მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში არავაქცინირებულ მამაკაცს გულის გადანერგვაზე უარი უთხრეს
აშშ-ში არავაქცინირებულ მამაკაცს გულის გადანერგვაზე უარი უთხრეს

აშშ-ში, ბოს­ტო­ნის კლი­ნი­კა­ში კაცს გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­ზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი არ იყო.

31 წლის მა­მა­კაცს, დი­ჯეი ფერ­გი­უსონს გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ბოს­ტო­ნის კლი­ნი­კა Brigham and Women-მა ის ორ­გა­ნო­ე­ბის მომ­ლო­დი­ნე პა­ცი­ენ­ტთა სი­ი­დან ამო­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მე­დი­ას ფერ­გი­უსო­ნის მა­მამ, დე­ვიდ­მა უამ­ბო. მი­სი­ვე თქმით, კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მისი ვა­ჟის "ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და არ სჯე­რა ამ ვაქ­ცი­ნის.“

კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი იცა­ვენ პრო­ტო­კოლ­სა და პო­ლი­ტი­კას.

"ხელ­მი­საწ­ვდო­მი ორ­გა­ნო­ე­ბის დე­ფი­ცი­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ახალ ორ­გა­ნოს იღებს, ჰქონ­დეს გა­დარ­ჩე­ნის დიდი შან­სი. სა­ა­ვად­მყო­ფო მო­ი­თხოვს ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის შე­სა­ბა­მის ცხოვ­რე­ბის წესს და კო­ვიდ-19-ის ვაქ­ცი­ნას, რათა შე­იქ­მნას შე­საძ­ლებ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის­თვის, ასე­ვე გა­და­ნერგვის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის­თვის, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა მკვეთ­რად არის შე­სუს­ტე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს კლი­ნი­კის პრესს­პი­კე­რი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც, რომ­ლის გა­მოც ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­ზე ფერ­გი­უსონს უარი ეთ­ქვა, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის მო­ტი­ვით, ამ ფაქ­ტო­რებს არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვე­ბენ. პრესს­პი­კე­რის თქმით, ორ­გა­ნო­თა გა­და­ნერგვის სი­ა­ში 100 000 ადა­მი­ა­ნია და მათი უმე­ტე­სო­ბა მი­ნი­მუმ ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მი­ი­ღებს ორ­გა­ნოს, დე­ფი­ცი­ტის გამო.

ფერ­გი­უსო­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2021 წლის 26 ნო­ემ­ბრი­დან იმ­ყო­ფე­ბა. მას აწუ­ხებს მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა, რის გა­მოც ფილ­ტვე­ბი სის­ხლი­თა და სი­თხით ივ­სე­ბა. ფერ­გი­უსო­ნი თვლის, რომ თუ კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნას გა­ი­კე­თებს, შე­საძ­ლოა გუ­ლის ან­თე­ბა და­ე­მარ­თოს, რაც ვაქ­ცი­ნის უიშ­ვი­ა­თე­სი გვერ­დი­თი ეფექ­ტია.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
18

ვაქცინის არ ჯერა, მაგრამ ჯერა გადანერგილი გულის და იმუნოდეპრესანტების.

მოქალაქე
13

ამ ფაქტის მერე კიდევ გჯერათ რომ ეს ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ კეთდება და არა მასების სამართავად?! - თუ გჯერათ no comment 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

აშშ-ში არავაქცინირებულ მამაკაცს გულის გადანერგვაზე უარი უთხრეს

აშშ-ში არავაქცინირებულ მამაკაცს გულის გადანერგვაზე უარი უთხრეს

აშშ-ში, ბოსტონის კლინიკაში კაცს გულის ტრანსპლანტაციაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.

31 წლის მამაკაცს, დიჯეი ფერგიუსონს გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, მაგრამ ბოსტონის კლინიკა Brigham and Women-მა ის ორგანოების მომლოდინე პაციენტთა სიიდან ამოიღო. აღნიშნულის შესახებ მედიას ფერგიუსონის მამამ, დევიდმა უამბო. მისივე თქმით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მისი ვაჟის "ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება და არ სჯერა ამ ვაქცინის.“

კლინიკაში აცხადებენ, რომ ისინი იცავენ პროტოკოლსა და პოლიტიკას.

"ხელმისაწვდომი ორგანოების დეფიციტის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პაციენტს, რომელიც ახალ ორგანოს იღებს, ჰქონდეს გადარჩენის დიდი შანსი. საავადმყოფო მოითხოვს ტრანსპლანტაციისთვის შესაბამის ცხოვრების წესს და კოვიდ-19-ის ვაქცინას, რათა შეიქმნას შესაძლებლობა წარმატებული ოპერაციისთვის, ასევე გადანერგვის შემდეგ პაციენტის ოპტიმიზაციისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციის შემდეგ იმუნური სისტემა მკვეთრად არის შესუსტებული“, - აცხადებს კლინიკის პრესსპიკერი.

მისივე განცხადების თანახმად, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლის გამოც ტრანსპლანტაციაზე ფერგიუსონს უარი ეთქვა, თუმცა პაციენტის კონფიდენციალობის მოტივით, ამ ფაქტორებს არ გაასაჯაროვებენ. პრესსპიკერის თქმით, ორგანოთა გადანერგვის სიაში 100 000 ადამიანია და მათი უმეტესობა მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში ვერ მიიღებს ორგანოს, დეფიციტის გამო.

ფერგიუსონი საავადმყოფოში 2021 წლის 26 ნოემბრიდან იმყოფება. მას აწუხებს მემკვიდრეობითი გულის დაავადება, რის გამოც ფილტვები სისხლითა და სითხით ივსება. ფერგიუსონი თვლის, რომ თუ კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს, შესაძლოა გულის ანთება დაემართოს, რაც ვაქცინის უიშვიათესი გვერდითი ეფექტია.

წყარო: BBC.com