უკვე რამდენიმე დღეა თოვს გუდაური - ბაკურიანის მონაკვეთში, რაც ნიშნავს იმას, რომ სასრიალო ტრასები სრულ მზადყოფნაშია და ელის დამსვენებლებს. ახლა თამამად შეიძლება ითქვას რომ , ზამთრის სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია.
ისინი, ვინც შვებულების აღება მოახერხა, უკვე გაემგზავრნენ ზამთრის კურორტებზე, დანარჩენები კი ვიქენდზე იწყობენ სასიამოვნო გასვლას ქალაქიდან.
გამგზავრებამდე ბუნებრივია, შესაბამისად მომზადებაა საჭირო. ყველაფერი, რაც ზამთრის სპორტისთვის გჭირდება შეგიძლია, ყველაზე დიდ ინტერნეტ მაღაზია Extra.ge-ზე შეიძინო.
ექსტრა ცნობილია, როგორც მრავალფეროვანი პროდუქციის და დიდი არჩევანის მქონე მაღაზია. ჰოდა, იმედებს არც ზამთრის სპორტის მოყვარულებს უცრუებს, რადგან აქ ყველაფერია, რაც შეიძლება დაგჭირდეთ ცივი დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად.
სრიალისა და ციგაობისთვის ექსტრა შესაბამისი ინვენტარის ფართო ასორტიმენტს მისაღებ ფასებში გთავაზობთ. ახლა ექსტრაზე ისეთი ფასდაკლებებია, რომლის გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს, ამიტომ ეწვიეთ ზამთრის სპორტის პროდუქტების ლინკს, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთები და იშოპინგეთ მარტივად, მაღაზიებში სიარულისა და დროის კარგვის გარეშე.
რა პროდუქტებია Extra-ზე?
ექსტრაზე წარმოდგენილია პროდუქცია მთელი ოჯახისთვის, აქ ნახავთ ზამთრის სპორტისთვის საჭირო ნივთებს როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის.
ციგურები, თხილამურები პატარებისა და მათი მშობლებისთვის, სათხილამურო ჯოხი, ჩაფხუტი, სათვალე, ციგა, სნოუბორდი - ექსტრაზე ყველაფერია, რაც გაგიხარდებათ.
ჩაფხუტი და სათვალე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქსესუარებია, რომელიც გიცავთ არასასიამოვნო შემთხვევებისგან. მათი ფერი, ზომა დიზაინი, უკვე თქვენი გადასწყვეტია, ექსტრა ამ მხრივ უდიდეს არჩევანს გთავაზობთ.
თხილამურებზე სრიალისას აუცილებელია, თან გქონდეთ სათხილამურო სათვალე, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ნებისმიერ წუთს სწორად აფასებდეთ სირთულეებს და თვალს არ გჭირდეთ მზე თუ თოვლის ნაწილაკები.
სრიალისას ხშირია სხეულის დაზიანების ფაქტები, ამის თავიდან ასაცილებლად ექსტრაზე შეგიძლიათ შეიძინოთ დამცავი აქსესუარები. მაგალითად წვივის, ფეხის, ზურგის დამცავი, რითაც მეტ-ნაკლებად დაცული იქნებით გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.
ზემოხსენებული ნივთების კომპაქტურად სატარებლად სათხილამურო ზურგჩანთა გამოგადგებათ, რომლის შეძენაც ასევე ექსტრაზეა შესაძლებელი. ამ მხრივ იმდენად კარგი და ფერადი არჩევანი აქვს ექსტრას, ნამდვილად არ დარჩება თქვენი ჩანთა უყურადღებოდ.
თუ მოულოდნელად დაიგეგმება სასრიალოდ წასვლა, უარს მხოლოდ იმიტომ ნუ იტყვით, რომ შესაბამისი აღჭურვილობა არ გაქვთ, ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ნივთები ექსტრაზე და სანამ ბარგს ჩაალაგებთ კურიერი სახლში მოგიტანთ შენაძენს. გაიმარტივეთ შოპინგი ექსტრასთან ერთად.
R