სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ელიავას 130 წლის იუბილე - მისივე სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი სრულდება
გიორგი ელიავას 130 წლის იუბილე - მისივე სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი სრულდება

გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის და­არ­სე­ბი­დან 100 წელი სრულ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბევ­რი სმე­ნია. ინ­სტი­ტუ­ტში ამ­ჟა­მა­დაც მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, ასე­ვე სა­დი­აგ­ნოს­ტი­კოდ. ინ­სტი­ტუ­ტი აგ­რძე­ლებს დიდი მეც­ნი­ე­რის გი­ორ­გი ელი­ა­ვას ტრა­დი­ცი­ებს, თა­ნამ­შრომ­ლობს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან, ატა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა აღ­ზრდა­ში.

2023 წელს თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­წყო­ბა "მიკ­რობ­თა ვირუ­სე­ბი-2022“ (Viruses of microbes-2022). ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 500-მდე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გი­ორ­გი ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტის თა­ოს­ნო­ბით შექ­მნილ ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრში ყო­ველ­წლი­უ­რად ასო­ბით უცხო­ელ პა­ცი­ენტს უწე­ვენ მკურ­ნა­ლო­ბას და ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი მუდ­მი­ვად ქვეყ­ნდე­ბა მა­ღალ­რე­ი­ტინ­გულ სა­მეც­ნი­ე­რო და სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლებ­ში.

  • გი­ორ­გი ელი­ა­ვა - დიდი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი

გი­ორ­გი ელი­ა­ვა 1892 წლის 26 იან­ვარს, სა­ჩხე­რე­ში და­ი­ბა­და. გი­ორ­გის მამა - გრი­გოლ ელი­ა­ვა ცნო­ბი­ლი ექი­მი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იყო, ასე­ვე გახ­ლდათ ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი. გი­ორ­გის დედა - მა­რი­ამ ნა­კა­ში­ძე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მე­ტად სათ­ნო პი­როვ­ნე­ბა იყო.

მო­მა­ვალ­მა მეც­ნი­ერ­მა გი­ორ­გი ელი­ა­ვამ სიყ­მაწ­ვი­ლის წლე­ბი ბა­თუმ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მისი მშობ­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვიდ­ნენ. პა­ტა­რა გი­ორ­გი გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რით, მუ­სი­კით, სპორ­ტით, ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და და ემ­ზა­დე­ბო­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის. 1907 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ბა­თუ­მის გიმ­ნა­ზია და ორი წლის შემ­დეგ შე­ვი­და ოდე­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე. სტუ­დენ­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, 1910 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რი­ცხეს "მგლის ბი­ლე­თით“ და 3 თვით სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­მო­კე­ტეს, შემ­დეგ კი პო­ლი­ცი­ის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ სამ­შობ­ლო­ში გა­ა­სახ­ლეს.

1912 წელს, ის ჟე­ნე­ვა­ში გა­ემ­გზავ­რა და სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე თა­ვი­სუ­ფალ მსმე­ნე­ლად და­რე­გის­ტრირ­და, მო­მა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი დიდი ინ­ტე­რე­სით ის­მენ­და პრო­ფე­სორ ჰანს კრის­ტი­ან გრა­მის ლექ­ცი­ებს ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ის სა­კი­თხებ­ზე. რო­დე­საც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი და­ი­წყო, ის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა ჟე­ნე­ვა­ში გამ­გზავ­რე­ბა.

1916 წელს, მან წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ტრა­პი­ზო­ნის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას. 1917 წელს იგი დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში, სა­დაც გა­ნა­გებ­და ქა­ლაქთა კავ­ში­რის ცენ­ტრა­ლურ ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, რომ­ლის ბა­ზა­ზე, ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­სი­ვე თა­ოს­ნო­ბით, და­არ­სდა პირ­ვე­ლი ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია.

1919-1921 წლებ­ში გი­ორ­გი ელი­ა­ვა მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში, პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც იმ­ხა­ნად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი სწავ­ლუ­ლე­ბი: ემილ რუ, შარლ ნი­კო­ლი, ალ­ბერ კალ­მე­ტი და მათ­თან ერ­თად მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და ფე­ლიქს დე­რე­ლი.

