრალოდ, შეუყვარდა ქალი, რომელსაც ეკა ხოფერია ჰქვია..."