პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაყოყოჩებული ნგანუს მორიგი ბრძოლა - მიგრანტების ზღვაში დაკარგული გემიდან ჩემპიონობამდე: გზად ესპანეთის ციხე და მაწანწალობა პარიზში
გაყოყოჩებული ნგანუს მორიგი ბრძოლა - მიგრანტების ზღვაში დაკარგული გემიდან ჩემპიონობამდე: გზად ესპანეთის ციხე და მაწანწალობა პარიზში

ფრენ­სის ნგა­ნუ - UFC-ის მძი­მე წო­ნის ჩემ­პი­ო­ნია და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­შიშ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვა. მისი ზედ­მე­ტი სა­ხე­ლი "მტა­ცე­ბე­ლია", რაც კარ­გად ასა­ხავს ფრენ­სის გა­რეგ­ნო­ბას თუ ბრძო­ლის მა­ნე­რას. თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში კა­მე­რუ­ნელს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი დარ­ტყმა აქვს. მას სჭირ­დე­ბა ერ­თა­დერ­თი სუფ­თა დარ­ტყმა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე უგო­ნოდ ეცე­მა ოქ­ტა­გონ­ზე.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, ნგა­ნუს ერთი დარ­ტყმა 96 ცხე­ნის ძა­ლის ენერ­გი­ას წარ­მოქ­მნის. ეს კი და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ძა­ლაა, ფორდ ეს­კორ­ტი რომ და­გე­ჯა­ხოთ, მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რით. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ აფ­რი­კე­ლი უსა­მარ­თლოდ აღე­მა­ტე­ბა მის ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს და უშან­სოდ ამარ­ცხებს ყვე­ლას, ადა­მი­ა­ნე­ბი მას ყვე­ლა პლა­ნე­ტი­სა და სამ­ყა­როს ჩემ­პი­ონს უწო­დე­ბენ.

თუმ­ცა ვიდ­რე ფრენ­სი­სი UFC-ის ოქ­როს შე­მო­ირ­ტყამ­და წელ­ზე და დი­დძა­ლი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნი გახ­დე­ბო­და, ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ი­ა­რა.

ნგა­ნუ პა­ტა­რა­ო­ბი­დან მუ­შა­ობ­და კა­მე­რუ­ნის ქვი­შის კა­რი­ე­რებ­ში, შიმ­ში­ლობ­და და ჰე­პა­ტი­ტი­თაც კი და­ა­ვად­და. ხში­რად ხდე­ბო­და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, მაგ­რამ ოც­ნე­ბა­ზე უარს არას­დროს ამ­ბობ­და - მაიკ ტა­ი­სო­ნის შემ­ყუ­რე, მოკ­რი­ვე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბო­და და 22 წლი­დან კრი­ვის ად­გი­ლობ­რივ დარ­ბაზ­ში ჩა­ე­წე­რა.

2012 წელს, ისე, რომ ოჯახს არა­ფე­რი უთხრა, ნგა­ნუმ ზურგჩან­თა ზურ­გზე მო­იგ­დო და სახ­ლი­დან წა­ვი­და. მან კა­მე­რუ­ნი და­ტო­ვა და ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა მებ­რძო­ლის კა­რი­ე­რა აე­წყო. თუმ­ცა კი­ნა­ღამ გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა: სხვა მიგ­რან­ტებ­თან ერ­თად ზღვის გა­და­ლახ­ვას ცდი­ლობ­და, გზა აებ­ნათ და რამ­დე­ნი­მე თვე ზღვა­ზე "ხე­ტი­ა­ლობ­დნენ“, რა დრო­საც გა­უ­წყლო­ე­ბის გამო კი­ნა­ღამ გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი წი­თელ­მა ჯვარ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ორი თვე ეს­პა­ნეთ­ში, ცი­ხე­ში იჯდა, შემ­დეგ მიგ­რან­ტე­ბის ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­რიზ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მა­წან­წა­ლობ­და. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­წან­წა­ლა იყო, რად­გან თა­ვის ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, საფ­რან­გეთ­ში არა­ვის ვიც­ნობ­დი, ფული სა­ერ­თოდ არ მქონ­და. ქუ­ჩა­ში მე­ძი­ნა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი შან­სი მქონ­და. სხვა­დას­ხვა დარ­ბა­ზებ­ში დავ­დი­ო­დი და მწვრთნე­ლებს ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ახ­ლა­ხანს ჩა­მო­ვე­დი საფ­რან­გეთ­ში, სახ­ლი და ფული არ მაქვს. უნდა ვი­ვარ­ჯი­შო, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე - მეთ­ქი..."