ამ თვალ­სა­ჩი­ნო მიკ­რო­ბი­ო­ლო­გებ­თან ყო­ველ­დღი­ურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ და ერ­თობ­ლივ­მა მუ­შა­ო­ბამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ე­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მე­გობ­რო­ბა ფე­ლიქს დე­რელ­თან, რო­მე­ლიც იკ­ვლევ­და დი­ზენ­ტე­რი­ის ეტი­ო­ლო­გი­ა­სა და პა­თო­გე­ნეზს, მან შე­ამ­ჩნია გა­მო­ყო­ფი­ლი კულ­ტუ­რის ლი­ზი­სი - დაშ­ლა, ასე აღ­მო­ა­ჩი­ნა "აგენ­ტი,“ რო­მე­ლიც ბაქ­ტე­რი­ებს შლის და მას დე­რელ­მა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი - "მიკ­რობ­თა შთამ­ნთქმე­ლი“ უწო­და.

გი­ორ­გი ელი­ა­ვამ, ჯერ კი­დევ პა­რიზ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, თბი­ლი­სის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს, ფე­ლიქს დე­რე­ლის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ბაქ­ტე­რი­ო­ფაგ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა სპე­ცი­ფი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა - ლი­ზი­ნი, ელი­ა­ვა ფა­გის ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მად აღი­ა­რე­ბის მომ­ხრე იყო. ეს ხდე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც ელექტრო­ნუ­ლი მიკ­როს­კო­პი ჯერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ იყო. დე­რე­ლი და ელი­ა­ვა ამ თე­ო­რი­ით ბევ­რად წინ უს­წრებ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს.

პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში ყოფ­ნი­სას, ელი­ა­ვას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა დე­რე­ლის კვლე­ვე­ბის სის­წო­რე, რაც შემ­დგომ­ში სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მათ ხან­გრძლივ და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

1921 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. პა­რი­ზი­დან მან თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის აღ­ჭურ­ვის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რა პას­ტე­რის ინ­სტი­ტუტ­მა თა­ვის ნი­ჭი­ერ თა­ნამ­შრო­მელს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა, მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის აღი­ა­რე­ბის ნიშ­ნად.

1922 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვას თა­ოს­ნო­ბით ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ აით­ვი­სა ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბის ვაქ­ცი­ნი­სა და დიფ­ტე­რი­ის შრა­ტის გა­მოშ­ვე­ბა.

1923 წელს, მი­სი­ვე თა­ოს­ნო­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რია გა­და­კეთ­და ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტად, რო­მელ­საც ჰქონ­და რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ისე სა­წარ­მოო პრო­ფი­ლის მქო­ნე გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი. ელი­ა­ვა ერ­თმა­ნეთს უხა­მებ­და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. მან, რო­გორც ამ ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, თვალ­სა­ჩი­ნო როლი ითა­მა­შა მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

1925 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა კვლავ მი­ავ­ლი­ნეს პა­რიზ­ში, სა­დაც თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, 2 წელი გა­ა­ტა­რა. იგი პას­ტე­რის ინ­სტი­ტუ­ტში აგ­რძე­ლებ­და ექ­სპე­რი­მენ­ტებს და კვლე­ვის შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებ­და სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში. პა­რიზ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე კი­დევ ერთ სპე­ცი­ა­ლო­ბას და­ე­უფ­ლა - მო­ის­მი­ნა ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი ჰი­გი­ე­ნა­ში. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, თავ­და­პირ­ვე­ლად მას ირ­ჩე­ვენ თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰი­გი­ე­ნის კა­თედ­რის გამ­გედ, შემ­დეგ, იგი გა­ნა­გებს მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რას. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას მი­ე­ნი­ჭა პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბა.

