სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირებმა, რომლებსაც აფთიაქში ნაყიდი ტესტით უდასტურდებათ კორონავირუსი, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, სხვანაირად ე.წ. მწვანე ბარათი არ ექნებათ" - ამირან გამყრელიძე
"პირებმა, რომლებსაც აფთიაქში ნაყიდი ტესტით უდასტურდებათ კორონავირუსი, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, სხვანაირად ე.წ. მწვანე ბარათი არ ექნებათ" - ამირან გამყრელიძე

"პი­რებ­მა, რომ­ლებ­საც სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში ნა­ყი­დი ტეს­ტით კო­რო­ნა­ვირუ­სი უდას­ტურ­დე­ბათ, შე­დე­გი ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში უნდა გა­და­ა­მოწ­მონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბულ­თა ბა­ზა­ში ვერ მოხ­ვდე­ბი­ან და ე.წ. მწვა­ნე ბა­რა­თიც არ ექ­ნე­ბათ." - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში აფ­თი­ა­ქებ­ში შე­ძე­ნილ ტესტს მო­სახ­ლე­ო­ბა სწო­რად ვერ იკე­თებს, ან ტეს­ტი სწორ პა­სუხს არ აჩ­ვე­ნებს.

"პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით "ომიკ­რო­ნის“ აღ­მა­ვა­ლი ტალ­ღაა, როცა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, ყველ­გან მა­ტუ­ლობს თვი­თტეს­ტი­რე­ბის წილი სა­ერ­თო ტეს­ტი­რე­ბა­ში. სწრა­ფი ტეს­ტე­ბი ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს მისი შე­ძე­ნა აფ­თი­აქ­შიც შე­უძ­ლია. ეს ძი­რი­თა­დად არის თვი­თტეს­ტი­რე­ბის­თვის, რათა ადა­მი­ა­ნი დარ­წმუნ­დეს, არის თუ არა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. თუ ტეს­ტის პა­სუ­ხი და­დე­ბი­თია, სა­სურ­ვე­ლია პირი იყოს იზო­ლა­ცი­ა­ში და შე­ას­რუ­ლოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში ახლა 90%-ით "ომიკ­რო­ნი“ ცირ­კუ­ლი­რებს. ის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა არის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­დის უნდა და­უ­კავ­შირ­დეს 112-ს და ოჯა­ხის ექიმს. სა­სურ­ვე­ლია, რომ და­კავ­ში­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში მო­ნა­ცე­მე­ბის ატ­ვირ­თვას, რა თქმა უნდა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ პირს ეს თვი­თონ არ შე­უძ­ლია. ამის­თვის ის უნდა მი­ვი­დეს აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ან ამ­ღებ პუნ­ქტში, სა­დაც ტეს­ტებს ატა­რე­ბენ, გა­და­ა­მოწ­მოს თა­ვი­სი სტა­ტუ­სი და ლა­ბო­რა­ტო­რია თვი­თონ ატ­ვირ­თავს მო­ნა­ცემს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სწრა­ფი ტეს­ტის გა­კე­თე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია, თვი­თტეს­ტი­რე­ბი­სას შე­საძ­ლოა, პირ­მა ის ვერ ჩა­ი­ტა­როს ისე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად, რო­გორც ამას ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ამი­ტომ ბა­ზა­ში ის მოხ­ვდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის­გან გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ი­თაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­მარ­თა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ ეს მხო­ლოდ წი­ნა­და­დე­ბაა და სა­კი­თხზე საბ­ჭომ და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უნდა იმ­სჯე­ლოს.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მო­საზ­რე­ბაა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს, სხვა პი­რე­ბი კი მხო­ლოდ სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­ტეს­ტონ. მის­თვის ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო.

