სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღვაირანის ციხეზე თავდასხმისას 200 ადამიანი დაიღუპა და ISIS-ის ასობით რადიკალი პატიმარი გაიქცა - არსებობს საფრთხე, რომ მათგან ბევრი შურის საძიებლად ევროპაში გამგზავრებას შეეცდება
ღვაირანის ციხეზე თავდასხმისას 200 ადამიანი დაიღუპა და ISIS-ის ასობით რადიკალი პატიმარი გაიქცა - არსებობს საფრთხე, რომ მათგან ბევრი შურის საძიებლად ევროპაში გამგზავრებას შეეცდება

სი­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ონ­ში ISIS-ის მიერ ღვა­ი­რა­ნის ცი­ხის დარ­ბე­ვის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ISIS - ის მებ­რძო­ლებ­სა და ად­გი­ლობ­რივ ძა­ლებს შო­რის სის­ხლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბა მოხ­და. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ასო­ბით მებ­რძო­ლი ცდი­ლობ­და ად­გილ­ზე შეჭ­რას. ცი­ხე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4000-მდე ISIS-ის პა­ტი­მა­რია, მათ შო­რის 700 - მდეა ბავ­შვი, ე.წ. ხა­ლი­ფა­ტის ლეკ­ვე­ბი. წყა­რო­ე­ბი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ ექ­სტრე­მის­ტე­ბი ბავ­შვებს, რო­გორც ფარს ისე იყე­ნებ­დნენ.

კო­ა­ლი­ცი­ამ, რო­მელ­საც აშშ ხელ­მძღვა­ნე­ლობს, გა­ნა­ცხდა, რომ ძა­ლა­დო­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ISIS-ის მებ­რძო­ლებ­მა ცი­ხის მცვე­ლებს ია­რა­ღი წა­არ­თვეს და შემ­დეგ მოკ­ლეს ისი­ნი. პა­რა­ლე­ლუ­რად ცი­ხეს გა­რე­და­ნაც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ექ­სტრე­მის­ტე­ბი და­ესხნენ თავს. ათო­ბით პა­ტი­მარ­მა შეძ­ლო გაქ­ცე­ვა მიმ­დე­ბა­რე ქა­ლაქ ალ-ჰა­საკ­ში მას შემ­დეგ, რაც ISIS-მა ცი­ხის კა­რიბ­ჭე და­ნაღ­მუ­ლი მან­ქა­ნით და­ა­ზი­ა­ნა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან გავ­რცელ­და, ჩანს, რო­გორ არის გარ­დაც­ვლილ­თა სხე­უ­ლე­ბი ძირს მი­მო­ფან­ტუ­ლი. მე­ო­რე ვი­დე­ო­ში კი ჩანს, რო­გორ დებს ათა­სო­ბით ის­ლა­მის­ტი მებ­რძო­ლი ფიცს, რომ ხა­ლი­ფა­ტის ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს მა­ნამ ხდე­ბა, ვიდ­რე ისი­ნი და­გეგ­მილ გაქ­ცე­ვას მო­ა­წყობ­დნენ. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ასე­ვე ჩანს, რო­გორ აღ­მარ­თა­ვენ ISIS-ის მებ­რძო­ლე­ბი ცი­ხე­ში თა­ვი­ანთ შავ დრო­შას.

ალან დან­კა­ნი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლი ომის გმი­რია და თა­ვად იბ­რძო­და ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, აცხა­დებს, რომ ISIS-ის ბრძო­ლა ამით არ დამ­თავ­რდე­ბა და ამა­ტებს, რომ ღვა­ი­რა­ნის ცი­ხე­ში შე­ტა­კე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მოხ­და:

"ISIS-ის 200 მებ­რძო­ლი იყო გა­რეთ და ბომ­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სამი მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს, გაქ­ცე­ულ პა­ტიმ­რებს კი შა­ჰი­დის ქამ­რე­ბი და­უ­რი­გეს, ვიდ­რე მათ სა­მო­ქა­ლა­ქო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­უშ­ვებ­დნენ."

ალან­მა ისიც თქვა, რომ გაქ­ცე­ულ პა­ტიმ­რებს შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრი­ტა­ნე­ლე­ბიც არი­ან და "ხა­ლი­ფა­ტის ლეკ­ვე­ბიც": "ამ ბავ­შვებს 12 წლის ასაკ­ში არ­თმე­ვენ მშობ­ლებს, რათა ცი­ხე­ში მათი დე­რა­დი­კა­ლი­ზე­ბა მოხ­დეს. ეს ბავ­შვე­ბიც ისის-ის მსხვერ­პლნი არი­ან".