ერთხელ ფრენ­სი­სი დი­დიე კარ­მო­ნის დარ­ბაზ­ში აღ­მოჩ­ნდა. დი­დი­ემ მას 50 დო­ლა­რი აჩუ­ქა, ამ ფუ­ლით კა­მე­რუ­ნელ­მა პირ­სა­ხო­ცი, ჩან­თა და სა­ვარ­ჯი­შო ფორ­მა შე­ი­ძი­ნა. დარ­ბაზ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბი­ჭე­ბი ვარ­ჯი­შობ­დნენ და ნგა­ნუს ურ­ჩი­ეს, რომ კრი­ვი მის­თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და უთხრეს, რომ MMA-ი აეთ­ვი­სე­ბი­ნა. კარ­მონ­თან დიდი ხანი ვერ გა­ჩერ­და - დარ­ბა­ზი შა­ბათ-კვი­რას იკე­ტე­ბო­და, ძილი კი ქუ­ჩა­ში უწევ­და.

ამის შემ­დეგ ის ფერ­ნარდ ლო­პეს­თან აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მწვრთნე­ლია. როცა ფერ­ნარ­დმა მო­ის­მი­ნა ნგა­ნუს ის­ტო­რია, დარ­ბაზ­ში ად­გი­ლი გა­მო­უ­ყო, მის­ცა ფული და სა­ვარ­ჯი­შო ინ­ვენ­ტა­რი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი და­აკ­ვირ­და მის ვარ­ჯიშს და უკვე მა­შინ მიხ­ვდა, რომ საქ­მე დიდ ტა­ლან­ტთან ჰქონ­და.

ფერ­ნარდ ლო­პეს­თან ერ­თად

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლო­პეს­მა ფრენ­სისს სახ­ლი უქი­რა­ვა. 2013 წელს კი პირ­ვე­ლი ბრძო­ლა მო­უ­წყო, ნგა­ნუს სა­ხე­ლი მთელს ქვე­ყა­ნა­ში გა­ვარ­და. 29 წლის იუ­ბი­ლე­ზე კი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო: "ლო­პეს­მა და­მი­რე­კა და მკი­თხა, - რა სა­ჩუ­ქა­რი გაქ­ცევს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნა­დო? - მე ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ვი­ღა­ცას კომ­პი­უ­ტე­რი აქვს ჩემ­თვის? მაგ­რამ მან მი­თხრა, რომ UFC-სგან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გვქონ­და და 4 თვე­ში აშშ-ში პირ­ველ ბრძო­ლას გავ­მარ­თავ­დით“, - იხ­სე­ნებს ფრენ­სი­სი.

UFC on Fox 17-ის ფარ­გლებ­ში, ნგა­ნუ ლუის ენ­რი­კეს შეხ­ვდა და მე­ო­რე რა­უნდში და­ა­ნო­კა­უ­ტა. ამ გა­მარ­ჯვე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ფრენ­სისს უკვე ამე­რი­კა­შიც იც­ნობ­დნენ და აქე­დან და­ი­წყო მსოფ­ლიო სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის დი­დე­ბის­კენ სვლა.

თუმ­ცა...

დი­დე­ბამ მებ­რძოლ­ზე უარ­ყო­ფი­თა­დაც იმოქ­მე­და - ის შე­იც­ვა­ლა, გახ­და ქედ­მა­ღა­ლი, აღარ აფა­სებ­და იმას, რაც მწვრთნელ­მა გა­უ­კე­თა.

"ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მებ­რძო­ლი, ვინც დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შობს, ვალ­დე­ბუ­ლია ჰო­ნო­რა­რის 10% იხა­დოს, ნგა­ნუმ კი მი­თხრა, - დღე­ი­დან მე აღარ ვიხ­დი იმ 10%-ს, რად­გან ამ დარ­ბა­ზის მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი ვარო... ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ნგა­ნუს 4 წელი ვა­ვარ­ჯი­შებ­დი. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთი ცენ­ტიც არ მო­მი­თხო­ვია. ჩემ­თან ბევ­რი ისე­თი ბიჭი ვარ­ჯი­შობს, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ვიდ­რე ეს ბი­ჭე­ბი ფეხ­ზე არ დად­გე­ბი­ან, მე მათ­გან არას­დროს არა­ფერს ვი­თხოვ. პი­რი­ქით, აქეთ ვეხ­მა­რე­ბი, რი­თიც შე­მიძ­ლია. როცა ბი­ჭე­ბი სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალს იღე­ბენ, მათ დარ­ბა­ზის წევ­რო­ბის­თვის უნდა იხა­დონ. ასე­თი­ვე შე­თან­ხმე­ბა გვქონ­და ფრენ­სის­თა­ნაც“, - ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მწვრთნე­ლი.

"მან ასე­ვე და­ი­კი­და თა­ვის მე­გობ­რე­ბი, ისი­ნი, ვის­თან ერ­თად პირ­ვე­ლად და­ი­წყო ვარ­ჯი­ში. "ინ­სტაგ­რამ­ზე" პა­სუ­ხებ­საც აღარ წერ­და, სა­მა­გი­ე­როდ, UFC-ის ვარ­სკვლა­ვებს არ უგ­ვი­ა­ნებ­და პა­სუ­ხის დაბ­რუ­ნე­ბას", - ამა­ტებ­და ფერ­ნარდ ლო­პე­სი.

2018 წელს ნგა­ნუმ და ლო­პეს­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვი­ტეს ურ­თი­ერ­თო­ბა: ფრენ­სის­მა ერთ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გა­ნი­ცა­და მარ­ცხი და ამა­ში სამ­წვრთნე­ლო შტა­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. თუმ­ცა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მებ­რძო­ლის ბრა­ლი უფრო იყო, ვიდ­რე მწვრთნე­ლის. სტი­პე მი­ო­ჩიჩ­თან მარ­ტივ გა­სე­ირ­ნე­ბას ელო­და და სა­ერ­თოდ არ და­ა­ფა­სა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, რის გა­მოც და­მარ­ცხდა, ხოლო დე­რეკ ლუ­ის­თან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო იწ­ვნია მარ­ცხი. ნგა­ნუ აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ვარ­ჯი­შოდ, რის შემ­დეგ კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­და, მი­ო­ჩიჩს­თან რე­ვან­ში აიღო, გახ­და ჩემ­პი­ო­ნი და დღეს მისი და­მარ­ცხე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბედ­მა ისე ქნა, რომ ნგა­ნუ და ლო­პე­სი კი­დევ ერთხელ, ამ­ჟა­მად უკვე ერ­თმა­ნე­თის მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ შე­ახ­ვედ­რა ერ­თმა­ნეთს.

ერთ დღე­საც ლო­პე­სის დარ­ბა­ზის კარი 26 წლის მხი­ა­რულ­მა და ცოტა ცელ­ქმა ფრან­გმა, სი­რილ გან­მა შე­ა­ღო. გა­ნის პო­ზი­ტივ­მა მთე­ლი დარ­ბა­ზი აღაფრ­თო­ვა­ნა. მაგ­რამ ლო­პეს­მა და­ი­წუ­ნა - მა­შინ ჯერ კი­დევ ნგა­ნუს ავარ­ჯი­შებ­და და იმის ფონ­ზე სი­რი­ლის პო­ტენ­ცი­ალს ვერ ამ­ჩნევ­და.

ფრან­გმა არ გა­ი­ტე­ხა თა­ვი­სი და მწვრთნელს უთხრა, რომ მალე რე­გი­ო­ნა­ლურ ვარ­სკვლავს, ბრის გი­დონს ხვდე­ბო­და, თუ მას და­ა­მარ­ცხებ­და, ლო­პე­სი მას­თან იმუ­შა­ვებ­და. ფერ­ნარ­დმა იცო­და, რომ გი­დო­ნი მშვე­ნი­ე­რი მებ­რძო­ლი იყო და განს მას­თან შან­სე­ბი არ ჰქონ­და, ამი­ტომ მებ­რძოლს და­თან­ხმდა. მა­ლე­ვე განი დარ­ბაზ­ში გა­ზე­თის ამო­ნა­რი­დით დაბ­რუნ­და, სა­დაც ეწე­რა: "სი­რილ გან­მა გი­დო­ნი სას­ტი­კად და­ა­მარ­ცხა".

