მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით - ტოიოტას ახალი მიზანი
რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით - ტოიოტას ახალი მიზანი

Toyota Motor Corporation-ი წყალ­ბა­დის ძრა­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას. ერ­თსა და იმა­ვე წი­ნა­და­დე­ბა­ში „ტო­ი­ო­ტა­სა“ და „წყალ­ბა­დის“ ერ­თად და­ნახ­ვი­სას, ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას პირ­ველ რიგ­ში ახ­სენ­დე­ბა ელექტრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი საწ­ვა­ვის ელე­მენ­ტებ­ზე (FCEV). თუმ­ცა, ამ­ჯე­რად, ტო­ი­ო­ტა ყუ­რა­დღე­ბას საწ­ვა­ვის ელე­მენ­ტებ­ზე მე­ტად ძრავ­ზე ამახ­ვი­ლებს — წყალ­ბად­ზე მო­მუ­შა­ვე შიდა წვის ძრავ­ზე. ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის საწ­ვა­ვი 100%-ით სუფ­თა წყალ­ბა­დია და მუ­შა­ო­ბი­სას თით­ქმის არ გა­მო­ყო­ფენ CO2-ს.

სი­ახ­ლეა ისიც, რომ Toyota-ს ახ­ლა­ხან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი წყალ­ბა­დის ძრა­ვი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ რბო­ლა­ში - Super Taikyu Series, 2021 Powered by Hankook, რო­მე­ლიც ია­პო­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ტო­ი­ო­ტას პრე­ზი­დენ­ტმა, აკიო ტო­ი­ო­დამ და GAZOO Racing Company-ის პრე­ზი­დენ­ტმა, კოჯი სა­ტომ ისა­უბ­რეს.

აკიო ტო­ი­ო­და, ტო­ი­ო­ტას პრე­ზი­დენ­ტი: „ჩემი სურ­ვი­ლია ხალ­ხის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ავ­ტოს­პორ­ტით. მინ­და სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა გავ­ხა­დო მდგრა­დი იმ პი­რო­ბებ­შიც კი, როცა ჩვენ ნახ­შირ­ბად-ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბის­კენ მი­ვის­წრაფ­ვით.

Toyota-ს გა­აჩ­ნია წყალ­ბად­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს­დაც­ვის ტექ­ნო­ლო­გია. ჩვენ GR Yaris-ის გა­მოშ­ვე­ბის დღი­დან 24-სა­ა­თი­ან რბო­ლებ­ში წარ­მა­ტე­ბით ვას­პა­რე­ზობთ. მინ­და ROOKIE Racing-მა, რო­მელ­საც Toyota-მ გან­ვი­თა­რე­ბა ანდო, მი­ი­ღოს წყალ­ბა­დის ძრა­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, ავ­ტოს­პორ­ტის ფა­რულ პო­ტენ­ცი­ალს წარ­მო­ად­გენს.

გვინ­და და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ რბო­ლა­ში სამი ან ხუთი სა­ა­თი გამ­ძლე­ო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის და აუ­ცი­ლე­ბე­ლია გქონ­დეს სა­ი­მი­სო მომ­ზა­დე­ბა, რომ გაძ­ლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის პი­ლო­ტი ვიქ­ნე­ბი და და­ვამ­ტკი­ცებ, რომ რბო­ლა­ში წყალ­ბა­დი უსაფრ­თხოა.“

კოჯი სატო, GAZOO Racing Company-ის პრე­ზი­დენ­ტი: „წყალ­ბა­დის ძრა­ვებს 2016 წლი­დან ვიკ­ვლევ. იმის გამო, რომ წყალ­ბა­დი ბენ­ზინ­ზე უფრო სწრა­ფად იწ­ვის, რე­აქ­ცია დი­დია.

გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ჩვენ შევ­ქმე­ნით პრო­ტო­ტი­პი, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვი­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და „ავ­ტო­მო­ბი­ლის იმ შეგ­რძნე­ბას“, რო­მე­ლიც ასე უყ­ვართ ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლებს, ხმის და ვიბ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ეს ფაქ­ტობ­რი­ვად ხვა­ლინ­დელ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბაა. წყალ­ბა­დი უამ­რავ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­თა გა­და­ლახ­ვა არც ისე ად­ვი­ლია.“

წყალ­ბა­დის ძრა­ვე­ბის ფა­რუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი

მან­ქა­ნის გული მისი ძრა­ვაა. შეც­ვა­ლეთ ძრა­ვა და თქვენ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლით არა მხო­ლოდ იმას, თუ რო­გორ უნდა ირ­ბო­ლოთ, არა­მედ თუ რო­გორ აღაფრ­თო­ვა­ნოთ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოწ­ვე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, წყალ­ბა­დის ძრა­ვე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ტომ ორი ზუს­ტი სი­ტყვით უპა­სუ­ხა: „წვის სიჩ­ქა­რე“.