1930 წელს გი­ორ­გი ელი­ა­ვა მე­სა­მედ მი­ავ­ლი­ნეს პა­რიზ­ში. იგი ხან­გრძლი­ვად ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და პა­რიზ­ში. მას საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თან. ფრან­გი მეც­ნი­ე­რე­ბი დი­დად აფა­სებ­დნენ მის მეც­ნი­ე­რულ პო­ტენ­ცი­ალს და აღი­ა­რებ­დნენ მას თვალ­სა­ჩი­ნო სწავ­ლუ­ლად. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის პრობ­ლე­მის ინ­ტენ­სი­უ­რი შეს­წავ­ლა მო­ი­თხოვ­და შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის შექ­მნას. ამ მიზ­ნით 1934 წელს ელი­ა­ვამ წა­მო­ა­ყე­ნა იდეა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის პრობ­ლე­მის შემ­სწავ­ლე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის შექ­მნის შე­სა­ხებ. ამა­ვე წელს, მან სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ველ მდი­ვანს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას წა­რუდ­გი­ნა მო­მა­ვა­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი გეგ­მა, შე­სა­ბა­მი­სი ხარჯთაღ­რი­ცხვით. ბე­რი­ამ ელი­ა­ვას მოხ­სე­ნე­ბით ბა­რათს წა­ა­წე­რა: "უარი ეთ­ქვას“- და ამ ორი სი­ტყვით გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი­სად­მი. ელი­ა­ვამ კვლავ და­წე­რა მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი, ამ­ჯე­რად სა­კავ­ში­რო მთავ­რო­ბის სა­ხელ­ზე. ბუდუ მდი­ვან­მა მო­ა­ხერ­ხა ამ ბა­რა­თის ად­რე­სა­ტის­თვის ჩა­ბა­რე­ბა. მალე მოს­კო­ვი­დან მო­ვი­და გან­კარ­გუ­ლე­ბა ინ­სტი­ტუ­ტის აშე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

1936 წლის 14 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭომ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის სა­კავ­ში­რო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 13 მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ. ბე­რი­ამ ვერ აპა­ტია ელი­ა­ვას, მისი აზ­რით, თავ­ხე­დუ­რი საქ­ცი­ე­ლი.

1937 წლის 22 იან­ვარს გი­ორ­გი ელი­ა­ვა და­ა­პა­ტიმ­რეს. ერთი სა­ა­თის შემ­დეგ წა­იყ­ვა­ნეს მისი მე­უღ­ლე ამე­ლია ვოლ-ლე­ვიც­კა­ია, რო­მე­ლიც სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ და 1915-29 წლებ­ში, თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე მთა­ვარ პარ­ტი­ებს ას­რუ­ლებ­და. ელი­ა­ვას ბრა­ლად ედე­ბო­და სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯა­შუ­შო­ბა, მავ­ნებ­ლუ­რი, დი­ვერ­სი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა და ან­ტი­საბ­ჭო­თა აგი­ტა­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­სა­მარ­თლო საკ­რე­ბუ­ლომ 1937 წლის 9 ივ­ლისს, სა­სა­მარ­თლოს და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე ელი­ა­ვას სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯა.

1989 წელს, რეპ­რე­სი­ის მსხვერ­პლთა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ, სა­მეც­ნი­ე­რო-სა­წარ­მოო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ბაქ­ტე­რი­ო­ფაგს“ მისი და­მა­არ­სებ­ლის გი­ორ­გი ელი­ა­ვას სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გ.ელი­ა­ვას სა­ხე­ლი დიდი ხნით იყო მი­ვი­წყე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად იგი მსოფ­ლიო მას­შტა­ბის მეც­ნი­ე­რად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის კვლე­ვის პი­ო­ნე­რი, ფა­გე­ბით თე­რა­პი­ის (ფა­გო­თე­რა­პი­ის) სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი. მისი ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ფა­გო­თე­რა­პი­ის უნი­კა­ლუ­რი სკო­ლა, რომ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას ამ­ჟა­მად მთე­ლი მსოფ­ლიო იზი­ა­რებს. დღეს­დღე­ო­ბით კა­ცობ­რი­ო­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი­სად­მი გამ­ძლე­ო­ბის გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მას ებ­რძვის. 1945 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ძლე­ვა­მო­სილ ია­რა­ღად იყო მიჩ­ნე­უ­ლი, თუმ­ცა მათი უკონ­ტრო­ლო გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ბაქ­ტე­რი­ე­ბის უნარ­მა გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით სწრა­ფად შე­ე­გუ­ონ გა­რე­მო პი­რო­ბებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, უსუ­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­ვა­ყე­ნა. ამ­ჟა­მად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბი ეძი­ე­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ინ­ფექ­ცი­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი კი სწო­რედ ასეთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. ისი­ნი თა­ნაბ­რად ეფექ­ტი­ა­ნია რო­გორც ან­ტი­ბი­ო­ტი­კო გამ­ძლე, ასე­ვე მო­წყვლა­დი ფორ­მე­ბის მი­მართ. გარ­და ამი­სა, ბაქ­ტე­რი­ო­ფაგს უფრო ეფექ­ტუ­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბა ახა­სი­ა­თებს, ისი­ნი არ იწ­ვე­ვენ გვერ­დით მოვ­ლე­ნებს (მა­გა­ლი­თად, ალერ­გია), არ აზი­ა­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლურ მიკროფ­ლო­რას და ა.შ

