საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე, არ დავუჭერდი მხარს ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას" - ამირან გამყრელიძე
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე, არ დავუჭერდი მხარს ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ე.წ. მწვა­ნე ბა­რა­თე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა ის და მისი უწყე­ბა ამას მხარს არ და­უ­ჭერს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, "მწვა­ნე ბა­რა­თის“ გა­უქ­მე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, რად­გან ის თერ­მოსკრი­ნინგთან ერ­თად გარ­კვე­ულ­წი­ლად წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი და პი­რა­დად მე არ და­ვუ­ჭერ­დი მხარს ე.წ.მწვა­ნე ბა­რა­თე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას. ასე­ვე იდგა სა­კი­თხი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც იყო გან­ხილ­ვა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეს­ვლი­სას თერ­მოსკრი­ნინ­გი გა­უქ­მდეს. ეს ორი­ვე მე­ქა­ნიზ­მი და გან­სა­კუთ­რე­ბით "მწვა­ნე ბა­რა­თი“ პან­დე­მი­ის და ეპი­დე­მი­ის დროს გარ­კვე­ულ­წი­ლად წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, ქცე­ვის ერთ-ერთი ინ­დი­კა­ტო­რიც. ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია "მწვა­ნე ბა­რა­თის“ გა­უქ­მე­ბა­ზე, რად­გან მწვა­ნე ბა­რა­თით მო­გე­თხო­ვე­ბათ, რომ იყოთ აც­რი­ლი, ასე­ვე მო­გე­თხო­ვე­ბათ, რომ რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას, ან სა­მას­პინ­ძლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლი­სას არ იყოთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ამით გარ­კვე­უ­ლი წეს­რი­გი მყარ­დე­ბა, რა­საც პან­დე­მი­ის და ეპი­დე­მი­ის მარ­თვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე, გა­უქ­მე­ბას მე მხარს არ და­ვუ­ჭერ­დი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სხვი­სი ე.წ.მწვა­ნე ბა­რა­თის გა­მო­ყე­ნე­ბა არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია.

"ამის შე­სა­ხებ მეც გა­მი­გია. აქვე ვუს­ვამ ხაზს, რომ აღ­სრუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ მო­სახ­ლე­ო­ბის თვით­შეგ­ნე­ბას. აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­ჯერ და ახლა კი­დევ ვთხოვ ყვე­ლას, რომ ბუს­ტე­რი­ზე­ბუ­ლიც იყოს, რაც "ომიკ­რო­ნის“ გავ­რცე­ლე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად აკა­ვებს. ასე­ვე, და­ვიც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, გა­მო­ვი­ყე­ნოთ პირ­ბა­დე და და­ვი­ჭი­როთ დის­ტან­ცია, არ ვი­ა­როთ დიდ სუფ­რებ­ზე. ამ ყვე­ლა­ფერს თუ გა­ვა­კე­თებთ, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბით გა­მო­ვალთ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

როგორ ბნელაააა

!!!!
4

აცრილი ადამიანები არიან უფრო საშიშები ვირუსის გავრცელებისას, აცრილები და აუცრელები ერთნაირად ინფიცირდებიან და მწვანე პასპორტები მხოლოდ თქვენი დიქტატურის დამყარებისთვის გჭირდებათ, სხვა დანიშნულება არა აქვს, დროა დათმოთ თქვენი დიქტატი, თორემ მოგიწევთ პასუხისგება ხალხის დამონება-დაჩმორებისთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე, არ დავუჭერდი მხარს ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას" - ამირან გამყრელიძე

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე, არ დავუჭერდი მხარს ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხი დადგება ის და მისი უწყება ამას მხარს არ დაუჭერს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გამყრელიძემ განაცხადა, "მწვანე ბარათის“ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ის თერმოსკრინინგთან ერთად გარკვეულწილად წესრიგის დამყარების საშუალებას წარმოადგენს.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი და პირადად მე არ დავუჭერდი მხარს ე.წ.მწვანე ბარათების გაუქმების საკითხის განხილვას. ასევე იდგა საკითხი და სოციალურ ქსელშიც იყო განხილვა, რომ დაწესებულებებში შესვლისას თერმოსკრინინგი გაუქმდეს. ეს ორივე მექანიზმი და განსაკუთრებით "მწვანე ბარათი“ პანდემიის და ეპიდემიის დროს გარკვეულწილად წესრიგის დამყარების საშუალებაა და შესაბამისად, ქცევის ერთ-ერთი ინდიკატორიც. ამიტომ ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია "მწვანე ბარათის“ გაუქმებაზე, რადგან მწვანე ბარათით მოგეთხოვებათ, რომ იყოთ აცრილი, ასევე მოგეთხოვებათ, რომ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობისას, ან სამასპინძლო დაწესებულებაში შესვლისას არ იყოთ ინფიცირებული, ამით გარკვეული წესრიგი მყარდება, რასაც პანდემიის და ეპიდემიის მართვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე, გაუქმებას მე მხარს არ დავუჭერდი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სხვისი ე.წ.მწვანე ბარათის გამოყენება არასწორი საქციელია.

"ამის შესახებ მეც გამიგია. აქვე ვუსვამ ხაზს, რომ აღსრულების კონტროლი და მონიტორინგი აუცილებელია, მაგრამ მეორე მხრივ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მოსახლეობის თვითშეგნებას. აცრა აუცილებელია ორჯერ და ახლა კიდევ ვთხოვ ყველას, რომ ბუსტერიზებულიც იყოს, რაც "ომიკრონის“ გავრცელებას სერიოზულად აკავებს. ასევე, დავიცვათ რეგულაციები, გამოვიყენოთ პირბადე და დავიჭიროთ დისტანცია, არ ვიაროთ დიდ სუფრებზე. ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა გამყრელიძემ.