კოჯი სატო, GAZOO Racing Company-ის პრე­ზი­დენ­ტი: „წყალ­ბადს გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის ის, რომ მისი წვის სიჩ­ქა­რე რვა­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ბენ­ზი­ნის წვის სიჩ­ქა­რეს. ეს ნიშ­ნავს უფრო სწრაფ რე­ა­გი­რე­ბას. ასე რომ, და­ბა­ლი სიჩ­ქა­რის მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტი დაძ­ვრის­თა­ნა­ვე არის ის, რაც წყალ­ბა­დის ძრა­ვებს ასე შე­სა­ნიშ­ნავს ხდის.

მო­მა­ვალ რბო­ლა­ში ჩვენ შე­ვა­მოწ­მებთ ბა­ლანსს, თუ რამ­დე­ნად მი­ვაღ­წევთ მაქ­სი­მა­ლურ სიმ­ძლავ­რეს სტა­ბი­ლუ­რი წვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან ერ­თად. სა­მო­მავ­ლოდ სიმ­ძლავ­რის გა­საზ­რდე­ლად სხვა­დას­ხვა ელე­მენ­ტე­ბის და­ბა­ლან­სე­ბი­სას ჩვენ გვსურს ვი­პო­ვოთ წვის პი­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც წყალ­ბა­დის ძრა­ვე­ბის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს წარ­მო­ა­ჩენს.“

აკიო ტო­ი­ო­და, ტო­ი­ო­ტას პრე­ზი­დენ­ტი: „ისე, სი­მარ­თლე რომ ვთქვა, აქამ­დე მან­ქა­ნა მხო­ლოდ ხრე­შ­ზე (და ტა­ლახ­ზე) მი­ტა­რე­ბია. ეს წრე­ზე არ გა­მო­მიც­დია. ახ­ლა­ხან ხრე­შ­ზე და­ვა­ყე­ნეთ რამ­დე­ნი­მე საგ­ზაო კო­ნუ­სი, რათა გა­მოვ­ცა­დოთ მან­ქა­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა მოხ­ვე­ვი­თა და აჩ­ქა­რე­ბით. რბო­ლის დროს, შე­ნე­ლე­ბის შემ­დეგ აჩ­ქა­რე­ბის შეგ­რძნე­ბამ მაგ­რძნო­ბი­ნა, რომ ეს ავ­ტო­მან­ქა­ნა კარ­გად შე­ე­ფე­რე­ბა ავ­ტოს­პორ­ტს.“

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტო­ი­ო­ტას პრე­ზი­დენ­ტმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა და აჩ­ვე­ნა, რომ მისი სურ­ვი­ლია წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ია­პო­ნი­ა­ში ნახ­შირ­ბად-ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

ტო­ი­ო­ტას მი­ზა­ნია ავ­ტოს­პორ­ტი ახალ ეპო­ქა­ში ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გა­ა­ცო­ცხლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით - ტოიოტას ახალი მიზანი

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით - ტოიოტას ახალი მიზანი

Toyota Motor Corporation-ი წყალბადის ძრავის ტექნოლოგიურ განვითარებაზე იწყებს მუშაობას. ერთსა და იმავე წინადადებაში „ტოიოტასა“ და „წყალბადის“ ერთად დანახვისას, ავტომოყვარულების უმრავლესობას პირველ რიგში ახსენდება ელექტრო ავტომობილები საწვავის ელემენტებზე (FCEV). თუმცა, ამჯერად, ტოიოტა ყურადღებას საწვავის ელემენტებზე მეტად ძრავზე ამახვილებს — წყალბადზე მომუშავე შიდა წვის ძრავზე. ახალი ავტომობილების საწვავი 100%-ით სუფთა წყალბადია და მუშაობისას თითქმის არ გამოყოფენ CO2-ს.

სიახლეა ისიც, რომ Toyota-ს ახლახან გამოცხადებული წყალბადის ძრავიანი ავტომობილები მონაწილეობას მიიღებენ რბოლაში - Super Taikyu Series, 2021 Powered by Hankook, რომელიც იაპონიაში გაიმართება.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ტოიოტას პრეზიდენტმა, აკიო ტოიოდამ და GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტმა, კოჯი სატომ ისაუბრეს.

აკიო ტოიოდა, ტოიოტას პრეზიდენტი: „ჩემი სურვილია ხალხის აღფრთოვანება ავტოსპორტით. მინდა სპორტის ეს სახეობა გავხადო მდგრადი იმ პირობებშიც კი, როცა ჩვენ ნახშირბად-ნეიტრალურობისკენ მივისწრაფვით.

Toyota-ს გააჩნია წყალბადთან დაკავშირებული გარემოსდაცვის ტექნოლოგია. ჩვენ GR Yaris-ის გამოშვების დღიდან 24-საათიან რბოლებში წარმატებით ვასპარეზობთ. მინდა ROOKIE Racing-მა, რომელსაც Toyota-მ განვითარება ანდო, მიიღოს წყალბადის ძრავებთან მუშაობის გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, ავტოსპორტის ფარულ პოტენციალს წარმოადგენს.

გვინდა დავამტკიცოთ, რომ რბოლაში სამი ან ხუთი საათი გამძლეობა საკმარისი არ არის და აუცილებელია გქონდეს საიმისო მომზადება, რომ გაძლო 24 საათის განმავლობაში. მე ერთ-ერთი ავტომობილის პილოტი ვიქნები და დავამტკიცებ, რომ რბოლაში წყალბადი უსაფრთხოა.“

კოჯი სატო, GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტი: „წყალბადის ძრავებს 2016 წლიდან ვიკვლევ. იმის გამო, რომ წყალბადი ბენზინზე უფრო სწრაფად იწვის, რეაქცია დიდია.

გასული წლის ბოლოს ჩვენ შევქმენით პროტოტიპი, რომელიც გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების მიუხედავად, მაინც უზრუნველყოფდა „ავტომობილის იმ შეგრძნებას“, რომელიც ასე უყვართ ავტომოყვარულებს, ხმის და ვიბრაციის საშუალებით.

ეს ფაქტობრივად ხვალინდელ ტექნოლოგიებზე მუშაობაა. წყალბადი უამრავ გამოწვევას წარმოადგენს, რომელთა გადალახვა არც ისე ადვილია.“

წყალბადის ძრავების ფარული პოტენციალი

მანქანის გული მისი ძრავაა. შეცვალეთ ძრავა და თქვენ მნიშვნელოვნად შეცვლით არა მხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა ირბოლოთ, არამედ თუ როგორ აღაფრთოვანოთ გულშემატკივრები.

პრესკონფერენციაზე მოწვეული ჟურნალისტების კითხვას, წყალბადის ძრავების მახასიათებლების შესახებ, პრეზიდენტმა სატომ ორი ზუსტი სიტყვით უპასუხა: „წვის სიჩქარე“.

კოჯი სატო, GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტი: „წყალბადს განსაკუთრებულს ხდის ის, რომ მისი წვის სიჩქარე რვაჯერ აღემატება ბენზინის წვის სიჩქარეს. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ რეაგირებას. ასე რომ, დაბალი სიჩქარის მაბრუნი მომენტი დაძვრისთანავე არის ის, რაც წყალბადის ძრავებს ასე შესანიშნავს ხდის.

მომავალ რბოლაში ჩვენ შევამოწმებთ ბალანსს, თუ რამდენად მივაღწევთ მაქსიმალურ სიმძლავრეს სტაბილური წვის შენარჩუნებასთან ერთად. სამომავლოდ სიმძლავრის გასაზრდელად სხვადასხვა ელემენტების დაბალანსებისას ჩვენ გვსურს ვიპოვოთ წვის პირობები, რომლებიც წყალბადის ძრავების საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს.“

აკიო ტოიოდა, ტოიოტას პრეზიდენტი: „ისე, სიმართლე რომ ვთქვა, აქამდე მანქანა მხოლოდ ხრეშზე (და ტალახზე) მიტარებია. ეს წრეზე არ გამომიცდია. ახლახან ხრეშზე დავაყენეთ რამდენიმე საგზაო კონუსი, რათა გამოვცადოთ მანქანის ეფექტურობა მოხვევითა და აჩქარებით. რბოლის დროს, შენელების შემდეგ აჩქარების შეგრძნებამ მაგრძნობინა, რომ ეს ავტომანქანა კარგად შეეფერება ავტოსპორტს.“

პრესკონფერენციაზე ტოიოტას პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და აჩვენა, რომ მისი სურვილია წვლილი შეიტანოს იაპონიაში ნახშირბად-ნეიტრალურობის მიღწევასა და ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაში.

ტოიოტას მიზანია ავტოსპორტი ახალ ეპოქაში ახალი ტექნოლოგიებით გააცოცხლოს.