სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - „ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია გრძელდება
თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - „ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია გრძელდება

თბი­ლის­ში, რო­გორც კი ახა­ლი Street Art გა­მოჩ­ნდე­ბა, მა­შინ­ვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ასე მოხ­და რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნაც, რო­დე­საც აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე თბი­ლი­სის მცხოვ­რებ­ლებს დე­და­ქა­ლა­ქის ხე­დე­ბი და ფე­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი დახ­ვდათ.

ეს "ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია, რომ­ლის ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცია სრუ­ლად ნიკა მა­ჩა­ი­ძეს ეკუთ­ვნის. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა კომ­პო­ნენ­ტებ­თან ერ­თად, მან შექ­მნა ამ Street art-ის ვი­ზუ­ა­ლიც, რომ­ლის ინ­სპი­რა­ცი­აც Volvo Plug-in Hybrid მო­დე­ლი იყო. ნა­მუ­შე­ვა­რი კი კე­დელ­ზე მხატ­ვრებ­მა ირაკ­ლი ქა­დე­იშ­ვილ­მა და ზაზა ჩიფ­ჩი­ურ­მა გა­და­ი­ტა­ნეს.

„დიდი ხა­ნია, ირაკ­ლი­სა და ზა­ზას ნა­მუ­შევ­რებს თვალს ვა­დევ­ნებთ და ვფიქ­რობთ, Street art-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან. მათ ნა­მუ­შე­ვარს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ად­გი­ლობ­რი­ვებს იმ­დე­ნად მოს­წონთ, სხვა კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვაც გვთხო­ვეს. ვფიქ­რობთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას აქ­ტი­უ­რად გავ­ყვეთ კი­დეც“, - ამ­ბობს „ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი რუ­სუ­დან გრძე­ლი­ძე.

Volvo XC90 Plug-in Hybrid "ვოლ­ვო ქარ სა­ქარ­თვე­ლოს“ კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტია. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეკო-მე­გობ­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­სპი­რა­ცი­ით გა­კეთ­და პრო­ექ­ცი­აც, რო­მე­ლიც Stockton-ისა და რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ზა­თი­აშ­ვი­ლის შექ­მნილ რგოლ “Flash Forward”-შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ბო­ლო­ოდ კი ვოლ­ვო თბი­ლი­სის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე გა­მოჩ­ნდა და თუ ჯერ ზუს­ტი მი­სა­მარ­თი ვერ გა­მო­ი­ცა­ნით, გე­ტყვით, რომ აბა­ში­ძის 4 ნომ­რის კე­დე­ლი გა­ა­ფე­რა­და.

„კომ­პა­ნია „ვოლ­ვომ“ უკვე იცის, რო­გო­რი უნდა იყოს მისი წარ­მო­ე­ბა 2025 წელს, ნიკა მა­ჩა­ი­ძეს ვთხო­ვეთ, შე­ექ­მნა ანი­მა­ცია, თუ რო­გო­რი წარ­მო­უდ­გე­ნია თბი­ლი­სი 4 წლის შემ­დეგ. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან ფე­რა­დი ვი­ზუ­ა­ლე­ბი, სა­დაც „ვოლ­ვოს“ ჰიბ­რი­დი სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის ფონ­ზე დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ობს. Nikakoi-ს ამ ნა­მუ­შევ­რით მო­ი­ხა­ტა კე­დე­ლი, ამას­თან მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ავი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და კედ­ლის წინ არ­სე­ბულ სკვერს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­ვუ­ტა­რეთ. და­მე­თან­ხმე­ბით, ირაკ­ლი­სა და ზა­ზას ნა­მუ­შე­ვარ­მა ძა­ლი­ან გა­ა­ლა­მა­ზა ეს ად­გი­ლი. მათ, უმოკ­ლეს ვა­და­ში შეძ­ლეს, 100%-იანი სი­ზუს­ტით გა­და­ე­ტა­ნათ „ნი­კა­კო­ის“ შექ­მნი­ლი ვი­ზუ­ა­ლი და ნამ­დვი­ლად მო­ა­ხერ­ხეს, ჩვე­ნი, თუ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი­სა და გამ­ვლე­ლე­ბის გა­ო­ცე­ბა“, - რუ­სუ­დან გრძე­ლი­ძე",ვოლ­ვო ქარ კავ­კა­სი­ის” მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

სა­მუ­შაო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ირაკ­ლი ქა­დე­იშ­ვილ­საც ვთხო­ვეთ.

„თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა კამ­პა­ნი­ის­თვის შექ­მნი­ლი ვი­ზუ­ა­ლი - თბი­ლი­სის ხე­დე­ბი - „გაბ­რი­ა­ძის თე­ატ­რი“, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი - ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ასე ამ­შვე­ნებს ჩვენს დე­და­ქა­ლაქს. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ზო­გი­ერ­თი ფერი ოდ­ნავ შევ­ცვა­ლეთ, ვე­ცა­დეთ, უფრო დაგ­ვე­ახ­ლო­ე­ბი­ნა ძვე­ლი თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ, სადა ტო­ნებ­თან. ამა­ვე დროს, მა­გა­ლი­თად, მწვა­ნე ფერი დავ­ტო­ვეთ ისე­თი­ვე ჟღე­რა­დი, რო­გო­რიც ვი­ზუ­ალ­ში თა­ვი­დან­ვე იყო მო­ცე­მუ­ლი“.

ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა, თა­ვად არ­ტის­ტე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა - კო­ლა­ბო­რა­ცი­ით კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან და მოს­წონთ, რომ თბი­ლისს კი­დევ ერთი ფე­რა­დი და მხი­ა­რუ­ლი კე­დე­ლი შე­ე­მა­ტა.

„ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, პრო­ექ­ტი დაგ­ვის­რუ­ლე­ბია და ადა­მი­ა­ნებს ბო­ლომ­დე ვერ გა­უ­გი­ათ მისი არსი, ან არ მოს­წო­ნე­ბი­ათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უკ­მა­ყო­ფი­ლო არა­ვინ მი­ნა­ხავს, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა „ვოლ­ვოს“ კამ­პა­ნი­ის­თვის შექ­მნილ ნა­მუ­შე­ვარს. ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ზო­გა­დად, ჩვენ­თვის, რო­გორც არ­ტის­ტე­ბის­თვის სა­ი­ტე­რე­სოა მსგავს პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა და სხვა ხე­ლო­ვა­ნებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცია“, - ამ­ბობს ირაკ­ლი ქა­დე­იშ­ვი­ლი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - „ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია გრძელდება

თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - „ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია გრძელდება

თბილისში, როგორც კი ახალი Street Art გამოჩნდება, მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც აბაშიძის ქუჩაზე თბილისის მცხოვრებლებს დედაქალაქის ხედები და ფერადი ავტომობილი დახვდათ.

ეს ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ვიზუალური კონცეფცია სრულად ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნის. შესაბამისად, სხვა კომპონენტებთან ერთად, მან შექმნა ამ Street art-ის ვიზუალიც, რომლის ინსპირაციაც Volvo Plug-in Hybrid მოდელი იყო. ნამუშევარი კი კედელზე მხატვრებმა ირაკლი ქადეიშვილმა და ზაზა ჩიფჩიურმა გადაიტანეს.

„დიდი ხანია, ირაკლისა და ზაზას ნამუშევრებს თვალს ვადევნებთ და ვფიქრობთ, Street art-ის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოები არიან. მათ ნამუშევარს, სოციალურ ქსელში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივებს იმდენად მოსწონთ, სხვა კედლების მოხატვაც გვთხოვეს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებას აქტიურად გავყვეთ კიდეც“, - ამბობს „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე.

Volvo XC90 Plug-in Hybrid ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანიის მთავარი ფიგურანტია. ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული ავტომობილის ინსპირაციით გაკეთდა პროექციაც, რომელიც Stockton-ისა და რეჟისორი გიორგი ზათიაშვილის შექმნილ რგოლ “Flash Forward”-შია წარმოდგენილი. საბოლოოდ კი ვოლვო თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამოჩნდა და თუ ჯერ ზუსტი მისამართი ვერ გამოიცანით, გეტყვით, რომ აბაშიძის 4 ნომრის კედელი გააფერადა.

„კომპანია „ვოლვომ“ უკვე იცის, როგორი უნდა იყოს მისი წარმოება 2025 წელს, ნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთ, შეექმნა ანიმაცია, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. შედეგად მივიღეთ ძალიან ფერადი ვიზუალები, სადაც „ვოლვოს“ ჰიბრიდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს. Nikakoi-ს ამ ნამუშევრით მოიხატა კედელი, ამასთან მიმდებარე ტერიტორიაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა და კედლის წინ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დამეთანხმებით, ირაკლისა და ზაზას ნამუშევარმა ძალიან გაალამაზა ეს ადგილი. მათ, უმოკლეს ვადაში შეძლეს, 100%-იანი სიზუსტით გადაეტანათ „ნიკაკოის“ შექმნილი ვიზუალი და ნამდვილად მოახერხეს, ჩვენი, თუ ადგილობრივებისა და გამვლელების გაოცება“, - რუსუდან გრძელიძე, ,,ვოლვო ქარ კავკასიის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.

სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ირაკლი ქადეიშვილსაც ვთხოვეთ.

„თავიდანვე ძალიან მოგვეწონა კამპანიისთვის შექმნილი ვიზუალი - თბილისის ხედები - „გაბრიაძის თეატრი“, ფუნიკულიორი - ყველაფერი ის, რაც ასე ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. მუშაობის პროცესში ზოგიერთი ფერი ოდნავ შევცვალეთ, ვეცადეთ, უფრო დაგვეახლოებინა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ, სადა ტონებთან. ამავე დროს, მაგალითად, მწვანე ფერი დავტოვეთ ისეთივე ჟღერადი, როგორიც ვიზუალში თავიდანვე იყო მოცემული“.

ამ პროექტზე მუშაობა, თავად არტისტებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - კოლაბორაციით კმაყოფილები არიან და მოსწონთ, რომ თბილისს კიდევ ერთი ფერადი და მხიარული კედელი შეემატა.

„ყოფილა შემთხვევა, პროექტი დაგვისრულებია და ადამიანებს ბოლომდე ვერ გაუგიათ მისი არსი, ან არ მოსწონებიათ. ამ შემთხვევაში, უკმაყოფილო არავინ მინახავს, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა „ვოლვოს“ კამპანიისთვის შექმნილ ნამუშევარს. ეს ძალიან გვახარებს. ზოგადად, ჩვენთვის, როგორც არტისტებისთვის საიტერესოა მსგავს პროექტებზე მუშაობა და სხვა ხელოვანებთან კოლაბორაცია“, - ამბობს ირაკლი ქადეიშვილი.

NS