"ვისიც ეშინია ბიძინას, ის დაჭერილია, ვისიც ეშინია ვლადიმერ პუტინს, ის დაჭერილი ჰყავთ. აგერ ნახავთ, სააკაშვილი გაუშვებს ამ ხელისუფლებას პერსონალურად" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სახით ოპოზიცია ვერ იქნება, რადგან მოსახლეობის მოთხოვნა არამრავალფეროვანი ოპოზიცია, არამედ ის მტკიცე ერთიანობაა, რომელსაც ის ნდობას გამოუცხადებს.
"ამ სახით ოპოზიცია ვეღარ დარჩება. ოპოზიციამ უნდა შეძლოს შეუძლებელი ახლა და შეუძლებელი რა არის იცით?! თავიანთ პარტიულ ამბებს დაანებონ თავი და დიდ მოძრაობაზე გადავერთოთ. ამას ვგულისხმობ - დიდი სახალხო მოძრაობა, სადაც იქნება ყველა ერთად და საკმაოდ იერარქირებული იქნება, მას უნდა ჰყავდეს საბჭოც. იმის ლაპარაკი, რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია, არ უნდა ხალხს ეს მრავალფეროვნება, ხალხის შეკვეთა არის ძლიერი მონოლითი, რომელსაც ენდობა ხალხი.
პრობლემა რა არის დღეს, ხალხი არ ენდობა ოპოზიციას და ოპოზიცია არ ენდობა ხალხს. 10 წელია წვალობს ოპოზიცია სააკაშვილის ჩანაცვლებაზე, ჩაანაცვლონ მერე, ვინმე რამეს უშლის?! გამოჩნდნენ ახლა სააკაშვილის გულშემატკივრები, რატომ ჩამოვიდაო, მაშინ უნდა ჩამოსულიყო, მე მის ადგილას ასე ჩამოვიდოდიო! ვინ გეკითხება საერთოდ? როდის მერე გახდით მისი გულშემატკივრები, ზოგი იძახის პარაშუტით გადმოვხტებოდიო, ზოგი იძახის ბორბლებიანი მფრინავი გემით ჩამოვიდოდიო. დაანებეთ ამას თავი, თუ მაგრები ხართ გააკეთეთ! ვისიც ეშინია ბიძინას, ის დაჭერილია, ვისიც ეშინია ვლადიმერ პუტინს, ის დაჭერილი ჰყავთ, ბიძინა არის "კლუჩნიკი“. ხელს გვიშლის სააკაშვილი სიდიადეშიო, ალექსანდრე მაკედონელები არიან, ჯორჯ ვაშინგტონები, დავით აღმაშენებლები და ეს მიშა უშლის ყველას ხელს თურმე.
აგერ ნახავთ, სააკაშვილი გაუშვებს ამ ხელისუფლებას პერსონალურად. მე მარჩიელი არ ვარ, რა ფორმით და როგორ. ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო ბიძინა, ნაზარბაევზე მაგარი კაცი მაინც არ ხარ, მისი დემონტაჟი მოხდა ყაზახეთში. ვერ გაუძლებ და ნაზარბაევს სააკაშვილის მსგავსი მოწინააღმდეგეც არ ჰყოლია, იქ ოპოზიცია განადგურებული იყო საერთოდ. რამდენ ხანს იჯდება მე ვერ გეტყვით, მაგრამ სააკაშვილი ციხიდან რომ გამოვა, ამ ხელისუფლებას გაუშვებს, შეიძლება ციხიდანაც გაუშვას,“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მანამდე არაფერი ჭამო, სანამ სააკაშვილი ამ ხელისუფლებას გაუშვებს "დიდო პოლიტიკოსო"!!
სამარცხვინო ქართველი, ამ გაბერილს რომ უყურებ, როგორ უნდა იამაყო რომ ქართველი ხარ.რა დონემდე უნდა დაეცე ადამიანი რო ამ საცოდაობის დონეზე დაეშვე,აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია,ეს კაცი იმის მაგალითი თუ რა დონეზე შეიძლება ადამიანი დამდაბლდეს, ეგეთ ადამიანს ნებისმიერი ცხოველი ჯობია, ოჯახის ან შვილების მაინც არ გრცხვენია?კომენტარებს არ კითხულობ? 1000 დან 1000 ადამიანს რო გული ერევა შენს დანახვაზე, რა ფულად გიღირს ეს ყველაფერი.