შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტიკერების - "არა მილიციას!” დაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. მათი განმარტებით, ადმინისტრაციული შენობის წინ სტიკერის დაკვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.
კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ.
ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
ნაცებს და არასამთავროებს საქმე არ აქვთ და ატარებენ მიტინგებს მოთხოვნებით:
- დასრულდეს მწამებელი და დამნაშავე სისტემა!
ამ მოთხოვნას ალბათ დაემატება: გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი!
ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს ბოროტების ჩამდენი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) და მისი ბელადი სააკაშვილი (სააკიანი), რომელთა კისერზეა ასობით ფიზიკურად და მორალურად განადგურებული ადამიანი.
როდემდე უნდა სცდიდნენ ეს ტაკიმასხარა "აქციონერები" პოლიციელთა ნებისყოფას?! ქვეყნის ამომგდებლები რომ ხართ ვიცით, მაგრამ თქვენი დრო დიდი ხანია წავიდა