ლო­პე­სი სი­რი­ლის ბრძო­ლე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს ჩა­უჯ­და და დარ­წმუნ­და, რომ ფე­ნო­მე­ნა­ლურ მებ­რძოლ­თან ჰქონ­და საქ­მე. მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის უნა­რი და სის­წრა­ფე მძი­მე წო­ნოს­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არ იყო. თა­ნაც ფერ­ნარდს შე­და­რე­ბით გვი­ან მო­სულ მებ­რძოლ­თან უკვე ჰქონ­და გა­მოც­დი­ლე­ბა: ნგა­ნუც არ იყო ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტსმე­ნი და UFC-ის აზან­ზა­რებ­და. იგი­ვე პრო­ექ­ტი იყო გა­ნიც.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სი­რილს შე­და­რე­ბით მცი­რე დრო ეთ­მო­ბო­და, მწვრთნე­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ნგა­ნუ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, თუმ­ცა თან­და­თა­ნო­ბით სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, რო­გორც ზე­მოთ გი­თხა­რით, 2018-ში ფრენ­სის­მა ლო­პე­სი და­ტო­ვა, რის შემ­დე­გაც ფერ­ნარ­დი სრუ­ლი­ად სი­რილ­ზე გა­და­ერ­თო.

"ფრენ­სი­სი სა­სი­ა­მოვ­ნო ბიჭი იყო, როცა ქუ­ჩი­დან მო­ვი­და. მერე ის შე­იც­ვა­ლა. მის­მი­ნეთ, 10 000 დო­ლარს გა­და­გიხ­დით, თუ ერთ, ერ­თა­დერთ ვი­დე­ოს მა­ინც ნა­ხავთ, სა­დაც ნგა­ნუ მად­ლო­ბას მიხ­დის ან მე, ან ჩემ დარ­ბაზს. მსგავ­სი არა­ფე­რი არ­სე­ბობს, თუკი იპო­ვით, მე ფულს გა­და­გიხ­დით..."

ლო­პესს ფრენ­სი­სი­გან პა­ტი­ვის­ცე­მა არას­დროს უგ­რძვნია, წვრილ­მა­ნებ­შიც კი, (თუმ­ცა ორი­ვე კა­მე­რუ­ნე­ლია), სი­რი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე პი­რი­ქი­თაა: თუ ფრენ­სი­სის ჩან­თებს მწვრთნე­ლი და­ა­ტა­რებ­და, განი პი­რი­ქით, აქეთ და­ა­ტა­რებს მწვრთნე­ლის ჩან­თებს.

განი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნო­მერ პირ­ვე­ლი მძი­მე­წო­ნო­სა­ნი გახ­და, მის შემ­დეგ მხო­ლოდ ჩემ­პი­ო­ნი - ფრენ­სის ნგა­ნუ იდგა. შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ყო­ფი­ლი გუნ­დე­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა ჩა­ნიშ­ნა.

გა­სუ­ლი კვი­რის პა­რას­კევს, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ფრენ­სი­სი და სი­რი­ლი პირ­ვე­ლად წარ­სდგნენ ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ. ნგა­ნუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის და განი მე­გობ­რე­ბიც არ ყო­ფი­ლან, ერ­თად ივარ­ჯი­შეს რამ­დენ­ჯერ­მე, შემ­დეგ ისიც და­ა­მა­ტა, რომ ვარ­ჯი­შებ­ზე სცემ­და და და­ნო­კა­უ­ტე­ბუ­ლიც კი ჰყავს. სი­რი­ლი ამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით უყუ­რებ­და და ცდი­ლობ­და სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­მუხტა.

