პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამსახურში ავტობუსით მივდიოდი, შინ კი ბუგატით ვბრუნდებოდი" - ესპანელი კონკიას ამბავი: ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუ რონალდუსთან თანაცხოვრებაზე
"სამსახურში ავტობუსით მივდიოდი, შინ კი ბუგატით ვბრუნდებოდი" - ესპანელი კონკიას ამბავი: ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუ რონალდუსთან თანაცხოვრებაზე

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფეხ­ბურ­თის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს არა მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, არა­მედ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აინ­ტე­რე­სებს.

რო­ნალ­დუს მსგავ­სად, მისი მე­გო­ბა­რი ქალი, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია და მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს.

ჯორ­ჯი­ნას შე­სა­ხებ "ნე­ტფ­ლიქსმა" დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღო სა­ხე­ლად - "მე ჯორ­ჯი­ნა ვარ." ფილმში ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბის უც­ნო­ბი მხა­რეა აღ­წე­რი­ლი. პრე­მი­ე­რა ჯორ­ჯი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე შედ­გა.

ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ გაზ­რდი­ლა, ის "გუ­ჩის" მა­ღა­ზი­ა­ში, კუნ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და და სწო­რედ აქ გა­იც­ნო მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი.

"სამ­სა­ხურ­ში ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი, სახ­ლში კი ბუ­გა­ტით ვბრუნ­დე­ბო­დი", - იხ­სე­ნებს ჯორ­ჯი­ნა.

რო­ნალ­დუ­სა და ჯორ­ჯი­ნას ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, 4 წლის გო­გო­ნა ჰყავთ და ტყუ­პის მო­ლო­დინ­ში არი­ან. მათ ჰყავთ კი­დევ სამი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც სუ­რო­გა­ცი­ის გზით გაჩ­დნენ..

ჯორ­ჯი­ნამ მისი და რო­ნალ­დუს ტუ­რინ­ში მდე­ბა­რე სახ­ლის კარი სი­ხა­რუ­ლით გა­უ­ღო მა­ყუ­რე­ბელს, ასე­ვე აჩ­ვე­ნა მათი 5.5-ფუნ­ტი­ა­ნი იახ­ტაც:

"როცა კრიშ­ტი­ა­ნუს სახ­ლში პირ­ვე­ლად შე­მო­ვე­დი, რამ­დენ­ჯე­რაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში წყლის და­სა­ლე­ვად გა­ვი­დო­დი, უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ გზას ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მჭირ­დე­ბო­და, რომ სას­ტუმ­რო ოთა­ხამ­დე მი­მეღ­წია. ბავ­შვო­ბი­დან პა­ტა­რა სახ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბას ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი", - ამ­ბობს ეს­პა­ნე­ლი ქალი და დას­ძენს, რომ ნა­ხე­ვა­რი წელი დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ კრიშ­ტი­ა­ნუს მდიდ­რულ სახ­ლს შეჩ­ვე­ო­და.

ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, ჯორ­ჯი­ნა და კრიშ­ტი­ა­ნუ კერ­ძო თვითმფრი­ნავს იყე­ნე­ბენ: "სა­კუ­თა­რი თვითმფრი­ნა­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბას, ყვე­ლა­ფერს აად­ვი­ლებს. აე­რო­პორ­ტში რომ გვი­წევ­დეს მე და რო­ნალ­დუს 2 სა­ა­თი გა­საფ­რე­ნად ლო­დი­ნი, ალ­ბათ გავ­გიჟ­დე­ბო­დი. ამას მირ­ჩევ­ნია სა­ერ­თოდ არ ვი­მოგ­ზა­უ­რო."

დო­კუ­მენ­ტურ ფილმში კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტია, როცა ჯორ­ჯი­ნა სა­მოგ­ზა­უ­რო აგენტს სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე ესა­უბ­რე­ბა, მისი მო­თხოვ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია - ბევ­რი ოთა­ხი, სა­ცუ­რაო აუზი, ნავ­სად­გომ­თან მარ­ტი­ვი წვდო­მა, ბავ­შვე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ მათი ვი­ლი­დან გაყ­ვა­ნა არ დას­ჭირ­დეთ სა­თა­მა­შოდ, ან სა­სე­ირ­ნოდ.

ჯორ­ჯი­ნა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სით და სი­ხა­რუ­ლით დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ტან­საც­მელს, ჩან­თებ­სა და ფეხ­საც­მე­ლებს გა­ნი­ხი­ლავს:

"მე თავს ძა­ლი­ან იღ­ბლი­ან ქა­ლად ვთვლი, რად­გან ვიცი, რო­გო­რია არა­ფე­რი გა­გაჩ­ნდეს და ისიც ვიცი, რო­გო­რია, როცა ყვე­ლა­ფე­რი გაქვს. თავ­და­პირ­ვე­ლად ძვი­რა­დღი­რე­ბულ ტა­ნი­სა­მოსს ვყიდ­დი, ახლა კი თა­ვად მაც­ვია ისი­ნი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე", - ამ­ბობს რო­ნალ­დუს საყ­ვა­რე­ლი ქალი.