გი­ორ­გი ელი­ა­ვას ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამა­ყო­ბენ თა­ვი­ან­თი მიღ­წე­ვე­ბით, ის ბიძ­გი, ენერ­გია, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ელი­ა­ვამ ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა­ში ჩადო სულ უფრო მე­ტად იკ­რებს ძა­ლას და ვი­თარ­დე­ბა.

(R)

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

გიორგი ელიავამ შექმნა ქართველ მიკრობიოლოგთა,ვირუსოლოგთა,იმუნოლოგთა სკოლა.ამ სკოლამ შემდგომში აღზარდა შესანიშნავი მეცნიერები,რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ ქვეყანას.დღესაც ელიავას და მისი სკოლის სხვა დიდი მეცნიერების, აღზრდილები აგრძელებენ ნაყოფიერ მუშაობას. იშვიათად მოიძებნება დღეს საქართველოში ადამიანი და არა მარტო საქართველოში,ვინც არ იცის თბილისის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი. 

აზდაკი
0

განუმეორებელი გოგი ელიავა....ნათელი და სანთელი მის სახელს..

ავტორი:

გიორგი ელიავას 130 წლის იუბილე - მისივე სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი სრულდება

გიორგი ელიავას 130 წლის იუბილე - მისივე სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი სრულდება

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წარმატებების შესახებ, რომლის დაარსებიდან 100 წელი სრულდება, საზოგადოებას ბევრი სმენია. ინსტიტუტში ამჟამადაც მრავალი საერთაშორისო პროექტი ხორციელდება, რომელიც ბაქტერიოფაგების სხვადასხვა სახით გამოყენებას გულისხმობს.

ბაქტერიოფაგები გამოიყენება, როგორც დაავადების სამკურნალოდ, პროფილაქტიკისთვის, ასევე სადიაგნოსტიკოდ. ინსტიტუტი აგრძელებს დიდი მეცნიერის გიორგი ელიავას ტრადიციებს, თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან, ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს, აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდაში.

2023 წელს თბილისში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციის მოწყობა "მიკრობთა ვირუსები-2022“ (Viruses of microbes-2022). ამ კონფერენციაზე 500-მდე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ელიავას ინსტიტუტის თაოსნობით შექმნილ ფაგოთერაპიის ცენტრში ყოველწლიურად ასობით უცხოელ პაციენტს უწევენ მკურნალობას და ამ წარმატებული შედეგის შესახებ მონაცემები მუდმივად ქვეყნდება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო და სამედიცინო ჟურნალებში.

  • გიორგი ელიავა - დიდი ქართველი მეცნიერი

გიორგი ელიავა 1892 წლის 26 იანვარს, საჩხერეში დაიბადა. გიორგის მამა - გრიგოლ ელიავა ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე იყო, ასევე გახლდათ ბათუმის საკრებულოს წევრი. გიორგის დედა - მარიამ ნაკაშიძე განათლებული და მეტად სათნო პიროვნება იყო.

მომავალმა მეცნიერმა გიორგი ელიავამ სიყმაწვილის წლები ბათუმში გაატარა, სადაც მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ. პატარა გიორგი გატაცებული იყო ლიტერატურით, მუსიკით, სპორტით, ბევრს კითხულობდა და ემზადებოდა ლიტერატურული მოღვაწეობისთვის. 1907 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და ორი წლის შემდეგ შევიდა ოდესის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, 1910 წელს გიორგი ელიავა უნივერსიტეტიდან გარიცხეს "მგლის ბილეთით“ და 3 თვით საპყრობილეში გამოკეტეს, შემდეგ კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამშობლოში გაასახლეს.

1912 წელს, ის ჟენევაში გაემგზავრა და სამედიცინო ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირდა, მომავალი მეცნიერი დიდი ინტერესით ისმენდა პროფესორ ჰანს კრისტიან გრამის ლექციებს ბაქტერიოლოგიის საკითხებზე. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ის სამშობლოში დაბრუნდა და ვეღარ მოახერხა ჟენევაში გამგზავრება.