"რად­გან დღეს ტეს­ტი­რე­ბა­ზე მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თით­ქმის მე­ო­თხე­დი უკვე და­დე­ბი­თია, ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა იყო, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი შე­მო­ვი­ფარ­გლოთ მხო­ლოდ სიმპტო­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ტეს­ტი­რე­ბით და ეს იყო მხო­ლოდ წი­ნა­და­დე­ბა საბ­ჭოს­თვის, რომ­ლის გან­ხილ­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და გრძელ­დე­ბა საბ­ჭო­სა და სა­მი­ნის­ტრო­ში. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის. კონ­კრე­ტუ­ლად, ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა იყო, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ზე უფრო მა­ღა­ლი და კრი­ტი­კუ­ლი ჯგუ­ფის - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­ტესტვა. და­ნარ­ჩე­ნი ჯგუ­ფე­ბი დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და ისი­ნი გა­ტეს­ტი­ლიყ­ვნენ ისევ სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე მხო­ლოდ სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ხაზს ვუს­ვამ, რომ ეს იყო წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც იხი­ლე­ბა რო­გორც საბ­ჭო­ში, ასე­ვე სა­მი­ნის­ტრო­ში, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის და შე­საძ­ლოა, არც იქ­ნეს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. დღეს ინ­ფექ­ცია იმ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი რაც გვაქვს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმა­ზე ორ­ნა­ხე­ვარ­ჯერ, სამ­ჯერ მე­ტია რე­ა­ლუ­რად. ამი­ტომ მთა­ვა­რი მე­სი­ჯი და გზავ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი უნდა იყოს, ვი­საც სიმპტო­მე­ბი აქვს, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პირ­და­პირ წა­ვი­დეთ და გა­ვი­ტეს­ტოთ. გა­და­ვი­დეთ იზო­ლა­ცი­ა­ში, და­ვურ­ე­კოთ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვიქ­ცეთ მისი რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ხედ­ვით. სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა იცო­დეს თა­ვი­სი ოჯა­ხის ექი­მის სა­ხე­ლი და გვა­რი, რათა ამ შემ­თხვე­ვა­ში მას და­უ­კავ­შირ­დეს. თუ მას ვერ უკავ­შირ­დე­ბა, რე­კავს 112-ზე, 15 22-ზე - ონ­ლა­ინ­კლი­ნი­კე­ბის ცხელ ხაზ­ზე, იღებს შე­სა­ბა­მის ინ­სტრუქ­ცი­ას და იქ­ცე­ვა ამ ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა რის­კჯ­გუ­ფებ­ში შე­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი, რო­მელ­თათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
1

ამ საწყალს გონია მაგრად გვინდა მწვანე პასპორტი, ეგ შენნაერ უნამუსოებს უნდათ ამირან, ხალხს საერთოდ არ აინტერესებს შენი პასპორტი

როსტო
2

ანუ დნმ ტესტი თუ არ ჩააბარეთ მასონებს ვერ მოგცემენ მწვანეს)))))))))

ავტორი:

"პირებმა, რომლებსაც აფთიაქში ნაყიდი ტესტით უდასტურდებათ კორონავირუსი, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, სხვანაირად ე.წ. მწვანე ბარათი არ ექნებათ" - ამირან გამყრელიძე

"პირებმა, რომლებსაც აფთიაქში ნაყიდი ტესტით უდასტურდებათ კორონავირუსი, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, სხვანაირად ე.წ. მწვანე ბარათი არ ექნებათ" - ამირან გამყრელიძე

"პირებმა, რომლებსაც სააფთიაქო ქსელებში ნაყიდი ტესტით კორონავირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებიან და ე.წ. მწვანე ბარათიც არ ექნებათ." - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ზოგიერთ შემთხვევაში აფთიაქებში შეძენილ ტესტს მოსახლეობა სწორად ვერ იკეთებს, ან ტესტი სწორ პასუხს არ აჩვენებს.

"პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით "ომიკრონის“ აღმავალი ტალღაა, როცა დიდი რაოდენობით ხდება ადამიანების დაინფიცირება, ყველგან მატულობს თვითტესტირების წილი საერთო ტესტირებაში. სწრაფი ტესტები ფართოდ არის გავრცელებული ყველა ქვეყანაში და დაინტერესებულ პირს მისი შეძენა აფთიაქშიც შეუძლია. ეს ძირითადად არის თვითტესტირებისთვის, რათა ადამიანი დარწმუნდეს, არის თუ არა ინფიცირებული. თუ ტესტის პასუხი დადებითია, სასურველია პირი იყოს იზოლაციაში და შეასრულოს რეკომენდაციები. ქვეყანაში ახლა 90%-ით "ომიკრონი“ ცირკულირებს. ის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა არის რეკომენდაციები, როდის უნდა დაუკავშირდეს 112-ს და ოჯახის ექიმს. სასურველია, რომ დაკავშირება დაუყოვნებლივ მოხდეს. რაც შეეხება საინფორმაციო ელექტრონულ ბაზაში მონაცემების ატვირთვას, რა თქმა უნდა, ინფიცირებულ პირს ეს თვითონ არ შეუძლია. ამისთვის ის უნდა მივიდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში ან ამღებ პუნქტში, სადაც ტესტებს ატარებენ, გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ლაბორატორია თვითონ ატვირთავს მონაცემს. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტის გაკეთება საკმაოდ მარტივია, თვითტესტირებისას შესაძლოა, პირმა ის ვერ ჩაიტაროს ისე კვალიფიციურად, როგორც ამას ლაბორატორიები ახორციელებენ. ამიტომ ბაზაში ის მოხვდება შესაბამისი ლაბორატორიის ან სამედიცინო დაწესებულებაში გადამოწმების შემდეგ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სავალდებულო ტესტირებისგან გარკვეული კატეგორიის პირების გათავისუფლებას, რომლის რეკომენდაციითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ წინადადებაა და საკითხზე საბჭომ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იმსჯელოს.

ამირან გამყრელიძის მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ტესტირებას ამ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალი უნდა დაექვემდებაროს, სხვა პირები კი მხოლოდ სიმპტომების შემთხვევაში გაიტესტონ. მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო.

"რადგან დღეს ტესტირებაზე მისული ადამიანების თითქმის მეოთხედი უკვე დადებითია, ჩვენი წინადადება იყო, გარკვეული პერიოდი შემოვიფარგლოთ მხოლოდ სიმპტომიანი ადამიანების ტესტირებით და ეს იყო მხოლოდ წინადადება საბჭოსთვის, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და გრძელდება საბჭოსა და სამინისტროში. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. კონკრეტულად, ჩვენი წინადადება იყო, სავალდებულო ყოფილიყო ყველაზე უფრო მაღალი და კრიტიკული ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის გატესტვა. დანარჩენი ჯგუფები დროებით შეჩერებულიყო და ისინი გატესტილიყვნენ ისევ სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო წინადადება, რომელიც იხილება როგორც საბჭოში, ასევე სამინისტროში, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და შესაძლოა, არც იქნეს გაზიარებული. დღეს ინფექცია იმდენად გავრცელებულია, დადასტურებული შემთხვევები რაც გვაქვს დღის განმავლობაში, იმაზე ორნახევარჯერ, სამჯერ მეტია რეალურად. ამიტომ მთავარი მესიჯი და გზავნილი მოსახლეობისადმი უნდა იყოს, ვისაც სიმპტომები აქვს, არ არის აუცილებელი პირდაპირ წავიდეთ და გავიტესტოთ. გადავიდეთ იზოლაციაში, დავურეკოთ ოჯახის ექიმს და მოვიქცეთ მისი რეკომენდაციის მიხედვით. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი და გვარი, რათა ამ შემთხვევაში მას დაუკავშირდეს. თუ მას ვერ უკავშირდება, რეკავს 112-ზე, 15 22-ზე - ონლაინკლინიკების ცხელ ხაზზე, იღებს შესაბამის ინსტრუქციას და იქცევა ამ ინსტრუქციის მიხედვით. განსაკუთრებით საყურადღებოა რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები, ხანდაზმულები, რომელთათვის აუცილებელია ექიმთან სატელეფონო კომუნიკაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.