ფრენ­სის ნგა­ნუ და სი­რილ განი

კვი­რას, 23 იან­ვარს, მებ­რძო­ლე­ბი ოქ­ტა­გონ­ზე ავიდ­ნენ. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ფრან­გი მებ­რძო­ლი სის­წრა­ფე­ში აშ­კა­რად სჯობ­და კა­მე­რუ­ნელს, რო­მე­ლიც თა­ვის ვე­ე­ბერ­თე­ლა ხე­ლებს ამა­ოდ უქ­ნევ­და. ორი რა­უ­დ­ნის შემ­დეგ, ნგა­ნუ მიხ­ვდა, რომ ტაქ­ტი­კა უნდა შე­ეც­ვა­ლა და ჭი­და­ო­ბა­ზე გა­და­ვი­და, რა­მაც გა­ა­მარ­თლა. ძლი­ერ ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს შე­და­რე­ბით სუს­ტი სი­რი­ლი ვე­რა­ფერს უპი­რის­პი­რებ­და და სა­ბო­ლო­ოდ, 5 - რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში მსა­ჯე­ბის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­მარ­ცხდა. ლო­პეს­მა და მის­მა "კარ­გმა ბავ­შვმა (გა­ნის ზედ­მეტ­სა­ხე­ლი)“ ამ­ჯე­რად მათ ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელს ვერ აჯო­ბეს. მე­ო­რე მხრივ, განს მა­ლე­ვე მი­ე­ცე­მა ტი­ტულ­ზე ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, რამ­დე­ნა­დაც, და­ნარ­ჩენ მებ­რძო­ლებს სულ მცი­რე ერთი თა­ვით აღე­მა­ტე­ბა.

ბრძო­ლის შემ­დეგ, გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ნგა­ნუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია ჰო­ნო­რა­რი გა­უ­ზარ­დოს. მან ამ ბრძო­ლა­ში 600 000 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა და აცხა­დებს, რომ მი­ლი­ონ­ზე ნაკ­ლე­ბად აღარ იჩხუ­ბებს. ამას UFC-ის ბოსი, დე­ი­ნა უათი, უარ­ყო­ფი­თად შეხ­ვდა.

"მტა­ცე­ბელ­მა“ კრი­ვის მეფე, ტა­ი­სონ ფი­უ­რი გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც ბოლო ბრძო­ლა­ში 30 000 000 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. "ბო­შე­ბის მეფე“ გა­მოწ­ვე­ვას და­თან­ხმდა. თუ მათი შეხ­ვედ­რა კრი­ვის წე­სე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა, ფი­უ­რი ნგა­ნუს მი­წა­ზე და­უშ­ვებს, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით სცემს და იქ­ნებ, გონ­ზეც მო­იყ­ვა­ნოს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოდა
0

ნგანუ-ჯან, შენც ზოგიერთებივით თუ ბევრს იტრაბახებ და გაყოყოჩდები, ერთ დღესაც გაგიშვებენ ნოკაუტში და შერცხვენილი დაასრულებ კარიერას

$$
0

გაყოყოჩებულ ქათამს კვერცხები ასწავლიან ჭკუას.

ავტორი:

გაყოყოჩებული ნგანუს მორიგი ბრძოლა - მიგრანტების ზღვაში დაკარგული გემიდან ჩემპიონობამდე: გზად ესპანეთის ციხე და მაწანწალობა პარიზში

გაყოყოჩებული ნგანუს მორიგი ბრძოლა - მიგრანტების ზღვაში დაკარგული გემიდან ჩემპიონობამდე: გზად ესპანეთის ციხე და მაწანწალობა პარიზში

ფრენსის ნგანუ - UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონია და მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადამიანად მიიჩნევა. მისი ზედმეტი სახელი "მტაცებელია", რაც კარგად ასახავს ფრენსის გარეგნობას თუ ბრძოლის მანერას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლო ხელოვნების სამყაროში კამერუნელს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა აქვს. მას სჭირდება ერთადერთი სუფთა დარტყმა და მოწინააღმდეგე უგონოდ ეცემა ოქტაგონზე.

ჩატარებული კვლევებით, ნგანუს ერთი დარტყმა 96 ცხენის ძალის ენერგიას წარმოქმნის. ეს კი დაახლოებით იგივე ძალაა, ფორდ ესკორტი რომ დაგეჯახოთ, მისი მაქსიმალური სიჩქარით. გამომდინარე იქიდან, რომ აფრიკელი უსამართლოდ აღემატება მის ყველა მოწინააღმდეგეს და უშანსოდ ამარცხებს ყველას, ადამიანები მას ყველა პლანეტისა და სამყაროს ჩემპიონს უწოდებენ.

თუმცა ვიდრე ფრენსისი UFC-ის ოქროს შემოირტყამდა წელზე და დიდძალი ქონების პატრონი გახდებოდა, ურთულესი გზა გაიარა.