1916 წელს, მან წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და სათავეში ჩაუდგა ტრაპიზონის მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. 1917 წელს იგი დაბრუნდა თბილისში, სადაც განაგებდა ქალაქთა კავშირის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას, რომლის ბაზაზე, ომის დასრულების შემდეგ, მისივე თაოსნობით, დაარსდა პირველი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია.

1919-1921 წლებში გიორგი ელიავა მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, სადაც იმხანად მოღვაწეობდნენ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სწავლულები: ემილ რუ, შარლ ნიკოლი, ალბერ კალმეტი და მათთან ერთად მოხალისედ მუშაობდა ფელიქს დერელი.

ამ თვალსაჩინო მიკრობიოლოგებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ და ერთობლივმა მუშაობამ უდიდესი გავლენა იქონია ახალგაზრდა მეცნიერის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი თანამშრომლობა და მეგობრობა ფელიქს დერელთან, რომელიც იკვლევდა დიზენტერიის ეტიოლოგიასა და პათოგენეზს, მან შეამჩნია გამოყოფილი კულტურის ლიზისი - დაშლა, ასე აღმოაჩინა "აგენტი,“ რომელიც ბაქტერიებს შლის და მას დერელმა ბაქტერიოფაგი - "მიკრობთა შთამნთქმელი“ უწოდა.

გიორგი ელიავამ, ჯერ კიდევ პარიზში გამგზავრებამდე, თბილისის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის დროს, ფელიქს დერელისგან დამოუკიდებლად, ბაქტერიოფაგში აღმოაჩინა სპეციფიკური ნივთიერება - ლიზინი, ელიავა ფაგის ცოცხალ ორგანიზმად აღიარების მომხრე იყო. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ელექტრონული მიკროსკოპი ჯერ აღმოჩენილი არ იყო. დერელი და ელიავა ამ თეორიით ბევრად წინ უსწრებდნენ თანამედროვეებს.

პასტერის ინსტიტუტში ყოფნისას, ელიავას საშუალება მიეცა გაემეორებინა და დაემტკიცებინა დერელის კვლევების სისწორე, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მათ ხანგრძლივ და მჭიდრო თანამშრომლობას.

1921 წელს გიორგი ელიავა სამშობლოში დაბრუნდა. პარიზიდან მან თბილისში ჩამოიტანა ძვირადღირებული მოწყობილობა, რომელიც აუცილებელი იყო ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის აღჭურვისთვის. აღნიშნული აპარატურა პასტერის ინსტიტუტმა თავის ნიჭიერ თანამშრომელს საჩუქრად გადასცა, მისი მეცნიერული პოტენციალის აღიარების ნიშნად.

1922 წელს გიორგი ელიავას თაოსნობით ლაბორატორიამ აითვისა ზოგიერთი სახეობის ვაქცინისა და დიფტერიის შრატის გამოშვება.

1923 წელს, მისივე თაოსნობით, ლაბორატორია გადაკეთდა ბაქტერიოლოგიურ ინსტიტუტად, რომელსაც ჰქონდა როგორც სამეცნიერო, ისე საწარმოო პროფილის მქონე განყოფილებები. ელიავა ერთმანეთს უხამებდა სამეცნიერო მუშაობასა და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობას. მან, როგორც ამ ინსტიტუტის დირექტორმა, თვალსაჩინო როლი ითამაშა მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის განვითარებაში.

1925 წელს გიორგი ელიავა კვლავ მიავლინეს პარიზში, სადაც თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, 2 წელი გაატარა. იგი პასტერის ინსტიტუტში აგრძელებდა ექსპერიმენტებს და კვლევის შედეგებს აქვეყნებდა სამეცნიერო ჟურნალებში. პარიზში ჩვენი თანამემამულე კიდევ ერთ სპეციალობას დაეუფლა - მოისმინა ლექციების კურსი ჰიგიენაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თავდაპირველად მას ირჩევენ თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის გამგედ, შემდეგ, იგი განაგებს მიკრობიოლოგიის კათედრას. უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა პროფესორის წოდება.

