სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს Georgian Airways-ი შეასრულებს
28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს Georgian Airways-ი შეასრულებს

ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Georgian Airways 28 იან­ვარს თბი­ლი­სი­დან მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პირ, ერთჯე­რად ჩარ­ტე­რულ რე­ისს შე­ას­რუ­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნუს­თან“ Georgian Airways-ის პრე­ზი­დენ­ტმა, თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ერთჯე­რა­დი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი ყო­ველ­თვის სრულ­დე­ბო­და და ახ­ლაც ასე­თი რე­ი­სი სრულ­დე­ბა.

"ეს რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სი არ არის, ერთჯე­რა­დი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სია. მო­ვი­თხო­ვეთ და რუ­სე­თის მხა­რემ დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლა“,-გა­ნა­ცხა­და თა­მაზ გა­ი­აშ­ვილ­მა.

მან გან­მარ­ტა ისიც, თუ რა­ტომ წა­ი­შა­ლა ავი­ა­კომ­პა­ნია Georgian Airways-ის "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი.

"ერთჯე­რა­დი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სია და შე­იძ­ლე­ბა პოს­ტი იდოს მა­შინ, რო­დე­საც რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი სრულ­დე­ბა. სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოდ გა­მოქ­ვეყ­ნდა და მო­იხ­სნა. ეს არის ერთჯე­რა­დი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის დაკ­ვე­თით სრულ­დე­ბა, მათ შო­რის არი­ან რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი. ასე­თი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ლი­არ­დი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ზოგი მა­და­გას­კარ­ზე მიფ­რი­ნავს, ზოგი ინ­გლის­ში, ზოგი ავ­სტრი­ა­ში და ა.შ. ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი სრულ­დე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და გა­ი­აშ­ვილ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ "თუ იქ­ნე­ბა შეკ­ვე­თა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მსგავ­სი რე­ი­სე­ბი კი­დევ შეს­რულ­დეს“.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­მი­მოს­ვლა 2019 წლის 8 ივ­ლისს, 20 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ შე­წყვი­ტა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

უაზროთბგაწელილი არაფრის მთქმელი სიახლეა. სამ სიტყვაში შვიდჯერ არის ერთი და იგივე ნახსენები. მაგარი თეთრი ნიუსია :)

ნანატრი მე-4-ეეეეეეეეეეეეეე
8

ანუ ჩამოდიან ერთმორწმუნე ინფიცირებული ტურისტები???????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს Georgian Airways-ი შეასრულებს

28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს Georgian Airways-ი შეასრულებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს შეასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიამ თავდაპირველად "ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, მოგვიანებით წაშალა.

როგორც "ინტერპრესნუსთან“ Georgian Airways-ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა განმარტა, ერთჯერადი ჩარტერული რეისები ყოველთვის სრულდებოდა და ახლაც ასეთი რეისი სრულდება.

"ეს რეგულარული რეისი არ არის, ერთჯერადი ჩარტერული რეისია. მოვითხოვეთ და რუსეთის მხარემ დაგვიკმაყოფილა“,-განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

მან განმარტა ისიც, თუ რატომ წაიშალა ავიაკომპანია Georgian Airways-ის "ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი.

"ერთჯერადი ჩარტერული რეისია და შეიძლება პოსტი იდოს მაშინ, როდესაც რეგულარული რეისები სრულდება. საინფორმაციოდ გამოქვეყნდა და მოიხსნა. ეს არის ერთჯერადი ჩარტერული რეისი, რომელიც ბიზნესმენების დაკვეთით სრულდება, მათ შორის არიან როგორც ქართველი, ასევე რუსი ბიზნესმენები. ასეთი ჩარტერული რეისი რუსეთის მიმართულებით მილიარდი ხორციელდება, ზოგი მადაგასკარზე მიფრინავს, ზოგი ინგლისში, ზოგი ავსტრიაში და ა.შ. ჩარტერული რეისი სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი სრულდება“,-განაცხადა გაიაშვილმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ "თუ იქნება შეკვეთა, შესაძლებელია მსგავსი რეისები კიდევ შესრულდეს“.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ შეწყვიტა.