ნგანუ პატარაობიდან მუშაობდა კამერუნის ქვიშის კარიერებში, შიმშილობდა და ჰეპატიტითაც კი დაავადდა. ხშირად ხდებოდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ოცნებაზე უარს არასდროს ამბობდა - მაიკ ტაისონის შემყურე, მოკრივეობაზე ოცნებოდა და 22 წლიდან კრივის ადგილობრივ დარბაზში ჩაეწერა.

2012 წელს, ისე, რომ ოჯახს არაფერი უთხრა, ნგანუმ ზურგჩანთა ზურგზე მოიგდო და სახლიდან წავიდა. მან კამერუნი დატოვა და ევროპაში გაემგზავრა, რათა მებრძოლის კარიერა აეწყო. თუმცა კინაღამ გზაში გარდაიცვალა: სხვა მიგრანტებთან ერთად ზღვის გადალახვას ცდილობდა, გზა აებნათ და რამდენიმე თვე ზღვაზე "ხეტიალობდნენ“, რა დროსაც გაუწყლოების გამო კინაღამ გარდაიცვალა.

საბოლოოდ, ისინი წითელმა ჯვარმა აღმოაჩინა. ორი თვე ესპანეთში, ციხეში იჯდა, შემდეგ მიგრანტების ბანაკში ცხოვრობდა, მოგვიანებით პარიზში გადავიდა, სადაც მაწანწალობდა. თუმცა ყველაზე ბედნიერი მაწანწალა იყო, რადგან თავის ოცნების ასრულების საშუალება მიეცა.

"ძალიან რთული იყო, საფრანგეთში არავის ვიცნობდი, ფული საერთოდ არ მქონდა. ქუჩაში მეძინა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა იყო. ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი ოცნების ახდენის ყველაზე რეალური შანსი მქონდა. სხვადასხვა დარბაზებში დავდიოდი და მწვრთნელებს ვეუბნებოდი, - ახლახანს ჩამოვედი საფრანგეთში, სახლი და ფული არ მაქვს. უნდა ვივარჯიშო, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე - მეთქი..."

ერთხელ ფრენსისი დიდიე კარმონის დარბაზში აღმოჩნდა. დიდიემ მას 50 დოლარი აჩუქა, ამ ფულით კამერუნელმა პირსახოცი, ჩანთა და სავარჯიშო ფორმა შეიძინა. დარბაზში პროფესიონალი ბიჭები ვარჯიშობდნენ და ნგანუს ურჩიეს, რომ კრივი მისთვის დაგვიანებული იყო და უთხრეს, რომ MMA-ი აეთვისებინა. კარმონთან დიდი ხანი ვერ გაჩერდა - დარბაზი შაბათ-კვირას იკეტებოდა, ძილი კი ქუჩაში უწევდა.

ამის შემდეგ ის ფერნარდ ლოპესთან აღმოჩნდა, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული მწვრთნელია. როცა ფერნარდმა მოისმინა ნგანუს ისტორია, დარბაზში ადგილი გამოუყო, მისცა ფული და სავარჯიშო ინვენტარი. რამდენიმე საათი დააკვირდა მის ვარჯიშს და უკვე მაშინ მიხვდა, რომ საქმე დიდ ტალანტთან ჰქონდა.

ფერნარდ ლოპესთან ერთად

მოგვიანებით ლოპესმა ფრენსისს სახლი უქირავა. 2013 წელს კი პირველი ბრძოლა მოუწყო, ნგანუს სახელი მთელს ქვეყანაში გავარდა. 29 წლის იუბილეზე კი საუკეთესო საჩუქარი მიიღო: "ლოპესმა დამირეკა და მკითხა, - რა საჩუქარი გაქცევს ყველაზე ბედნიერ ადამიანადო? - მე ვიფიქრე, იქნებ ვიღაცას კომპიუტერი აქვს ჩემთვის? მაგრამ მან მითხრა, რომ UFC-სგან შემოთავაზება გვქონდა და 4 თვეში აშშ-ში პირველ ბრძოლას გავმართავდით“, - იხსენებს ფრენსისი.

UFC on Fox 17-ის ფარგლებში, ნგანუ ლუის ენრიკეს შეხვდა და მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ამ გამარჯვებიდან მოყოლებული ფრენსისს უკვე ამერიკაშიც იცნობდნენ და აქედან დაიწყო მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანის დიდებისკენ სვლა.

თუმცა...