ჯორ­ჯი­ნა შვი­ლე­ბის­თვის ძი­ძის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე არც კი ფიქ­რობს და მად­ლი­ე­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს სახ­ლი­დან იმუ­შა­ოს და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში თა­ვად იკის­როს მთა­ვა­რი როლი: "მე მომ­ხიბ­ვლელ პრინცზე ვოც­ნე­ბობ­დი და ახლა უკვე მყავს! შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ოც­ნე­ბე­ბი სრულ­დე­ბა".

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))
2

ოჯახის მუჭუჭიო ამ ბიჭზეა ნათქვამი. გარეგნობა დიდი არაფერი, მაგრამ შინაგანად, იცით რა არის?!

lis
1

ფეხბურთის სამყაროში ნამდვილი ტაციობაა ვინ ვის გლეჯს წარმატებულ მამაკაცს ვერ მიხვდები, ერთმანეთზე გადადიან....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სამსახურში ავტობუსით მივდიოდი, შინ კი ბუგატით ვბრუნდებოდი" - ესპანელი კონკიას ამბავი: ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუ რონალდუსთან თანაცხოვრებაზე

"სამსახურში ავტობუსით მივდიოდი, შინ კი ბუგატით ვბრუნდებოდი" - ესპანელი კონკიას ამბავი: ჯორჯინა როდრიგესი კრიშტიანუ რონალდუსთან თანაცხოვრებაზე

საზოგადოებას ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს არა მხოლოდ სპორტული მიღწევები, არამედ მისი პირადი ცხოვრებაც აინტერესებს.

რონალდუს მსგავსად, მისი მეგობარი ქალი, ჯორჯინა როდრიგესი სოციალურ ქსელში პოპულარულია და მილიონობით გამომწერი ჰყავს.

ჯორჯინას შესახებ "ნეტფლიქსმა" დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო სახელად - "მე ჯორჯინა ვარ." ფილმში ვარსკვლავური წყვილის ცხოვრების უცნობი მხარეა აღწერილი. პრემიერა ჯორჯინას დაბადების დღეზე შედგა.

ჯორჯინა როდრიგესი ფუფუნებაში არ გაზრდილა, ის "გუჩის" მაღაზიაში, კუნსულტანტად მუშაობდა და სწორედ აქ გაიცნო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

"სამსახურში ავტობუსით მივდიოდი, სახლში კი ბუგატით ვბრუნდებოდი", - იხსენებს ჯორჯინა.

რონალდუსა და ჯორჯინას ერთი საერთო შვილი, 4 წლის გოგონა ჰყავთ და ტყუპის მოლოდინში არიან. მათ ჰყავთ კიდევ სამი შვილი, რომლებიც სუროგაციის გზით გაჩდნენ..

ჯორჯინამ მისი და რონალდუს ტურინში მდებარე სახლის კარი სიხარულით გაუღო მაყურებელს, ასევე აჩვენა მათი 5.5-ფუნტიანი იახტაც:

"როცა კრიშტიანუს სახლში პირველად შემოვედი, რამდენჯერაც სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდოდი, უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობდი. დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდებოდა, რომ სასტუმრო ოთახამდე მიმეღწია. ბავშვობიდან პატარა სახლებში ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული", - ამბობს ესპანელი ქალი და დასძენს, რომ ნახევარი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ კრიშტიანუს მდიდრულ სახლს შეჩვეოდა.

ქვეყნიდან ქვეყანაში გადასაადგილებლად, ჯორჯინა და კრიშტიანუ კერძო თვითმფრინავს იყენებენ: "საკუთარი თვითმფრინავი მოგზაურობას, ყველაფერს აადვილებს. აეროპორტში რომ გვიწევდეს მე და რონალდუს 2 საათი გასაფრენად ლოდინი, ალბათ გავგიჟდებოდი. ამას მირჩევნია საერთოდ არ ვიმოგზაურო."

დოკუმენტურ ფილმში კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, როცა ჯორჯინა სამოგზაურო აგენტს საზაფხულო არდადეგებზე ესაუბრება, მისი მოთხოვნების ჩამონათვალი ასეთია - ბევრი ოთახი, საცურაო აუზი, ნავსადგომთან მარტივი წვდომა, ბავშვებისთვის გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომ მათი ვილიდან გაყვანა არ დასჭირდეთ სათამაშოდ, ან სასეირნოდ.

ჯორჯინა სატელევიზიო შოუში ყველაზე დიდი ინტერესით და სიხარულით დიზაინერების ტანსაცმელს, ჩანთებსა და ფეხსაცმელებს განიხილავს:

"მე თავს ძალიან იღბლიან ქალად ვთვლი, რადგან ვიცი, როგორია არაფერი გაგაჩნდეს და ისიც ვიცი, როგორია, როცა ყველაფერი გაქვს. თავდაპირველად ძვირადღირებულ ტანისამოსს ვყიდდი, ახლა კი თავად მაცვია ისინი წითელ ხალიჩაზე", - ამბობს რონალდუს საყვარელი ქალი.

ჯორჯინა შვილებისთვის ძიძის დაქირავებაზე არც კი ფიქრობს და მადლიერია, რომ საშუალება აქვს სახლიდან იმუშაოს და ბავშვების აღზრდაში თავად იკისროს მთავარი როლი: "მე მომხიბვლელ პრინცზე ვოცნებობდი და ახლა უკვე მყავს! შემიძლია ვთქვა, რომ ოცნებები სრულდება".

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა