საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილთან შეთანხმებული იყო" - რას აცხადებენ მხარეები სააკაშვილის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ
"მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილთან შეთანხმებული იყო" - რას აცხადებენ მხარეები სააკაშვილის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ე.წ. 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მხა­რე­ე­ბი იკ­ვლევ­დნენ ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ირ­გვლივ ბრალ­დე­ბის მხა­რემ შეკ­რი­ბა. პრო­კუ­რო­რის, ჯარ­ჯი წიკ­ლა­უ­რის თქმით, ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიი უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბას, კერ­ძოდ იმას, რომ 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო.

"უკვე მე­რამ­დე­ნე პრო­ცე­სია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თავს არი­დებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას, მათ შო­რის, დარ­ბე­ვის კად­რებს, რად­გან მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მას პა­სუ­ხი არ აქვს ამ მძი­მე ბრალ­დე­ბებ­ზე და ამ შე­კი­თხვებ­ზე", - ამის შე­სა­ხებ 7 ნო­ემ­ბრის ეპი­ზოდ­ზე ბრალ­დე­ბულ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზს პო­ლი­ტი­კურ ტრი­ბუ­ნად იყე­ნებს.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ ეს­წრე­ბო­და, პრო­კუ­რა­ტუ­რის ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვლი­ეს.

"ბრალ­დე­ბის მხა­რე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას აგ­რძე­ლებს. მათ შო­რის, დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვქონ­და ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ასა­ხავს 7 ნო­ემ­ბერს მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის და მათი დარ­ბე­ვის კად­რებს. ეს არის უდაო მტი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი 7 ნო­ემ­ბრის და­ნა­შა­უ­ლის დას­ტუ­რი­სა, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა, როცა ჩვენ ვიკ­ვლევთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, თუნ­დაც, ვი­დე­ო­მა­სა­ლას, ბრალ­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ პრო­ცე­სის წინ შე­უძ­ლოდ ხდე­ბა და ის სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მო­ცხა­დე­ბას თავს არი­დებს. უკვე მე­რამ­დე­ნე პრო­ცე­სია, ასე თავს არი­დებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას, მათ შო­რის, ამ დარ­ბე­ვის კად­რებს, რად­გან მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მას პა­სუ­ხი არ აქვს ამ მძი­მე ბრალ­დე­ბებ­ზე და ამ შე­კი­თხვებ­ზე. რო­გორც ჩანს და უკვე ნა­თე­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ ტრი­ბუ­ნად იყე­ნებს პრო­ცე­სებს, როცა მას ეს აწყობს და ერ­თგვა­რი სა­ნა­ხა­ო­ბის მო­სა­წყო­ბად იყე­ნებს სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს, თო­რემ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვა­ში და ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ში ის არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბით, ვი­დე­ო­კად­რე­ბით კი­დევ ერთხელ დას­ტურ­დე­ბა შემ­დე­გი - პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სთხოვ­და და მო­ი­თხოვ­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის­გან, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ებს არ უნდა ჰქო­ნო­დათ ისე­თი სი­უ­ჟე­ტე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბო­და "აფეთ­ქე­ბის" ტოლ­ფა­სი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ კრი­ტი­კუ­ლე­ბი, თუმ­ცა, ჩვენ ასე­თი "აფეთ­ქე­ბე­ბი“ სი­უ­ჟე­ტის სა­ხით ვი­ხი­ლეთ გირ­გვი­ლი­ა­ნის თე­მა­ზე, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის თე­მა­ზე, იმ­ჟა­მინ­დე­ლი "იმე­დი“ იყო კრი­ტი­კუ­ლი მა­უ­წყე­ბე­ლი, სწო­რედ ამის გამო და­უ­პი­რის­პირ­დნენ არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს. კად­რებ­ში ნა­ხეთ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას შეხ­ვედ­რა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან, სა­დაც პირ­და­პი­რი ტექ­სტით არის სა­უ­ბა­რი, მათ შო­რის, გა­ივ­ლო წი­თე­ლი ხა­ზე­ბი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ნა­არ­სი იყო, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ამა­თი მტე­რი იყო და ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმებს მი­ი­ღებ­და. ჩვენ ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ, რა იყო ეს დარ­ტყმე­ბი - ტელე "იმე­დის“ დარ­ბე­ვა, ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა მისი ოჯა­ხის­თვის და ყვე­ლა ის და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის ავ­ტო­რიც და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც გახ­ლავთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო.

"7 ნო­ემ­ბრის სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ პო­ლი­ცი­ის ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე დღეს უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი და­ა­ჯილ­დო­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა“, - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ ადა­მი­ა­ნებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა "ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, კუდ-ის და სოდ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ახა­ლა­ი­ას და კო­დუ­ას სა­ხით“.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ბექა ბა­სი­ლა­ი­ას თქმით, გა­მოკ­ვლე­ულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა და არ არ­სე­ბობს მის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

"დღეს გა­მოკ­ვლე­ულ არც ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში და არც წე­რი­ლო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში არც ერთი ფორ­მით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის და ვერც იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ ამ საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი დევ­ნა" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

სა­უ­ბა­რია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ წარ­მო­ად­გი­ნა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რა ვი­დე­ო­ე­ბი იქნა გა­მოკ­ვლე­უ­ლი, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, როცა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან და ამ შეხ­ვედ­რებს ეს­წრე­ბო­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი, ჩვენ გვეს­მო­და, რომ იქ რა­ი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი, რა­ი­მე კა­ნონს მიღ­მა და მსგავ­სი სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. ეს იყო ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან არ­სე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ვიდ­რე პრო­კუ­რა­ტუ­რა წარ­მო­ად­გენ­და, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­წყა­რო­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და იქ არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი არ იკ­ვე­თე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის სა­კითხს, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო მძი­მე კად­რე­ბი, თუმ­ცა ეს იყო კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ცი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­დაც­დო­მე­ბი.

"მთა­ვა­რი რა არის - არც ერთი ეს პო­ლი­ცი­ე­ლი, არც ერთი ის ადა­მი­ა­ნი, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ ეს თუ რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვინც ჩვენ კად­რებ­ში ვი­ხი­ლეთ, საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რა­ი­მე ფორ­მით, რა­ი­მე ჩარ­თუ­ლო­ბა ჰქონ­და ამ პრო­ცე­სებ­ში, არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­მო­გო­ნი­ლი, იმი­ტომ, რომ ამ საქ­მის ფარ­გლებ­ში ის მძი­მე კად­რე­ბი, რაც ვი­ხი­ლეთ სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­ფა­სე­ბუ­ლი არ აქვს არც ერთ კონ­კრე­ტულ მოქ­მედ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ ეს­წრე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
11

20 ივნისის და 5 ივლისის დარბევა ვისთან იყო შეთანხმებული? აააააააა, ეს ნიჩურტაა. ბიძოს ხომ ვერ შევეხებით, ის წმინდაა და ხელშეუხებელი,მისი ხელი მწიფეა, ის ყველგანაა. ჩვენი მზე და მთვარე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

თამაზი
0

არ აქვს მოსასვლელი პირი და არ მოვიდა. კოსტუმების საქმეზე დადის ,რომ იღადაოს და ლანძღოს მოსამართლეები. დამლაგებელს ან ოფიციანტს ვერ დანიშნავდნენ ,მიშასთან თუ არ იყო შეთანხმებული და დარბევის ამბავი არ იყო შეთანხმებული?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილთან შეთანხმებული იყო" - რას აცხადებენ მხარეები სააკაშვილის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

"მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა სააკაშვილთან შეთანხმებული იყო" - რას აცხადებენ მხარეები სააკაშვილის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ე.წ. 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა. მხარეები იკვლევდნენ ვიდეომტკიცებულებებს, რომლებიც აღნიშნული საქმის ირგვლივ ბრალდების მხარემ შეკრიბა. პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის თქმით, ვიდეომტკიცებულებებიი უტყუარად ადასტურებს სააკაშვილის ბრალეულობას, კერძოდ იმას, რომ 7 ნოემბრის დარბევა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო.

"უკვე მერამდენე პროცესია, მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მას პასუხი არ აქვს ამ მძიმე ბრალდებებზე და ამ შეკითხვებზე", - ამის შესახებ 7 ნოემბრის ეპიზოდზე ბრალდებულ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სააკაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა, პროკურატურის ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.

"ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. მათ შორის, დღეს წარმოდგენილი გვქონდა ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის და მათი დარბევის კადრებს. ეს არის უდაო მტიცებულებები 7 ნოემბრის დანაშაულის დასტურისა, მაგრამ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, როცა ჩვენ ვიკვლევთ მტკიცებულებებს, თუნდაც, ვიდეომასალას, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის წინ შეუძლოდ ხდება და ის სასამართლოზე გამოცხადებას თავს არიდებს. უკვე მერამდენე პროცესია, ასე თავს არიდებს მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის, ამ დარბევის კადრებს, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, მას პასუხი არ აქვს ამ მძიმე ბრალდებებზე და ამ შეკითხვებზე. როგორც ჩანს და უკვე ნათელია, მიხეილ სააკაშვილის სურვილი არასდროს ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა, ის მხოლოდ პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს პროცესებს, როცა მას ეს აწყობს და ერთგვარი სანახაობის მოსაწყობად იყენებს სასამართლო სხდომებს, თორემ მტკიცებულებათა გამოკვლევაში და შინაარსობრივ მხარეში ის არ მონაწილეობს.

გამოქვეყნებული ჩანაწერებით, ვიდეოკადრებით კიდევ ერთხელ დასტურდება შემდეგი - პირადად მიხეილ სააკაშვილი სთხოვდა და მოითხოვდა ბადრი პატარკაციშვილისგან, რომ ტელევიზიებს არ უნდა ჰქონოდათ ისეთი სიუჟეტები, რომელიც იქნებოდა "აფეთქების" ტოლფასი იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის, არ უნდა ყოფილიყვნენ კრიტიკულები, თუმცა, ჩვენ ასეთი "აფეთქებები“ სიუჟეტის სახით ვიხილეთ გირგვილიანის თემაზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემაზე, იმჟამინდელი "იმედი“ იყო კრიტიკული მაუწყებელი, სწორედ ამის გამო დაუპირისპირდნენ არკადი პატარკაციშვილს. კადრებში ნახეთ გიორგი უგულავას შეხვედრა ბადრი პატარკაციშვილთან, სადაც პირდაპირი ტექსტით არის საუბარი, მათ შორის, გაივლო წითელი ხაზები და ფაქტობრივად, შინაარსი იყო, რომ ბადრი პატარკაციშვილი ამათი მტერი იყო და ის ხელისუფლების მხრიდან საპასუხო დარტყმებს მიიღებდა. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რა იყო ეს დარტყმები - ტელე "იმედის“ დარბევა, ქონების წართმევა მისი ოჯახისთვის და ყველა ის დანაშაული, რომლის ავტორიც და ორგანიზატორიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, საქმეზე არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ 7 ნოემბრის დარბევა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული იყო.

"7 ნოემბრის საპოლიციო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ პოლიციის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მეორე დღეს უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ამ ადამიანებში იგულისხმება "ვანო მერაბიშვილი, მისი მოადგილეები, კუდ-ის და სოდ-ის ხელმძღვანელები ახალაიას და კოდუას სახით“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, გამოკვლეულ ვიდეოკადრებში სააკაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება და არ არსებობს მის წინააღმდეგ რაიმე სახის მტკიცებულება.

"დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება საკითხს, რა ვიდეოები იქნა გამოკვლეული, ეს არის პოლიტიკური საკითხები, როცა თანამდებობის პირები ერთმანეთს ხვდებიან და ამ შეხვედრებს ესწრებოდა ბადრი პატარკაციშვილი, ჩვენ გვესმოდა, რომ იქ რაიმე კრიმინალური, რაიმე კანონს მიღმა და მსგავსი საუბარი არ ყოფილა. ეს იყო ბადრი პატარკაციშვილთან არსებული საუბრები, ეს ჩანაწერები წარმოადგინა პროკურატურამ, ვიდრე პროკურატურა წარმოადგენდა, ეს ჩანაწერები ინტერნეტწყაროებში გავრცელებულია და იქ არავითარი დანაშაულებრივი არ იკვეთება“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება თავად აქციის დარბევის საკითხს, წარმოდგენილი იყო მძიმე კადრები, თუმცა ეს იყო კონკრეტული პოლიციური ღონისძიების ფარგლებში არსებული გადაცდომები.

"მთავარი რა არის - არც ერთი ეს პოლიციელი, არც ერთი ის ადამიანი, თანამდებობის პირები იქნებოდნენ ეს თუ რიგითი თანამშრომლები, ვინც ჩვენ კადრებში ვიხილეთ, საქმეზე დაკითხული არ არის, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ფორმით, რაიმე ჩართულობა ჰქონდა ამ პროცესებში, არის თავიდან ბოლომდე გამოგონილი, იმიტომ, რომ ამ საქმის ფარგლებში ის მძიმე კადრები, რაც ვიხილეთ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, პროკურატურას შეფასებული არ აქვს არც ერთ კონკრეტულ მოქმედ პირთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.