1930 წელს გიორგი ელიავა მესამედ მიავლინეს პარიზში. იგი ხანგრძლივად ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში. მას საქმიანი კონტაქტები ჰქონდა სამეცნიერო წრეებთან. ფრანგი მეცნიერები დიდად აფასებდნენ მის მეცნიერულ პოტენციალს და აღიარებდნენ მას თვალსაჩინო სწავლულად. ბაქტერიოფაგის პრობლემის ინტენსიური შესწავლა მოითხოვდა შესაბამისი მატერიალური ბაზის შექმნას. ამ მიზნით 1934 წელს ელიავამ წამოაყენა იდეა ბაქტერიოფაგიის პრობლემის შემსწავლელი სპეციალური ინსტიტუტის შექმნის შესახებ. ამავე წელს, მან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ლავრენტი ბერიას წარუდგინა მომავალი ინსტიტუტის გაფართოებული გეგმა, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. ბერიამ ელიავას მოხსენებით ბარათს წააწერა: "უარი ეთქვას“- და ამ ორი სიტყვით გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილი მეცნიერისადმი. ელიავამ კვლავ დაწერა მოხსენებითი ბარათი, ამჯერად საკავშირო მთავრობის სახელზე. ბუდუ მდივანმა მოახერხა ამ ბარათის ადრესატისთვის ჩაბარება. მალე მოსკოვიდან მოვიდა განკარგულება ინსტიტუტის აშენების თაობაზე.

1936 წლის 14 აპრილს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება ბაქტერიოფაგის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობისთვის 13 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ. ბერიამ ვერ აპატია ელიავას, მისი აზრით, თავხედური საქციელი.

1937 წლის 22 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრეს. ერთი საათის შემდეგ წაიყვანეს მისი მეუღლე ამელია ვოლ-ლევიცკაია, რომელიც საოპერო მომღერალი გახლდათ და 1915-29 წლებში, თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მთავარ პარტიებს ასრულებდა. ელიავას ბრალად ედებოდა სამშობლოს ღალატი, საერთაშორისო ჯაშუშობა, მავნებლური, დივერსიული მუშაობა და ანტისაბჭოთა აგიტაცია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალურმა სასამართლო საკრებულომ 1937 წლის 9 ივლისს, სასამართლოს დახურულ სხდომაზე ელიავას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა.

1989 წელს, რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციის შემდეგ, სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ბაქტერიოფაგს“ მისი დამაარსებლის გიორგი ელიავას სახელი მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ გ.ელიავას სახელი დიდი ხნით იყო მივიწყებული, ამჟამად იგი მსოფლიო მასშტაბის მეცნიერად არის აღიარებული, როგორც ბაქტერიოფაგიის კვლევის პიონერი, ფაგებით თერაპიის (ფაგოთერაპიის) სულისჩამდგმელი და განმავითარებელი. მისი ძალისხმევით საქართველოში ჩამოყალიბდა ფაგოთერაპიის უნიკალური სკოლა, რომლის გამოცდილებას ამჟამად მთელი მსოფლიო იზიარებს. დღესდღეობით კაცობრიობა ანტიბიოტიკისადმი გამძლეობის გლობალურ პრობლემას ებრძვის. 1945 წლიდან მოყოლებული ანტიბიოტიკები ინფექციური დაავადებების ძლევამოსილ იარაღად იყო მიჩნეული, თუმცა მათი უკონტროლო გამოყენებისას, ბაქტერიების უნარმა გადარჩენის მიზნით სწრაფად შეეგუონ გარემო პირობებს, პრაქტიკულად, უსუსურ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ამჟამად, მთელი მსოფლიოს მეცნიერები ეძიებენ ანტიბიოტიკის ალტერნატივას ინფექციების სამკურნალოდ. ბაქტერიოფაგები კი სწორედ ასეთ ალტერნატივად გვევლინებიან. ისინი თანაბრად ეფექტიანია როგორც ანტიბიოტიკო გამძლე, ასევე მოწყვლადი ფორმების მიმართ. გარდა ამისა, ბაქტერიოფაგს უფრო ეფექტური და მიზანმიმართული მოქმედება ახასიათებს, ისინი არ იწვევენ გვერდით მოვლენებს (მაგალითად, ალერგია), არ აზიანებენ ადამიანის ნორმალურ მიკროფლორას და ა.შ

გიორგი ელიავას ინსტიტუტის თანამშრომლები ამაყობენ თავიანთი მიღწევებით, ის ბიძგი, ენერგია, რომელიც გიორგი ელიავამ ინსტიტუტის დაარსებაში ჩადო სულ უფრო მეტად იკრებს ძალას და ვითარდება.

(R)