დიდებამ მებრძოლზე უარყოფითადაც იმოქმედა - ის შეიცვალა, გახდა ქედმაღალი, აღარ აფასებდა იმას, რაც მწვრთნელმა გაუკეთა.

"ყველა პროფესიონალი მებრძოლი, ვინც დარბაზში ვარჯიშობს, ვალდებულია ჰონორარის 10% იხადოს, ნგანუმ კი მითხრა, - დღეიდან მე აღარ ვიხდი იმ 10%-ს, რადგან ამ დარბაზის მთავარი ვარსკვლავი ვარო... ძალიან გამიკვირდა, ნგანუს 4 წელი ვავარჯიშებდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ერთი ცენტიც არ მომითხოვია. ჩემთან ბევრი ისეთი ბიჭი ვარჯიშობს, ვისაც ფინანსური დახმარება ესაჭიროება. ვიდრე ეს ბიჭები ფეხზე არ დადგებიან, მე მათგან არასდროს არაფერს ვითხოვ. პირიქით, აქეთ ვეხმარები, რითიც შემიძლია. როცა ბიჭები სტაბილურ შემოსავალს იღებენ, მათ დარბაზის წევრობისთვის უნდა იხადონ. ასეთივე შეთანხმება გვქონდა ფრენსისთანაც“, - ამბობდა მოგვიანებით მწვრთნელი.

"მან ასევე დაიკიდა თავის მეგობრები, ისინი, ვისთან ერთად პირველად დაიწყო ვარჯიში. "ინსტაგრამზე" პასუხებსაც აღარ წერდა, სამაგიეროდ, UFC-ის ვარსკვლავებს არ უგვიანებდა პასუხის დაბრუნებას", - ამატებდა ფერნარდ ლოპესი.

2018 წელს ნგანუმ და ლოპესმა საბოლოოდ გაწყვიტეს ურთიერთობა: ფრენსისმა ერთ წელიწადში ორჯერ განიცადა მარცხი და ამაში სამწვრთნელო შტაბი დაადანაშაულა. თუმცა ორივე შემთხვევაში მებრძოლის ბრალი უფრო იყო, ვიდრე მწვრთნელის. სტიპე მიოჩიჩთან მარტივ გასეირნებას ელოდა და საერთოდ არ დააფასა მოწინააღმდეგე, რის გამოც დამარცხდა, ხოლო დერეკ ლუისთან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო იწვნია მარცხი. ნგანუ აშშ-ში გადავიდა სავარჯიშოდ, რის შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა, მიოჩიჩსთან რევანში აიღო, გახდა ჩემპიონი და დღეს მისი დამარცხება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ბედმა ისე ქნა, რომ ნგანუ და ლოპესი კიდევ ერთხელ, ამჟამად უკვე ერთმანეთის მოწინააღმდეგედ შეახვედრა ერთმანეთს.

ერთ დღესაც ლოპესის დარბაზის კარი 26 წლის მხიარულმა და ცოტა ცელქმა ფრანგმა, სირილ განმა შეაღო. განის პოზიტივმა მთელი დარბაზი აღაფრთოვანა. მაგრამ ლოპესმა დაიწუნა - მაშინ ჯერ კიდევ ნგანუს ავარჯიშებდა და იმის ფონზე სირილის პოტენციალს ვერ ამჩნევდა.

ფრანგმა არ გაიტეხა თავისი და მწვრთნელს უთხრა, რომ მალე რეგიონალურ ვარსკვლავს, ბრის გიდონს ხვდებოდა, თუ მას დაამარცხებდა, ლოპესი მასთან იმუშავებდა. ფერნარდმა იცოდა, რომ გიდონი მშვენიერი მებრძოლი იყო და განს მასთან შანსები არ ჰქონდა, ამიტომ მებრძოლს დათანხმდა. მალევე განი დარბაზში გაზეთის ამონარიდით დაბრუნდა, სადაც ეწერა: "სირილ განმა გიდონი სასტიკად დაამარცხა".

