ავტორი:

თავდაცვის მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, როგორია დანარჩენი 3 ინფიცირებული მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თავდაცვის მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, როგორია  დანარჩენი 3 ინფიცირებული მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მინისტრიდან სამი მკურნალობის კურსს კვლავ სახლში გადის, ერთი მინისტრი კი გამოჯანმრთელდა და მუშაობას დღეიდან შეუდგა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროების პრესსამსახურში განუცხადეს.

იზოლაციის ვადა დაუსრულდა და მუშაობას დღეიდან შეუდგა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

თავს კარგად გრძნობენ და მსუბუქად მიმდინარე კორონავირუსის ფონზე მკურნალობის კურსს კვლავ სახლში განაგრძობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.