საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დოკუმენტებით დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ზიანი მიადგა" - რას ამბობს ნაცემი შშმ პირის ადვოკატი
"დოკუმენტებით დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ზიანი მიადგა" - რას ამბობს ნაცემი შშმ პირის ადვოკატი

"დღეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბას გა­ვე­ცა­ნით, რი­თაც ცალ­სა­ხად დას­ტურ­დე­ბა, რომ მას შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად მი­ად­გა ზი­ა­ნი" - ამის შე­სა­ხებ ნა­ცე­მი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რის ად­ვო­კატ­მა, ჯანო ჭკა­დუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თან სრუ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობს.

"დღეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბას გა­ვე­ცა­ნით, რი­თაც ცალ­სა­ხად დას­ტურ­დე­ბა, რომ მას შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად მი­ად­გა ზი­ა­ნი. ასე­ვე, მას გა­ნუ­მარ­ტეს ის უფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბულს გა­აჩ­ნია.

ჩვენ და ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, თა­ნამ­შრომ­ლობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან. ის მზად არის, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, როცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო და­ი­ბა­რებს, მი­ვი­დეს და მი­ა­წო­დოს ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც გა­აჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ჯანო ჭკა­დუ­ამ.

გარ­და ამი­სა, არას­რულ­წლოვ­ნის კი­დევ ერ­თმა ად­ვო­კატ­მა ლედი კორ­ძა­ძემ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს სთხო­ვა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სახ­ლში მის­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ და თუკი საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი ექ­ნე­ბათ, დაც­ვის მხა­რეს მი­მარ­თონ.

"გვეს­მის, რომ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დია, თუმ­ცა, თხოვ­ნა გვექ­ნე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან, რომ შე­წყდეს მის სახ­ლში მის­ვლა იმი­ტომ, რომ ბავ­შვმა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო და ეს ყვე­ლა­ფე­რი მას ხე­ლა­ხალ ტრავ­მას აყე­ნებს. თხოვ­ნა იქ­ნე­ბა და ეს არის მისი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მან თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით მოგ­ვა­წო­და, გვთხო­ვა, რომ ეს თქვენ­თვის გად­მოგ­ვე­ცა. მას სჭირ­დე­ბა იმ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა, რომ ნორ­მა­ლურ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დეს, სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რომ ის ტრავ­მა დაძ­ლი­ოს, რაც ამ ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ად­გა“,-გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, მეტ­რო­ში შშმ პირ­ზე ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე ორი პო­ლი­ცი­ე­ლი, ნუკ­რი ბაქ­რა­ძე და კახა ბა­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

კერ­ძოდ, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 ოცე­უ­ლის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ნ.ბ. ხოლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 ოცე­უ­ლის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი კ.ბ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
****
1

ბავშვი არა... ბავშვი ვიცი 17 წლამდე... 17 წლის ბავშვი აღარ არის. 

მ ი მ ი ნ ო
4

არასრულწლოვანი არის 2-3 წლის ბავშვი, 17 წლის უკვე გამიზნულად მოქმედებს, საცემი კი არა მოსაკლავი იყო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დოკუმენტებით დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ზიანი მიადგა" - რას ამბობს ნაცემი შშმ პირის ადვოკატი

"დოკუმენტებით დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ზიანი მიადგა" - რას ამბობს ნაცემი შშმ პირის ადვოკატი

"დღეს დაზარალებულის შესახებ დადგენილებას გავეცანით, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ მას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი" - ამის შესახებ ნაცემი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ადვოკატმა, ჯანო ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, დაზარალებული არასრულწლოვანი საგამოძიებო ორგანოსთან სრულად თანამშრომლობს.

"დღეს დაზარალებულის შესახებ დადგენილებას გავეცანით, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ მას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი. ასევე, მას განუმარტეს ის უფლებები, რომელიც მას, როგორც დაზარალებულს გააჩნია.

ჩვენ და ასევე, დაზარალებული, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. ის მზად არის, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საგამოძიებო ორგანო დაიბარებს, მივიდეს და მიაწოდოს ის ინფორმაცია, რაც გააჩნია", - განაცხადა ადვოკატმა ჯანო ჭკადუამ.

გარდა ამისა, არასრულწლოვნის კიდევ ერთმა ადვოკატმა ლედი კორძაძემ მედიასაშუალებებს სთხოვა, დაზარალებულის სახლში მისვლისგან თავი შეიკავონ და თუკი საქმესთან დაკავშირებით კითხვები ექნებათ, დაცვის მხარეს მიმართონ.

"გვესმის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა, თხოვნა გვექნება მედიასაშუალებებთან, რომ შეწყდეს მის სახლში მისვლა იმიტომ, რომ ბავშვმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ეს ყველაფერი მას ხელახალ ტრავმას აყენებს. თხოვნა იქნება და ეს არის მისი სურვილი, რომელიც მან თარჯიმნის მეშვეობით მოგვაწოდა, გვთხოვა, რომ ეს თქვენთვის გადმოგვეცა. მას სჭირდება იმ რეჟიმში ცხოვრება, რომ ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, სჭირდება დახმარება, რომ ის ტრავმა დაძლიოს, რაც ამ ქმედებების შედეგად მიადგა“,-განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.