ლოპესი სირილის ბრძოლების ვიდეოჩანაწერებს ჩაუჯდა და დარწმუნდა, რომ ფენომენალურ მებრძოლთან ჰქონდა საქმე. მისი გადაადგილების უნარი და სისწრაფე მძიმე წონოსნისთვის დამახასიათებელი არ იყო. თანაც ფერნარდს შედარებით გვიან მოსულ მებრძოლთან უკვე ჰქონდა გამოცდილება: ნგანუც არ იყო ბავშვობიდან სპორტსმენი და UFC-ის აზანზარებდა. იგივე პროექტი იყო განიც.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად სირილს შედარებით მცირე დრო ეთმობოდა, მწვრთნელი თავიდან ბოლომდე ნგანუზე იყო გადართული, თუმცა თანდათანობით სიტუაცია შეიცვალა, როგორც ზემოთ გითხარით, 2018-ში ფრენსისმა ლოპესი დატოვა, რის შემდეგაც ფერნარდი სრულიად სირილზე გადაერთო.

"ფრენსისი სასიამოვნო ბიჭი იყო, როცა ქუჩიდან მოვიდა. მერე ის შეიცვალა. მისმინეთ, 10 000 დოლარს გადაგიხდით, თუ ერთ, ერთადერთ ვიდეოს მაინც ნახავთ, სადაც ნგანუ მადლობას მიხდის ან მე, ან ჩემ დარბაზს. მსგავსი არაფერი არსებობს, თუკი იპოვით, მე ფულს გადაგიხდით..."

ლოპესს ფრენსისიგან პატივისცემა არასდროს უგრძვნია, წვრილმანებშიც კი, (თუმცა ორივე კამერუნელია), სირილის შემთხვევაში, საქმე პირიქითაა: თუ ფრენსისის ჩანთებს მწვრთნელი დაატარებდა, განი პირიქით, აქეთ დაატარებს მწვრთნელის ჩანთებს.

განი ორგანიზაციის ნომერ პირველი მძიმეწონოსანი გახდა, მის შემდეგ მხოლოდ ჩემპიონი - ფრენსის ნგანუ იდგა. შესაბამისად, ორგანიზაციამ, ყოფილი გუნდელების დაპირისპირება ჩანიშნა.

გასული კვირის პარასკევს, პრესკონფერენციაზე, ფრენსისი და სირილი პირველად წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ნგანუმ განაცხადა, რომ ის და განი მეგობრებიც არ ყოფილან, ერთად ივარჯიშეს რამდენჯერმე, შემდეგ ისიც დაამატა, რომ ვარჯიშებზე სცემდა და დანოკაუტებულიც კი ჰყავს. სირილი ამ ყველაფერს იუმორით უყურებდა და ცდილობდა სიტუაცია განემუხტა.

ფრენსის ნგანუ და სირილ განი

კვირას, 23 იანვარს, მებრძოლები ოქტაგონზე ავიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგი მებრძოლი სისწრაფეში აშკარად სჯობდა კამერუნელს, რომელიც თავის ვეებერთელა ხელებს ამაოდ უქნევდა. ორი რაუდნის შემდეგ, ნგანუ მიხვდა, რომ ტაქტიკა უნდა შეეცვალა და ჭიდაობაზე გადავიდა, რამაც გაამართლა. ძლიერ ფიზიკურ მონაცემებს შედარებით სუსტი სირილი ვერაფერს უპირისპირებდა და საბოლოოდ, 5 - რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ლოპესმა და მისმა "კარგმა ბავშვმა (განის ზედმეტსახელი)“ ამჯერად მათ ყოფილ თანაგუნდელს ვერ აჯობეს. მეორე მხრივ, განს მალევე მიეცემა ტიტულზე ბრძოლის საშუალება, რამდენადაც, დანარჩენ მებრძოლებს სულ მცირე ერთი თავით აღემატება.

ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებულმა ნგანუმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია ვალდებულია ჰონორარი გაუზარდოს. მან ამ ბრძოლაში 600 000 დოლარი გამოიმუშავა და აცხადებს, რომ მილიონზე ნაკლებად აღარ იჩხუბებს. ამას UFC-ის ბოსი, დეინა უათი, უარყოფითად შეხვდა.

"მტაცებელმა“ კრივის მეფე, ტაისონ ფიური გამოიწვია, რომელმაც ბოლო ბრძოლაში 30 000 000 დოლარი გამოიმუშავა. "ბოშების მეფე“ გამოწვევას დათანხმდა. თუ მათი შეხვედრა კრივის წესებით ჩატარდება, ფიური ნგანუს მიწაზე დაუშვებს, პატარა ბავშვივით სცემს და იქნებ, გონზეც მოიყვანოს.

ავტორი: ანრი კურტანიძე