SDF-ის მარ­თუ­ლი ცი­ხე­ე­ბის ქსე­ლი მომ­გე­ბი­ა­ნი სა­მიზ­ნე იყო მათ­თვის, რად­გან და­ახ­ლო­ე­ბით 12 000 ISIS-ის წევ­რი ჰყავთ აქ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. თა­ვად ღვა­ი­რა­ნის ცი­ხე­ში კი, რო­მე­ლიც ქურ­თე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი ცი­ხეა. ალა­ნის აზ­რით, გაქ­ცე­უ­ლი ის­ლა­მის­ტე­ბი­დან ბევ­რი ევ­რო­პა­ში გამ­გზავ­რე­ბას შე­ეც­დე­ბა შუ­რის სა­ძი­ებ­ლად და ამ­ბობს: "ეს თავ­დას­ხმა გა­მოღ­ვი­ძე­ბის ზარი უნდა იყოს ჩვენ­თვის... მი­ნი­მუმ 6 თვის და­გეგ­მი­ლი მა­ინც იქ­ნე­ბა ეს თავ­დას­ხმა".

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
14

სააკიანის ოცნება!

fasia
1

ვიეტნამიდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ღვაირანის ციხეზე თავდასხმისას 200 ადამიანი დაიღუპა და ISIS-ის ასობით რადიკალი პატიმარი გაიქცა - არსებობს საფრთხე, რომ მათგან ბევრი შურის საძიებლად ევროპაში გამგზავრებას შეეცდება

ღვაირანის ციხეზე თავდასხმისას 200 ადამიანი დაიღუპა და ISIS-ის ასობით რადიკალი პატიმარი გაიქცა - არსებობს საფრთხე, რომ მათგან ბევრი შურის საძიებლად ევროპაში გამგზავრებას შეეცდება

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქურთისტანის რეგიონში ISIS-ის მიერ ღვაირანის ციხის დარბევის მცდელობის შემდეგ, ISIS - ის მებრძოლებსა და ადგილობრივ ძალებს შორის სისხლიანი შეტაკება მოხდა. ისლამური სახელმწიფოს ასობით მებრძოლი ცდილობდა ადგილზე შეჭრას. ციხეში დაახლოებით 4000-მდე ISIS-ის პატიმარია, მათ შორის 700 - მდეა ბავშვი, ე.წ. ხალიფატის ლეკვები. წყაროები იტყობინება, რომ ექსტრემისტები ბავშვებს, როგორც ფარს ისე იყენებდნენ.

კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, განაცხდა, რომ ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ISIS-ის მებრძოლებმა ციხის მცველებს იარაღი წაართვეს და შემდეგ მოკლეს ისინი. პარალელურად ციხეს გარედანაც შეიარაღებული ექსტრემისტები დაესხნენ თავს. ათობით პატიმარმა შეძლო გაქცევა მიმდებარე ქალაქ ალ-ჰასაკში მას შემდეგ, რაც ISIS-მა ციხის კარიბჭე დანაღმული მანქანით დააზიანა.

არაოფიციალურ ვიდეოში, რომელიც ციხიდან გავრცელდა, ჩანს, როგორ არის გარდაცვლილთა სხეულები ძირს მიმოფანტული. მეორე ვიდეოში კი ჩანს, როგორ დებს ათასობით ისლამისტი მებრძოლი ფიცს, რომ ხალიფატის ერთგული იქნება. ეს მანამ ხდება, ვიდრე ისინი დაგეგმილ გაქცევას მოაწყობდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ აღმართავენ ISIS-ის მებრძოლები ციხეში თავიანთ შავ დროშას.

ალან დანკანი, რომელიც ბრიტანელი ომის გმირია და თავად იბრძოდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, აცხადებს, რომ ISIS-ის ბრძოლა ამით არ დამთავრდება და ამატებს, რომ ღვაირანის ციხეში შეტაკება კოორდინირებულად მოხდა:

"ISIS-ის 200 მებრძოლი იყო გარეთ და ბომბებით აღჭურვილი სამი მანქანა ააფეთქეს, გაქცეულ პატიმრებს კი შაჰიდის ქამრები დაურიგეს, ვიდრე მათ სამოქალაქო ტერიტორიაზე გაუშვებდნენ."

ალანმა ისიც თქვა, რომ გაქცეულ პატიმრებს შორის, სავარაუდოდ, ბრიტანელებიც არიან და "ხალიფატის ლეკვებიც": "ამ ბავშვებს 12 წლის ასაკში ართმევენ მშობლებს, რათა ციხეში მათი დერადიკალიზება მოხდეს. ეს ბავშვებიც ისის-ის მსხვერპლნი არიან".

SDF-ის მართული ციხეების ქსელი მომგებიანი სამიზნე იყო მათთვის, რადგან დაახლოებით 12 000 ISIS-ის წევრი ჰყავთ აქ დაპატიმრებული. თავად ღვაირანის ციხეში კი, რომელიც ქურთების ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ციხეა. ალანის აზრით, გაქცეული ისლამისტებიდან ბევრი ევროპაში გამგზავრებას შეეცდება შურის საძიებლად და ამბობს: "ეს თავდასხმა გამოღვიძების ზარი უნდა იყოს ჩვენთვის... მინიმუმ 6 თვის დაგეგმილი მაინც იქნება ეს თავდასხმა".

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა